დასაკეცი დანების რამდენიმე ტიპი და მოდელი არსებობს. ამიტომ მივყვეთ ქრონოლოგიურად და სათითაოდ გავეცნოთ.
პირველ ჯერზე ცოტა ინფორმაციას მოგაწვდით კლასიკურ დასაკეც დანებზე და შემდეგ პოსტებში უკვე დასაკეცი დანების სხვა ტიპებზე გავამახვილებ ყურადღებას.
დანის შესახებ ბევრი ცნობა არ გჭირდებათ, მხოლოდ იმას გეტყვით, რაც პრაქტიკაში გამოგადგებათ და არა თეორიაში.
კლასიკური დასაკეცი დანები
დასაკეცი დანები ძალიან დიდი ხნის წინ გამოიგონეს. ამბობენ, რომ დასაკეც დანებს რომაელებიც კი ხმარობდნენ. მას შემდეგ კლასიკური დასაკეცი დანის კონსტრუქცია დიდად არ შეცვლილა.
დანის ტარი დაყოფილია ორ ნაწილად. ტარის შუაში დანის ზედა ნაწილი უნდა ჩაიკეცოს. ხოლო ღილაკები და კიდევ სხვა ბევრი ეშმაკური მოწყობილობები უფრო გვიან გაჩნდა.
როგორც მთელ მსოფლიოში, დასაკეცი დანები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს საქართველოში.
პლუსები
ფასი! დასაკეცი დანა ყველაზე იაფი დანაა ბაზარზე.
მინუსები
სამწუხაროდ ამ დანას მინუსები უფრო მეტი აქვს, ვიდრე პლუსები. დასაკეცი დანა ნაკლებად საიმედოა. დანა შეიძლება უეცრად დაიკეცოს, როცა მას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევთ და თითები დაგისეროთ.
გარდა ამისა, დასაკეცი დანების ცუდი თვისება ისაა, რომ შეიძლება თავისით გაიხსნას, როცა ჯიბეში გიდევთ. ამან კი შეიძლება ისევ დაზიანებამდე მიგიყვანოთ.
P.S. მომდევნო პოსტებში საკეტიანი, ტაქტიკური და ავტომატური დასაკეცი დანების შესახებ ვისაუბრებთ