როგორც დაგპირდით შემდეგი პოსტის თემაა საკეტიანი დასაკეცი დანები. პირველ პოსტში კლასიკურ დასაკეც დანებზე ვისაუბრებთ.
მოკლედ დავუბრუნდეთ თემას.
პირველი ევროპული დანები, რომლისთვისაც ფიქსირებული საკეტი ტრადიციად ჩამოყალიბდა ცნობილი ესპანური ნავაჰო იყო. ფიქსაცია ფოლადის წრის მეშვეობით ხდებოდა.
ოდნავ მოგვიანებით კი საკეტიც გამოიგონეს, რომელსაც დღემდე იყენებს ფრანგული ფირმა OPINEL - დანის ტარის ბოლოში წრე მდებარეობს, რომლის გადაბრუნების შემთხვევაში დანის პირი ვეღარ დაიკეცება.
მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა საბაზრო კონკურენციის გამო ფიქსაციისთვის უამრავი მოწყობილობა გამოუშვა.
პლუსები
გადავიდეთ პლუსებზე, მე სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტად დასაკეცი დანების სწორედ ეს სახეობა მომწონს, რადგან მათი უმთავრესი თვისებაა საიმედეოობა და კიდევ ერთხელ საიმედოობა. ოღონდ ახლა ამ სიტყვების მერე შეშის ჩეხვას ნუ დაიწყებთ ამ დანით. უბრალოდ იცოდეთ, რომ თითების დასერვის საფრთხე აღარ გემუქრებათ და არც ჯიბეში გაგეხსენაბთ შემთხვევით.
მინუსები
ფიქსირბული საკეტიანი დანების ცუდი თვისება ისაა, რომ მათ გასახსნელად ორივე ხელი გჭირდებათ. ნუ ცდილობთ მის გახსნას ერთი ხელით ვერც "დაამუღამებთ" და მინიმუმ რამეს მიიხევთ.
დავუშვათ ტყეში ხართ ან სათევზაოდ, პრობლემა არაა გახსნით ჩვეულებრივად ორი ხელით, მაგრამ როცა სასწარფო საქმე გაქვთ? თოკი უნდა გადაჭრათ, ავარიის შემთხვევაში ღვედისგან განთავისუფლდეთ და ა.შ. მსგასვი დანა ნაკლებად გამოგადგებათ.
წყარო;adami.ge