Jump to content


ამ თემას აქვს 34 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კანე კორსო

სიმაღლე:ხვადი 62-68 სმ, ძუ 58-64სმ. 
წონა:ხვადი 42-50კგ, ძუ 38-45კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:9-12წელი
წარმომავლობა:იტალია

a40.jpg

წარმომავლობა

კანე კორსო არის უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო დაიტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. დღეს მას მრავალი ქვეყნის ძაღთსაშენებში ამრავლებენ.

ჯიშის აღწერა

კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები, ყურებს და კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, რუხი, ალიფერი და ვეფხვისფერი. 

b40.jpg

ხასიათი

კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი. გაწონასწორებული ფსიქიკით და ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას. თუ ძაღლი გყავთ კორპუსის ბინაში მას ჭირდება ხშირი ფიზიკური დატვირთვა.

დანიშნულება

კანე კორსო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სამომსახურეო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში. კენე კორსო იმდენად გონიერი ძაღლია რომ თავისუფლად შეუძლია ძიძის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს.წყარო:myzoo.ge 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს ჯიშიც რომის იმპერიის დროიდან ითვლის თავის წარმოშობის ისტორიას


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
fxovela

fxovela

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 586 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti

ეს თემა ეხლა ვნახე და გამიხარდა, მე მყავს კანეკორსო, ქალბატონი კორა,

არის უერთგულესი ძაღლი, დამცველი და თუ გაწვრთნი მონადირეც, ნადირობენ 

ღორზე და დათვზე, ჩემი კორა გაწვრთნილია და თითქმის ყველა ბრძანებას

ასრულებს თუმცა სანადიროდ არც მყოლია და არც ვაპირებ, თუ ვინმე აპირებს

ამ ჯიშის აყვანას მივაწვდი უფრო მეტ ინფორმაციას.

მიმაგრებული გალერეა

  • IMG_4898.JPG


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
brasko

brasko

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:gldani
  • წარმოშობა:ქართლი
გამარჯობა.მეც მყავს კორსო და რა მაინტერესებს აძუნებიდან რამდენ ხანში შეიძლება დართვა.ორი წლისაა მეორედ აძუნდა და აძუნებიდან სადღაც მეექვსე დგეს გავიყვანე მამალზე.გამონადენიც ქონდა უკვე და ერთი მისვლით დაიჭერს?ახლაც მოაკითხავენ ხოლმე ხვადები და არ იძუნა თუ ნორმალურია ეგ.როგორც ვიცი ორი კვირა უგრძელდებათ მძუნარობა.თუ გამარკვევთ მადლობელი ვიქნები

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბრასკოს გაუმარჯოს. ამძუნებიდან 9-15 დღეა ნაყოფიერი. ამ პერიოდში უნდა დაერთოს 2 ჯერ . დღე გამოშვებით. მაგრამ 2 წლამდე ძალიან ახალგაზრდაა და ცოდოა მაკეობისთვის.


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
brasko

brasko

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:gldani
  • წარმოშობა:ქართლი
ორი წელიწად ნახევრისაა ზუსტად.ერთხელ მყავდა და არ იძუნა?თხუთმეტი წუთი გაუგრძელდათ აქტი.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

რა მაგრად მომწონს ეს ძაღლი რაღაც დასტოინი ტიპი მგონია ისედაც მგონი ხასიატებითაც ეგეთია ხოო ..?! 

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
fxovela

fxovela

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 586 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti

მაგარი დასტოინი ტიპია გიო, თუ აპირებ აყვანას არ ინანებ.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ორი წელიწად ნახევრისაა ზუსტად.ერთხელ მყავდა და არ იძუნა?თხუთმეტი წუთი გაუგრძელდათ აქტი.

ასაკი კარგი აქვს ,. კლუბის დამფუძნებელთანაც დაგაკავშირებ და თუ რამეა ვეტერინარსა დაგაკავშირებ რომ დაეხმაროს .....უსაფრთხოების ზომების გატარებაში

;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

fxovela, გამარჯობა.

 

ქალბატონი კორა როგორ გრძნობს თავს? :)

 

მაინტერესებს ლეკვებს თუ ასხვისებ/ყიდი და რა ღირს? ხვადი...



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
keti7909

keti7909

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 461 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:qartveli

მე რომ ძაღლის მოყვარული ვიყო,აუცილებლად  ვიყოლიებდი კანე კორსოს და ყველას სეირნობის დროს დავაგლეჯინებდი  დიდი სიამოვნებით .



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
fxovela

fxovela

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 586 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti

fxovela, გამარჯობა.

 

ქალბატონი კორა როგორ გრძნობს თავს? :)

 

მაინტერესებს ლეკვებს თუ ასხვისებ/ყიდი და რა ღირს? ხვადი...

 

 

ქართველ გამარჯობა, კორა გადასარევად არის,ერთხელ ყავდა მხოლოდ ერთი ლეკვი და ისიც დავიტოვე, მეტი არ შემიჯვარებია, ლეკვი არასდროს გამიყიდია და არც ვიცი ფასები, თუ გააჩენს გაჩუქებ.



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

მე რომ ძაღლის მოყვარული ვიყო,აუცილებლად  ვიყოლიებდი კანე კორსოს და ყველას სეირნობის დროს დავაგლეჯინებდი  დიდი სიამოვნებით .

 

ქეთი ვინ გაგამწარა ასე?  :)  :)


დუდუ

LEGION.GE


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

fxovela, მადლობა :)

 

აბა, ვბალეშიკობ :D



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

უსაყვარლესი ჯიშია მეფური გარეგნობით და ბავშური ბუნებით:)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?