Jump to content


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Chapuis Armes

 
 
s12-545x129.jpg

კალიბრის ვარიანტები : 8 x 57 მმ JRS – 9,3 x 74 მმ R – 30R Blaser
დაახ. წონა 3 კგ .

ფირმა დღევანდელი სახელით Chapuis Armes s.a. ჩამოყალიბდა 1950-იან წლებში, თუმცა მისი საფუძველი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისშია ჩაყრილი. ფირმა განლაგებულია ფრანგული იარაღთწარმოების ცენტრის სენტ-ეტიენის ახლოს პატარა ქალაქ სენტ-ბონე-ლე შაროში.
ამ დინასტიის პირველი წარმომადგენელი ანდრე შაპიუი 1900-იან წლებში სახლის საამქროს პირობებში ამზადებდა საკეტებსა და კალაპოტებს. მისი ვაჟი ჟანი უფრო წინ წავიდა და საკეტების გარდა თოფების აწყობით იყო დაკავებული. სანადირო იარაღზე მოთხოვნილების ზრდამ ჟან შაპიუის ცნობადობა გაზარდა. სტაგნაცია მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდს მოყვა. მოგვიანებით საოჯახო საწარმოს აქციონერები გამოუჩნდნენ. ამჟამად ფირმის მართვა რენე შაპიუისა და მისი ვაჟების ხელშია. ფირმაში 50 სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი მუშაობს.
ფირმა აცხადებს, რომ მისი სტილი ბრიტანულ-ფრანგულია. ასეთი თამამი განცხადება გამართელებულია, რადგან მისი არსებობის მანძილზე საწარმომ თავისი ელეგანტური და საიმედო პროდუქტით პოპულარობა და აღიარება მოიპოვა არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ამ ეტაპზე ფირმა ყოველწლიურად 2000 ერთეულ გლუვლულიან და ხრახნილლულიანს უშვებს. აქედან დაახლოებით 2/3 შტუცერებია. ექსპორტზე 10–15 % გადის.

ფრანგული სალულე ფოლადი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ბოლო პერიოდში, ფოლადის საფანტის შემოღებასთან დაკავშირებით ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. კალაპოტის ფოლადი ცივი წრთობის მეთოდით მუშავდება.

Chapuis Armes 2002 წლიდან ლულის არხის ახლებურ დამუშავებას სთავაზობს ფოლადის საფანტით დაინტერესებულ კლიენტებს. ლულის პროფილის, არხის დიამეტრისა და შევიწროებათა დიამეტრის ზრდა ერთიორად ზრდის მდგრადობასა და საუკეთესოს ხდის ბალისტიკურ მაჩვენებლებს. ლულებს ვერცხლით მიჩრჩილვას უტარებენ.
თანამედროვე ტექნოლოგიით დამუშავებული საბრძოლო ზამბარები, სახსრის ჭანჭიკები და კალაპოტები რესურსის ზრდის საწინდარია.

შაპიუი არმის გლუვი ორლულიანები, მანევრირებადი და მორგებულებია. მათ ახასიათებთ საერთო შტრიხი_ მსუბუქი წონა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მეძებრით ფრინველზე ნადირობისათვის. წონის სიმცირეს ფირმა ორიგინალური ტექნოლოგიური გადაწყვეტებით აღწევს.

გლუვლულიანებს ფირმა სამ კატეგორიად უშვებს, რომლებიც ლულების სიგრძით განხსვავდებიან(70სმ, 66სმ და 60სმ). ნულოვან შევიწროებას ანუ ცილინდრებს ფირმა საკმაოდ ხშირად მიმართავს, რაც ფრინველზე ფრანგული ნადირობის სტილის ხაზგასმაა. ცილინდრებს ფირმა 60 სმ-იან ლულებზე იყენებს და სახელსაც შესაბამისს უწოდებს ,,ვალდშნეპი”.

უნივერსალურია(ნადირობის სხვადასხვა პირობებისათვის) გლუვლულიანები Toutes Chasses 66 სმ ლულის სიგრძითა და ცილინდრი-ნახევარჩოკი შევიწროებით. ამ მოდელს წარმატება მოაქვს ტყვიის გამოყენებისას.
დიდ დისტანციებზე(წყალმცურავებზე) სანადიროდ ფირმა 70სმ-იან ლულებს გამოიყენებს “1/4 ჩოკი” და “3/4 ჩოკი” შევიწროებით.
ფირმას რამდენიმე ბრწყინვალე მოდელი აქვს შტუცერებისა Chapuis UGEX და Chapuis RGEX, აგრეთვე Chapuis REX

შტუცერებზე გრავირება ხელით ხდება. ფირმაში გრავიორები ჩამოჰყავთ იტალიიდან, ბელგიიდან, რომლებიც ფრანგ ოსტატებტან ერთად ნამდვილ შედევრებს ქმნიან. მათ ნაკეთობაზე თითოეული გრავიორი ხელმოწერას ახდენს. მხოლოდ რამდენიმე ოსტატის გვარის დასახელებაც კი დიდმნიშვნელოვანია: Dubois, Fabre, Hassa.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოდელებზე გრავირებას მატრიცებით(ჩარხისა და შაბლონის ერთობლიობა) ახდენენ. ასეთი მოდელები ხემოწერის გარეშეა.

კონდახისა და ტიბჟირის მასალად მხოლოდ უმარლესი ხარისხის კაკალია გამოყენებული.
შაპიუი არმის ფირმისათვის არ არსებობს წარმოების ციკლში მეორეხარისხოვანი ეტაპი. კონდახის კეფის დამუშავებაც კი ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ ამ ფრანგული ფირმის თოფით აღჭურვილი მონადირე სრულიად დარწმუნებულია, რომ მას უპყრია არა მარტო ხარისხი არამედ სრულყოფილებაც.
CHAPUIS C 60 BECASSIER

43d3a270ad29.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი)

ფიქსირებულ ცილინდრებზე ან სახსნელ ჩოკებზე;
ლულათა სიგრძე 600მმ ან 660მმ;

წონა
2,5კგ-დან 2,9 კგ-მდე
ფასი 1260 ევროდან ზემოთ.

C135 PLAINE ARTISAN

3b06fe49abc1.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,95კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,75კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე(შემკვეთის სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი.

C140 BЕCASSIER ARTISAN

4466b4663ce3.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,8კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,55კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე(შემკვეთის სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი, ფალსიფიცირებულ დაფებზე.

C145 PLAINE ARTISAN

56b939651a3a.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,95კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,75კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე(შემკვეთის სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი, ფალსიფიცირებულ დაფებზე.

C165 BЕCASSIER ARTISAN

bb2bba8ca291.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,8კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,55კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე(შემკვეთის სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი.

C30 PLAINE

285da1aa5fd9.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,8კგ. ექსტრაქტორზე, ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 2 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი აქვს 20 ყალიბს.

C35 PLAINE

4bdd4b642563.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,8კგ. ეჟექტორზე, ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 3 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი აქვს 20 ყალიბს.

მოდელებს С60, С65, С30, С35, С40 აქვთ ერთი სასხლეტი, დამატებითი კუთხვილი ლულა აქვთ 20 ყალიბებს, ჩოკების სხვადასხვა კომბინაცია.

C40 PLAINE

d2f06a0d4859.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,95კგ. ეჟექტორზე(სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 4 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი, ფალშდაფებზე.

C65 BECASSIER

90a2120fcd05.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,8კგ(12 და 16 ყალიბისათვის) 2,55კგ(20 ყალიბისათვის). ეჟექტორზე, ვენტილირებადი სამიზნე თამასა, კონდახი 3 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბში).

RGP BECASSIER

8c55b5649e4e.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,6კგ, ეჟექტორზე, კონდახი 3 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბში).

RGP BECASSIER ARTISAN

RGP-BECASSIER-ARTISAN-545x129.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,7კგ(12 და 16 ყალიბში) 2,6კგ(20 ყალიბში), ეჟექტორზე(სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ორ სასხლეტზე, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კლასის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი.

RGP PLAINE

d327f6874a67.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,75კგ, ეჟექტორზე, ორ სასხლეტზე, კონდახი 3 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბისათვის).

RP PLAINE

d327f6874a67.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,9კგ(12 და 16 ყალიბისათვის, 2,75კგ(20 ყალიბისათვის), ეჟექტორზე, ორ სასხლეტზე, კონდახი 4 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბისათვის), ფალსიფიცირებულ დაფებზე.

RP PLAINE ARTISAN

6b87f6586351.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, ლულათა შევიწროება 0,25-0,75, წონა 2,9კგ(12 და 16 ყალიბისათვის, 2,75კგ(20 ყალიბისათვის), ეჟექტორზე(სურვილისამებრ ექსტრაქტორზე), ორ სასხლეტზე, კონდახი 5 ვარსკვლავიანი ლუქს კალსის კაკლის(ინგლისური ყელით), საფირმო მოგრძო მცველი(20 ყალიბისათვის), ფალსიფიცირებულ დაფებზე.

UGP BECASSIER

eb6c99216453.jpg

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 600მმ, ლულათა შევიწროება ცილინდრი-0,5, წონა 2,6კგ, ექსტრაქტორზე, ორ სასხლეტზე, კონდახი 2 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით).

UGP PLAINE

ყალიბი 12/16/20(მაგნუმი), ლულათა სიგრძე 700მმ, წონა 2,75კგ, ექსტრაქტორზე, ორ სასხლეტზე, კონდახი 2 ვარსკვლავიანი კაკლის(ინგლისური ყელით).

მონადირე.ინფო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1284047199_2.jpg

 

 

atelier.jpg

.

.280.jpg

..chapuis2.jpgchapuis-progress.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ყველანაირად კარგი და დახეწილი იარაგია,უმაგლეს დონეზე შესრულებული გრავირებით,არაჩვეულებრივი კაკლისაგან დამზადებული კონდახითა და ტიბჟირით,მაგრამ ჩემთვის ინგლისურ ყელიანი ცოტა მოუხერხებელია.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დასტურ გორდაჯან


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ეს მამცა :D



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ვააა სუყველა მოდელს ინგლისური კონდახით აწარმოებს???

რა კარგი ნამუშევრებია

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შენს შეამჩნიე ხო?


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგარი შესრულებულია...

კარგი რამე ჩანს...



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან დახვეწილი იარაღი ჩანს .მეთანხმები გუგა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი
ბერეტამ chapuis armes აქციების საკონტროლო პაკეტი იყიდაო ასე ღაღადებენ რუსები.

https://forum.guns.r.../1/2453331.html





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?