Jump to content

სურათი

თბილისის უბნები. სახელწოდებები. ისტორიები

თბილისის. ისტორია. თბილისის. ისტორია. უბნები ტრადიციები ქალაქური ურბანული ვერე სოლოლაკი ნარიყალა ავლაბარი რიყე ისანი აბანოთუბანი სეიდაბანი თაბორის მთა მამა დავითი გოგირდები თერმული ნადირობა ლეგიონი ვახტანგ გორგასალი მცხეთა დედაქალაქი კუკია ხარფუხი ერმოლოვი ჩუღურეთი ხევი ნაძალადევი ორთაჭალის ბაღები მტკვარი უბნები ტრადიციები ქალაქური ურბანული ვერე სოლოლაკი ნარიყალა ავლაბარი რიყე ისანი აბანოთუბანი სეიდაბანი თაბორის მთა მამა დავითი გოგირდები თერმული ნადირობა ლეგიონი ვახტანგ გორგასალი მცხეთა დედაქალაქი კუკია ხარფუხი ერმოლოვი ჩუღურეთი ხევი ნაძალადევი ორთაჭალის ბაღები მტკვარი

ამ თემას აქვს 55 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
თბილისის უბნების სახელწოდებების ისტორიები
      

 

dcf45bad6caa.jpg

 

 

ვ ე რ ე– ადრე იყო სოფელი, რომელიც გაბაშვილების მამულს წარმოადგენდა. ვერეს ჰქონდა თავისი სასაფლაო, სადაც შემდეგ პარკი გაკეთდა. (კიროვის პარკი).

ს ო ლ ო ლ ა კ ი– გადმოცემით ,,ციხის ბაღის” (ბოტანიკური ბაღი) მოსაწრყავად არაბების ბატონობის ხანაში აღუდგენიათ. სარწყავი არხი არაბულად–,,სულუ-ლაჰ” ნიშნავს. აქედან სოლოლაკი დაერქვა მთასაც და მთისძირა ნაკვეთებსაც.

ნ ა რ ი ყ ა ლ ა– სიტყვა ,,ნარიყალა” მონღოლური წარმოშობისაა (,,ნარინ” -მცირე, ,,კალა” ციხე) ნარიყალა აშენდა მე-4 საუკუნეში და შედგება ქვის ნაწყობი კედლის, ციტადელისა და თაღებისაგან, ბოტანიკური ბაღიდან აბანოთუბნამდე. ნარიყალა იყო მთავარი სიმაგრე, გაშენებული ციცაბო ფერდობზე, ჰქონდა ტერასე.

ა ვ ლ ა ბ არ ი — ხშირად ამბობდნენ: ,,ერთი ავლა და მერე იწყება ბარი”. ვარაუდობენ რომ სიტყვა ავლაბარი მე-14 საუკუნიდან მოდის. არაბულად ,,ჰავალი”-მიდამო, ,,ბირ”-სასახლე, ე.ი ავლაბარი სასახლის მიდამოს ნიშნავს.

რ ი ყ ე — აქ მრავლად იყო დუქნები, ხარაზების, მჭედლების, მკალავებისა და სხვათა სახელოსნოები. მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა.

ი ს ა ნ ი — არაბული წარმოშობისაა და გამაგრებულ ადგილს, ციხეს ნიშნავს.

ა ბ ა ნ ო თ უ ბ ა ნ ი — თბილისის უძველესი ნაწილია. აბანოების უბანი ემიჯნება კალას (თბილისის ციხეს). ამ უბანში მცხოვრები სპარსელები მას სეიდაბანს უწოდებენ. აბანოთუბანი შეიქმნა თაბორის მთიდან მონაჟონი თერმული წყლებით, ხოლო თვით თერმული წყლები მომდინარეობს წავკისის მთიდან. წყლის ტემპერატურაა +24-27.

კ უ კ ი ა — გადმოცემის თანახმად სოფელ კუკიიდან აყრილმა და თბილისის გარეუბანში დასახლებულმა ოჯახებმა დაარქვეს ამ ტერიტორიას თავიანთი სოფლის სახელი. 1862 წლიდან კუკია ექცევა ქალაქის ფარგლებში.

ხ ა რ ფ უ ხ ი — აბანოენის უბანსა და ორთაჭალას შორის, თაბორის მთის ძირში იყო სოფელი ხარფუხი. 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, მთავარმართებელმა გენერალმა ერმოლოვმა სოფელი ხარფუხი თბილისს შემოუერთა. ხარფუხში, თათრების სასაფლაოსთან იდგა საკულტო დანიშნულების ქვა ხატიტურთ. ამ ხატს სურდოს განკურნება შეეძლო, ძველ სომხურად ,,ხარფუხი” სურდოს ნიშნავს.

კ ი რ ი ჩ ნ ი — დღევანდელი მარჯანიშვილის მოედნისა და აღმაშენებლის გადაკვეთაზე იდგა გერმანული ეკლესია ,,კირხე” (შემდეგ დაანგრიეს). ამ უბანს ,,კიროჩნაიას” ეძახდნენ.

ა რ ს ე ნ ა ლ ი — ავლაბრის თავზე, რკინიგზის გადაღმა მდებარეობდა იარაღის დასამზადებელი საამქრო და საწყობები ამ უბნის სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა.

ჩ უ ღ უ რ ე თ ი — სოფელ ჩიღურეთს სამი მხრიდან ერტყა ხევი, მეოთხე მხარეს კი მტკვარი ჩამოუდიოდა; 1820 წლიდან სოფლი ქალაქს შემოურთდა. თურქული სიტყვიდან ,,ჩუქურ” ხევს, ფერდობს ნიშნავს.

ხ უ დ ა დ ო ვ ი ს  ტ ყ ე — ნაძალადევის საზღვრის გასწვრივ ექიმმა ნიკო ხუდადოვმა გააშენა ტყის მწვანე მასივი, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.

 

წყარო : forum.gol.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მუხიანი-----ბევრი მუხებია .. :ki:  :ki:  :DDD  :DDD



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნუ იყო , ყოველი შემთხვევისათვის და საერთოდ შენი სარკაზმი უადგილოა-მინდა გითხრა ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
გლდანი რას ნიშნავს და რატო დაარქვეს ვინმემ იცით?? აი მასკვა და პადმასკოვიე ესეთ პონტში უნდა დაერქმიათ. ცალკე ქალაქია ))))

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მანდ სოფელი იყო და , დარჩა სახელი


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მანდ სოფელი იყო და , დარჩა სახელი


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

საინტერესოა...

ბესო ნახალოვკა საიდნ წამოვიდა??? :)))



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე ვიცი...თუ გინდათ , გამოცანის თემისთვის გამოვიყენოთ.... ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ვაა ჩუღურეთი(დიდუბე) ადრე სოფელი ყოფილა .... დარჩა კიდევაც


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
როგორ შეუერთა საუფლისწულო შენობამ თბილისს ვაკე – ღვინის პირველი ქარხნის ისტორია
12/05/2016
 
3236
file1088aaaaaaaaaa-640x309.jpg

XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში თბილისის გარეუბანში უკვე თავისუფალი ადგილი აღარ იყო. ამიტომ თბილისის მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა ალექსანდრე ოზეროვმა საუფლისწულო (“უდელის“) უწყების ღვინის სარდაფის ადგილის შერჩევისას, ყურადღება ახლანდელი მელიქიშვილის ქუჩის მონაკვეთზე შეაჩერა, რომელიც მაშინ ქალაქის ზონაში არ შედიოდა.

1896 წელს ალექსანდრე ოზეროვმა თავად მოჰკიდა ხელი შენობის დაპროექტებას და მას ორიურთიერთპერპენდიკულარულად მდებარე, სამნავიანი ბაზილიკის ფორმა მისცა.gvinis-erovnuli-saagento-010-300x226.jpg ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების მოტივების გამოყენება პრაქტიკული დანიშნულების ნაგებობაში ნაკლებად არის გამართლებული და ხელოვნურ ხასიათს ატარებს. მაგრამ მოხდენილი პროპორციები, გარეგანი დეკორის ლაკონიზმი, კარიბჭის ქართული ორნამენტირება, ერთად აღებული, საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც კიდევ უფრო ძლიერდება იმის წყალობით, რომ შენობა ამაღლებულ ადგილზე დგას. მშენებლობა კი, საზოგადო მოღვაწემ და მეწარმემ დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა.

მოგვიანებით საუფლისწულო შენობაში განთავსდა ღვინის პირველი ქარხანა. მის მთავარ ღირშესანიშნაობად ითვლება სარდაფები. როგორც ცნობილია, ღვინdownload-300x105.jpgოს არც ზედმეტი სინათლე უყვარს და არც ხშირი გადაადგილება,სიწყნარესა და მყუდროებაში უნდა იმყოფებოდეს.

ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილ შენობას ახალი მფლობელები ჰყავს. 2014 წელს ის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად აქციეს.

chais-saxli_large-300x210.jpg

ღვინის ქარხანას ჩრდილოეთიდან ეკვროდა ჩაის სახლი, სადაც დღეს ერთ-ერთი ბანკის ოფისიაგანთავსებული. ჩაის სახლში ადამიანებს შეეძლოთ, არა მხოლოდ ჭიქა ჩაი დაელიათ, არამედ ჩაის მოხარშვის ხელოვნებაზე ზეპირი, თუ წერილობითი კონსულტაცია მიეღოთ, საქართველოში ჩაის მეურნეობის ჩასახვისა და მისი განვითარების პერსპექტივებზე კვალიფიციური თხრობა მოესმინათ.

საუფლისწულო უწყებისკენ გაყვანილი შარაგზა თავდაპირველად იწყებოდა წყნეთის, ახლანდელი მელიქიშვილის ქუჩიდან, რადგან მე-19 საუკუნის ბოლოს, ეს გზა წყნეთისკენ მიემართებოდა, სხვათაშორის, ქუჩების სახელწოდებით შეიძლებოდა დაგვედგინა ქალაქების განაპირა წერტილები და ქალაქის განაშენიანების თანმიმდევრულობა.

წყნეთის გზატკეცილის დასაწყისმა ნაწილმა, 5-6 კილომეტრით ჩრილო-დასავლეთისკენგადაინაცვლა, ხოლო ყოფილი წყნეთის ქუჩის ხაზზე ​გადაიჭიმა ჭავჭავაძის გამზირი. ოდესღაც “მოსკოვის ზასტავასთან” რომ იწყებოდა საქართველოს სამხედრო გზა, დროთა განმავლობაში ადგილი დაუთმო კოსტავას ქუჩას, რომელსაც მაშინ ბოლშევიკების ლიდერის, ლენინის ქუჩა ეწოდა. სხვადასხვა წლებში სივრცეში გადაადგილდა სხვადსხვა გზებიც, მაგალითად კახეთის, კოჯრის, ავჭალის. 1949 წელს მელიქიშვილის ქუჩა გააფართოეს, მაშინ გაჩნდა ღვინის ქარხანასთან საყრდენი კედელიც. ამას მოჰყვა ქუჩის ორივე მხარეს საცხოვრებელი სახლების აშენება.

წყარო: “ჩემი თბილის-ქალაქი”
ავტორი: გიორგი ხუციშვილი


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა კავშირია ვარკეთილსა და მდინარე ვერეს შორის

06/06/2016
 
909

90-%D0%92%D0%BE%D0%B5%D0%BD-%D0%B3py%D0%

თბილისის შედარებით ახალი უბნის, ვარკეთილის სახელწოდება, ალბათ, მდინარე ვერესთან არასდროს დაგიკავშირებიათერთ–ერთი ვერსიით, ვარკეთილის მიდამოებში გემრიელი და სასარგებლო ნაკადული არსებობდა. კეთილი ვერეს წყალი, თურმე ირმებს გუნდებად იკრებდა. რაკი ამ წყალს კეთილი შეარქვეს, სავარაუდოდ მეორე, ბრაზიანი ნაკადულიც არსებობდა და ის, ალბათ, სწორედ ის ვერაა, დიდგორის მთის მიდამოებიდან რომ იღებს სათავეს და თბილისის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარს უერთდება. ის ვერეა, რომელიც ზამთარსა და ზაფხულში წყლის სიმცირით გამოირჩეოდა, შემოდგომასა და გაზაფხულზე კი წარმოაჩენდა თავის ხასიათს. საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ და ერიდებოდნენ მასთან დასახლებას, თუმცა, მასზე უარს თბილისელები ვერ ამბობდნენ.

​მდინარე ვერეს, ვახუშტი ბატონიშვილი სხვა სახელით სკვირეთითაც (სკორეთი) მოიხსენიებს, გაცილებით ადრე კი მას ლეონტი მროველთან ვხვდებით. თუმცა, მდინარე ვერეს ევოლუცია მრავალსაუკუნოვან პერიოდს მოიცავს და ძალიან კარგად არის ასახული ქართული გეოლოგიის მამამთავრის, გეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებლისა და პირველი დირექტორ ალექსანდრე ჯანელიძის ნაშრომში – „მდ. ვერის ხეობა ტფილისის მიდამოებში“. ეს ექვსფურცლიანიწიგნი საქართველოს მოამბეში გამოქვეყნებული სტატიის ცალკე ამონაბეჭდია და ამ სტატიის ასე გამოყოფა მდ. ვერეს შესაძლებლობების მნიშვნელობას ადასტურებს.

მდინარე ვერეს თავდაპირველი კალაპოტი სულაც არ ყოფილა იქ, სადაც დღეს არის. სავარაუდოდ კუს ტბის აღმოცენებაც მას უკავშირდება და უნივერსიტეტის მიდამოებში არსებული ტბის ამოვსებაც მდინარე ვერეს მოუხერხებია. დროთა განმავლობაში ვერას ვაკის ტერასა მოუსწორებია, შემდეგ ამ ტერასაში ღრმა ხეობა გაუთხრია. ვიდრე ვერა კალაპოტს იცვლიდა, აღრმავებდა და მცოცავ ქანებთან ურთიერთობას ამყარებდა.
„ზედა ტერასის ​ღვარები და ქარი, თავის საქმეს განაგრძობდნენ. მახლობელი ფერდობიდან მათ ჩამოჰქონდათ გამოფიტული მასალა და კონგლომერატის თავზე აგროვებდნენ იმ ქვიშიან თიხას, რომელსაც დღეს სააგურედ ხმარობენ,” – წერს ალ.ჯანელიძე.​
ქარებისა და გაშლილი ტერასის მიუხედავად, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ნელ–ნელადაიწყო ხეობის განაშენიანება, თუმცა არქეოლოგიური კვლევების თანახმად, აქ ადამიანებს შუასაუკუნეებამდე უნდა ეცხოვრათ. სავარაუდოდ იმ პერიოდში, როდესაც ვერეს კალაპოტი კუს ტბის მიდამოებში იყო. შემდეგ მდინარემ და ადამიანებმა გაცვალეს სადგომები და საუკუნე ნახევრის წინ, აქ ხეხილის ბაღები და „ორთაჭალის ბაღების“ მსგავსი, საქეიფო ადგილები გაჩნდა. როგორც გასული საუკუნეების პრესა წერს, ყველაზე პოპულარული რესტორანი სწორედ ვერის ბაღებში გამართული „ედემი“ ყოფილა.

„საბურთალოსა და ლისის წყლის წარტყვევნის შემდეგ, ვერამ ვაკის ტერასი მოასწორა. ეს ტერასი რომ საბურთალოს ტერასზე ახალგაზრდაა, იმით ვტყობილობთ, რომ ვერის ხეობისა და საბურთალოს ხეობის გამყოფი სერი სოფ ბაკების ზემოთ ვაკის ტერასზე მაღალია,“- წერს ალექსანდრე ჯანელიძე.

13334585_1293138877381433_1244163535_o-6

ტაბულაზე მოცემულია ვერის ხეობის განაკვეთები:
1. ქვის ხიდთან კავკავის შარის პირას; 2. ვარაზის ხევის შესართავთან, უკანასკნელის მარცხენანაპირით;

3. უნივერსიტეტის უკან მდებარე პირველი ხევის მარცხენა ნაპირის გასწვრივ; 4 ვაკისხევსა დასემინარიას შუა;

5.სემინარიის დასავლეთით; 6.უნივერსიტეტის მამულზე; 7. სოფ.ბაკებზე (დღევანდელი ბაგები)  ხიდისხევის მარცხენა ნაპირით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტოს ავტორი დიმიტრი ერმაკოვი – საქართველოს სამხედრო გზა, ვერის აღმართი.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ვაკის ისტორია თბილისის საზღვრებში 1907 წლიდან იწყება 
თბილისის საზღვრებს ვაკის ტერიტორია ოფიციალურად 1907 წელს შემოუერთდა. ქალაქგარე დაუსახლებელი ვაკობის ათვისება, ეკლესიის მსახურებმა დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე,  თბილისის სასულიერო სემინარიის აღზრდილებისთვის, ერთ ოჯახზე გათვალისწინებულ, პატარ-პატარა, ერთსართულიან სახლებს დგამდნენ.

1902-1905 წლებში, ვაკის ლამის ბოლოში, ააგეს დიდი აგურის შენობა, სადაც მაშინდელი ერევნის მოედნიდან, სასულიერო სემინარია გადაიტანეს. ეს ადგილი ახლანდელი ჭავჭავაძის გამზირის # 33 სახლია. 1970 წლამდე ამ შენობაში, რომელიც თბილისის საკმაოდ ცნობილმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ ააშენა, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი იყო მოთავსებული, შემდგომ კი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკები განათავსეს.
ხანდაზმულობის მიხედვით, მეორე საზოგადოებრივი შენობა ვაკეში, არის ქართულიuniversiteti_tsu_large-300x201.jpgსათავადაზნაურო გიმნაზია, ამჟამინდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა. იგი შენდებოდა არა მთავრობის, არამედ კერძო პირთა შემოწირულობებით.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკო ცხვედაძემ, შენობის დაპროექტება, ახალგაზრდა ნიჭიერ არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს დაავალა.e183a3e1839ce18398e18395e18394e183a0e183

კლდიაშვილის ქმნილება შესახედავად სადა, მკაცრი და მშვიდია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს საერთოდ სასწავლო დაწესებულება. ამასთან შენობის ამ მკაფიო, ლოგიკურ კომპოზიციაში დაცულია მკაცრი სიმეტრია. უნივერსიტეტის მთავარი ფასადი გამოდის ლამაზ სკვერში. წინათ ამ სკვერის ქვემოთ ღრმა ხევი იყო. 1957 წელს, ხევი ამოივსო და ვარაზისხევის ქუჩა გაკეთდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან, საკმაოდ მკვეთრად ეშვება გმირთა მოედანზე.

%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%

ვაკის ტერიტორიის ათვისება თბილისმა საბჭოთა მმართველობის პერიოდში დაიწყო, მაგრამ პირველ ხანებში, მშენებლობები აქ ქაოტურად მიმდინარეობდა.  თავი იჩინა განაშენიანების  გეგმის არქონამ.
სამოქალაქო მშენებლობის სწრაფი ზრდა ვაკეში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაიწყო. შეადგინეს გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იყო სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობა, პარკირებისა და სკვერების მოწყობა, ახალი ქუჩებისა და საცხოვრებელი კვარტლის შექმნა. ყოველივე, მაშინდელი არქიტექტურის აკადემიის წევრის არჩილ ქურდიანის სახელს უკავშირდება.
ომის შემდგომ, ორი ათეული წლის განმავლობაში ვაკის ტერიტორია, ისევე როგორც საბურთალოს მიდამოები, ერთ უზარმაზარ სამშენებლო მოედნად იყო ქცეული. ერთიანი გეგმით შენდებოდა ასობით საზოგადოებრივი შენობა და საცხოვრებელი სახლი, იქმნებოდა ახალი ქუჩები, სპორტული ნაგებობები, გაჰყავდათ ტრო12966745_1727204134161605_535702923_n-30ლეიბუსის ხაზები.
ვაკესა და საბურთალოში დღეს, თავმოყრილია უმაღლესი სასწავლებლების, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ძირითადი ნაწილი, კულტურის მრავალი დაწესებულება და სპორტული ნაგებობა.
ახლანდელი „ვაკის პარკი“, 1945 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მეორე მსოფლიო ომის  დასრულების საპატივსაცემოდ მას „გამარჯვების პარკი“ ეწოდა. პარკი 226 ჰექტარ ფართობზე იყო გადაჭიმული.

e1839be18394e183a0e18390e18391-e18391e18

1966 წელს, ახლანდელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ დადგეს  ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის ძეგლი, რომელიც ჩამოსხმულია მერაბ ბერძენიშვილის მოდელის მიხედვით. ფიგურის ასკეტური სიმკაცრე და ლაკონურობა, სადა სამოსელი, ხელის თავისებური მოძრაობა, თითქოს თავის ლექსებთან ერთად, სულსაც გვთავაზობს.

1980 წლის 24 მაისს კი ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნა უდიდესი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი. იგი შესრულებულია მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის მოდელის მიხედვით.12957211_1727208590827826_1870336227_n-2

გამოყენებული ლიტერატურა: “ჩემი თბილის-ქალაქი”
ავტორი: გიორგი ხუციშვილი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესეც კარგი სიახლე

 

ისტორიული სადარბაზოები – "ახალი ტფილისის" ახალი აღმოჩენები (ფოტორეპორტაჟი)
 

 
 
 

პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდის მიერ ისტორიული სადარბაზოების აღდგენა მიმდინარეობს. თბილისის განვითარების ფონდის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დავით აღმაშენებლის გამზირ N26 – ში, დავით აღმაშენებლის გამზირ N72- სა და ღვინის აღმართ N1- ში მხატვრულად გაფორმებული ისტორიული სადარბაზოები აღმოჩნდა, რომელიც საღებავის სქელი ფენით იყო დაფარული და მათი არსებობა სპეციალისტების კვლევებშიც არ იყო ცნობილი.

აღნიშნულ მისამართებზე თბილისის განვითარების ფონდის დავალებით, სადარბაზოების დაფარული მხატვრობის შენარჩუნების და აღდგენისთვის რესტავრატორები მუშაობენ.

როგორც ცნობილი გახდა, სადარბაზოები დაფარული იყო ზეთოვანი საღებავების სქელი ფენით, რომლებიც კომუნისტური წყობის დროს მოსახლეობის თვითნებური ჩარევების გამო დაზიანდა. სწორედ ამ საღებავების ქვეშ აღმოჩენილია მაღალმხატვრული ღირებულებების მქონე ნამუშევრები, რაც XIX-XX- ე საუკუნეების თბილისური არქიტექტურისთვის სახასიათოა.

კიდევ ერთი საინტერესო ისტორიული წარწერა დავით აღმაშენებლის გამზირ N 29 – ის სადარბაზოს შესასვლელშია აღმოჩენილი. ფასადზე ასახული ძველი ლათინური წარწერა ” FRS OUMINSK” სავარაუდოდ, ამ შენობის ძველი მეპატრონის სახელს და გვარს აღნიშნავს. აღმოჩენილი წარწერის ზუსტ წარმომავლობას ხელოვნებათმცოდნეები იკვლევენ.

როგორც თბილისის განვითარების ფონდში განმარტავენ, აშკარაა, რომ სადარბაზოების მხატვრობით მდიდარი იყო ძველი თბილისი, განსაკუთრებით, კი დავით აღმაშენებლის გამზირი – ყოფილი მიხაილოვის პროსპექტი, რასაც გამზირის N72 – ში სადარბაზოს ჭერზე აღმოჩენილი მხატვრული ფრაგმენტი – ორი ანგელოზის გამოსახულება ადასტურებს.

დავით აღმაშენებლის გამზირზე N26 – ის ისტორიული სახლის სადარბაზოში მიმდინარეობს კედლების წმენდა, კიბეების საფეხურების ფრაგმენტულად აღდგენა და ბაქნების მოწყობა.

პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ – ერთი საინტერესო აღმოჩენა უკავშირდება დავით აღმაშენებლის გამზირ N36 – ში მდებარე ისტორიულ სახლს, სადაც სადარბაზოს კარის რესტავრაციისას საფოსტო გზავნილის ჭრილი აღმოჩნდა.

ე.წ. „ჭავჭანიძეების“ ისტორიული სახლი ცნობილია თავისი უნიკალური, მხატვრული სადარბაზოთი, რომლის რესტავრაციაც თვის ბოლომდე დასრულდება.

რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი, დავით აღმაშენებლის გამზირზე N26 – ში მდებარე ძველი სადარბაზოს დაფარული სილამაზე არტ-ნუვოს ეპოქის მხატვრობას ინახავს. ფონდი სადარბაზოს მხატვრობის შენარჩუნებას და რესტავრაციას გეგმავს.

„ახალი ტფილისი“ პროექტის დასრულებამდე, კიდევ ბევრ, ძველ ქალაქურ ისტორიებს გააცოცხლებს.

fotoangelozebi-cr-730x428.jpg
sadarabazoebieqvsi-cr-730x428.jpg
sadarbazoebi-cr-730x428.jpg
sadarbazoebiori-cr-730x428.jpg
sadarbazoebiotxi-cr-730x428.jpg
sadarbazoebisami-cr-730x428.jpg
sadarbazoebishvidi-cr-730x428.jpg
sadarbazoebixuti-cr-730x428.jpg

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა ვინ მიხვდება ეს რა უბანია?

14568155_1306449419378820_42754927516886


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რას ნიშნავს ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი - თბილისის უბნების სახელების ისტორია
dbd59409a5.images.new_photo.SAERTO.10721თბილისის ტერიტორიის უბნებად და დასახლებებად დაყოფა საუკუნეების წინ, თანდათან დაიწყო. თითოეულ მათგანს თავისი სახელწოდება, საინტერესო ისტორია თუ ლეგენდა აქვს. 

ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ გვინდა მოგითხროთ და ესენი გხლავთ: ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი, ანუ როგორ დაერქვათ სახელები და როდიდან ფიქსირდება თითოეული ისტორიულ წყაროებში. 

ნავთლუღი
ნავთლუღი - თბილისის ძველი უბანია, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისანი-სამგორის რაიონშია გაშენებული. სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს (ნავთობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ ჰქონდა). XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ იქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა. 1770 წლიდან ამ დასახლებას ერეკლეს ციხესაც უწოდებდნენ. ამ ტერიტორიაზე გადიოდა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა (ე.წ. კახეთის გზა). ნავთლუღში შემორჩენილია წმინდა ბარბარეს სახელობის 2 ეკლესია: ერთი შუა საუკუნეების (ახლანდელი სახე XIX საუკუნეში მიეღო), მეორე - XIX საუკუნის II ნახევრის.

დიდუბე
დიდუბე 1870-იანი წლებიდან არსებობს. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. მოიცავს წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს. 
დიდუბე წარმოდგა სახელწოდებიდან "დიდი დუბე" ე.ი. დიდი ვაკე. თუმცა ამ მიდამოს უძველესი სახელწოდება "ცხენის ტერფია" (V საუკუნე)...
თბილისის განაპირა ადგილის სახელად დიდუბე პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის (1195 წელი) შემდეგ იქ გამართულ სახალხო ზეიმს აღგვიწერს. დიდუბეში იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია. იქ არაგვიდან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს მეფის ზვრებს აწვდიდა. მომდევნო საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.
XVII საუკუნეში, ვახტანგ V-ის მეფობის დროს, იქ ისევ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში ავჭალიდან რუ გამოიყვანეს. XVII-XVIII საუკუნეებში კი ის ქალაქისპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა... XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა - ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან მომდინარე ე.წ. "ბაღის არხი". 1818 წელს დიდუბის ჩრდილოეთ ნაწილში დაასახლეს გერმანელი კოლონისტები. იმ პერიოდიდან დიდუბის ამ ნაწილს ალექსანდერდორფი ეწოდა.

ნაძალადევი
ნაძალადევი - ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში გაშენებული ძველი უბანია, რომელიც საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი სერიოზული კერა იყო. თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის (1872 წელი) შემდეგ დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო; რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა, ახალმა უბანმაც აქედან მიიღო სახელწოდება, ანუ ნაძალადევი დასახელბა მიმდინარეობდა. ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოები თბილისის პროლეტარიატის საბრძოლო სკოლა იყო. 1905 წლის დეკემბერში საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან, იქ ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშური ნაძალადევი მოკლე დროით "რესპუბლიკად" გამოხდადდა. მუშები იარაღდებოდნენ, გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა - რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები და არტილერია გამოიყენა. მუშების თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, აჯანყება დამარცხდა. ნაძალადევში რევოლუციური საქმიანობა სტალინმა დაიწყო. 


 
 
 

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?