Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქართლის მე­ფე ბა­ქა­რის ოქ­რო­ზარ­ნი­შით მორთული თო­ფი
 
 
mefe-baqaris-topi-4563.jpg
 
 
სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მის ეთ­ნო­ლო­გი­ი­სა და ახა­ლი ის­ტო­რი­ის კო­ლექ­ცი­ე­ბის იარა­ღის ფონ­დ­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ექ­ს­პო­ნა­ტია და­ცუ­ლი, რო­მელ­თა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია მე­მო­რი­ა­ლუ­რი ცეცხ­ლ­სას­რო­ლი იარა­ღი.

ამ­ჟა­მად ყუ­რადღე­ბას შე­ვა­ჩე­რებთ მე­ფე ბა­ქა­რის, მე­ფე არ­ჩი­ლის, ქარ­თ­ვე­ლი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­ბის მა­მუ­კა ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის თო­ფებ­ზე.

პირველი რიგში კი მეფე ბაქარის თოფს გავეცნოთ, ხოლო შემდეგ პოსტებში სხვა თოფებსაც წარვადგენთ. მაშ ასე დავიწყოთ.


მე­ფე ბა­ქა­რის თო­ფი

ქარ­თ­ლის მე­ფე ბა­ქა­რი, ვახ­ტანგ VI-ის ძე, 1700 წლის 7 აპ­რილს და­ი­ბა­და. 1716-1719 წლებ­ში შაჰ­ნა­ვაზ III-ის სა­ხე­ლით ქარ­თ­ლის მე­ფე იყო. შემ­დეგ რუ­სეთ­ში წა­ვი­და, იყო გრუ­ზინ­ს­კე­ბის გვა­რის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, მოს­კოვ­ში ქარ­თუ­ლი სტამ­ბა აღად­გი­ნა და და­ბეჭ­და ბიბ­ლია, რო­მე­ლიც ბა­ქა­რის ბიბ­ლი­ის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. გარ­და­იც­ვა­ლა 1750 წლის 1-ელ თე­ბერ­ვალს მოს­კოვ­ში.

ბა­ქა­რის თო­ფის ლუ­ლა და­წახ­ნა­გე­ბუ­ლია, მორ­თუ­ლია ოქ­რო­ზარ­ნი­შით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით. შუა წახ­ნაგ­ზე მო­ცე­მუ­ლია ოქ­რო­თი და­ფე­რი­ლი ხე­ლოს­ნის ხუთ­კუთხი­ა­ნი დამ­ღა და მას­ზე ორ­მ­წ­კ­რი­ვად იკითხე­ბა არა­ბუ­ლი წარ­წე­რა "სა­ლიჰ ალი" (ა­რა­ბუ­ლი წარ­წე­რა წა­ი­კითხა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რო­მელ­მა მა­რი­ამ ქო­რი­ძემ, რის­თ­ვი­საც მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ).

დამ­ღის გვერ­დი­თა წახ­ნა­გებ­ზე ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბია: "თო­ფო ყი­რი­მო მე­ფი­სა ბა­ქა­რი­სა­ვო" და "თო­ფო იხი­ლე მირ­თ­მეუა მე­ფის კონ­ს­ტან­ტი­ნე­სად".

ლუ­ლის კუდ­ზე ასე­ვე ოქ­რო­ზარ­ნი­შით ყვა­ვი­ლო­ვან ორ­ნა­მენ­ტ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლია წარ­წე­რა: "ჩყნა (1851 წე­ლი, მ.ქ.) წელ­სა დღე­ი­დამ თა ნი­კო­ლოზ ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რან­ს­კი­სა ვარ".

mefe-baqari-4.jpg

ლუ­ლა ჩას­მუ­ლია კონ­და­ხის ღარ­ში და ჩა­მაგ­რე­ბუ­ლია ვერ­ცხ­ლის ოთხი სალ­ტით. სალ­ტე­ებ­ზე მო­ცე­მუ­ლია დამ­ღე­ბი თა­რი­ღით Е. Б. 1851 (ე. ბლუმ­ბერ­გი - თბი­ლი­სის სა­ოლ­ქო სა­სინ­ჯი პა­ლა­ტის კონ­ტ­რო­ლი­ო­რი 1843-1885 წლებ­ში) და "84" (ვერ­ცხ­ლის სინ­ჯის დამ­ღა).

კონ­და­ხი და ღა­რი დამ­ზა­დე­ბუ­ლია კაკ­ლის ხი­სა­გან, ღა­რი ბო­ლოვ­დე­ბა ვერ­ცხ­ლის ფირ­ფი­ტით, კონ­და­ხი კი - სპი­ლოს ძვლის დუგ­ლუ­გით.

თო­ფის წარ­მო­მავ­ლო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პირ­ვე­ლი წარ­წე­რის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი - "თო­ფო ყი­რი­მო", რო­მე­ლიც თით­ქოს თო­ფის ყი­რი­მულ წარ­მო­შო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. მაგ­რამ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ყი­რი­მი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მხო­ლოდ ლუ­ლე­ბი შე­მო­დი­ო­და. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი კი ად­გი­ლობ­რი­ვად მზად­დე­ბო­და და იწყო­ბო­და. ყი­რი­მის ლუ­ლებ­ზე აწყო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი თო­ფე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში "ხი­რი­მის" სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი.

mefe-baqari-3.jpg

ამა­ვე წარ­წე­რის შემ­დე­გი ორი სიტყ­ვით - "მე­ფი­სა ბა­ქა­რი­სა­ვო" თო­ფის მე­სა­კუთ­რის ვი­ნა­ო­ბას ვი­გებთ.

უდავოა, რომ ეს არის ვახ­ტანგ VI-ის ვა­ჟი, ქარ­თ­ლის მე­ფე ბა­ქა­რი, ვი­ნა­ი­დან სხვა ბა­ქარ მე­ფე სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ ჰყო­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სოა თო­ფის მე­ო­რე წარ­წე­რა - "თო­ფო იხი­ლე მირ­თ­მეუა მე­ფის კონ­ს­ტან­ტი­ნე­სად".

კო­ტე ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის დაკ­ვირ­ვე­ბით, რად­გან ბა­ქარ მე­ფის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1716 წელს და­იწყო და 1724 წელს ვახ­ტანგ VI-სთან ერ­თად რუ­სეთ­ში წას­ვ­ლით დას­რულ­და, ბა­ქარ მე­ფის კონ­ს­ტან­ტი­ნე მე­ფეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც 1716-1724 წლებ­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ.

ეჭ­ვ­გა­რე­შეა, რომ თო­ფის მე­ო­რე პატ­რო­ნი კახ­თა მე­ფე კონ­ს­ტან­ტი­ნეა, რად­გან სხვა მე­ფე კონ­ს­ტან­ტი­ნე იმ წლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი არ არის.

წარ­წე­რა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია: "..იხი­ლე მირ­თ­მეუა...", რაც ძღვნად მირ­თ­მე­ვას, ჩუ­ქე­ბას ნიშ­ნავს. ესე იგი, ქარ­თ­ლის მე­ფე ბა­ქარ­მა თო­ფი კახ­თა მე­ფე კონ­ს­ტან­ტი­ნეს აჩუ­ქა. კონ­ს­ტან­ტი­ნე კა­ხე­თის მე­ფედ 1723-1724 წლებ­ში იწო­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, თოფ­საც ამ წლებ­ში მი­უძღ­ვ­ნიდ­ნენ.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ 1723 წელს ქარ­თ­ლი­სა და კა­ხე­თის მე­ფე­თა შო­რის უმ­ძაფ­რე­სი მტრო­ბა და შუღ­ლი მძვინ­ვა­რებ­და. ორ სა­მე­ფოს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი ცვა­ლე­ბა­დი წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ქარ­თ­ლ­ში ლე­კე­ბის ლაშ­ქ­რის შე­მოს­ვ­ლის შემ­დეგ კახ­თა მე­ფე კონ­ს­ტან­ტი­ნეს (მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი სა­ხე­ლი მაჰ­მად-ყუ­ლი-ხა­ნი) მი­ერ თბი­ლი­სის და­კა­ვე­ბი­თა და გა­ნად­გუ­რე­ბით დამ­თავ­რ­და.

ძმა­თა შო­რის უგუ­ნურ ბრძო­ლას ოს­მალ­თა შე­მო­სე­ვა და ირა­ნის შა­ჰის ერ­თ­გუ­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე მე­ფის და­პა­ტიმ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბამ შე­ა­რი­გა გუ­შინ­დე­ლი მტრე­ბი. თბი­ლის­ში ოს­მალ­თა მი­ერ დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი კახ­თა მე­ფე კონ­ს­ტან­ტი­ნე მე­ფე ბა­ქარ­მა ცი­ხი­დან გა­ა­პა­რა.

ვა­ხუშ­ტის ცნო­ბით: "პა­ტი­მარ­ყო­ფი­ლი მაჰ­მად-ყუ­ლი-ხან ევედ­რა ბა­ქარს, რა­თა გა­ნუ­ტე­ვოს და აღუთ­ქ­ვა ფი­ცით, ვი­თარ­ცა მო­ნა იყოს მის­და". კონ­ს­ტან­ტი­ნე 1723 წელს გა­ა­პა­რეს, ხო­ლო 1724 წლის იან­ვარ­ში კონ­ს­ტან­ტი­ნე მე­ფემ ბა­ქარს მო­ცი­ქუ­ლად თა­ვი­სი უმ­ც­რო­სი ძმა თე­ი­მუ­რა­ზი მი­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­საც ბა­ქა­რის და ჰყავ­და ცო­ლად და შეხ­ვედ­რის და­ნიშ­ვ­ნა სთხო­ვა.

ერ­თ­მა­ნეთს მცხე­თა­ში შეხ­ვ­დ­ნენ: "სა­დაც ჰყვეს პი­რი ერ­თო­ბა-სიყ­ვა­რუ­ლი­სა". ბა­ქა­რის მი­ერ თო­ფის "მირ­თ­მეუა მე­ფის კონ­ს­ტან­ტი­ნე­სად" სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რას უნ­და უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

მე­ო­რე წარ­წე­რის ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღი­დან მე­სა­მე წარ­წე­რა 127 წლით გვი­ან­დე­ლია. ვის ხელ­ში გა­ი­ა­რა თოფ­მა ამ ხნის მან­ძილ­ზე, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია. ნი­კო ბუ­რის ცნო­ბით, კონ­ს­ტან­ტი­ნე მე­ფის შემ­დეგ თო­ფი ედი­შერ ბაგ­რა­ტი­ონს, ნი­კო ბუ­რის პა­პის მა­მას ეკუთ­ვ­ნო­და. 1851 წლი­დან კი თო­ფი ნი­კო ბუ­რის პა­პის, ნი­კო­ლო­ზის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა ყო­ფი­ლა, რა­საც მოწ­მობს კი­დეც მე­სა­მე წარ­წე­რა ლუ­ლის კუდ­ზე: "ჩყნა (1851 წ. მ.ქ.) წელ­სა დღე­ი­დამ თა ნი­კო­ლოზ ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რან­ს­კი­სა ვარ".

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ, რო­დე­საც თო­ფი ნი­კო­ლოზ ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ს­კის სა­კუთ­რე­ბა გამ­ხ­და­რა, ოქ­რო­ზარ­ნი­ში­ან წარ­წე­რას­თან ერ­თად მან თოფს რეს­ტავ­რა­ცი­აც გა­უ­კე­თა, რა­საც ვერ­ცხ­ლის ფირ­ფი­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი დამ­ღე­ბის თა­რი­ღი - 1851 წე­ლი ადას­ტუ­რებს.

ეს თო­ფი, რო­გორც რე­ლიკ­ვია, ნი­კო ბუ­რის სახ­ლ­ში 1925 წლამ­დე ინა­ხე­ბო­და და "ამ­ტ­კი­ცებ­და გვა­რე­უ­ლო­ბა­ში მა­თი (ჩვე­ნი) შტოს უფ­რო­სო­ბას", შემ­დეგ კი იგი მუ­ზე­უმს გა­დას­ცეს.


მა­მუ­კა ქა­ფი­ა­ნი­ძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის,
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს
მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი
ლითონების ფონდის კურატორი.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი


სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი", ოქტომბრის ნომერი

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რომ ვუყურებ მბურძგლავს...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

გეთანხმები ისტორიული რელიქვიააა . 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიდი ისტორიის მქონე იარაღია, რამდენ ქარტეხილებში გამოვლილი


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?