Jump to content


ამ თემას აქვს 22 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

header-name.gifსაქართველოს "იუნესკოს"

XerTvisi_7_K_Am_7l6l0fop.jpg

ულტურული მემკვიდრეობა  Share

 

 

 იუნესკოს ეკუთვნის 191 ერი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა პარიზშია; მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. წარმომადგენლობით ოფისთა უმრავლესობა ე.წ. კლასტერული ოფისებია, რომლებიც სამ ან მეტ ქვეყანას კურირებს, თუმცა გარდა ამისა არსებობს რეგიონალური ოფისებიც. იუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ასევე ინფორმაცია. იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისთ.

globe-small.jpg ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი
bagrati.jpggelati.jpg
ბაგრატის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა".
გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. გელათის სამონასტრო კომპლექსიღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი.

globe-small.jpg მცხეთის ისტორიული მონუმენტები
jvari.jpgsvetitskhoveli.jpg
ჯვრის მონასტერი – მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქართლი. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიია სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას".
სვეტიცხოველი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან(ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ზე, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობააა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმ. ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია.
მცხეთამ და მისმა შემოგარენმა ("დიდი მცხეთა"), როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთმა უძველესმა დასახლებულმა ადგილმა, XIX საუკუნიდან მიიქცია საისტორიო სიძველეებით დაინტერესებულ მკვლევართა ყურადღება. 1874 წლიდან მცხეთაში სამთავროს სამაროვანს თხრიდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება. გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა გაიშალა 1930-იანი წლებიდან (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია; შემდეგ წლებში – ა. კალანდაძე, მ. ივაშჩენკო, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე, ა. აფაქიძე და სხვები). სადირექტივო ორგანოების გადაწყვეტილებით 1940 არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ნაკრძალად გამოცხადდა არმაზის მიდამოები, 1957 — ძვ. მცხეთის ტერიტორია მდინარეებს არაგვსა და მტკვარს შუა ბებრის ციხამდე, 1966 — მცხეთის ტერიტორია მთლიანად. 1968 წლიდან მცხეთა ქალაქ-მუზეუმი.
1975 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). სხვადასხვა დროს მცხეთასა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი: სამაროვნები და ნამოსახლარები (ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი რკინის ხანამდე). ანტიკური ხანის სხვადასხვა სახის სათავდაცვო და საქალაქო ნაგებობები (სასახლის, აბანოების ნანგრევები), "სახლი საკრძალავი", მავზოლეუმის ტიპის აკლდამის ნაშთები, სამაროვნები (არმაზისციხე, არმაზისხევი, მოგვთაკარის უბანი და სხვა), შემოტანილი და ადგილობრივი წარმოების ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების მაღალმხატვრული ნაკეთობანი, მინისა და კერამიკული ჭურჭელი, მეთუნეთა ნამოსახლარი და სამაროვანი, კერამიკული სახელოსნოსა და და მარნის ნანგრევები (კარსნისხევი) და სხვა. ადრინდელი ფეოდალური ხანის სამაროვნები (სამთავრო, ქ. მცხეთა, კოდმანი, მუხათგვერდი, არმაზისხევი, კარსანი, არაგვის მარცხენა ნაპირი და სხვა). რკინის სადნობი სახელოსნო, საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობათა ნაშთები (გრძელი მინდორი, სარკინე, ნასტაკისი, მთა-ქართლი), სათავდაცვო და საკულტო ნაგებობები (ავჭლისკარი, წიწამურის სერი, ღართისკარი, ძალისი), ეპიგრაფიკული ძეგლები ბერძნულ-ებრაული და არმაზულ-არამეული წარწერები (არმაზისხევი, სამთავრო, ავჭალისკარი). მცხეთის კარიბჭე, კათალიკოსის სასახლე, ტაძრის ნაშთები.
არქეოლოგიური ძეგლების, ეპიგრაფიკული მასალისა და წერილობითი წყაროების საშუალებით ხერხდება მცხეთის ისტორიის, საქალაქო ცხოვრებისა და ხუროთმოძღვრული სახის აღდგენა.

globe-small.jpg ზემო სვანეთი
svaneti.jpg
უშგული – სოფელი სვანეთში, საქართველო, იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის ძეგლი. ზღვის დონიდან 2200 მ-ზე მდებარეობით ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად ითვლება. მდებარეობს მთა შხარას ძირას. სოფელში დაახ. 70 კომლი სახლობს. წელიწადში ექვსი თვე არემარე თოვლით არის დაფარული და ხშირად ერთადერთი გზა მესტიისკენ გადაკეტილია. სოფელში ხშირია ტიპიური სვანური თავდაცვითი კოშკები. მე-12 საუკუნით დათარიღებული უშგულის ეკლესია მდებარეობს განაპირა გორაზე.

 

globe-small.jpg აგრეთვე ზედამხდველობის ქვეშ მყოფი ძეგლები:


ალავერდი (2007)
ანანური(2007)
კოლხური ტყეები დაჭაობები (2007)
დავიდ გარეჟის სამონასტრო კომპლექსი (2007)
დმანისი (2007)
გრემი (2007)
ქვეტერას ეკლესია (2007)
მთა-თუშეთი (2007)
ნიკორწმინდა (2007)
სამთავისი (2007)
შატილი (2007)
ძველი თბილისი (2007)
უფლისციხე (2007)
ვანი (2007)
ვარზია და ხერთვისი (2007)


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გელათის სანახავად და საერთოდიმერეთში ხომ არ მოგვერტყა ლაშქრობა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

სურათები რატო არ ჩანს?



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Svetitskhoveli1.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Jvari_monastery%2C_outside_Mtsketa.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაგრატი

Bagrati_cathedral%2C_Georgia.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გელათი

Gelati_Monastery%2C_Georgia.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უშგული

Ushguli_Svaneti_1822.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ალავერდი

Alaverdi_monastery_in_Kakheti%2C_Georgia


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანანური

Ananuri_6.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დავით გარეჯი

David_Gareja_monastery_complex.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დმანისის ნაქალაქარი. პირველი ჰომო საპიენსი.

640px-Dmanisi_cranium_D2700_%28B%29.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კახეთის ძველი დედაქალაქი.გრემი

1024px-Gremi_Kakheti01.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კვეთერა

Kvetera1.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯვარბოსელი.თუშეთი

Jvarboseli.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?