Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

header-name.gifბიომრავალფეროვნება  Share

 

 outum_1_11.jpg

 

ekositema.jpg

 

 

NAT959966A_T.gifსაქართველოს ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია. ძირითადად წარმოდგენილია პალეოარქტიკის ოლქის ხმელთაშუა ზღვის ქვეოლქის ელემენტებით, მაგრამ ჩრდილოეთ ნაწილში მრავლად გვხვდება ევროპა-ციმბირის ქვეოლქის წარმომადგენლები, სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანში კი - ცენტრალური აზიის ქვეოლქის ფაუნის სახეობები ან მათი მონათესავე ფორმები.
საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-ზე მეტი სახეობა, ფრინველების -330-ზე მეტი სახეობა, ქვეწარმავლების - 48, ამფიბიების - 11 და თევზების 160-მდე სახეობა. გვხვდება უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა. მათი სრული შემადგენლობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ცხოველები გავრცელებული არიან ზონალურად, თუმცა დიდი ეკოლოგიური ვალენტობის მქონე სახეობები ხშირად რამდენიმე ზონაშიც ბინადრობენ.

 

tearcivi_1.jpgალპური ზონის (კავკასიონის ქედი და მცირე კავკასიონი) ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია დაღესტნის და კავკასიონის ჯიხვები, რომლებიც ბინადრობენ კავკასიონის მთამაღალზე და კავკასიონის ენდემებს წარმოადგენენ. პირიქითა ხევსურეთისა და ალაგ-ალაგ თუშეთში მოიპოვება ნიამორი, რომელიც გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა და შეტანილია ,, საქართველოს წითელ წიგნში (სწწ). როგორც კავკასიონზე, ისე მცირე კავკასიონზე ფართოდაა გავრცელებული არჩვი. ალპურ მდელოებზე გვხვდება პრომეთეს მემინდვრია. გუდაურსა და მის მიდამოებში ბინადრობს გუდაურული მემინდვრია. ხევსურეთში ცხოვრობს დაღესტნური ომანა. ალპური მდელოების რიგ ადგილებში გვხვდება კავკასიური ბიგა, გრძელკუდა კბილთეთრა. ზოგიერთი მტაცებელი აქ ტყის ზონიდან ადის.
ალპურ ზონაში ბევრია ფრინველი. აღსანიშნავია კასპიური შურთხი (სწწ). კავკასიონის მთამაღალზე ფართოდაა გავრცელებული კავკასიური შურთხი. ზოგან არის კაკაბი. ამავე ზონაში ბინადრობენ მთის არწივი, ორბი და ბატკანძერი (შეტანილნი არიან სწწ-ში). ალპურ ზონაში გვხვდება მაღრანი, ჭკა, კავკასიური სტვენია, მთის ტოროლა, ალპიური ჭვინტაკა და სხვ. ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია კავკასიური კლდის ხვლიკი, ზღვის ანკარა და სხვ. ამფიბიებიდან საყურადღებოა ამიერკავკასიური ბატატი, კავკასიური ჯვრიანა (სსრკ წწ). მაღალმთიან მდინარეებსა და ტბებში იცის კალმახი. ბევრია ნაირგვარი მწერები, მოლუსკები.

 

quciki_1.jpg

ტყისზონას საქართველოში საკმაოდ ვრცელი ფართობიუკავია. იგი რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე იწყება და მაჭისწყალზე (ლაგოდეხის მახლობლად მთავრდება). ამ ზონაში ერთიანდება კავკასიის სამხრეთი ფერდობი, დაწყებული დასავლეთ საქართველოში 500 მეტრიდან, სუბალპურ მდელოებამდე., ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 800 მეტრიდან სუბალპურ მდელოებამდე. ამავე ზონაში შედის ქართლ-იმერეთის, თრიალეთისა და გომბორის ქედების ტყეები. ამ ზონის ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია გარეული ღორი, შველი, ირემი, მგელი, რომელიც თითქმის ყველგან არის და ზოგან ალპურ მდელოებამდე. აღწევს. მრავალგანაა ტურა, ამიერკავკასიის მთის მელა, რომელიც სხვა სტაციებშიც გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული ტყის კატა, ფოცხვერი, თითქმის ყველგან გვხვდება მურა დათვი, ამიერკავკასიის მაჩვი, კავკასიური ყვითელყელა კვერნა. ბზიფის ხეობაში უმნიშვნელო რაოდენობით არის კავკასიური წაულა, მრავალგანაა წავი, მაგრამ ყველგან თითო-ოროლა (შწწ). თითქმის ყველგან არის დედოფალა,. ტყეებსა და ტყისპირებში გვხვდება კურდღელი, რომელიც ზოგან ალპურ მდელოებამდეც ადის. როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ტყეებში ფართოდაა გავრცელებული კავკასიური ციყვი, თერგის სათავის ტყეებში მცირე რაოდენობითაა კავკასიური თრია. თითქმის ყველგან გვხვდება ძილგუდა და ღნავი. თერგის სათავესთან, გუდაურთან, სვანეთში, აფხაზეთში ბინადრობს კავკასიური თაგვანა. ამავე ზონისათვის დამახასიათებელია ყვითელყელა ტყის თაგვი. შატილის მიდამოებში ბინადრობს დაღესტნური ომანა. გურია-აჭარის ქედზე ხშირია პონტოური მემინდვრია, მრავალგანაა წყლის მემინდვრია. ზოგიერთ ადგლას გვხვდება სურამული, დაღესტნური, ბუჩქნარის, ამირკავკასიური თოვლა და მცირეაზიური მთის მემინდვრიები. ფართოდ არიან გავრცელებული ზღარბი, თხუნელა, კავკასიური ბიგა. რადეს ბიგა (სწწ) ბინადრობს ბაკურიანის მისადევრებსა და ლაგოდეხის რაიონში, ქუთაისის მახლობლად. მრავალგანაა კავკასიური კბილთეთრა

 ლაგოდეხის რაიონში, გუდამაყრის ხეობასა და ანანურის მიდამოებში გვხვდება სპარსული კბილთეთრა, აბასთუმნის მიდამოებში - მცირე კბილთეთრა (სწწ), ზუგდიდსა და მის მიდამოებში ბინადრობს ყურგრძელი მღამიობი (სწწ), თბილისში, ზუგდიდსა და და აჭარაში - ფრთაგრძელი ღამურა (სწწ), ბორჯომის ხეობასა და აფხაზეთში - გიგანტური მეღამურა (სწწ), ქუღაისში, ფოთსა და აჭარაში გავრცელებულია მცირე მეღამურა (სწწ), თბილისიდან და ბორჯომის ხეობიდან ცნობილია მაჩქათელა (სწწ). ტყის ზონა საკმაოდ მდიდარია ფრინველით. ფართოფაა გავრცელებული კავკასიური როჭო (კავკასიური ენდემია და შეტანილია სწწ-ში). ტყეების მეტად განსაზღვრულ უბნებსა და ქვედა სარტყელში (750 მეტრამდე), მეტწილად კი ჭალის ტყეებსა და ბუჩქნარ-ბარდნარებში, ბინადრობს ჩვეულებრივი ანუ კლხური ხოხობი. მრავალგანაა გვრიტი, ქედანი. ტყეებისა და ტბორების სანაპიროებზე ბინადრობენ მელოტა, წყლის ქათამი, ზოგან დასავლური ლაინა, მცირე ქათამურა, ჭაობიანსა და ნოტიო ადგილებში მიმოფრენისას გვხვდება პრანწია, შავულა, ჭაობის კოკორინა, ევროპული დიდი კრონშნეპი, ტყის ქათამი, ჩიბუხა, გოჭა და სხვ.; წყალსატევების სანაპიროებში - ჩვეულებრივი და მდინარის თოლიები, რიგ ადგილებში ბინადრობენ ღორიხვები, მურტალები, წყალსატევებთან ბინადრობენ რუხი ბატი, გარეული იხვი, ევროპული ჟერო; ივეოსი გვხვდება მიმოფრენისას. ერთეულების სახითაა იშხვარი ანუ შავი ყარყატი (სწწ). აქვე არიან თეთრი ყარყატი, რუხი, თეთრი და ღამის ყანჩები, შავარდენი (სწწ), გავაზი, კავკასიური ქორი, მიმინო, ჭაობის ბოლობეჭედა, ევროპული ძერა. მდინარეთა სანაპიროების მაღალ ხეებზე ბუდობს ფსოვი (გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა; სწწ). გორაკ-ბორცვიან ადგილებში ბუდობს ფასკუნჯი, უღრან ტყეებში - სვავი. აქა-იქ გვხვდება ჩია და დიდი მყივანი არწივები. მრავალგან ბინადრობენ კაკაჩა, ზარნაშო, ტყის ბუ, გუგული, ოქროსფერი კვირიონი, ალკუნი, ჩვეულებრივი მაქცია, ნამგალა, შავი, მწვანე და დიდი ჭრელი კოდალები, რუხი ყვავი, ჭილყვავი, კაჭკაჭი, ჩხიკვი, შოშია, მოლაღური, კულუმბური, ჩიტბატონა, სტვენია, კოჭობა, ნისკარტმარწუხა, ნიბლია, სახლის ბეღურა, ბაღის გრატა, ტოროლები, ევროპული წყალწყალა, ბზეწვია, მთის მწყერჩიტა, წითელფრთიანი კლდეცოცია, მგლინავა, სინეგოგა, წიწკანა, წივწივა, რემეზი, რამდენიმე სახეობის ღაჟო, ყვითელთავა ნარჩიტა, კავკასიური ყარანა, რამდენიმე სახების მეჩალია, დიდი ბუტბუტა, ასპუჭაკა, ჩხართვი, შავი შაშვი, ჯიჯღი, ჩიჩხინაკი, კდლის შაშვი, მეღორღია, ბულბული, გულწითელა, ჭვინტა, ჭინჭრაქა, სოფლის და ქალაქის მერცხლები და სხვ.
ტყის ზონის ქვეწარმავლებს შორის საყურადღებოა კავკასიური ჯოჯო, გველხოკერა, ბოხმეჭა, ზოლებიანი, საშუალო, მარდი და მდელოს ხვლიკები, ზოგან კლდის ხვლიკიცაა. ბევრგანაა გველბრუცა, ჩვეულებრივი და წყლის ანკარები; მუცელყვითელა, წენგოსფერი, გრძელი (სწწ), ფერადი და ოთხზოლიანი მცურავები, მცირე არეალის მქონე სახეობები - კავკასიური და ცხვირრქოსანი გველგესლები და ხმელთაშუა ზღვის კუ შეტანილი არიან სწწ-ში. ამფიბიებიდან აღსანიშნავია ენდემური კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიული ტრიტონი და კავკასიური ჯვრიანა (შეტანილი არიან სწწ-ში), ფართოდაა გავრცელებული ტბისა და მცირეაზიური ბაყაყები, ვასაკა, ჩვეულებრივი და მწვანე გომბეშოები და სხვ.
თევზებიდან აღსანიშნავია კალმახი, შავი ზღვის ორაგული, აღმოსავლური ქაშაპი, კოლხური ტობი, შამაია, კოლხური წვერა, მურწა, მარდულა, მტკვრის გოჭალა, ლოქო, მდინარის ღორჯო, ზოგან გვხვდება ქორჭილა და სხვ.
ტყის ზონა მდიდარია ნაირგვარი უხერხემლო ცხოველებით (მწერებით, მოლუსკებით, ობობასნაირებით, ჭიებით და სხვ.).

 

niamori_1.jpgაღმოსავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონაში ბინადრობენ ნაირგვარი ცხოველები. თუმცა ამ ზონის ფაუნას ერთფეროვნების დაღი აზის. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია შირაქის ველის ბინადარი ქურციკი, რომელიც გადაშენების გზაზეა (სწწ). კახეთის ტყეებსა და გარდაბნის მტვრისპირა ჭალებში გვხვდება გარეული ღორი, შველი, ირემი. ფართოდ არიან გავრცელებულნი ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა, კავკასიური ბიგა, გრძელკუდა და და მცირე კბილთეთრები. თბილი მიდამოებიდანაა ცნობილი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი - ფუღუ (სწწ). მრავლად არიან ცხვირნალები, მღამიობები, მეღამურები, ღამურები, რომლებიც ტყის ზონაშიც ფართოდ არიან გავრცელებული. მრავალგან გვხვდება კურდღელი, ჩვეულებრივი და საზ. მემინდვრიები, ველის თაგვი, ამიერკავკასიური ომანა, რუხი ზაზუნა, ელდარისა და სამგორის ველებზე ბინადრობს კავკასიური წითელკუდა მექვიშია; ფართოდაა გავრცელებული წყლის მემინდვრია, ამიერკავკასიური მაჩვი, წავი, დედოფალა; მცირე რაოდენობითაა ჭრელტყავა, რომელიც გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა (სწწ). მეცხოველეობის რაიონებში თითქმის ყველგანაა მგელი. მრავალგან გვხვდება ტურა, ამიერკავკასიური ველის მელა. ამოწყდომის საფრთხის წინაშეა ზოლებიანი აფთარი (სწწ), გადაშენების გზაზეა ამიერკავკასიური ჯიქი (სწწ).
ამ ზონაში მრავალგვარი ფრინველი გვხვდება. აღსანიშნავია მწყერი, კაკაბი და გნოლი (სწწ); ივრის ხეობის მცირე ნაკვეთზე ცხოვრობს მცირე არეალის მქონე ფრინველი დურაჯი (სწწ), მრავალგან გვხვდება ჩვეულებრივი ხოხობი, გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი. წყალსატევების მიდამოებში ბინადრობენ ხონთქრის ქათამი (სწწ), მელოტა, ქათამურა და სხვ. წინა წლებში იშვიათად გამოსაზამთრებლად მოფრინდებოდნენ ხოლმე სავათი და სარსარაკი, გადაშენების გზაზე მდგომი სახეობებია (სსრკ წწ). მრავალგან არის თვალჭყეტია, ველის მერცხალა, საყელოიანი მეჭვავია, მცირე წინტალა, ჭაობის კოკორინა, კრონშნეპი, ჭყინპო, საყელოიანი მეჭვავია, მცირე წინტალა, ვერცხლისფერი და მდინარის თოლიები, თევზიყლაპიები, იშვიათად გვახვდება რუხი ბატი, გედები, ხშირად - წითელი იხვი, გარეული იხვი, იხვინჯა, ყურყუმელა და სხვ. ზოგიერთ ადგილას ბინადრობს მცირე ჩვამა, ხოლო მიმოფრენისას იშვიათად გვხვდება ხუჭუჭა ვარხვი. ბევრია თეთრი ყარყატი, იშხვარი, თეთრი ყანჩა, ყარაულა, ღამის ყანჩა, კირკიტა, მიმინო, ქორი, რამდენიმე სახეობის მოლობეჭედა, ძერა. გადაშენების გზაზეა ბეგობისა და ველის არწივები და შაკი (შეტანილი არიან სწწ-ში). ფართოდ არის გავრცელებული ზარნაშო, წყრომი, გუგული, უფეხურა, ალკუნი, კვირიონი, ყაპყაპი, შავი, მწვანე და ჭრელი კოდალები, მაქცია, ნამგალა, ყორანი, ტუხი ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მოლაღური, კულუმბური, ჩიტბატონა, რამდენიმე სახეობის ღაჟო, ჭვინტა, სტვენია, ნიბლია, მინდვრის ბეღურა, სხვადასხვა სახეობის ტოროლა, გრატები, წყალწყალა, ბზეწვია, ბოლოქანქარა, მწყერჩიტა, დიდი წივწივა, რემეზი, მემატლია, ყარანა, მეცალიები, ასპუჭაკები, ჩხართვი, შაშვი, მეღორღია, ბილბული, წყლის შაშვი, მენაპირე, ქალაქისა და სოფლის მერცხლები და სხ.
ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია კავკასიური ჯოჯო, იშვიათად გვხვდება თავტიტველა გეკონი, სპარსული მრგვალთავა, ხშირად - გველხოკერა, ბოხმეჭა, საშუალო, ზოლებიანი, მარდი და მდელოს ხვლიკები. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება კოხტა გველთავა, მარდი ფსვენი და სხვ. გველებიდან საყურადღებოა გველბრუცა, ველის მახრჩობელა (სწწ), ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, მუცელყვითელი, წენგოსფერი და ხალებიანი მცურავები. თბილ მიდამოებში გვხვდება ესკულაპის გველი (სწწ). მრავალგანაა კატისთვალა გველი, ველის გველგესლა, გიურზა. რიგ ადგილებში ბინადრობს გიურზა, წყალსატევებსა და მათ მიდამოებში ცხოვრობენ ჭაობისა და წყლის კუები, ზოგან ხმელთაშუა ზღვის კუ.
ამფიბიებიდან აღსანიშნავია მცირეაზიური ტრიტონის თბილისის მიდამოებში აღწერილი ქვესახეობა (სსრკ წწ). ფართოდ არიან გავრცელებული ტბისა და მცირეაზიური ბაყაყები, გომბეშო, ვასაკა.
თევზებიდან საყურადღებოა კალმახი, ქაშაყი, ტობი, მურწა, წვერა, ხრამული, ჭანარი, კობრი, ლოქო, მდინარის ღორჯო და სხვ.
ზონის ფარგლებში მრავლად არიან ნაირგვარი მწერები, ობობასნაირნი, მოლუსკები, ჭიები და სხვ.

 

ishxvari_1.jpgდასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონას უკავია ფართობი შავი ზღვის სანაპიროდან (ფსოუ-სარფი) ზესტაფონამდე (რამდენადმე მის აღმოსავლეთით) და სამკუთხედს მოგვაგონებს. იგი მოიცავს კოლხეთის დაბლობისა (10-250 მეტრამდე) და კოლხეთის მარადმწვანე ქვეტყიანი და ლეშაბზიანი ტყეების სარტყელს (250-500 მეტრამდე).
ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება ევროპული ზღარბი, ევროპული თხუნელა; კოდორის ხეობაში, ზუგდიდის მისადევრებსა და რიგ სხვა ადგილებში არის დიდი კბილთეთრა. ფართოდაა გავრცელებული მცირე ცხვირნალა, ზუგდიდიდან და მისი მიდამოებიდან ცნობილია ყურგრძელი მღამიობი, მრავალგანაა ღამურები, მეღამურები, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ღნავი; გაგრიდან სოხუმამდე ბინადრობს მინდვრის თაგვი. ბევრგანაა ტყის თაგვი, პონტოური წითელი მემინდვრია; თითქმის ყველგან გვხვდება ამიერკავკასიური მაჩვი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა, წავი და სხვ. ძლიერ შემცირებულია მგლის არეალი, მრავალგან გვხვდება ტურა, მელა, ტყის კატა, ფოცხვერი, მურა დათვი და სხვ. აქა-იქ ბინადრობს გარეული ღორი, რიგ ადგილებში - შველი.
ფრინველებიდან ამ ზონისათვის დამახასიათებელია კოლხური ხოხობი. ფართოდაა გავრცელებული მწყერი, ევროპული ქედანი, გვრიტი, მელოტა, წყლის ქათამი, ქათამურა, მდელოს მერცხალი, პრანწია, მეტალახია, მებორნე, დიდი კრონშნეპი, ტყის ქათამი, შავფრთიანი, დიდი, ვეჟანი და შავთავა თოლიები, თევზიყლაპია, წითელყელა მურტალა, რუხი ბატი, მეტი-მეკალოე, ამლაყი და ჩვეულებრივი იხვები, რამდენიმე სახეობის ყურყუმელა, დიდი და მცირე ჩვამები; მიმოფენისას იშვიათად გვხვდება ხუჭუჭა ვარხვი, აგრეთვე წითური, რუხი და თეთრი ყანჩები, აქა-იქაა მცირე ყარაულა. რიგ ადგილებში არის იშხვარი. ფართოდაა გავრცელებული შავარდენი, ქორი, მიმინო, მინდვრის ბოლობეჭედა, ზარნაშო, ტყის ბუ, ბუკიოტი, ჭაობის ბუ, გუგული, ყაპყაპი, ოფოფი, ალკუნი, სირიული (სწწ) და საშუალო კოდალები, მაქცია, სანგალა, რუხი ყვავი, ჩხიკვი, შოშია, მოლაღური, კულუმბური, მთიულა, მინდვრის ტოროლა, წყალწყალა, მწყერჩიტა, რემეზი, მემატლია, შაშვისებრი მეჩალია, ყვითელთავა ნარჩიტა, ყარანა, დიდი ბუტბუტა, შაშვი, შავთავა ოვსადი, ბულბული, გულწითელა, ჭვინტაკა, ჭინჭრაქა, სოფლის მერცხალი და სხვ.
ქვეწარმავლებიდან ფართოდაა გავრცელებული ბოხმეჭა, პონტოური მდელოს ხვლიკი, აჭარული ხვლიკი. მრავალგან გვხვდება გველბრუცა, წყლისა და ჩვეულებრივი ანკარები, მცურავი, სპილენძა, კავკასიური გველგესლა. თითქმის ყველა ჭაობსა და ტბორში ბინადრობს ჭაობის კუ.
ამფიბიებიდან საყურადღებოა ჩვეულებრივი, სავარცხლიანი და მცირეაზიური ტრიტონები, ტბის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მწვანე გომბეშოები, ვასაკა და სხვ.
თევზებიდან აღსანიშნავია კალმახი, შავი ზღვის ორაგული (რომელიც ტოფობისათვის ზოგ მდინარეში შედის), ფორეჯი, კოლხური თართი, წერი, ტარანი, ქაშაპი, კოლხური კვირჩხლა, ფრთაწითელა, ჭერეხი, კოლხური წვერა, კავკასიური თაღლითა, ვიმბა, ტაფელა, კობრი, ანგორული გოჭალა, ფარგა, ქორჭილა, რამდენიმე სახეობის ღორჯო, იშვიათად გვხვდება გველთევზა და სხვ.

 

bearcivi_1.jpgმესხეთ - ჯავახეთის ზეგნის ზონაში ერთიანდება სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანი ველების სარტყელი: ჯავახეთის, წალკის, ზურტაკეტის, აბულსამსარისა და კეჩუთის პლატოები. ძუძუმწოვრებიდან აქ არის ევროპული ზღარბი, ევროპული თხუნელა, კავკასიური მცირე ბიგა, გრძელთათა მუდუ, ცხვირნალები, ყურდიდა ღამურა, მაჩქათელა, ყურწვეტა მღამიობი, გიგანტური მეღამურა, მეგვიანე ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ძილგუდა. ახალქალაქის მისადევრებსა და რიგ სხვა ადგილას გვხვდება ბრუცა. მრავალგანაა ტყის თაგვი, საზოგადოებრივი ბუჩქნარისა და თოვლა მემინდვრიები. ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე ბინადრობს წავი, ბევრგან არის ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური თეთრყელა კვერნა, დედოფალა, რიგ ადგილებში ბინადრობს ჭრელტყავა. მესაქონლეობის რაიონებში გვხვდება მგელი, თითქმის ყველგანაა ამიერკავკასიური მთის მელა, ზოგან ტყის კატა, ფოცხვერი, მურა დათვი. იშვიათია გარეული ღორი, ზოგან გვხვდება შველი და ირემი, მცირე რაოდენობითაა კავკასიური არჩვი.
ფრინველებიდან გავრცელებულია კავკასიური როჭო, კასპიური შურთხი (სწწ), კაკაბი, მწყერი, მცირე წინტალა, მეკენჭია, მებორნე, ჩიბუხა, ტყის ქათამი, ვეჟანი და ჩვეულებრივი თოლიები. აქა-იქ გვხვდება გარეული იხვი, წითელნისკარტა ყურყუმელა და სხვ. ფართოდ არიან გავრცელებული შავარდენი, ქორი, მიმინო, ძერა. ალაგ-ალაგ არის სვავი, ფასკუნჯი, ველის კაკაჩა, ჭაობის ბოლობეჭედა, ზარნაშო, ჭაობის ბუ, გუგული, ყაპყაპი, ოფოფი, ნამგალა, ყორანი, რუხი ყვავი, ჩხიკვი, მოლაღური, ჭივჭავი, მთის ჭვინტა, რქოსანი ტოროლა, ლელიანის გრატა, წყალწყალა, წივწივა, კლდის შაშვები, მემატლია, ღაჟო, თოხიტარა, წყლის შაშვი, სოფლისა და ქალაქის მერცხლები. იშვიათია და მხოლოდ აქ გვხვდება წითელთავა ნარჩიტა და წითელფრთიანი კოჭობურა (სწწ).
ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია კავკასიური ჯოჯო, ბოხმეჭა, ზოლებიანი და კლდის ხვლიკები, ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, ოთხზოლიანი მცურავი და სხვ.
ამფიბიებიდან გვხვდება კავკასიური სალამანდრა, აქა-იქ - კავკასიური ჯვრიანა. ფართოდ არის გავრცელებული ტბის ბაყაყი, გომბეშო და ვასაკა. მდინარეებსა და ტბებში იცის კალმახი, მტკვრის ტობი, ციმორი, წვერა, მურწა, შავწარბა ნაფოტა, მდინარის ღორჯო და სხვ.

 

xkatami_1.jpgშავიზღვა საკმაოდ მდიდარია ნაირგვარი ცხოველებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გვხვდება საქართველოს სანაპიროებთანაც. ძუძუმწოვრებიდან მრავლადაა ზღვის ღორი, აფალინა და ჩვეულებრივი დელფინი. ფარფლფეხიანებიდან იშვიათია თეთრმუცელა სელაპი, რომლის ერთი ეგზემპლარი 1939 წელს ნახეს ბათუმის მახლობლად (გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა; სწწ).
ფრინველებიდან ზღვის სანაპიროზე ბევრია ვერცხლიფერი ვეჟანი, შავთავა, წვრილნისკარტა და მცირე თოლიები და სხვ.
თევზებიდან საყურადღებოა ძაღლისებრი ზვიგენი, ქიცვიანი სკაროსი, ზღვის კატა, სვია, ატლანტური ზუთხი (სწწ), რამდენიმე სახეობის ქაშაყი, ქარსალა, შავი ზღვის ორაგული, იშვიათია გველთევზა, ხშირია კეფალი, რამდენიმე სახეობის ზღვის ფინია, ნაირგვარი ღორჯო, კამბალები; ცოტაა ზღვის ეშმაკი, მრავლადაა ზღვის ნემსთევზა, ცხენთევზა და სხვ.
მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში აკლიმატიზებულია მრავალი ცხოველი. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ტბაში აკლიმატიზებულია ნუტრია, 1938 წელს მრავალ ადგილას გაუშვეს ენოტისებრი ძაღლი, რომელიც დროთა განმავლობაში მავნებლად იქცა. ამჟამად მას ყველგან სპობენ. 1941 წელს ყვარლის რაიონში გაუშვეს ამერიკული წაულა, რომელიც მალე მოისპო. 1952 წელს ბორჯომის ხეობაში აკლიმატიზებულ იქნა თელეთური ციყვი, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა სატყეო მეურნეობას. ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში შემოსახლდა და ფართოდ გავრცელდა ალტაური ციყვი, 1925 წელს დასავლეთ საქართველოს რიგ ადგილებში აკლიმატიზებულ იქნა გამბუზია, რომელიც შემდგომში ფართოდ განსახლდა თითქმის მთელი რესპუბლიკის ფარგლებში. ბაზალეთის, ჯანდარისა სხვა ტბებში აკლიმატიზებულია სარკისებრი კობრი. 1931 წელს ტაბაწყურის ტბაში მოაშენეს სიგი. დასავლეთ საქართველოს რიგ წყალსატევებში აშენებენ ცისარტყელა კალმახს, თეთრ ამურს, სქელშუბლას და სხვ. საქართველოში აკლიმატიზებულია მწერებიც: აფელინუსი, როდოლია, კრიპტოლემუსი და სხვ. ბორჯომის ხეობაში გავრცელდა ნაძვის დიდი ლაფნიჭამია, რომელმაც აურაცხელი ზარალი მიაყენა სატყეო მეურნეობას.
საქართველოს ბუნებაზე ადამიანის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზემოქმედების შედეგად ძალზე შემცირდა ზოგი ცხოველის არელალი, ხოლო ზოგი სულაც მოისპო. მაგალითად, მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში მოკლულ იქნა უკანასკნელი დომბა, ხოლო 200 წლის წინათ დასავლეთ საქართველოს სავარგულებში მოისპო თახვი. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოისპო ქურციკი, შემცირდა ზოლებიანი აფთარი, ნიამორისა და ხოხბის არეალები და მათი საერთო რაოდენობა.
ამჟამად მიღებულია ქმედითი ღონისძიებები საქართველოს ფაუნის დაცვისა და აღდგენის მიზნით. დაარსებულია ნაკრძალები (ლაგოდეხის, ბორჯომის, საგურამოს, რიწის, კინტრიშისა და სხვ.), აღკვეთილები, მიწერილი სამონადირეო მეურნეობები და სხვ., სადაც გულმოდგინედ იცავენ ჩვენს ფაუნას.
ლიტ.: საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 1-2, თბ., 1964-65; ტ. 4, თბ.., 1973. ჯანაშვილი ა., საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 3 - ხერხემლიანები, თბ., 1963. ა. ჯანაშვილი

 

tfpc3u4yx0e9bn8nrowz.jpg

Picture2.jpg

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თემა რამდენად სწორად დევს?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

სურათბი რატო არ ჩანს?



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ადმინებს ვთხოვ პოსტის გასწორებას


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ინფორმაციის წყარო საიდან არის?

საიტი საიდანაც დაიდო აქ დამიწეთ ლინკი

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?