ტახზე ნადირობა
გარეულ ღორზე უძველესი დროიდან ნადირობენ. ზრდასრული ღორის სიგძე 2 მეტრამდეც შეიძლება იყოს ხოლო სიმაღლე 1.2 მეტრი. მისი წონა 300 კილოგრამს აღწევს. სხეული უხეში ჯაგრითაა დაფარული.
ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა, გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. ტახს აქვს ეშვები რომელსაც თავდაცვის მიზნით იყენებს. გარეული ღორი სანადირო-სარეწაო ობიექტია. გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი; იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარია.
საქართველოში ბევღ ადგილას ბინადრობს, საბინადრო ადგილად კი უღრან ტყეს არჩევს.გარეული ღორი დიდი ზიანის მომტანია ნათესებისათვის, თუმცა მხოლოდ ამან არ განაპირობა მათზე აქტიურად ნადირობის დაწყებამ, მას აქვს უგემრიელესი ხორცი. ღორზე ნადირობა ნამდვილად არ არის ადვილი მას იცავს სქელი კანი, უეში ჯაგარი და საკმაოდ ძვალმსხვილია.
ნადირობისას საჭიროა დიდი სიფრთხილე, უსაფრთხოების წესების დაუცველობის შემთხვევაში შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.გასროლამდე საჭიროა უსაფრთხო ადგილი შეარჩიოთ და პირველივე სროლისას სასიკვდილო დარტყმა მივაყენოთ ცხოველს.გარეულ ტახზე ნადირობისას მონადირე ძაღლებს უძველესი დროიდანვე იყენებენ. მონადირე ძაღლები კი იყოფა ორ კატეგორიად: მყეფარი(მდევარი) და დამჭერი ძაღლები.
მეფარი ძაღლები ავიწროვებან გარეულ ღორს და ცდილობენ ერთ კუთხეში მომწყვდევას ხმამაღალი ყეფით.
დამჭერი მონადირე ძაღლები კუთხეში მომწყვდეულ ტახს კბილებით იჭერს ყურჩი ჩაჭიდებით.ძაღლი ცდილობს გარეული ღორის შეჩერებას, ამ დროს კი მონადირე უკნიდან უახლოვდება ტახს და კლავს თოფის ან სანადირო დანის მეშვეობით. რა თქმა უნდა ღორი ცდილობს თავის დაძვრენას და გააფთრებულ წინააღმდეგობას წევს მაგრამ მყეფარ ძაღლებს ის ისეთ ადგილას ყავთ მომწყვდეული რომ გასაქცევი ადგილი არ აქვს დატოვებული.
თუ მონადირეს მიზანია სანადირო ობიექტის ხელში ცოცხლად ჩაგდება მაშინ უკანა ფეხით დაიჭერს ღორს დააწვენს და შეკრავს(ამას რამოდენიმე ღონიერი მონადირე ჭირდება რადგან ტახი საკმაოდ ღონიერია).დამჭერ ძაღლებად ტიპიური გამოყენებადია შემდეგი ჯიშები:
ამერიკული ბულდოგი, ამერიკული პიტ ბულ ტერიერი, არგენტინული დოგი,ბულ ტერიერი და სხვა.
ამერიკაში ამ მეთოდით ნადირობა უჩვეულო ნამდვილად არ არის. ღორზე მონადირე ძაღლები სპეციალურად გამოყავთ და წვრთნიან.
ღორზე გამოყენებული ნადირობის ერთერთი ტექნიკაა ხაფანგით ნადირობა.ტახზე სანადიროდ გამოყენებული ხაფანგები სხვადასხვანაირია. მაგალითად ერთერთი სახეობაა “ფიგურა 6″ , მარუჟით ნადირობა.ასევე იჭერენ რკინის ყუთით რომელიჩ დაფლულია და ზემოდან შენიღბული, ყუთში ღორი ზემოდან ხვდება მასზე გადასვისას და ჩავარდნის შემდეგ ამოსვლის საშუაელება არ აქვს.
ღორზე უძველესი დროიდანვე ნადირობდნენ ბერძნები, რომაელები, გერმანელები და სხვა.
გერმანიკული ტომები ბერძნებისა და რომაელებისგან განსხვავებით ირემზე ნადირობას უფრო ეტანებოდნენ.. შუასაუკუნეებში ევროპაში დიდებულთა უმეტესობა ღორზე ცხენით ნადირობას არჩევდა. ცხენით დაეევნებონენ ტახს და ერთ კუთხეში იმწყვდევდნენ ხოლო მომწყვდეულს ხანჯლიტ კლავდნენ. ეს მეთოდი ძალიან გავს ძაღლებით ნადირობას, ორივე ნადირობის მეთოდში გამოყენებულია ერთი და იგივე პრინციპი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ღორზე ნადირობა ძაზედ საფრთხილოა და დიდ გამბედაობას მოითხოვს. ცნობილია რომ საფრენგეთის მეფე ფილიპ IV გარდაიცვალა გარეულ ღორზე ცხენით ნადირობისას.
გარეულ ღორზე ნადირობა დღესაც პოპულარულია იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, არგენტინაში და რუსეთში.
ტახზე ნადირობა ჩვენ დროში