Jump to content


ამ თემას აქვს 22 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 858 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)
ნამღერის შესრულებას არ ვუსვამ ხაზს, მე ის ფაქტი მომეწონა რო მეტოქის ჰიმნი შეასრულეს, და საქართველოში დარწმუნებული ვარ სტადიონზე იაპონიას რაო დაიძახებდნენ :( მეტოქის მიმართ პატივისცემა უდიდესი სიძლიერის გამოხატულებაა...

ჩამსწორებელი შოთა.03., 22 November 2018 - 02:25 AM.


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნამღერის შესრულებას არ ვუსვამ ხაზს, მე ის ფაქტი მომეწონა რო მეტოქის ჰიმნი შეასრულეს, და საქართველოში დარწმუნებული ვარ სტადიონზე იაპონიას რაო დაიძახებდნენ :( მეტოქის მიმართ პატივისცემა უდიდესი სიძლიერების გამოხატულებაა...

ტუტუცი ყველა ერშია. იაპონიის ჰიმნზე  ყველა ადგა და პატივისცემას გამოხატავდნენ. შენ ეტყობა ვიღაც ტუტუცები ნახე ძმობილო.



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 858 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)
ესეიგი არ გამიმართლა :( ძაან კარგია თუ ასე იყო...

#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5403 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

იაპონელებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი იაპონიაში იმართება. კუმაგაიას სკოლის მომღერალთა გუნდმა, როგოც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომელიც სტუმრებს პატივს სცემს, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 2019 წლის 20 სექტემბერს გაიხსნება და 2 ნოემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას 20 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, მათ შორის ბორჯღალოსნებიც.

 

 

 

უდიდესი კულტურის მქონე ერი

 

დიდი პატივისცემას იმსახურებენ

ბოლო წლებში საოცარი პროგრესი აქვთ რაგბიში (2015 წელს სამ. აფრიკის დამარცხება) რეგულარულად ეთამაშებიან ელიტის გუნდეს და ტოლს არ უდებენ, აგერ გასულ უქმეებზე ინგლისს გასვლა მოუგეს პირველი ტაიმი.



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5403 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ნამღერის შესრულებას არ ვუსვამ ხაზს, მე ის ფაქტი მომეწონა რო მეტოქის ჰიმნი შეასრულეს, და საქართველოში დარწმუნებული ვარ სტადიონზე იაპონიას რაო დაიძახებდნენ :( მეტოქის მიმართ პატივისცემა უდიდესი სიძლიერის გამოხატულებაა...

 

 

ჩვენდა სასიქადულოდ უნდა ვთქვა რომ ჯერ კიდევ 2011 წელს (თუ არ ვცდები) როდესაც პირველად გაიმართა თბილისში 20 წლამდელების ალაფა, იაპონელებმა საქართველოსთან მოგებული მატჩის შემდეგ საოცარი ჟესტი გააკეთეს, მოვიდნენ სათითაოდ ყველა ტრიბუნასთან და თავი დაუხარეს გულშემატკივარს. ვფიქრობ ქართველი ერი არ იყო ჩვეული მსგავს ქცევას მოწინააღმდეგე გუნდისგან, მე პირადად მსგავსი არ მენახა ესე პირდაპირ და დიდი ოპვაციები გმაოიწვია ხალხში, რასაც დაემატა ეროვნულის თამაში 2014 წელს და მაშინაც დიდმა ნაკრებმა ამგვარად მიაგო პატივი დამარცხებული მატჩის შემდეგ გულშემატკივარს, 

 

ამის შემდეგ ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებულ პატივს მიაგებ ხოლმე იაპონიის ნაკრებს და ბევრი ქომაგიც ყავს ამ ნაკრებს ჩვენებურებში, ჩემი ჩათვლით.



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

მართალი ხარ რაჭველ, მეც კარგად მახსოვს იაპონელების ეს საქციელი. პირველ ყოვლისა დიდი გაკვირვება გამოიწვია და ამავდროულად საოცარი პატივისცემა მათდამი. 



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 858 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)
მე კიდე ჭურში ვმჯდარვარ.... ძაან მიხარია თუ ასეა საქმე :)

#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რომელი ქართველია გამოსახული სალვადორ დალის ნახატზე - უცნობი პორტრეტის ისტორია
2017, 15 სექტემბერი, 9:44

2017091500205846204.jpg


ვინ არის ასახული გენიალური ესპანელი სიურეალისტის ნამუშევარზე და რატომ დაინტერესდა სალვადორ დალი საქართველოთი?


სალვადორ დალის ნაკლებად ცნობილი ნახატი, რომელზეც ქართველი თავადია ასახული, დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო ფართო პუბლიკისთვის. იგი 1943 წელს შექმნა, დღეს კი მისი ფასი მილიონნახევარ დოლარს აღწევს.


2017091500045746204.jpg


ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი თავადი დათოვლილი მთებისა და გემების ფონზეა გამოსახული. ნახატზე ადვილი შესამჩნევია კლდეზე მიჯაჭვული ამირანი. ხოლო გემები აშკარად არგონავტების მითზე მინიშნებას წარმოადგენს. მხატვარს არც საქართველოს ქრისტიანული ტრადიციების ხაზგასმა დავიწყებია, რასაც ტილოზე ეკლესიის არსებობა ადასტურებს. ყოველივე ამით, ერთ ნახატზე წარმოდგენლია საქართველოს კულტურა და ისტორია.


როგორ გაირკვა, ნახატზე თავადი არჩილ გურიელი-ჭყონიაა ასახული, რომელიც იმ დროს ამერიკაში ცხოვრობდა და დალის მეგობარიც იყო.


2017091500060646204.jpg


არჩილ გურიელი დაქორწინებული იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალბატონზე, უზარმაზარი პარფიუმერული კომპანიის მფლობელ ჰელენ რუბინშტეინზე, რომელიც მასზე 23 წლით უფროსი იყო. ბიზნესის გარდა, ჰელენი მეცენატიც იყო და ხელოვანებს, სტუდენტებსა და სამედიცინო კვლევებს აფინანსებდა. ქმართან ერთად ჰელენმა ერთობლოვი ბიზნესიც შექმნა და სამკურნალო კოსმეტიკის წარმოების ხაზი ჩამოაყალიბა.


2017091500140446204.pngელენ რუბინშტეინი და არჩილ გურიელი-ჭყონია


გურიელისა და რუბინშტეინის ოჯახი დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისინი ხშირად მასპინძლობდნენ ისეთ ცნობილ ადამიანებს როგორებიც იყვნენ - გრეგორი პეკი, ერნესტ ჰემინგუიეი, ჯეიმს ჯოისი, სალვადორ დალი და სხვ. ცხადია, სწორედ ამგვარ შეკრებებზე უამბობდა მეგობრებს არჩილ გურიელი სამშობლოს შესახებ, რამაც თავი დალის შემოქმედებაშიც იჩინა.


საქართველოს მოტივი დალის შემოქმედებაში კიდევ ერთხელ ფიქსირდება ამჯერად ჰელენას პორტრეტით, რომელიც კავსიონზე მიჯაჭვული ამირანის სახით არის წარმოდგენილი.


2017091500123146204.jpg


აღსანიშნავია, რომ წყვილს შვილი არ ჰყოლია. არჩილ გურიელი-ჭყონია 1955 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰელენმა ამის შემდეგ კიდევ 10 წელი იცოცხლა.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?