Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფორონჯი, ატლანტური ზუთხი

 
 

 

2.jpg

ატლანტური ზუთხი - ფორონჯი

 
 
 

ძვირფასი სარეწაო მნიშვნელობის თევზია. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნსა და წითელ ნუსხაში, ბერნის კონვენციის (დაცული ფაუნა) III დანართში, CITES I, 29.7.83-დან და CMS-ის II დანართებში.
ნუსხაში შეტანის მიზეზები

მოწყვლადია მსოფლიო მასშტაბით.
ძალიან დიდი რაოდენობით იჭერდნენ მაღალი სარეწაო ღირებულების გამო. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან უმთავრესად რიონისა და ენგურის შესართავებთან დაახლოებით 25 ცენტნერს იჭერდნენ წლიურად, დღეისათვის ერთეულები გვხდება.
გავრცელება

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება ყველგან, სიდანაც გასამრავლებლად შედის მდინარებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, ოქუმი, ერისწყალი, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, ფსოუ.

საქართველოს გარეთ გავრცელებულია ჩრდილო ამერიკის ატლანტის სანაპიროების გასწვრივ, სამხრეთ კაროლინადან გუძონის ყურემდე, ისლანდიის სანაპიროებთან, შავი ზღვის ანატოლიის სანაპიროებთან და იქ ჩამავალ მდინარეებში, ყირიმის სანაპიროებთან, ოდესასთან, დუნაის დელტასთან, ლადოგის ტბაში, შავი ზღვის რუმინეთისა დაბულგარეთის სანაპიროებთან.
ეკოლოგიური თავისებურებები

ატლანტური ზუთხი მტაცებელია.იკვებება მცირე კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, გვერდულებით, ჭიებითა და წვრილი თევზებით.
ქვირითობს მაისიდან ივლისამდე, მდინარეებში შესვლას იწვებს აპრილიდან, მაქსიმუმს აღწევს მაისში. ქვირითს ყრის ჩქარ დინებაში, ქვა-ქვიშიან ფსკერზე. წყლის 12-25 ºC-ს დროს. ქვირითის რაოდენობა აღწევს 0.2-5.7 მილიონამდე.
სექსობრვ სიმწიფეს მამამლი აღწევს 7-9 წლის ასაკში, ხოლო დედალი 8-14 წლის ასაკში.
ძირითადი საფრთხეები

გადამეტებული თევზჭერა, ჰაბიტატების დაბინძურება-დეგრადაცია.

  • ზეკლასი: ყბიანები
  • უმაღლესი: თევზები
  • კლასი: სხივფარფლიანები
  • ქვეკლასი: ხრტილოვანი განოიდები
  • რიგი: ზუთხისნაირნი
  • ქვერიგი: ზუთხისმაგვარნი
  • ოჯახი: ზუთხისებრნი
  • გვარი: ზუთხები

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბოლოს ჩვენ მდინარეებში როდის  იყო მოპოვებული? ესე იცის ჰესების მშენებლობებმააა...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

და კიდე რამდენი ჯიში დაიკარგა მასე...

რას იზამ ეს არის ინდუსტრიული პროგრესი..

უფასო არაფერია ამ ქვეყანაზე...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნახე ხომ თურქების კაშხალის მშენებლობის გამო ასპინძის ტერიტორიაზე , მტკვარი ფაქტიურად მდინარე კი არა ერთი ნახტომით რომ გადაახტები ....იმხელა ღელეთ მოწანწკარებს


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?