Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.ქუჯი ეგრისის ერისთავი – Kuji, the Eristavi of Egrisi (ძვ. წ. IV-III)

.

.

e183a5e183a3e183afe18398-e18394e18392e18

ქუჯი ეგრისელი, მხატვარი გიორგი გეგეჭკორი. 2001

 

 

 

ქუჯი — კოლხეთის მეფე (ერისთავი) დაახლოებით ძვ. წ. 325-ძვ. წ. 280 წლებში. ქართლის მეფის, ფარნავაზის მოკავშირე და თანამებრძოლი. რომაელი სარდლის, აზონის წინააღმდეგ ომში ფარნავაზმა დახმარება ქუჯის სთხოვა. ეგრისის მმართველმა მისი წინადადება მიიღო და ქართლის მეფეს შეუერთდა. ფარნავაზი დედასთან და დებთან ერთად ეგრისში გადავიდა. ქუჯიმ ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისათვის დაწყებულ ბრძოლაში პირველობა ფარნავაზს დაუთმო: შენ გეკუთვნის “უფლობა ჩვენი”, როგორც აღმოსავლეთ ქართველს, ანუ ქართლოსის პირდაპირ ჩამომავალსო. ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის რამდენიმე წელს გაგრძელდა და ფარნავაზის გამარჯვებით დასრულდა. ქართლის მეფემ ერისთავ ქუჯის საკუთარი და მიათხოვა ცოლად და მათი მოკავშირეობა ნათესაობითაც განამტკიცა. ქუჯი ერისთავმა ეგრისის შუაგულში ააშენა დიდი ქალაქი ციხე-გოჯი(ნოქალაქევი,არქეოპოლისი), რომლის ნანგრევები დღესაც იწვევს მნახველთა გაოცებას.

 

 

წყაროwordpress.com:

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი

 

 

 

1-e1839ce1839de183a5e18390e1839ae18390e1

 

 

 

ნოქალაქევის აღმოსავლეთ კარიბჭე

ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს. · გასული საუკუნეების ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. პირველად ეს მოსაზრება XIX საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა სპეციალისტმა დიუბუა დე მონპერემ (“F. Diobua de Monpereoux”) გამოთქვა.

ნოქალაქევში ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ. წ. VIII-VII ს.ს-ით თარიღდება. ამ პერიოდის მონაპოვრებს შეადგენს სხვადასხვა ცხოველების (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორთავიანი ცხოველების ქანდაკებები, რომლებიც ამ პერიოდის ნოქალაქევში ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს. ცხოვრება ნოქალაქევში ძვ. წ. VI-IV ს.ს-შიც გრძელდება, ამ პერიოდის ფენებიდან გამოვლენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით გამოსარჩევია ნოქალაქევში აღმოჩენილი ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I ს.ს.) ორმო და ქვევრსამარხები, მდიდარი სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ასევე გამოვლენილია ამ პერიოდის მდიდარი კერამიკული მასალა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ამფორები.

XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის (იბერიის) ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, სწორედ ამ ქუჯის დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას აუშენებია ციხე-გოჯი (“ქუჯის ციხე”).

ახ. წ. IVს-ში ნოქალაქევში შენდება ციხე-ქალაქი, რომელიც მალე ლაზეთის (ლაზიკა) სამეფოს ანუ მთელი დას. საქართველოს დედაქალაქი ხდება. V და VI ს.ს-ში ქალაქი კიდევ უფრო ფართოვდება. 3 კმ-ის სიგრძის გალავნებით გარშემოტყმული ქალაქის ტერიტორია 19 ჰა ფართობს მოიცავდა და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი. ქალაქის გალავნის სამხრეთი ნაწილი მიემართებოდა მდინარის გასწვრივ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მკვეთრად უხვევდა ჩრდილოეთით და მიჰყვებოდა ფერდობს. ციტადელის ჩრდილოეთ კედელი კი მთის მწვერვალის გასწვრივ იყო აშენებული. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლის მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა, რომელსაც ანალოგი მთელი კავკასიაში არსად მოეძებნება; ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკების და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქის აღებას მეტად ართულებდა.

ნოქალაქევის დედაქალაქობის პერიოდის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორები – იუსტინიანეს “ნოველა”, პროკოფი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი, რომლებიც პირველად მოიხსენიებენ ამ ქალაქს, სახელით “არქეოპოლისი” ანუ “ძველი ქალაქი.” VI საუკუნის ირან-ბიზანტიის ომის აღწერისას ეს ავტორები არქეოპოლისს იხსენიებენ როგორც “უდიდეს და ძველ”-ს “მთავარ და უდიდეს ქალაქს ლაზების ქვეყანაში.” რაც თავისთავად არქეოპოლისის დედაქალაქობას გულისხმობს. ამ ავტორებთან დაცული ინფორმაციის თანახმად არქეოპოლისი (ნოქალაქევი) ირან-ბიზანტიის ომების დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი იყო ეგრისის სამეფოში. მისი აღება ვერ შესძლო ირანელთა სარდალმა მერმეროემ, რომელიც რამდენიმე ათასი მეომრით, სპილოებით და კრიო-მანქანებით ცდილობდა არქეოპოლისის დაუფლებას.

ქართულ წერილობით წყაროებში დაცულია ინფორმაცია ნოქალაქევის განადგურების შესახებ. XI საუკუნის ავტორი ჯუანშერი წერს, რომ VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან იბნმუჰამედმა (“მურვან ყრუმ”) მას შემდეგ რაც დაიპყრო ქართლი და სომხეთი, ეგრისში გადავიდა და “ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხეგოჯი, შემუსრა.” აღსანიშნავია, რომ ციხეგოჯის და ეგრისის სამეფოს დამორჩილების შედეგად მურვან ყრუმ ფაქტიურად მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. ამის შემდეგ ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

XVI-XVIII ს.ს-ში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავრთა ერთ-ერთი შტოს რეზიდენციაა. XVIII ს-ის ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით იმ პერიოდში ნოქალაქევში იყო ციხე და დადიანების სასახლე, ამას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ნაპოვნია XVI-XVIII ს.ს-ის მცირე ზომის სასახლე და ასევე გამოვლენილია ძველ გალავნებზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც.

წყარო:ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თამაზ კვაჭანტირაძე – ქუჯური მენტალიტეტი

 

 

ძალო კაცს რომ პოლიტიკურ პირველობას დაათმობინებენ, ეს იძულების აქტია.
ძალმოსილი კაცი რომ თვითონ დათმობს პირველობას – ეს ზნეობრივი აქტი გახლავთ.
ქუჯიმ, ეგრისის ერისმთავარმა, ამგვარი ზნეობრივი, მე ვიტყოდი, ქრისტიანული ქმედების მაგალითი გვიჩვენა ქრისტეს მოვლინებამდე სამსაუკუნენახევრის წინ.
როცა ფარნავაზი, ქართლოსის ჩამომავალი, და ქუჯი, ეგროსის ჩამომავალი, შეითქვნენ აზონის, ბერძენთა დასმული მმართველის, წინააღმდეგ, იმ მომენტში რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ ძალას ქუჯი, თუ მეტს არა, ფარნავაზზე ნაკლებს არ ფლობდა.
მაგრამ ქუჯი ათასწლეულებით აზროვნებდა და არა – მომენტებით ან, თუნდაც, წლებით: გარდასული ჟამით იგი მომავალს ჭვრეტდა… აკი ქართლოსი უფროსი ძმა იყო ეგროსისა. არ ეგებოდა მისი პირველობა და ასე შესთავაზა ქუჯიმ ფარნავაზს, მცხეთის სახელისუფლო სახლის შვილს: ვძლიოთ აზონს და მთელ ქართველთა მოდგმას შენ უმეფებ, მე კი შენს თანამდგომად მიგულე აწ და მარადისო.
ხელმწიფობაზე უარის თქმა მხოლოდ სახელმწიფო კაცს შეუძლია.
ასე აზროვნებდა და მოქმედებდა დიდი ქუჯი…
ანუ – ასეთია ქუჯური მენტალიტეტი.
მაგრამ საქართველოს მარტო ქუჯი არ ჰყოლია – ჰყავდა თადა აშორდიაც, ვისაც უმაღლესი ხელისუფლება თვალს უხუჭავდა ყალბისმქნელობაზე, ანგარებაზე, აფერისტობაზე… ამას, ყველაფერს, მთავრობა წვრილმანად მიიჩნევდა იმ მსხვილი შეკვეთის შესრულებასთან შედარებით, რასაც ერქვა «ტუზემცების» ხელითვე ქართული «ენოვნებისათვის» საფუძვლის შერყევა, ქართველთა გარუსება.
ქუჯი უკვდავია – მას კვალში ლეგიონები უდგანან… მაგრამ, ვაი, რომ უკვდავია თადაც: ლეგიონები – არა, მაგრამ თითო-ოროლა აშორდია საქართველოს ყოველთვის ჰყავდა… და – დღესაცა ჰყავს: საზოგადოება ხედავს, რომ ჩოხოსან თადას ჰალსტუხიანი აშორდიები შეენაცვლნენ და «გრუს» პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაცი , მეფე , რომელიც თავისი ნებით გადადგა მეფობიდან და ვეზირობას დასჯერდა, საქართველოს გაერთიანების დიადი იდეისათვის არ არის ჯეროვნად დაფასებული არც ქართულ ისტორიოგრაფიაში და არც ქართველი ერისაგან. არა ნაწარმოებები,მ არა ლიტერატურში. არა პოეზიაში, არა ზეპორსიტყვიერებაში და სიმღერა  და ა. შ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

დიდი ადამიანი...



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა გითხრა გუგა ,შენ , საქართველოს ისტორიაში ესეთი ხალხი ბევრი შეგხვედრია? და როგორი დაუფასებელია შთამომავლობისაგან? ან ქუთაისში , ან ზუგდიდში , თუ თბილისში მაინც ძეგლი არ უნდა იდგეს ტო?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?