Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არქეოლოგია

 

 

 

istoria.jpg

 

kib6o.jpg

 

6a00e54f9f8f8c883400e54ff3c1998833-800wiვანის უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის ნაქალაქარზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ უნიკალურ განძს მიაკვლია;

აღმოჩენილია ელინისტური ეპოქის (ძვ.წ. II-I სს) იშვიათი მხატვრული ღირებულების სარიტუალო ბრინჯაოს ნივთები _ სასაკმევლე და ჭრაქები, შემკული სხვადასხვა მითოლოგიური პერსონაჟებისა და ცხოველების გამოსახულებებით, რკინის ორი კანდელაბრი და ორასამდე რკინის შუბისპირი.

 

 

10.jpg

 


ეს სავარაუდოდ ტაძრის გადამალული ინვენტარია. კიდევ ერთხელ დასტურდება მოსაზრება, რომლის თანახმად, ძველი ვანი სატაძრო ქალაქს წარმოადგენდა.
ახალი აღმოჩენის შედეგად კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ გამოიკვეთა კოლხური ცივილიზაციის

 

 

 

 73.jpg

 

უმაღლესი დონე და კოლხეთის ინტენსიური კავშირები ანტიკურ სამყაროსთან.
კოლხეთის სამეფო ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენდა. ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყველაზე უფრო თავალნათლივ ძველი კოლხეთის კულტურა წარმოჩინდა.
ვანში პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა არსებობდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე

 

 

75.jpg

 

 

 

ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით ,უნიკალური კოლხური სტილის ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს ქმნიდა. ეროვნულ მუზეუმში დღეს ვანში აღმოჩენილი ათეულ ათასობით ოქროს ნივთია დაცული, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად ქართულის სეზონის ფარგლებში მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში მოგზურობს.
ვანის ახალი აღმოჩენა უნიკალურია არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ ისტორიული თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთხელ დასტურდება უძველესი ქართული ცივილიზაციის ახლო კავშირი ევროპულ სამყაროსთან.

 


741.jpg21554b50b95e.jpg

დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს.

დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაქულბაქევის ტერიტორიაზე 3000 წლის წინანდელი უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ნაქულბაქევის სამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა, როგორც დამარხვის წესის, ასევე აღმოჩენილი ინვენტარის თვალსაზრისით.

 

 


aaa.jpg

 

ნაპოვნია უძველესი მარანი, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნეებით თარიღდება. სამარხი, სადაც მარანს მიაკვლიეს, 3 ათასი წლის წინანდელია.

 


გათხრებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს სამხედრო გზის გაფართოების დროს დაიწყო, როდესაც შუა საუკუნეების ხანის ნასახლარის ნაშთები და გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სამარხები აღმოჩნდა.

 

 

 

ear-ring-detail.jpg

 

 


დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივმა კომპანიამ IDP ჯგუფმა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ტექნოლოგიების ცენტრის აგებას გეგმავს, არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა. მომავალში ძეგლის ტერიტორიაზე იგივე კომპანია ვალდებულებას იღებს ვიზიტორთა ცენტრი მოაწყოს, სადაც დამთვალიერებელს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალის გაცნობის საშუალება მიეცემა.
ნაქულბაქევი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია. დიდი მცხეთის აღმოსავლეთის კარიბჭე სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი რომის იმპერატორის

 

 

 

ვესპასიანეს წარწერა (ახ.წ. 75 წელი).f9d985a6b510928.jpg

 

 


ნაქულბაქევზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ აღნიშნული ტერიტორია სავაჭრო გზების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. თვით სახელწოდება ნაქულბაქევიც, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილთან მოიხსენიება, ამაზე მიუთითებს.
თბილისის ტერიტორიაზე ადამიანთა უწყვეტი ცხოვრების ნაშთები 6000-ზე მეტ წელს ითვლის. დედაქალაქი დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარეობს და, ამ მხრივ, მის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საყურადღებოა.
სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს უახლოეს მომავალში თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმ-საცავში გადაიტანენ, სადაც დედაქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი 10 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპონატი ინახება.
“ინტერპრესნიუსი”

 

 


images.jpeg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 8 აგვისტოს, როცა ქართული მიწა უმოწყალოდ იბომბებოდა, არქეოლოგებმა ჭიათურაში აღმოჩენა გააკეთეს – ჩვენს წინაპარს თურმე 34000 წლის წინ ჩაუცვამს და დაუხურავს, – რამდენად დაუჯერებლადაც უნდა მოგეჩვენოთ – ჭიათურის გამოქვაბულში 34000 წლის საქსოვი ძაფი იპოვეს და… მსოფლიო მედიაც შოკში ჩავარდა. როგორია? – მეცნიერები ამბობენ, პირველი ადამიანი ჰა-ჰა, დაახლოებით 70000 ათასი წლის წინ მიხვდა, რომ ტანსაცმელი სჭირდებოდა, მაგრამ ცხოველის ტყავი ტანზე შემოიხვია და მეტი ვერაფერი მოისაზრაო. 34000 ათასი წლის წინ კი, აგერ, ჭიათურაში, ჩვენს წინაპარს, კიდეც დაურთავს, კიდეც მოუქსოვია, კიდეც შეუღებავს და კიდეც ჩაუცვამს. ესეც ასე!
ამიერკავკასიაში ერთადერთ პალინოლოგს (მტვრის კვლევით ნამარხთა ასაკის დამდგენი მეცნიერება) ელისო ყვავაძეს ნამარხთა ასაკი დიდი ხანია აღარ უკვირს, მაგრამ ჭიათურაში 34000 წლის ნაქსოვის პოვნამ ისიც კი გააოგნა:
- აქამდე მეცნიერები ტანსაცმლის ნაშთებს ბევრს ეძებდნენ და ყველაზე ძველი მხოლოდ 19000 წლის სელია ისრაელში ნაპოვნი. რას ვიფიქრებდი, თუ სასწაული ჭიათურაში, ძუძუანას გამოქვაბულში გველოდა, – იქ 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოს მივაგენით, თანაც უკვე ნაქსოვს. როცა მათი ასაკი ამერიკის ლაბორატორიებმა დაადგინეს ცას ვეწიეთ სიხარულით. თანაც მარტო სელი და შალის ძაფი კი არა, იქვე მათი სართავი თითისტარის ქვა და ნემსიც კი ვიპოვეთ.
- რას ამბობთ, ნემსიც?!kazreti.jpg
- დიახ, ნემსი! როცა გამოქვაბულში წვრილზე წვრილი ყუნწიანი ძვალი აღმოჩნდა, თავის მტვრევაც მაშინ დაიწყო. მანამდე ფიქრობდნენ, რომ ძველი ადამიანები საკერავ ძაფად გამხმარ ნაწლავებს ხმარობდნენ. ნაწლავი კი იმ წვრილ ყუნწში ვერაფრით ვერ გაეყრებოდა! აი, ძაფები რომ აღმოჩნდა, მაშინ დალაგდა ყველაფერი. თურმე ჯერ კიდევ როდის კერავდნენ ჩვენი წინაპრები და თანაც რომ შეკერავდნენ და მოქსოვდნენ, ღებავდნენ კიდეც. 34000 წლის წინანდელი ფერებიც იქვე აღმოვაჩინეთ, ქვა იყო შეღებილი ლურჯ-შინდისფერ-მოყვითალო ფერებად და ჯიხვის მატყლი და სელის ძაფი როგორ არ შეიღებებოდა.m_4609ed1a03ec4815bcbbc601baa69211.jpg
- იმის თქმა გნებავთ, რომ 34000 ათასი წლის წინ ჩვენი წინაპრები ჯიხვის მატყლს რთავდნენ?
- აბა, ცხვარი სად იყო მაშინ მოშინაურებული! როგორც ჩანს, ზამთარში ჯიხვის ბეწვის თბილ ტანსაცმელს იცვამდნენ, ზაფხულში, – სელის გრილ სამოსს. აი, ასე იყო მოწყობილი საქართველოში 34000 წლის წინ ცხოვრება.
- ახლა ის გავიფიქრე, ამდენი ლამაზი და კომფორტული ჩასაცმელი თუ ჰქონდათ, ნეტავ, სამკაულს არ ატარებდნენ-მეთქი?
- ვინ გითხრათ, რომ არ ატარებდნენ! სადაც ნემსი და ძაფი, იქ უძველესი სამკაულებიც იყო – ცხოველის კბილებისა და ნიჟარების, თანაც თავგახვრეტილი, ძაფი რომ გაეყარათ და ყელზე ჩამოეკიდათ… ამიტომ გამოეხმაურა ამ აღმოჩენას მსოფლიოს მასმედია, უდიდესი გაზეთების, “ნიუ-იორკ ტაიმსისა” და “ფიგაროს” ჩათვლით… თუმცა რუსულმა გამოცემებმა გაგვაგიჟეს – თვალებს არ ვუჯერებდით, რომ მეცნიერებიც ასე მომართეს – ინტერნეტსაიტებზე ზოგი წერდა, ბლეფიაო, ზოგიც – ოსური წარმოშობის რომ აღმოჩნდეს ეს ბოჭკო, რა სკანდალი იქნებაო!
- ეგ გასაკვირი აღარც არის, ქალბატონო ელისო.
- არ ვიცი… მეცნიერებისთვის უფრო დიდიotrjh.jpg ღირებულებები უნდა არსებობდეს. ისე კი, 8 აგვისტოს, რომ იბომბებოდა, სწორედ იმ დღეს გავიარე გორის გზა და ჭიათურაში ჩავედი. დიდი აღმოჩენებიც სწორედ იმ დღეებში იყო, – ნაქსოვი ძაფის გარდა, გამოქვაბულში 45 მცენარის კვალი იყო. მათ შორის, კაკლისა და თხილის. ომი იყო, მაგრამ იქაურობის დატოვება აზრად არ მოგვსვლია. სტუდენტებმა ქართული დროშა გამოკიდეს გამოქვაბულზე, – თუ ვართ, უნდა ვიყოთ და საქმე გავაკეთოთ, აქედან ფეხს არ მოვიცვლითო. მაგრამ ძალით წამოგვიყვანეს. იმ მწარე დღეების საჩუქარი იყო ალბათ ეს აღმოჩენა.
vani2.jpgეთერ ერაძე
კვირის პალიტრა
უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა კაზრეთში


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს თემები კულტურაში თუ ისტორიაში უნდა იყოს? სწორად დავდე?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?