Jump to content

სურათი

თბილისის უბნები. სახელწოდებები. ისტორიები

თბილისის. ისტორია. თბილისის. ისტორია. უბნები ტრადიციები ქალაქური ურბანული ვერე სოლოლაკი ნარიყალა ავლაბარი რიყე ისანი აბანოთუბანი სეიდაბანი თაბორის მთა მამა დავითი გოგირდები თერმული ნადირობა ლეგიონი ვახტანგ გორგასალი მცხეთა დედაქალაქი კუკია ხარფუხი ერმოლოვი ჩუღურეთი ხევი ნაძალადევი ორთაჭალის ბაღები მტკვარი უბნები ტრადიციები ქალაქური ურბანული ვერე სოლოლაკი ნარიყალა ავლაბარი რიყე ისანი აბანოთუბანი სეიდაბანი თაბორის მთა მამა დავითი გოგირდები თერმული ნადირობა ლეგიონი ვახტანგ გორგასალი მცხეთა დედაქალაქი კუკია ხარფუხი ერმოლოვი ჩუღურეთი ხევი ნაძალადევი ორთაჭალის ბაღები მტკვარი

ამ თემას აქვს 55 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სიშორის გამო. ცენტრიდან დაშორებულობის გამო. ისე აფრიკაში , კონგოს ბანიც არის , რომ იცოდეთ

#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    პრეფექტი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1243 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

თბილისის ერთერთი უბანი აფრიკა გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს, მათი ნაწილი აფრიკაშიც იბრძოდა. თბილისური პაპანაქება ზაფხულით შეწუხებული გერმანელები ხშირად ადარებდნენ ამ ადგილს აფრიკას ბოლოს აფრიკა დაარქვეს მათგან კი ქართველებმა გადმოიღეს ეს სახელი92304ee05aff.gif. ეს ამბავი ჩემი ბაბუისგან ვიცი აფრიკის პირველმოსახლე იყო

#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა ნამდვილად არ ვიცოდი.ოჩენ ზანიმაწელნო. გაიხარე ქსოვრელ :bravo:  :good: 

#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბევრს უსაუბრია თბილისი 50-ე (საჯარო/საშუალო) სკოლის უნიკალობაზე, მარგამ არ უთქვამთ, რომ ეს პირველი ქართული სკოლა იყო... დიახ, პირველი ქართული სასწავლებელი, რომლის დირექტორიც ერთ დროს ექვთიმე თაყაიშვილი იყო და სადაც იაკობ გოგებაშვილი მუშაობდა. პირველად მისი დაარსებისა და გახსნის შესახებ ჟურნალ "ივერიის" 1879 წლის ნომერში დაიწერა.

12615633_1677033505905147_59426914085185

#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2197 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კარგი ინფორმაციაა  :good:

#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5542 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საინტერესოა!

#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი

  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4486 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ვაა რა საინტერესო სტატიებია 

#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მნაცაკანოვის ხიდი
ყველამ ვიცით კრწანისში რესტორანი, ბაგრატიონის ძეგლთან, "კრწანისი". ეს რესტორანი ხიდის ერთ საძირკველზეა აგებული. თავად ხიდს კი, ძალზე საინტერესო ისტორია აქვს და თბილისის ცხოვრების ნაწილი იყო.

თავდაპირველად იგი ხისა იყო და აშენდა 1852 წელს, სეიდაბადის განაპირას. მანამდე, XV საუკუნეში კახეთის ხიდი არსებობდა ცხვრის ფარის გადმოსარეკად, რომელიც XVII საუკუნეში დაინგრა შაჰ-აბასის შემოსევისას. ხიდი ეკუთვნოდა კერძო პირებს, რომლებმაც დიდი გადასახადი დააწესეს ხიდით სარგებლობისათვის. ერთ წლის შემდეგ ხიდი შეისყიდა მნაცაკანოვმა და ქალაქს გადასცა. აქედან მოდიოდა დასახელებაც — „მნაცაკანოვის ხიდი“. 1866 წელს მნაცაკანოვის ხიდი დაინგა რუსეთ-თურქეთის ომის დროს. 1877-1878 წლებში აქ ორი ბორანი მოქმედებდა. ამ გადასასვლელს სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ახალი ლითონის ხიდი ძველის ადგილზე 1882 წელს ააგეს და თბილისელებმა მასზე გაავრცელეს ძველი ხიდის სახელწოდება. ლითონის ხიდმა, ამ ადგილზე, ორთაჭალაჰესის აშენებამდე იარსება..17353139_10209940321238151_2173703618317            17342629_10209940323758214_7919869786756          .....

#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უნიაური  ოტო. გრ.ვორონცოვი.   17554325_1918356015097065_10610938901266

#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

17796637_1416702451701225_50996836890725

17861757_1416702551701215_74347396642577

#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

15160.jpgრის გამო ეწოდებოდა მარჯანიშვილის ქუჩას – კიროჩნაია და საიდან წარმოიშვა სახელწოდება კუკია 
2012-07-23
უშანგი რუხაძე fb_share.png

twitter.jpeg

გერმანელებს  განსაკუთრებული ადგილი უკავიათ თბილისის ისტორიაში. მათ სახელს უკავშირდება არაერთი ისტორიული შენობა და დაწესებულება. შესაძლოა, ბევრისთვის უცნობია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში თბილისში გერმანელების კოლონია არსებობდა, რომელსაც „ალექსანდერდორფი“ ეწოდებოდა და სადაც რამდენიმე ათასი გერმანელი ცხოვრობდა. „თბილისელების” ამ ნომერში ვისაუბრებთ თბილისის განვითარებაში გერმანელების მნიშვნელობასა  და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ ფაქტებზე.

ალექსანდერდორფი
გერმანელების ჩამოსახლება კავკასიაში 1817 წელს დაიწყო, როდესაც ვიუტენბერგელი გერმანელების 1 440 ოჯახი არარატის მთებისკენ დაიძრა, რათა, სექტანტი ბენგელისა და შტილინგის წინასწარმეტყველებით, ქვეყნიერების აღსასრულს შეხვედროდნენ. გერმანელების ჩამოსახლებას საქართველოში წინ უსწრებდა იმპერატორ ალექსანდრე პირველის ვიზიტი შტუტგარტში, სადაც ის შეხვდა ვიუტენბერგელებს და კავკასიაში ჩასახლებასთან დაკავშირებით შესაძლო დახმარების შესახებ ესაუბრა, თუმცა, გერმანელებმა იმპერატორის თანხმობის გარეშე გადაწყვიტეს კავკასიაში გადასახლება და საკუთარი ხარჯებით ოდესამდე ჩავიდნენ, სადაც გამოზამთრებას აპირებდნენ. გერმანელების გზა კავკასიამდე საკმაოდ მძიმე გამოდგა: რამდენიმე ასეული ადამიანი გზაში დაავადდა და გარდაიცვალა, ნაწილმა კი უარი განაცხადა გზის გაგრძელებაზე და ოდესაში დარჩა. 1818 წლის გაზაფხულზე საქართველოს ტერიტორიაზე გერმანელების 500-მდე ოჯახი შემოვიდა. იმპერატორის ბრძანებით, მათი დაბინავება გენერალ-მაიორ ერმოლოვს დაევალა და, მისი განკარგულებით გერმანელები თბილისის შემოგარენში დაასახლეს. მოგვიანებით საქართველოს ტერიტორიაზე გერმანელებით დასახლებული რამდენიმე ეგრეთ წოდებული „გერმანული კოლონია” გაჩნდა: სოფელ კუკიის მიმდებარე ტერიტორიაზე – ალექსანდერდორფი; ასურეთში – ელიზავეტალი; ბოლნისში – ეკატერინენსფელდი და ორი კოლონია სართიჭალაში – მარიენფელდი და პეტერსდორფი. თბილისის შემოგარენში გერმანელების 50-მდე ოჯახი დასახლდა. ისინი თავდაპირველად თელეთიდან წამოსულ გლეხებთან ერთად ცხოვრობდნენ, ადგილს კი კუკია ეწოდებოდა. სახელწოდება „კუკიის“ წარმოშობის ისტორია თელეთელი გლეხების ძველ რიტუალს უკავშირდება. მიწათმოქმედებაში ისინი თოჯინა „კუკის” გამოიყენებდნენ და იქაურ მცხოვრებლებს „კუკიელებს” უწოდებდნენ. „კუკია“ ეწოდებოდა ამჟამინდელი აღმაშენებლის გამზირის ტერიტორიასაც, რომელსაც გერმანელებმა მოგვიანებით „ახალი ტიფლისი” უწოდეს. საინტერესოა, რომ 1832 წლამდე თბილისში მხოლოდ ერთი რუსი მცხობელი იყო, რომელიც ვერ ახერხებდა მთელი ქალაქის დაკმაყოფილებას თეთრი პურითა და ფუნთუშებით და, სწორედ ამ საქმეს მოჰკიდეს ხელი გერმანელებმა; გარდა ამისა, ისინი ქალაქს რძის პროდუქტებით: რძით, კარაქით, ნაღებითა და კარტოფილითაც კი ამარაგებდნენ. დილაადრიან გერმანელ ქალებს თბილისის ქუჩებში გასაყიდად გაჰქონდათ პროდუქცია, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობდა თბილისელებში. თბილისში გერმანელების ჩამოსახლება მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, ძირითადად ბავარიიდან, საქსონიიდან, მეკლენბურგიდან და პრუსიიდან. 1824 წელს კუკია და ალექსანდერდორფი ოფიციალურად ქალაქს მიაწერეს. 1844 წლის თბილისის გეგმაზე გერმანელთა დასახლება საგრძნობლად გაზრდილია მთავარი ქუჩის გასწვრივად. 1853 წელს ამ მიდამოებში ვრცელდებოდა ქალაქური განაშენიანების წესები, ტერიტორია შედიოდა ტფილისის მეოთხე საპოლიციო უბანში. ვერის ხიდის (ამჟამინდელი გალაკტიონის ხიდის) აგების შემდეგ კი მშენებლობის ტემპები განსაკუთრებულად გაიზარდა, თუმცა, იმ დროისთვისაც, ალექსანდერდორფის ტერიტორიის დიდი ნაწილი ბაღებს ეკავა, რომლებსაც თბილისის 1905 წლის გეგმარზეც კი, ვრცელი ფართობი ჰქონდა დათმობილი. გერმანული კოლონია თბილისს ოფიციალურად 1862 წელს მიუერთდა და ჩამოყალიბდა ახალ უბნად, რომელსაც ჩვენ ამჟამად ჩუღურეთად ვიცნობთ. მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისში 3 ათასამდე გერმანელი ცხოვრობდა. ისინი ჰარმონიულად შეერწყნენ თბილისური ცხოვრების წესს და განსაკუთრებული, ევროპული კოლორიტი შესძინეს ქალაქს. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ წლებში, დაიწყო გერმანელების რეპრესები და განდევნა: მათი ნაწილი ციხეეებში ჩასვეს, ნაწილი კი შუა აზიის ქვეყნებში, ყაზახეთსა და ციმბირში გადაასახლეს. მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა თბილისში, თუმცა, 90-იანი წლების არეულობების შემდგომ, ისინი ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ. ცნობისთვის, ალექსანდერდორფის მთავარ ქუჩას მიხეილის პროსპექტი ეწოდებოდა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის ძმისწულის, მიხეილ რომანოვის პატივსაცემად, რომელიც 1862-1882 წლებში მეფისნაცვალი გახლდათ კავკასიაში. შემდგომში პროსპექტი პლეხანოვის სახელს ატარებდა, ამჟამად კი დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირია.
კირხა
„ახალი ტიფლისის” ტერიტორიაზე, ამჟამინდელი აღმაშენებლის მოედნისა და მარჯანიშვილის ქუჩის კუთხეში, მეცხრამეტე საუკუნეში იდგა გერმანელი კოლონისტების მიერ აგებული, წმინდა პეტრეს და წმინდა პავლეს სახელობის ლუთერანული ეკლესია – კირხა. სულ თავიდან, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამ ადგილას ააშენეს მცირე ზომის ლუთერანული ხის ეკლესია, რომელიც დაიწვა, შემდგომ მის ნაცვლად ქვისგან ააგეს მცირე ზომის შენობა, ხოლო 1897 წელს, თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ლეოპოლდ ბილფელდის პროექტით აშენდა ლუთერანული ეკლესია, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ძველ ფოტოებზეა შემორჩენილი. ცნობისთვის, სწორედ გერმანულ კირხას უკავშირდება მარჯანიშვილის ქუჩის მეფისდროინდელი სახელწოდება  – კიროჩნაია. ამ სახელით მარჯანიშვილის ქუჩას ძველი თბილისელები დღემდე მოიხსენიებენ. კირხასთან ფუნქციონირებდა გიმნაზია, სადაც ლავრენტი ბერიას შვილიც სწავლობდა და, სწორედ ლავრენტი ბერიას განკარგულებით, 1933 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ კირხა დახურა, მისი უკანასკნელი პასტორი, რიჰარდ მაიერი, დააპატიმრეს და 1935 წელს დახვრიტეს, ხოლო ეკლესიის შენობა 1946 წელს გერმანელმა ტყვეებმა დაანგრიეს და მის ადგილზე საცხოვრებელი სახლი ააგეს, რომლის ასაშენებლად დანგრეული ეკლესიის ქვები გამოიყენეს. 
ლეოპოლდ ბილფელდი
ლეოპოლდ ბილფელდი (1838-1921) ჰანოვერში იყო დაბადებული. მამამისი ინჟინერ-არქიტექტორი გახლდათ და ქალაქ ოლდენბურგის აშენებისთვის თავადის წოდება მიანიჭეს. ლეოპოლდს განათლება გერმანიასა და დანიაში ჰქონდა მიღებული, სწავლა 1867 წელს დაუსრულებია სანკტ-პეტერბურგში. თბილისში ლეოპოლდ ბილფელდი 1868 წელს გადმოსახლებულა – მას მიწის ნაკვეთი შეუძენია კიროჩნის ქუჩაზე (ამჟამინდელი მარჯანიშვილის ქუჩა) და სახლი აუშენებია,  რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ბილფელდის მეუღლე გახლდათ მინე ბორნემანი. ბილფელდის სახელს უკავშირდება, თბილისის რამდენიმე ისტორიული შენობა-ნაგებობა: ლუთერანული ეკლესია მიხეილის პროსპექტზე; ქაშუეთის ეკლესიის რესტავრაცია 1910 წელს და სასტუმრო „ვეტცელის” აშენება მიხეილის პროსპექტზე 1911 წელს. გარდა ამისა, ბილფელდი კერძო საცხოვრებელი სახლების დაპროექტებითაც იყო დაკავებული. ბილფელდის პროექტით გაშენდა მაიერის პარკი მიხეილის პროსპექტზე, რომელსაც ამჟამად „ვარდების ბაღის“ სახელით ვიცნობთ.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვირის ხიდი
 
legion.ge_82L5cd116a8df3be.jpg

ფოტოზე კარგად ჩანს ორივე ხიდი

თბილისელები მტკვარზე გადებულ ვიწრო, საცალფეხო, ანუ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის გამიზნულ ხიდებს ვირის ხიდებს უწოდებდნენ.
თბილისში გასულ და იმის წინა საუკუნეში, თითქმის ერთდროულად ორი ვირის ხიდი გვქონდა.
მტკვრის ქვედა დინებაში არსებული ორთაჭალის კუნძული ცნობილი იყო ბაღებით, რომლებიც თბილისს ამარაგებდა ხილითა და ბოსტნეულით. კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა კოფოებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი, რომელზეც ხილით სავსე გოდრები სახედრებს გადაჰქონდათ. ამიტომ შეარქვეს მას თბილისელებმა ვირის ხიდი. მტკვრის სანაპიროების მშენებლობის შედეგად მდინარის ტოტიც მოისპო და კუნძულიც, თავის ხიდიანად.
მაგრამ სახელი არ გამქრალა, იგი შერჩა ძველი მეტეხის ხიდს, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
1870 წელს მეტეხის კლდის ძირში, მტკვრის კალაპოტის ყველაზე ვიწრო ადგილას, სადაც ახლა 1951 წელს აშენებული ორმალიანი რკინაბეტონის ხიდია, “ამერიკული სისტემის” ლითონის ხიდი აშენდა.
მის მახლობლად ადრიდანვე მოქმედებდა მეორე – უფრო პატარა, ხისა. 1870 წელსვე ისიც ლითონის კონსტრუქციებით აიგო.
დიდზე, რომელსაც ავლაბრისა ერქვა, ურმები, ეტლები და იმ დროის სხვა ტრანსპორტი მოძრაობდა, პატარაზე კი – მხოლოდ ფეხით მოსიარულენი და სახედრები.
1951 წელს, ახალი ხიდის გახსნის შემდეგ (მას მეტეხის ხიდი ეწოდა), პატარა, ანუ ვირის ხიდი აიღეს.
კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია და სანაპიროები, რასაც ძველი თბილისის მეტად კოლორიტული უბანი შეეწირა.
წყარო:
“საქართველოს რესპუბლიკა” # 72
სამშაბათი, 20 აპრილი, 2010 წელი

დავაზუსტოთ თბილისური ტოპონიმების წარმომავლობა
ხარფუხი
ასეთი აზრი არსებობს თბილისის შესახებ შექმნილ გამოკვლევაში: „ეს სიტყვა სომხურია და ადგილმა სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს (თათრების სასაფლაო) მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს. თბილისელ ქრისტიანულ მცხოვრებლებს სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ იმ ქვასთან. შესაწირად მიჰქონდათ ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი ცდილობდნენ წმინდა ხატის გულის მოგებას". (გ. ჩილინდრიშვილი).
კი ბატონო. შესაძლოა, იმ უბანში მცხოვრები სომხები რაიმე ასეთ რიტუალს მიმართავდნენ ხოლმე, მაგრამ სიტყვა „ხარფუხ“-ში სომხური ენის არანაირი ნაკვალევი არ ჩანს და არცერთ სომხურ სიტყვას არ უკავშირდება. ყველაფერი ბევრად უფრო „პროზაულად" გამოიყურება და „სურდო–პოეტურ–რელიგიურობა" არამიზნობრივად მოძალებული ფანტაზიის ნაყოფია, მით უმეტეს - სომხური ენის მოშველიებით....
ვინც არ იცის, მოვახსენებ ამ უბნის ადგილმდებარეობას: თბილისში, აბანოთუბნის მარცხნივ, ფერდობზე შეფენილ უბანს ადგილობრივი მცხოვრებნი, და ზოგადად ძველთბილისელნი, ასე მოიხსენიებენ – "ხარფუხ(ღ)"; ამ უბნის მთავარი მაგისტრალი გახლავთ ახლანდელი გრიშაშვილის ქუჩა, რომელიც აბანოებთან იწყება და ბაგრატიონის ძეგლთან გადადის.
ხარ–ფუხ(ღ) – ამ სიტყვაში არის ორი ნაწილი:
1) „ხარ", რაც სპარსულად გახლავთ „ვირი".
2) ცოტა რთულადაა საქმე „ფუხ(ღ)"-თან; ეს არის სპარსული „ფოლ“ - ხიდი; საქმე იმაშია, რომ სომხები აღმოსავლურ სიტყვებში ხშირად ბგერა "ლ"–ს ცვლიან "ხ–ღ" ბგერებით, მაგალითად: ფული – ფოღ, ქალაქი – ქაღაქ, ფოლორცი (ქუჩა)– ფოღოც.
ჰოდა, ხარფუხი / ხარფუღი რა გამოდის? – ვირის ხიდი... დიახ, ასეთი ხიდი არსებობდა თბილისში და ახლანდელი მეტეხის ხიდის გვერდით, უფრო დაბალ დონეზე იყო განთავსებული.
მაშ, ხარფუხი ხსენებულ უბანს იმიტომ ეწოდა, რომ ვირის ხიდთან იწყებოდა მაშინ: ვირი – ხარ, ხიდი – ფოლ (ფუხ/ფუღ)
...როგორც ხედავთ, არავითარი სურდო, გრიპი და ანგინა საჭირო არ არის ამ ტოპონიმის წარმომავლობის ასახსნელად და მით უმეტეს საკულტო ქვა, რომელზედაც ხატი (!) იყო მისვენებული...
* * *
ვირის ხიდების (და არა უბნის) შესახებ სტატიას წაიკითხავთ აქ, აქვეა ფოტოც: დაბალ დონეზე რომაა ხიდი, სწორედ მას ერქვა „ხარ+ფუღ“ ანუ ვირის ხიდი.

#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰაა გამოტყდით რომელ,ა იცოდით ხარ-ფუხი? ჰა?

#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40994 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge_82L5cd11753035e8.jpg

თბილისი 1936 წ. უნიკალური ფოტოებიაა. ვანქი ჯერ კიდევ თავის ადგილას დგას

legion.ge_82L5cd117c70973b.jpg
 
თბილისი 1936 წ.სანაპიროს მშენებლობის პირველი ეტაპი. თბილისის ისტორიული ზრდა მდინარე მტკვრის გასწვრივ.
 
ეს ფოტოები იმითაა საყურადღებო რომ მავანი და მავანი რატომღაც ავრცელებს ისტორიის დამახინჯებულ ვერსიას თითქოს მტკვარი ქვის ნაპირებში გერმანელმა ტყვეებმა მოაქციეს და მათ მოაპირკეთეს. აქედან ჩანს რომ ეს საქმე გერმანელ ტყვეებამდე  ადრე ქართველებმა გააკეთეს.

ჩამსწორებელი Qartvela™, 07 May 2019 - 09:30 AM.
სურათები...

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?