Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიმიტრი უზნაძე – ომის ფილოსოფია

e18393e18398e1839be18398e183a2e183a0e183

დიმიტრი უზნაძე – Dimitri Uznadze

დიმიტრი უზნაძე – ომის ფილოსოფია

სიკვდილი როგორც ბოროტება

მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ ერთი სურათი ვნახე, სურათი სრულიად სადა, უბრალო ხასიათის იყო. მაგრამ მან მაინც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

წარმოიდგინეთ მშვენიერი ახალგაზრდა ასული. იგი ტბის გაყინულ ზედაპირზე მოხდენილად მოსრიალებს; მაგრამ მას მუდამ თან მისდევს მისი ჩრდილი, რომლისთვისაც მხატვარს სიკცდილის ჩონჩხის სახე მიუცია. მას თვისი უსულო, უხორცო ხელები წინ გაუშვერია. იგი ცდილობს ასულის მშვენიერი სხეული მკლავებში მიიმწყვდიოს და თავის ცივ გულზე მიიკრას. მას სურს მისი სიცოცხლის მაჯისცემა სამუდამოდ ჩააქროს, მაგრამ თითქოს ასული გრძნობს თავისი უხილავი თანამგზავრის განზრახვას. იგი მისრიალებს ტბის ზედაპირზე და აი, უახლოვდება ისეთ ადგილს, რომელიც საკმაოდ გაყინული არ არის… სამარისია ერთი წუთი და ისიც გადაიჩეხება. სიკდილიდ აჩრდილი ათრთოლებულ ხელებს სწევს ქალწულისაკენ, მაგრამ ქალწული უეცრად განზე იხრება, თითქოს მას სიკვდილის ხელიდან გასხლდომა უნდოდეს. იგი იცვლის მიმართულებას და განაგრძობს თავის გზას. გადის დრო… იგი უცებ წონასწორობას კარგავს და სიკვდილის ჩონჩხიც კიდევ მეტი წყურვილით იშვერს ხელებს ქალწულისაკენ, რათა მისი მშვენიერი სხეული გულზე მიიკრას; მაგრამ ქალწული იმწასვე სიმძიმის ცენტრს პოულობს და ამგვარად სიკდილს კიდევ ხელიდან უსხლტება. ერთი სიტყვით, ყოველი ნაბიჯი ამ ქალწულისა, ყოველი მიმოხვრა და მოძრაობა მისი სხეულისა განსაზღვრულია ერთი გრძნობით, ერთი სურვილით: სურვილით, რომ სიკვდილის უსულო ჩონჩხს ხელში არ ჩაუვერდეს. ამგვარად, მთელი მიმართულება ამ ქალწულისა სიკვდილის შიშის გრძნობით არის ნაკარნახევი, ამ სურათამ ჩემზე დიდი შთაბეჩდილება მოახდინა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმიტომ, რომ მის დანახვაზე ჩმს ცნობიერებაში ადამიანის სიცოცხლის ბედის სურათი მთელი თავისი სიგრძე-სიგანით დაიხატა და, მართალაც, განა ასეთი არ არის მთელი ცხოვრება ადამიანისა!

განა ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცცოვრებისა შიშის გრძნობით არ არის ნაკარნახევი; განა ჩვენი დაბადების პირველსავე მომენტიდან იმის ცდაში არა ვართ, რომ სიკვდილის ცელის მსხვერპლი არ შევიქნეთ! ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების, ჩვენი კერძო არსებობის პირობები, ყველა ფორმა ჩვენი ყოფნისა სიკვდილის შიშის გრძნობით არის შექმნილი და გამოწვეული. ეს შიშია ამგვარად მთელი ჩვენი ცხოვრების მმართველი პრინციპი. იგი უმთავრესი რეგულატური მომენტია ადამიანის მთელი ცხოვრებისა.

ამ სახით, სიკვდილის შიში მუდმივი და აუცილებელი ფაქტია მთელ საკაცობრიო ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი გამსჭვალულნი ვართ ამ გრძნობით და იმის მიხედვით ვაშენებთ და ვანგრევთ ჩვენი ცხოვრების შენობას. მართა-ლია, არსებობს ზოგი უმადური და უბედური ძე ამა ქვეყნიური სიცოცხლისა. მათთვის მთელი ცხოვრება ადამია-ნისა უმიზნო და უაზრო ბრძოლაა სიკვდილის ყოვლისშემძლე ძლევამოსილებასთან, ბრძოლა, რომელიც სულ ერთია ბოლოს სიკვდილის ძლევით გათავდება: ამიტომ სიკვდილი ასეთებისათვის ხსნაა, იგი მათთვის უდიდესი სიკეთეა, რასაკვირველია, მათთვის შიში სიკვდილის წინაშე აღარ უნდა არსებობდეს, და ისინიც აღტაცებული მოკრძალებით ჩასჩერებიან სიკდდილის ბნელად ამოღრმავებული თვალების ბრმა გამომეტყველებას, თითქოს მეტი მოუთმენლობით მოელოდნენ მისი ფარული მოსვლის საიდუმლოების განჭვრეტას.

სიკვდილის ასეთ აპოლოგეტებს პესიმისტებს უწოდებენ. მათთვის უცხო უნდა იყოს შიში სიკვდილის წინაშე, და ამიტომ მათი ცხოვრებაც გამონაკლისს უნდა შეადგენდეს სხვათა ცხოვრებასთან შედარებით. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვას ვხედავთ. სიკვდილის ეს აპოლოგეტები მხოლოდ სიტყვით არიან მისი მეგობრები, მაგრამ, როდესაც საქმით დასჭირდებათ, სიკვდილთან მეგობრობის გამოაშკარავება, მაშინ ისინიც ისე იმსჭვალებიან თავისი მეგობრის შიშით, როგორც ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი. გაიხსენეთ შოპენჰაუერი! ვინ იყო მასზე უფრო ბრწყინვალე მოციქული პესიმიზმისა, მაგრამ ძნელია იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე უფრო გაურბოდა სიკვდილს.

ამვარად, აშკარაა, სიკვდილის ფაქტი ყველას თანასწორ საშინელებას აღუძრავს არსებაში, ყველას თანაბარი შიშის თრთოლვით უქრობს იმედს და თუ ეს ასეა, მაშასადამე, იგი ფაქტობრივად ყველასთვის ერთგვარი სიდიდის ბოროტებნას უნდა წარმოადგენდეს, მოროტებას იმდენად აბსოლუტურს, რამდენადაც აბსოლუტურია მისგან გამოწვეული შიში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეტაფიზიკური სიკვდილი არ არის ბოოროტება

მაგრამ არის კი ასე? მართლა წარმოადგენს სიკვდილი ბოროტებას, თუ იგი სიკეთეა, რომელიც ყოველი სიცოცხლის ზრდასთან და გაფართოებასთან ერთად იზრდება და მწიფდება. არის ხომ ზოგი მოაზროვნე, რომელიც სიკვდილში უფრო ასეთი პრობლემის დასმა და, მაშასადამე, არც ისე ეჭვმიუდგომელი ჭეშმარიტება ყოფილა სიკვდილის ფაქტის უაღრესად ბოროტად აღიარება.
გავსინჯოთ, რას გვეუბნება ყველას არსებაში დამარხული შიში სიკვდილის წინაშე? სიკვდილი ბოროტება არისო, თორემ სხვანაირად გაუგებარი იქნებოდა ის აბსოლუტური შიში, რომელსაც სიკვდილის ფაქტის წინაშე განვიცდით. მაგრამ როგორ მუშავდება, როგორ იბადება და მწიფდება ეს შიში ჩვენს არსებაში? ადამიანის სიცოცხლე აუარებელ უცხო მოვლენათა გავლენას განიცდის. იგი ნაზი მცენარეა, რომელიც აუცილებლად უნდა შეეგუოს იმ გარესკნელის თვისებით, სადაც მას გაუხარებია და გაზრდილა, თუ სურს ტავისი არსებობის შენარჩუნება. ეს შეგუება ამიტომ მთელი მისი ცხოვრების შინაარსს, მთელი მისი მოქმედების ამოცანას შეადგენს. ეს შეგუება მისი პრაქტიკული ცხოვრების მორევს აძლევს მიმართულებას. სწორედ აქ, ამ შეგუების პროცესში იბადება ათასგვარი აზრი, რომელიც აახლოებს ადამიანს მის პრაქტიკულ მიზანთან, რომელიც შეიგნებს მისი საუკეთესო არსებობის პირობებს. აქ, ამ პრაქტიკულ საქმეში იჭედება და ილესება ადამიანის გონება. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანი საუკეთესოდ შეეგუოს თავისი გარესკნელის პრობლემებს, სრულებით არ არის საჭირო შეგნება, შემეცნება ამ პირობების არსისა. საჭიროა მხოლოდ ცოდნა მათი ურთიერთგავლენისა, მათი ერთმანეთზე დამოკიდებულებისა, საჭიროა შეგნება მხოლოდ მათი გარეშე თვისებებისა, რათა ადამიანმა იცოდეს, თუ რა მოსდევს ამა თუ იმ მოვლენას, რა ზიანისა და სარგებლობის მოტანა შეუძლია მას, რომ ყოველი ეს მოვლენა თავისი ცხოვრების სასარგებლოდ მიმათოს. რა საჭიროა, მაგალითად, ადამიანმა იცოდეს არსი რომელიმე ხილისა, თუკი მან იცის, რომ ესა თუ ის ხე ამა და ამ დროს მწიფესა და გემრიელ ხილს იძლევა. მას ხომ ამ ხილის მეტი პრაქტიკულად არაფერი აინტერესებს. რა საჭიროა ადამიანმა იცოდეს, არსი მიწისძვრისა, თუკი მან კარგად იცის ის მავნე შედეგები, რომლებიც შეიძლება მას აუციოლებლად მოჰყვეს. ამ სახით ადამიანი იმთავითვე ეჩვევ მოვლენათა ურთიერთგავლენის შემეცნებას, ხოლო არსებითი ცოდნა ამ მოვლენებისა მისი ინტერესების სფეროს გარეშე რჩება. ამიტომ იგი მოვლენათა ზედაპირზე სრიალს უფრო ეგუება, ვიდრე მათი არსის ჩაწვდომასა და მის შემეცნებას. ცხადია, ასეთ პირობებში ადამიანი მხოლოდ მოვლენათა ზედაპერზე დარჩებოდა. ამიტომ ახირებული იქნება, ჩვენი პრაქტიკული ვცოვრების პირობებში გალესილ გონებას ნამდვილი, არსებითი, აბსოლური შემეცნება მოვთხოვოთ. საიდან უნდა მოგვცეს მან ასეთი აბსოლუტური შემეცნება, როდესაც იგი მხოლოდ შედარებითი შემეცნების ძიებაში გაიზარდა და გაილესა. ამგვარად, როდესაც რაიმე აბსოლუტურის, არსებითი ცოდნის მიება გსურთ, ტყუილად ნუ მიმართავთ გონებას. იგი გადაჭრილ პასუხს ასეთ შემთხვევაში ვერ მოგცემთ.

ასეთივე თქმა შეიძლება იმ გრძნობების შესახებაც, რომლებიც ჩვენი პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე ამუშავებული ცნობიერებაში იბადება. როდესაც ტქვენ რაიმე მოვლენის ნამდვილი შეფასება გსურთ, ასეთი გრძნობებისაგან ნუ მოელით თქვენი სურვილის დაკმაყოფილებას. ისინი ასეთ შემთხვევაში არასაიმედო მოწმობას მოგცემენ. მათი სამე მხოლოდ პრაქტიკულად მნიშვნელოვანი მომენტების შეფასებაა. ის კი, რაც პრაქტიკაზე მაღლა დგას, უცნობისა და გაუგებარი მნიშვნელობისაა ასეთი გრძნობებისათვის. ავიღოთ, თუ გნებავღ, სიკვდილის ფაქტი. თქვენ გსურთ მისი არსებითი მნისვნელობის შეფასება. ცხადია, ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრების ველზე აღმოცენებულ გრძნობისათვის მისი მნიშვნელობა მხოლოდ უარყოფითი ხასიათის იქნება. სიკვდილი ხომ უარყოფაა, ხომ დაბოლოებაა ჩვენი პრაქტიკული ცხოვრებისა. ამიტომ ჩვენი ჩვეულებრივი გრძნობების შეფასებით იგი უდიდესი ბოროტება იქნება. მაგრამ თქვენ ხომ სკვდილის პრაქტიული მნიშვნელობის შეფასება არ გსურთ; თქვენ მისი არსებითი, მისი აბსოლური ღირებულება გაინტერესებთ! ჩანს, თქვენს საკითხს ჩვეულებრივ გრძნობათა შეფასება ვერ გადაჭრის. მაშასადამე, როდესაც უდიდეს ბოროტებას გვიხატავს, ეს მისი აბსოლუტური კი არა, პრაქტიკული შეფასება ყოფილა.

მაგრამ ნუთუ ეს იმის მომასწავებელია, რომ რადგან ადამიანის ცნობიერება იმტავითვე პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე ილესება, ჩვენთვის ნამდვილი, აბსოლუტური ცოდნა საზოგადოდ შეუძლებელია? ნუთუ აღარ დაგვრჩენია ძალა მოვლენატა ზედაპირის ერთხელ მაინც დატოვებიდა და მათი არსის წვდომისა? ნუთუ აბსოლუტური შემცნება ადამიანისათვის მართლა მიუწვდომელია?

როდესაც აბსოლუყური შემეცნებისაკენ მივისწრაფვით, მოვლენათა ზედაპირის კი არა, მათი არსის ანუ მეტაფიზიკური სინამფ\დვილის გაგება გვინდა. ადამიანი კი ტავის ცობიერებასტან ერთად, სწორედ ისე, როგორც ყოველი სხვა მოვლენა, მარტო პრაქტიკულს, ჩვეულებრივ სინამდვილეს კი არ ეკუთვნის, იგი მეტაფიზიკურის სამკვიდრო შვილიცაა. ამიტომ მისი ცნობიერებისთვის სრულებითაც არ უნდა იყოს უცხო ეს მეტაფიზიკური სინამდვილე; იგი, მართალია, პრაქტიკულ არსებობას შეეგუა, მაგრამ არსებითად მაინც ამ მეტაფიზიკური ყოფნის მორევიდან გამომდინარეობს. მაშასადამე, მისთვის შეუძლებელი არ უნდა იყოს მეტაფიზიკური სინამდვილის ამბის გაგება, რაკი იგი თვითონ ეკუთვნის მას.

ამგვარად, ცხადია, აბსოლუტური ჭეშმარიტების კარები ჩვენი ცნობიერებისათვის სულ დახსული არ ყოფი-ლა. მაგრამ პრაქტიკული ცხოვრების ველზე ცივმა გონების მუშაობამ დამიანის სულის მორევს ყინულის ზედაპი-რი გადააკრა. იგი ამ ზედაპირზე მუშაობას შეაჩვია. მისი სიღრმე კი მუდმივი უმოქმედობის გამო უძრაობას შეაგუა. ამიტომაც არის, რომ ჩვენი გონება მხოლოდ შედარებით ცნობებს გვაწვდის და ჩვენი გრძნობა აბსოლუტურ ღირებულებათა ფასს ვერ გვითვალისწინებს. მაგრამ ადამიანის სულიერი ცხოვრების მორევი მთლად არ გატინუ-ლა. საჭიროა ძლიერი ამოძრავება ჩვენი სულისა, უტეხი ქარიშხალი, რომ ჩვენი სულის შეუდრეკელი ღელვა გამოიწვუიოს და ყინულის ზედაპირი გააპოს. მაშინ დაიმსხვრევა ბორკილი, ჩვენი ცნობიერებისათვის პრაქტიკუ-ლი ცხოვრების ვარჯიშობას რომ დაუდევს, და შესაძლებელი შეიქნება აბსოლუტურის მეტაფიზიკური სინამდვი-ლის შესახებ ამბის გაგება. მაგრამ ასეთი ძლიერი ღელვა ჩვენი სულისა იშვიათია, პრაქტიკული აზროვნების სალტეები ძნელად იმსხვრევა და ჩვენი სულიერი ცხოვრების პირდაპირი ძალები იშვიათად განთავისუფლდება. ასეთ მომენტში ჩვენ თითქოსდა ვიბადებით, პრაქტიკული ცხოვრების მოსაზრებებს ხელიდან ვუსხლტებით და მისგან განთავისუფლებულნი ჩვენი სულის სამკვიდროში დამოუკიდებელ გრძნობებს ვუთმობთ ადგილს.

იშვიათია ასეთი მღელვარება ჩვენი სულისა, მაგრამ მაინც ყველას განუცდია იგი. აიღეთ მაგალითად, ფაქტი თვითმკვლელობისა. მე მახსოვს ერთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მთელი არსებით ერთი გრძნობით ვი-ყავი შებოჭილი. ეს ის მომენტი იყო, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგბრის თვითმკვლელობის ამბავი გავიგე. რაგინდ უკიდურესი მოწინააღმდეგე უნდა ვყოფილიყავი თვითმკვლელობისა, მე მაინც უნდა დავმორჩილებოდი იმ ძლი-ერსა და კეთილშობილ გრძნობას, რომელიც მაშინ მთელს ჩემ არსებას მოევლინა. ეს იყო ღრმა თანაგრძნობა თვით-მკვლელობისადმი და, როგორც ასეთი, იგი გამართლება იყო თვითმკვლელობისა, თუმცა კი საზოგადოდ ყოველ-გვარი სიკვდილი ბოროტებად მიმაჩნდა და მისი უდროოდ გამოწვევა კიდევ – ბოროტების მსახურებად. მაგრამ აქ პრაქტიკული ცხოვრების საზომი აღარ მოქმედებდა, გამოაშკარავებული შეხედულება თვითმკვლელობაზე ჩემი ბუნების უშუამავლო შეხედულება, ცხოვრების ფაქტის პირდაპირი ბუნებრივი შეფასება იყო. სწორედ ამიტომ მისი უფრო მჯეროდა, ვიდრე ჩვეულებრივი სააზროვნოდ განწყობილი გონების არგუმენტებისა, მაგრამ თვითმკვლე-ლობას რომ თავი დავანებოთ, კიდევ უფრო აშკარა და ხელსაყრელი ჩვენი მიზნისათვის ომის ფაქტი აღმოცნდება. ჩვენი ჩვეულებრივი აზროვნება სიკვდილს უაღრესად ბოროტებისა და უბედურების სახელით ნათლავს. მისთვის სიკვდილი ვერაფრით გამართლდება. ამიტომ პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე განვითაებული სინდისი მკვლე-ლს, როგორც უდიდესი ბოროტების გამომწვევ მიზეზს, უდიდესი სასჯელის ღირსად აღიარებს. მაგრამ იწყება ომი… და ჩვენი აზრი და გრძნობა ძირფესვიანად იცვლება. იგი ჩვენი სულის სამკვიდროს მორევში მძლავრ ქარიშ-ხლად ტრიალდება, ჩვეულებრივ დროს გაჭედილ ღირებულებათა მწყობრი სისტემა ერთბაშად ნიავდება, მისი შემაერთებელი და დამსრულებელი ძალა – სინდისი ძირფესვიანად ირყევა; და მტრის სიკვდილი სასიქადულო და სანატრელი ამბით ეპკურება ჩვენს სმენას. ერთ დღეს ასი ათასობით ისრისება ადამიანის ნორჩი სიცოცხლე, ხმება გულში დარგული ვარდები იმედებისა, და ყველა ეს სხვა დროს რომ ბოღმით ავსებდა ჩვენს არსებას, ახლა სანეტა-როდ გაგვხდომია, და თუ ვინმემ თავი ისახელა მტრის ბანაკის მუსრის გავლებით, ჩვენ სასიქადულოდ მიგვაჩნია მისი ,,რაინდობა”, და რაც უფრო მეტი დამღუპველი იქნება მტრისთვის მისი მახვილი, მით უფრო მეტად ვაჯილ-დოვებთ მას. სხვა დროს ერთი კაცის მკვლელიც საკვირველი სისასტიკით ისჯებოდა, რადგანაც ჩვენი გონების თვალი სიკვდილში უდიდეს ბოროტებას ჭვრეტდა; ახლა კი ათასი კაცის მკვლელი არანაკლები საკვირველი რიცხ-ვით ჯილდოვდება, და თუ უწინ ერთი კაცის მკვლელი თითით საჩვენებელი იყო ყველასათვის, როგორც უმგვანო და დამნაშავე, ახლა ათასი კაცის სისხლში ამობანილი ხელი გმირისა და კეთილისმყოფელის ხელად გვეჩვენება. ცხადია, რომ ომიც ძირფესვიანად ათავისუფლებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას გონების კატეგორიების ბატონობისაგან, და ამ გზით ჩვენს პირდაპირ უშუამავლო შეფასებას კვალს უკაფავს.

ამგვარად, აშკარაა, რომ ჩვენს ცხოვრებაში არის ისეთი ძლიერი მომენტები, რომელთა სიმძაფრე სულიერი ცხოვრების მორევის ზედაპირზე ატივტივებულ გონების ქსელს აპობს და სულის სიღრმიდან ჩვენს პირდაპირ, უშუამავლო განცდათა და შეფასებათ ათავისუფლებს. და აი, აქ ისმის კითხვა; ნუთუ აქაც გონების ნაკვალევ გზას უნდა მივსდიოთ და პირდაპირ ბუნებრივ გრძნობას ყური არ ვათხოვოთ. ჩვენ უკვე საკმაოდ გავერკვიეთ, რომ გონებას ცხოვრების ფაქტების შაფასებასა და გაგებაში ძალა არ აქვს, და, მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის უფრო სანდობი უშუამავლო განცდის ნაკარნახევი გზა იქნება. და თუ ჩვენ ამ აზრს დავაკვირდებით, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება სისწორით გადავჭრათ ომის საკითხი და გავიგოთ საკვირველი ფაქტი, რომ ომის დროს ჩადენილი მკვლელობა უფრო რაინდობად მიგვაჩნია, ვიდრე დანაშაულად. მაშ, რას გვეუბნება ჩვენი ბუნებრივი რწმენა, როდესაც იგი ომიანობით გართულებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს გვაძლევს? იგი სიკვდილს რაინდობად ასახავს. იგი ამბობს, რომ კერძო ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ საშუალებაა, რომლის მეოხებითაც ხორციელდება ის უმაღლესი დანიშნულება, ადამიანის არსებობას რომ სარჩულად უდევს.

ამ თვალსაზრისით, ცხადია, სიკვდლი და სიცოცხლე ამ დანისნულებისათვის სულ ერთია, რომ ზოგჯერ იგი სიკვდილს მოითხოვს და ზოგჯერ სიცოცხლეს.

მაშასადამე, ჩვენი არსებობის აზრი თვით (ჩვენი) სიცოცხლის ფარგლებსი კი არ უნდა ვეძიეოთ, არამედ მის გარეთ (და მასზე) მაღლა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიდი მოაზროვნე.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

დიმიტრი უზნაძე ძალიან საპატივცემულო პიროვენბაა...

და რა ცმეტს წავიკითხავთ მის ნააზრებს მით უკეთესე ჩვენთვის.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არადა როგორ ჭეშმარიტებას გვასწავლის ეს ადამიანი? ომის დროს მკვლელობა , რაინდობად , სახელის მოხვეჭად  და თვით მკვლელის სიცოცხლისათვის ხოტბის შესასხმელად გამოიყენება.

აკი ნაპოლეონიც დასცინოდა კაცობრიობის 2 მაგ სტანდარტებს

დაახლოებით აე ამბობდა

1 კაცის მკვლელი-მკვლელია

რამოდენიმე კაცის მკვლელი -სერიული მკვლელი და რაც უფრო მეტ ხალხს დახოცავს მკვლელი-ის გენიალური მხედართ მთავარი.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?