Jump to content


ამ თემას აქვს 140 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა
700e841b74a80e21a2b9ad184b787c60.jpg
14-01-2014

უილიამ დანბარი: ქართველები ზედმეტად გაანებივრეს კომპლიმენტებით მათი სამზარეულოს მიმართ

"თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?"


ForbesGeorgia საქართველოში მოღვაწე ბრიტანელი ჟურნალისტის, უილიამ დანბარის სტატიას აქვეყნებს, სადაც იგი ქართული კერძების გაუარესების ტენდენციაზე მსჯელობს:

"ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, იცის, რომ აქ კარგი საჭმელია. ხალხი სტუმართმოყვარეა, მთები ლამაზი და საჭმელიც გემრიელი - ეს აქსიომად ჩამოყალიბდა. ჰოდა, ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიან ამაში და ქვეყანაც სავსეა ქართული რესტორნებით, რომლებიც, თავის მხრივ ქართველი ხალხით არის სავსე. ჩემს უგულობას მიზეზი აქვს: მე ვარ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი და ვსვამ კითხვას- იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია? იქნებ ქართული საჭმელი სინამდვილეში ძალიან მოსაბეზრებელია და ჩვენ უბრალოდ ისე გავისიგრძეგანეთ ქართული საჭმლის განსაკუთრებულების იდეა, რომ მართლაც ვიწამეთ მისი?

ვფიქრობ, ქართველები ზედმეტად გაანებივრეს კომპლიმენტებით მათი სამზარეულოს მიმართ. 200 წლის განმავლობაში ქართული სამზარეულო რუსულ სამზარეულოს უწევდა მეტოქეობას და ჩვენ ყველამ კარგად რუსული სამზარეულოს ამბავი. საბჭოთა კავშირის დროს გამხმარი ხაჭაპურიც კი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ხორციანი ჟელეს კატასტროფასთან შედარებით, სახელად "ხალადეცი". და ის ფაქტი, რომ ქართველები ეროვნული სალათების მომზადებისას მაიონეზს არ იყენებდნენ ალბათ საბჭოთა ჩაგვრისგან სულის მოთქმას ჰგავდა.

აი სწორედ აქედან ირევა ყველაფერი. უცხოელი სტუმრები საქართველოში მოსკოვის გავლით ჩამოდიან, ვიტამინ "ცე"-ზე დახარბებულები და ღორის ქონითა და არყით დაბეჩავებულები. მათ, ვინც გაყინულ ჩრდილოეთში, კვირების განმავლობაში, უშედეგოდ ეძებდა არამჟავე კიტრს, ქართული სამზარეულო ნამდვილ აღთქმულ მიწად ეჩვენებოდათ და, შესაბამისად, გულწრფელად ეუბნებოდნენ თავიანთ მასპინძლებს: თქვენი საჭმელი ძალიან გემრიელია, გაცილებით უკეთესი, ვიდრე რუსეთში.

მაგრამ გქონდეს უკეთესი საკვები, ვიდრე რუსულია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უმაგრესია, ეს მხოლო იმას ნიშნავს, რომ იგი რუსულ საჭმელზე უკეთესია. მეტწილად, ქართული კერძები მარტივია (ამას ვამბობ მე, ადამიანი ინგლისიდან, აგრეთვე "მარტივი სამზარეულოს" ქვეყნიდან) და მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ გაღმერთებული ყველის ღვეზელის შემთხვევაში, ერთადერთი ამაღელვებელი სიახლე შეიძლება იყოს ის, რომ ყველს მის ზედაპირსაც დაურთავენ, ან (ჩშშშშ...!) შიგთავსს კარტოფილს დაამატებენ. ამ დროს, ცხადია, რამე სხვას გაუსინჯო გემო. ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი კერძები არ გააჩნია. მიყვარს საცივი, ნაკლებად ცხიმიანი აჯაფსანდალი და ცხარე ხარჩო. ჩიხირთმა მშვენიერი წვნიანია და კარგი გულიანი ჩანახიც საუცხოოა ზამთრის ღამეს. აი ვწერ და ჩემი მუცელიც ხმებს გამოსცემს. თუმცა ფაქტია, რომ იმ ადგილების ჩამოსათვლელად, სადაც ამ კერძებს გემრიელად მიირთმევ, ერთი ხელის თითებიც საკმარისია. და ჩვენც წყალწყალა ლობიოსა და მლაშე ტყემლის ოკეანეში ვიძირებით.

ქართულ რესტორნებში მოსიარულეებმა თვალები უნდა გაახილონ და იგრძნონ უცხო სუნელის სუნი: თქვენ ვერასოდეს მიიღებთ ისეთ საკვებს, როგორსაც იმსახურებთ (თუმცა ქართულ სამზარეულოს ამის დიდი პოტენციალი აქვს) თუ მუდმივად კმაყოფილი იქნებით იმით, რომ ყოველდღე მიირთვათ კიტრისა და პომიდვრის სალათი, თუნდაც ზედ ნიგოზმოყრილი. ქართულმა რესტორნებმაც უნდა შეცვალონ მუშაობის პრინციპები და შეეშვან ერთმანეთისგან გავრცელებული კერძების უაზროდ გადაღებას, თუ არა და, ხალხს მობეზრდება მსგავსი ტიპის კვება და გადავლენ ვენდი'ს-ში. მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საკმარი ხინკალი უკვე მივირთვი და აგრეთვე, ბოსტნეულით სხვა უამრავ რამესაც მოამზადებ, გარდა ფხალისა. აი ღვინოზე კი გადაკრული სიტყვა არ დამცდება..."

იხ. ბმული


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

11:54 / 06-03-2014

"დროა ითქვას სიმართლე: საქართველო თავს დაესხა რუსეთს" - სტივენ სიგალი 2008 წლის ომზე
aab53c638bfb3ac878a8146ce2ed8cb5.jpg "რესპექტაბელური საინფორმაციო არხები ჯიუტად აკეთებენ შედარებებს ყირიმსა და საქართველოს შორის - "სწორედ ისე, როგორც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს" - ამბობენ ისინი. მართლა? რატომ არ ამბობთ სიმართლეს? საქართველო დაესხა თავს რუსეთს და არა პირიქით. დროა, ამ ხალხმა ან ცოტა წაიმეცადინოს და
<a href='https://in-media.ge/...DOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='https://in-media.ge/www/delivery/avw.php?zoneid=358&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=ac8263c2' border='0' alt='' /></a>
გაერკვეს, რას ამბობს, ანაც შეწყვიტოს იმის თქმა, რასაც უბრძანებენ." - განაცხადა ცნობილმა მსახიობმა და საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა სტივენ სიგალმა Russia Today-სთან უკრაინის კრიზისზე საუბრისას.

საქართველოს მაგალითი სიგალმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის კონტექსტში მოიყვანა და აღნიშნა, რომ ახლაც მსოფლიოს ცნობილი მედიასაშუალებები მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციიდან აფასებენ მოვლენებს, ხოლო რუსეთის საპასუხო განმარტებებსა და ჩვეულებრივი უკრაინელი მოქალაქეების აზრს არავინ აშუქებს.
 
 
 
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

რატო არ იტყვის რა პასუხს მოთხოვს ვინმე თუ ახალ ფილში აღარ გადაიღებენ?



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

 

რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა
14-01-2014

უილიამ დანბარი: ქართველები ზედმეტად გაანებივრეს კომპლიმენტებით მათი სამზარეულოს მიმართ

"თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?"


ForbesGeorgia საქართველოში მოღვაწე ბრიტანელი ჟურნალისტის, უილიამ დანბარის სტატიას აქვეყნებს, სადაც იგი ქართული კერძების გაუარესების ტენდენციაზე მსჯელობს:

"ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, იცის, რომ აქ კარგი საჭმელია. ხალხი სტუმართმოყვარეა, მთები ლამაზი და საჭმელიც გემრიელი - ეს აქსიომად ჩამოყალიბდა. ჰოდა, ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიან ამაში და ქვეყანაც სავსეა ქართული რესტორნებით, რომლებიც, თავის მხრივ ქართველი ხალხით არის სავსე. ჩემს უგულობას მიზეზი აქვს: მე ვარ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი და ვსვამ კითხვას- იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია? იქნებ ქართული საჭმელი სინამდვილეში ძალიან მოსაბეზრებელია და ჩვენ უბრალოდ ისე გავისიგრძეგანეთ ქართული საჭმლის განსაკუთრებულების იდეა, რომ მართლაც ვიწამეთ მისი?

ვფიქრობ, ქართველები ზედმეტად გაანებივრეს კომპლიმენტებით მათი სამზარეულოს მიმართ. 200 წლის განმავლობაში ქართული სამზარეულო რუსულ სამზარეულოს უწევდა მეტოქეობას და ჩვენ ყველამ კარგად რუსული სამზარეულოს ამბავი. საბჭოთა კავშირის დროს გამხმარი ხაჭაპურიც კი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ხორციანი ჟელეს კატასტროფასთან შედარებით, სახელად "ხალადეცი". და ის ფაქტი, რომ ქართველები ეროვნული სალათების მომზადებისას მაიონეზს არ იყენებდნენ ალბათ საბჭოთა ჩაგვრისგან სულის მოთქმას ჰგავდა.

აი სწორედ აქედან ირევა ყველაფერი. უცხოელი სტუმრები საქართველოში მოსკოვის გავლით ჩამოდიან, ვიტამინ "ცე"-ზე დახარბებულები და ღორის ქონითა და არყით დაბეჩავებულები. მათ, ვინც გაყინულ ჩრდილოეთში, კვირების განმავლობაში, უშედეგოდ ეძებდა არამჟავე კიტრს, ქართული სამზარეულო ნამდვილ აღთქმულ მიწად ეჩვენებოდათ და, შესაბამისად, გულწრფელად ეუბნებოდნენ თავიანთ მასპინძლებს: თქვენი საჭმელი ძალიან გემრიელია, გაცილებით უკეთესი, ვიდრე რუსეთში.

მაგრამ გქონდეს უკეთესი საკვები, ვიდრე რუსულია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უმაგრესია, ეს მხოლო იმას ნიშნავს, რომ იგი რუსულ საჭმელზე უკეთესია. მეტწილად, ქართული კერძები მარტივია (ამას ვამბობ მე, ადამიანი ინგლისიდან, აგრეთვე "მარტივი სამზარეულოს" ქვეყნიდან) და მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ გაღმერთებული ყველის ღვეზელის შემთხვევაში, ერთადერთი ამაღელვებელი სიახლე შეიძლება იყოს ის, რომ ყველს მის ზედაპირსაც დაურთავენ, ან (ჩშშშშ...!) შიგთავსს კარტოფილს დაამატებენ. ამ დროს, ცხადია, რამე სხვას გაუსინჯო გემო. ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი კერძები არ გააჩნია. მიყვარს საცივი, ნაკლებად ცხიმიანი აჯაფსანდალი და ცხარე ხარჩო. ჩიხირთმა მშვენიერი წვნიანია და კარგი გულიანი ჩანახიც საუცხოოა ზამთრის ღამეს. აი ვწერ და ჩემი მუცელიც ხმებს გამოსცემს. თუმცა ფაქტია, რომ იმ ადგილების ჩამოსათვლელად, სადაც ამ კერძებს გემრიელად მიირთმევ, ერთი ხელის თითებიც საკმარისია. და ჩვენც წყალწყალა ლობიოსა და მლაშე ტყემლის ოკეანეში ვიძირებით.

ქართულ რესტორნებში მოსიარულეებმა თვალები უნდა გაახილონ და იგრძნონ უცხო სუნელის სუნი: თქვენ ვერასოდეს მიიღებთ ისეთ საკვებს, როგორსაც იმსახურებთ (თუმცა ქართულ სამზარეულოს ამის დიდი პოტენციალი აქვს) თუ მუდმივად კმაყოფილი იქნებით იმით, რომ ყოველდღე მიირთვათ კიტრისა და პომიდვრის სალათი, თუნდაც ზედ ნიგოზმოყრილი. ქართულმა რესტორნებმაც უნდა შეცვალონ მუშაობის პრინციპები და შეეშვან ერთმანეთისგან გავრცელებული კერძების უაზროდ გადაღებას, თუ არა და, ხალხს მობეზრდება მსგავსი ტიპის კვება და გადავლენ ვენდი'ს-ში. მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საკმარი ხინკალი უკვე მივირთვი და აგრეთვე, ბოსტნეულით სხვა უამრავ რამესაც მოამზადებ, გარდა ფხალისა. აი ღვინოზე კი გადაკრული სიტყვა არ დამცდება..."

იხ. ბმული

 

რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო თვალსაჩინო ხდება,  რა დიდი მნიშვნელობააქ იმას, თუ როგორი კუთხით დაანახებ სტუმარს, ქვეყნის ამა თ იმ თავისებურებას, 

ერთი რამე ფაქტია თბილისის რესტორნები რო მოიარო 90 % -ს ერთი და იგივე მენიუ აქ , და რაც ყველაზე ცუდია განახლება არ ხდება და ახალი გემოსა და არომატის ძიებით არავინ იწუხებს თავს მცირედი გამონაკლისის გარდა, თუმცა მე მაინც ყველაფერი ამის მიზეზად , მომხმარებელი მიმაჩნია , რასაც მოითხოვ იმას მიიღებ . 

( ისე ინფოსთვის მაგარი ქაბაბი და უმაგრესი კუპატი აღმოვაჩინე ერთერთ რესტორანში ხოდა აბა თქვენ იცით) :beer:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მარხვაზე ვარ , მაგრამ თუ შეიკრიბებით , თქვენთან ვიქნები! :beer:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
პანჩო

პანჩო

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 629 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
  • წარმოშობა:xidari

ერთი..ამ..დაჩუტული..ყლითგაკეთებულ..სტივენას...რაუნდა   შეკადიროვის   მინეტშიცა..შენ   მაპატიეთ   ლეგიონერებო.   უზრდელობა   თავივერშევიკავე                                                          ამნაგვისურნიდან   დაგდებულზე    



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სომეხ მეცნიერთა ერთმა ნაწილმა ვარძია "ვარძუნიკად" მონათლა
 
 
 

aaddd227939e0c25f4d8d6ff9ea81928.jpg

 

 

 

სომეხ მეცნიერთა ერთმა ნაწილმა ვარძია ვარძუნიკად მონათლა. როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია აცხადებს, სომხეთში დაბეჭდილი 14-ტომიანი "სომხური არქიტექტურული ძეგლების" რამდენიმე ტომში თბილისში, კახეთში, ჰერეთში, აჭარასა და ჯავახეთში არსებული უძველესი ქართული ძეგლები სომხურ ტაძრებად არის გამოცხადებული.

სამუშიას განცხადებით, სომხეთში გამოცემული ეს მრავალტომეული უცხოეთში არსებულ სომხურ ძეგლებს ეძღვნება და საკმაოდ მაღალი დონის პოლიგრაფიული გამოცემაა. "მისი ავტორი, სამველ კარაპეტიანი კი ატნიქართული განწყობით და არაპროფესიონალიზმით არის ცნობილი", - ამბობს სამუშია.

მისი თქმით, მას ხელთ ჩაუვარდა ამ გამოცემის მე-9 ტომი, რომლის სახელწოდებაა "ჯავახჰქი" და არა ჯავახეთი.
"წიგნის სახელწოდებაშივეა ნათქვამი, რომ ჯავახეთი სომხეთის ტერიტორია იყო. ამ წიგნს ქართულმა სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი", - აღნიშნა სამუშიამ.

სამუშიას განცხადებით, აღმაშფოთებელია ის, რომ ამ გამოცემის თანახმად ვარძიაც სომხურ ძეგლად არის გამოცხადებული. "თურმე ვარძია ვარძუკინი ყოფილა და მართლმადიდებელ სომხებს აუშენებიათ", - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, არსებობს ასევე ასეთი წიგნი "რუსეთს ისტორია-სომხური კვალი", რომელიც, სამუშიას თქმით, მან ბრიტანეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ნახა. ამ წიგნში ყველა ქართველი მეფე, მათ შორის

<a href='https://in-media.ge/...DOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='https://in-media.ge/...;amp;n=ac8263c2' border='0' alt='' /></a>
- დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე სომხებად არიან გამოყვანილები.

სამუშია მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გამოიცეს ქართველი მეცნიერების ნაშრომები ინგლისურ ენაზე და დარიგდეს ყველა ქვეყნის ბიბკიოთეკაში.

"მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჯავახეთი, რომელიც სომხეთის ტერიტორიად არის გამოცხადებული, არის საქართველოს მიწა", - დასძინა სამუშიამ.


 

წყარო/Source:"ინტერპრესნიუსი"


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
"რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია თბილისს აშფოთებს", - ამ სათაურით ავრცელებს რეპორტაჟს ჯავახეთიდან ტელეკომპანია "ალ ჯაზირა". როგორც რეპორტაჟის ავტორი რობინ ფორესტერ-უოკერი აღნიშნავს, საქართველოში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყირიმის შემდეგ ცხელი წერტილი შესაძლოა სამცხე-ჯავახეთი გახდეს. ავტორისვე თქმით, ასეთი აზრი იმიტომ მუსირებს, რომ რეგიონში ბევრი ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქართულად არ ლაპარაკობს. "აქაურები თავს საქართველოდან მოწყვეტილად გრძნობენ. ყოველთვის საჭიროა ადამიანების მოტივირება. აქაურებს უნდათ ქართულის შესწავლა და უფრო მეტად ინტეგრირება", - ციტირებს რეპორტაჟის ავტორი ვაჰაგან ჩახალიანის კომენტარს. "აქ დაიბადნენ მამაჩემი, ბაბუაჩემი, ჩემი შვილი. ასე რომ, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ", - აცხადებს ჯავახეთში მცხოვრები ვრამ კარაპეტიანი. "სომხეთი - რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და ასევე, რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების ადგილი, სამხრეთით მდებარეობს. ზოგიერთი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა მოახდინოს დესტაბილიზაცია ჯავახეთში და საქართველოს შუაზე გახლეჩა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოვლენებს შორსმიმავალი და არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს, ქართველებს უფრო მეტის გაკეთება სჭირდებათ თავიანთი ქვეყნის ერთიანობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნავს "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი. Al Jazeera: ‘Russian annexation of Crimea alarms Georgia’ - Watch video on georgianews.ge

legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
დუგინი – "აფხაზებსა და ოსებს მეგრელებიც მიჰყვებიან"
f766672f218cfb062cbb0b8917527a45.jpg
22-09-2013

"კრემლის რუპორად" ცნობილმა რუსმა ანალიტიკოსმა, ალექსანდრ დუგინმა ინტერნეტპორტალ “Alternativeright”-თან შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა:

"საქართველო – ეს შეუმდგარი სახელმწიფოა, და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო დამოუკიდებლობის პროცესი იმაზე მეტყველებს, რომ საქმე ამით არ გათავდება. როდესაც ჩვენი ჯარები ზუგდიდის რაიონს "ასუფთავებდნენ", მათ ძალიან ბევრ სოფელში ყვავილებითა და სიხარულით ხვდებოდნენ, რადგანაც მეგრელებმა იციან, რომ უკვე ისინი აღმოჩნდნენ პოტენციური გენოციდის საფრთხის ქვეშ საქართველოს მხრიდან. გენოციდის თუ არა, შევიწროების საფრთხის ქვეშ მაინც. სწორედ ასეთივე მდგომარეობაა აჭარაში, ჯავახეთში, პანკისში. საქართველო, თავისი არსით, არა სახელმწიფო, არამედ მულტიეთნიკური სტრუქტურაა და ამ სტრუქტურისათვის ერთი ნაციის იდეის თავსმოხვევა, როგორც ამას სააკაშვილი აპირებდა, გარდაუვალ ეთნიკურ წმენდას მოასწავებდა. მიუსედავად იმისა, რომ ჩვენ, რუსებმა დავიცავით ორი ერი, ახლა ჩვენს დახმარებას საჭიროებენ დანარჩენი ერებიც, რომელთაც თავს ახვევენ ქართული სახელმწიფოებრიოის იდეას. სიტუაცია ანალოგიური სცენარით განმეორდება – ამ გზას დაადგება ზუგდიდი, ანაც ჯავახეთი, ანაც აჭარა. ეს იმის მაუწყებელია, რომ საქმე გვაქვს კონფლიქტთან, რომელიც თავისით ვერ გადაწყდება, ამიტომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა, შეგვეძლოს ამ პრობლემური ერებისთვის ხელის მოხვევა და სხვებისთვის გადაცემა. ოღონდ ამერიკას არა, მაგალითად ირანს ან თურქეთს, რომლებიც სწორ რეგიონალურ პოლიტიკას ატარებენ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მსოფლიოს გენეტიკური რუკა: ქართველები ვგავართ ადიღეველებს, სომხებსა და ბერძნებს
c6eb42b55fc8b1a88501bffbee12b609.jpg
18-02-2014

ჟურნალ ”საიენსის” შვილობილ საიტ admixture.com-ზე მსოფლიოს გენეტიკური ატლასი გამოქვეყნდა, რომელზეც ხალხთა შორის ნათესაობის ხარისხია ასახული. ატლასის მიხედვით, ქართველები გენეტიკურად ყველაზე ახლოს ადიღეველებთან (28,6 %), ბერძნებთან (19,5%), სომხებთან (12,4 %) და სამხრეთ იტალიელებთან (სიცილიელებთან, 6,4 %) ვდგავართ. ატლასის მიხედვით გენეტიკური ნათესაობა გვაკავშირებს კვიპროსელებთან და ლეკებთანაც. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად პოპულარულ მოსაზრებას, რომ ქართველები ბასკებსა და კელტებს ვენათესავებით, ატლასი ”არ ეთანხმება”.


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
პიეტრო დელა ვალე ქართველებზე

pietro-della-valle1.jpg?w=500

პიეტრო დელა ვალე – Pietro Della Valle (1586 – 1652)

პიეტრო დელა ვალე (1586 – 1652), იტალიელი მოგზაური, რომელმაც იმოგზაურა ირანში და იქ პირველად ნახა ქართველები, ძირიდად შირაზსა და ისფაჰანში, გაოცებული დარჩა მათი მომხიბლაობით. პიეტრო იმდენად იყო ქართველების სილამაზით აღფრთოვანებული, რომ ცოლად ქართველი ისფაჰანელი ტყვე გოგონა მოიყვანა, როცა მას უსაყვარლესი ცოლი მაანი გარდაეცვალა. იგი წერდა:

“ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან… ტანმაღალნი, ყველას თმები შავი აქვს და თვალებიც შავი-დიდრონი და მომხიბლავი, პირსახე-თეთრი ფერისა, ხოლო ლოყები ვარდისფერი… მე ვთვლი ქართველებს ერთ-ერთ ულამაზესად მსოფლიოში…
რაღაც ტავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, დიდებული იერი, საუცხოო სახითა და ტანით, გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფობას ითხოვენ, აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება, არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი, მაგრამ ამავე დროს ამაყნი, ქედმაღალნი, დაუნდობელნი და ულმობელნი”

***

“ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.

ქეთევან დედოფალმა უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰის ბრძანებით ის წამებით მოკლეს. მან უფლის შემწეობით ჩაშალა შაჰის ზრახვები. ქეთევან დედოფლის მოკვდინება – ეს იყო უდიდესი სისასტიკე, როგორიც კი შაჰ აბასს ოდესმე ჩაუდენია. მან ხელი გაისვარა ასეთი ღირსეული მანდილოსნის სისხლით. ღირსეულისა არა მარტო წამების ატანით, არამედ იმ დიდი პატივისცემით, რაც მან სავსებით დაიმსახურა”.

***

XVII ს-ის ევროპელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე აგვიწერს ქართველთა ირანში გადასახლების ამბებს:

„რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელ გადასახლებას, რამდენი სიკვდილი, საშინელი გაჭირვებისაგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა… რა გახრწნა, რა ძალდატანება… რამდენი ბავშვი მოჰგლიჯეს დედის ძუძუს და დაჰყარეს გზებზედ მხეცების შესაჭმელად, ცხენებისა, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასსრესად. რამდენი დააშორეს მამა შვილს, ცოლი ქმარს, და ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი შორს ქვეყნებში, ისე, რომ ეს საწყლები საუკუნოდ იყვნენ იმედგაწყვეტილნი, ენახათ კიდევ როდესმე ერთმანეთი. რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზე უფრო იაფად. რამდენი სხვა ამისთანები ხდებოდა ღირსი სიბრალულისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლი“.

პიეტრო დელა ვალე

***
“შაჰ აბასი იყო ტირანი. არც მტერს ინდობდა, არც მოყვარეს. მას მარტო ქრისტიანობის საკითხი არ აღელვებდა. უნდოდა ქართველების სრული მოსპობა და მდიდარი ქვეყნის ხელში ჩაგდება… შაჰს განსაკუთრებით ეშინოდა ქართველებისა, რადგან იცოდა, მათი საბოლოოდ დამორჩილება შეუძლებელი იყო”.

პიეტრო დელა ვალე, «სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა» , 1628

(პროფ. ილია ტაბაღუას პუბლიკაცია).


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

…ვიცი, რუსად რომ არ ვშობილიყავ,

ქართველ კაცობას ვარჩევდი ქვეყნად!..


ევგენი ევტუშენკო


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართულის გაუთვალისწინებლად.

ფრანსუა ლენორმანი (1837-1883)

დიდი ორიენტალისტი, სორბონის პროფესორი, არქეოლოგი

 

და იცით ვინ გაშიფრა ურარტუს ლურსმნული დამწერლობა? ?? აკადემიკოსმა გიორგი  მელიქიშვილმა , მაგრამ რად გინდა?? ეს ყველაფერი დღეს სომხურ კულტურას მიეკუთვნება და იცით რატომ ???? იმიტომ რომ ვანის ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა ეს კულტურა. ხოლო ვანის ტბა მიჩნეულია სომხური სახელმწიფოს შემადგენელ  ნაწილაად.

 

 

ესეც ასეე "უპატრონო საყდარს ეშმაკები ეპატრონებიანო" ხომ გაგიგიათ?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?