Jump to content

სურათი

თბილისის უბნები. სახელწოდებები. ისტორიები

თბილისის. ისტორია. თბილისის. ისტორია. უბნები ტრადიციები ქალაქური ურბანული ვერე სოლოლაკი ნარიყალა ავლაბარი რიყე ისანი აბანოთუბანი სეიდაბანი თაბორის მთა მამა დავითი გოგირდები თერმული ნადირობა ლეგიონი ვახტანგ გორგასალი მცხეთა დედაქალაქი კუკია ხარფუხი ერმოლოვი ჩუღურეთი ხევი ნაძალადევი ორთაჭალის ბაღები მტკვარი უბნები ტრადიციები ქალაქური ურბანული ვერე სოლოლაკი ნარიყალა ავლაბარი რიყე ისანი აბანოთუბანი სეიდაბანი თაბორის მთა მამა დავითი გოგირდები თერმული ნადირობა ლეგიონი ვახტანგ გორგასალი მცხეთა დედაქალაქი კუკია ხარფუხი ერმოლოვი ჩუღურეთი ხევი ნაძალადევი ორთაჭალის ბაღები მტკვარი

ამ თემას აქვს 55 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამგორი
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცალხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც ქალაქისთვის მტრის სვეტზე ცეცხლს ანთებდა ხოლმე. ერთხელ სიკვდილისგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროსი ძმა სვეტზე ჩირაღდნით ავარდა, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა და ჩამოაგდო, მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე ჭაბუკმა მოასწო და ქალაქში შველი აფრინა წერილით კისერზე. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი როცა დაბრუნდა და თავისი ძმობილები უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცაკლე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ იქ მიდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.


ლალი ფაცია

შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, - მაღალ 



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რა უძღოდა წინ ქალაქის პრესტიჟული უბნების - ვაკე-საბურთალოს გაშენებას
a46a239629.images.new_photo.sazogadoeba.თბილისის ისტორიაში თითქმის ყველა ეპიზოდი საინტერესოა, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური თუ გარეუბნების დაარსებისა და განაშენიანების ამბავი. 

ამიტომ გვინდა, ისტორიას XIX საუკუნიდან მოვყვეთ და დღევანდელობამდე მოვიდეთ. ამჯერად მთავარი აქცენტები კი თბილისის ისეთ ცენტრალურ უბნებზე გავაკეთოთ, როგორიც არის, ვაკე-საბურთალო. რა უძღოდა წინ ამ პრესტიჟული უბნების გაშენება-განვითარებას?

თემის გაშლა კი ისტორიის დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ალექსანდრე ბოშიშვილს ვთხოვეთ

- თბილისი მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, ანუ თბილისის ქვაბულშია გაშენებული და ბუნებრივია, მთელი ისტორიის მანძილზე, ქალაქის გაფართოება, მდინარის სანაპიროებს მიუყვებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც თბილისი კავკასიის ცენტრად გამოცხადდა და რუსი მთავარმართებლებისა და მეფისნაცვლების სამყოფელს წარმოადგენდა, იმ დროიდან, საქართველოს ისტორიის ფეოდალურ ეპოქაში ქალაქმა გაშენება შემოსაზღვრული კედლების გარეთ დაიწყო, პირველად, ციხის კედლის მიღმა არსებული "გარეთუბანი" (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) იქნა ათვისებული, მალე მის გაყოლებაზე, მთელი პროსპექტი გაშენდა და ქალაქმა, მანამდე მისგან ოდნავ მოშორებულ სოფელ ვერემდეც მიაღწია. 

XIX საუკუნეში გაშენებული უბნები, დღევანდელი რუსთაველის გამზირი, მთაწმინდა და სოლოლაკი, მეფისნაცვლის, ქართველი დიდებულების, ქალაქისა და მთლიანად, ქვეყნის მმართველი ელიტის, ასევე დიდვაჭრების საცხოვრებელი იყო, შესაბამისად ისინი იმ დროს, უკვე ყველაზე პრესტიჟულ უბნებად მიიჩნეოდა. ერთმანეთის მიყოლებით შენდებოდა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული სახლები, რომელთაც, მოგვიანებით ცნობილი მხატვრები ხატავდნენ და ა.შ.

- ქალაქი, როგორც ცნობილია, მტკვრის მეორე მხარესაც განვითარდა...
- რა თქმა უნდა, მეორე კედლიდანაც გავიდა, და იქაც გაჩნდა ახალი უბნები და დასახლებები, სადაც შედარებით დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, ამიტომ ამ უბნებმა (ავლაბარი, ელია და სხვა) ისეთი სტატუსი ვერ მოიპოვა, როგორიც სოლოლაკმა, გოლოვინის პროსპექტმა (დღევანდელი რუსთაველის გამზირი), მთაწმინდამ...

6cbf9434ff.images.new_photo.sazogadoeba.

- სოფელი ვერე ახსენეთ. მასზე უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ...

- დიახ, XIX საუკუნის ბოლოს და განსაკუთრებით, XX საუკუნის პირველ ნახევარში, თბილისი ორივე მიმართულებით ფართოვდებოდა და გოლოვინის პროსპექტის გაგრძელებაზე, ყველაზე ადრე ქალაქმა ვერე შთანთქა, რომელიც მანამდე თავისი ბაღებით იყო ცნობილი და ქალაქს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებდა.

ვერე ისტორიულ წყაროებში XIII საუკუნიდან ჩანს, ამავე პერიოდშია აგებული "ლურჯი მონასტერიც". იქ XIX საუკუნეში ახალი უბნები გაჩნდა (ვარდისუბანი, ვაკე, საბურთალო), რომლებიც მდინარე ვერეს ხეობაში იყო განლაგებული. სოფელ ვერეში XIX საუკუნის 80-იან წლებში დაწყებულმა ქალაქური საცხოვრებელი სახლების განაშენიანებამ, საუკუნის ბოლოს უკვე ვაკის საზღვარს (ვარაზის ხევს) მიაღწია. ვარაზის ხევი, როგორც სახელიც გვეუბნება, იმ დროს უზარმაზარ ხევს წარმოადგენდა.

- და XX საუკუნეში ქალაქი უკვე ახალი გამოწვევების წინაშე დადგა?
- XX საუკუნეში ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად, ქალაქის გაფართოება და განაშენიანება ყველა დროში აქტიურად მიმდინარეობდა.
ვარაზის ხევზე დიდი ხიდი იყო გადებული, ხოლო ხევის გაღმა სათავადაზნაურო გიმნაზიის, დღევანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. როგორც ჩანს, ამ უბნის შემდგომ განვითარებას და მისი, როგორც ქალაქის პრესტიჟულ, განვითარებულ და კეთილმოწყობილ უბნებად ჩამოყალიბებაში უნივერსიტეტის მშენებლობამ დიდი როლი შეასრულა.

c74f9a7d11.images.new_photo.sazogadoeba.

განათლების ამ ტაძრის აშენებიდან ძალიან მალე, 1907 წელს, ვაკე თბილისს შემოუერთდა. მისი ინტენსიური განაშენიანება მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ დაიწყო, ხოლო ვარაზის ხევის ამოვსების შემდეგ კი ვაკე ფართო ქუჩით ქალაქის სხვა ცენტრალურ რაიონებსაც დაუკავშირდა. დღეს ის ერთ-ერთი დიდი საცხოვრებელი რაიონია, სადაც საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები აშენდა. საცხოვრებელი სახლების უმეტესობა საბჭოთა კავშირი-გერმანიის ომის (1941-1945 წწ.) წინა პერიოდში (არქიტექტორები: ნ. სევეროვი, ი. მეგელი, გ. ხიმშიაშვლი, ნ. ლეონტიევი, ა. კოჩინაშვილი, გ. ჯანდიერი) აიგო, რადგანაც იქ სახლების უმეტესობა საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენდა.

ამიტომ შეიძლება გვეფიქრა, რომ ამ უბნის დაწინაურება საბჭოთა ხელისფლების მესვეურთა სურვილის, ანდა, რაიმე გადაწყვეტილების გამო მოხდა, ეს ასეც რომ ყოფილიყო, უნივერსიტეტის აქ აშენებით ამ საქმეს უკვე საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი.

- ვაკეში თავდაპირველად მთავრ ქუჩას რა ერქვა?
- მთავარ ქუჩას წყნეთის გზა წარმოადგენდა და მას მოგვიანებით წყნეთის ქუჩაც ეწოდა, იგი დაახლოებით დღევანდელი ფილარმონიიდან იწყებოდა და წყნეთამდე გრძელდებოდა. აღნიშნული ქუჩა 1867 წელს უკვე არსებობდა, XX საუკუნის 20-იან წლებში მას უნივერსიტეტის ქუჩა დაერქვა და ამ სახელით არის დატანილი იმ დროს შედგენილ თბილისის გეგმებსა და რუკებზე, ხოლო 1935 წელს ის ნიკო მარის ქუჩა გახდა, 1950-იან წლებში ცოტა ხანს უნივერსიტეტის სახელი დაუბრუნდა, ხოლო 1957 წლიდან მას ილია ჭავჭავაძის სახელი მიანიჭეს, დაბადებიდან 129 წლისა და გარდაცვალებიდან 50 წლის აღსანიშნავად.

d539c17f60.images.new_photo.sazogadoeba.- ვარაზის ხევს ალბათ თავის ისტორია აქვს...
- კი, საინტერესო ისტორია აქვს ვარაზის ხევს, რომელიც მართლაც უზარმაზარი ხევი გახლდათ. იგი XX საუკუნის 40-იან წლების ბოლოს იქნა ამოვსებული, მანამდე, როგორც უკვე აღვნიშნე, დღევანდელი პეტრე მელიქიშვილისა და ილია ჭვაჭავაძის გამზირები ვარაზის ხევზე გადებული ხიდით იყო დაკავშირებული. ვარაზის ხევის ზედა ნაწილის ამოვსების შედეგად წარმოიქმნა კ. კეკელიძის ქუჩა, სახელი 1962 წელს ეწოდა, ხოლო 60-70-იან წლებში აქ საცხოვრებელი კორპუსები აშენდა...

დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირის პარალელურად, ვაკეში სხვა ქუჩებიც წარმოიქმნა, რომლებიც დაახლოვებით ერთ პერიოდში გაშენდა. მაგალითად, დღევანდელი ფალიაშვილის ქუჩაც XX საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა, თავიდან ვაკის ქუჩა, ხან ვაკის გამზირი ერქვა, ხოლო 30-იან წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა.

- საბურთალო ვაკის პარალელურად ვითარდებოდა?
- თბილისი ვაკის მიმართულებით გაფართოებით არ კმაყოფილდებოდა და პარალელურად, საბურთალოს განაშენიანებაც მიმდინარეობდა. საბურთალო მტკვრის მარჯვენა მხარეს, დასავლეთით მდებარეობს. მდინარე ვერესა და მტკვარს შორის. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ადამიანი იქ ჯერ კიდევ ძვ.წ. V-IV ათასწლეულში სახლობდა, XI-XIII საუკუნეებში საბურთალო ქალაქისპირა მზარდი უბანი ყოფილა. ხოლო XVII-XVIII საუკუნეებში ვერეს ფარგლებში შედიოდა და მის დაწინაურებულ სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა. საბურთალოს ველის მორიგი დასახლება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. 1917 წელს კი საბურთალო უშუალოდ ქალაქის ტერიტორიული ნაწილი გახდა.

საბურთალოზე XX საუკუნის 20-იან წლებში, დღევანდელი პეკინის, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებისა და მათ ირგვლივ ქუჩების განაშენიანება დაიწყო, მალე ქალაქს შემოუერთდა სოფელი დელისიც. მისი ადრინდელი სახელი გდელისი იყო. ტოპონიმი XVIII საუკუნეში იესე ოსეს ძის თხზულებაში და ვახუშტი ბატონიშვილის 1745 წლის "პეტერბურგულ ატლასშია" დადასტურებული. მოგვინაბეით ბგერა "გ" დაიკარგა და მივიღეთ ტოპონიმი - "დელისი".

1f1b6deb92.images.new_photo.sazogadoeba.

შედარებით, გვიან, XX საუკუნის 50-იან წლებში, წარმოიქმნა ვაჟა-ფშაველას გამზირი, პირველად კომინტერნის ქუჩა ერქვა, ხოლო 1961 წლიდან ვაჟა-ფშაველას სახელი ეწოდა.

XX საუკუნის შუა ხანებში საბურთალოს განაშენიანებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, გარდა საცხოვრებელი სახლებისა, აქ განლაგებული იყო სასწავლო, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები.

ქალაქის სხვა უბნები უფრო მეტად იყო დატვირთული ქარხნებით და ფაბრიკებით, ამიტომ, ამანაც შეუწყო ხელი ამ ორი უბნის უფრო მეტად დაწინაურებას.

1958 წლიდან ვაკე და საბურთალო დელისის მხრიდან, ერთმანეთს დაუკავშირდა, გაიყვანეს გზა, თავდაპირველად, მას დავით გურამიშვილის ქუჩა ერქვა, ხოლო 1990 წლიდან მიხეილ თამარაშვილის სახელი ეწოდა.

XX საუკუნის 50-70-იან წლებში, ვაკის ტერიტორია, ისევე, როგორც საბურთალოს მიდამოები ერთ დიდ უზარმაზარ სამშენებლო მოედანს წარმოადგენდა. შეიქმნა განაშენიანების ერთიანი სამოქმედო გეგმა და შენდებოდა ასობით საზოგადოებრივი შენობა და საცხოვრებელი სახლი, საფუძველი ეყრებოდა პარკებსა და ბაღებს, გაჰყავდათ გზები, იქმნებოდა ახალი ქუჩები.

3162b2a06c.images.new_photo.sazogadoeba.

ამის შედეგად, მოგვიანებით, ვაკესა და საბურთალოზე თავი მოიყარა, უმაღლესი სასწავლებლების, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტურქციო ინსტიტუტების ძირითადმა ნაწილმა, კულტურის მრავალმა დაწესებულებამ და სპორტულმა ნაგებობამ. ამ თვალსაზრისით ვაკე და საბურთალო წარმოადგენდა არა მარტო ახალგაზრდულ, არამედ ისეთ რაიონებს, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი.

დღეს ამ მხრივ, მთელს ქალაქში, სამწუხაროდ, სურათი უარესობისკენ არის შეცვლილი. უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით სწორედ ვაკეს და საბურთალოს ეხება, - აღნიშნულ უბნებში საცხოვრებელ ბინებზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ, ის გამოიწვია, რომ ბევრი ბაღი განადგურდა, უამრავი ხე მოისპო, ქუჩები და მოედნები შემცირდა, ამის ხარჯზე აშენდა და დღესაც შენდება მრავალსართულიანი შენობები, რაც ქალაქს და აღნიშნულ უბნებსაც საკუთარ სახეს უკარგავს, ამასთან ეკოლოგიური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ლალი ფაცია
 


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

332109_900.jpg

.

331996_900.jpg

.



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5542 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

აბა ვინ მიხვდება ეს რა უბანია?

14568155_1306449419378820_42754927516886

 

 

ბიძინათმშენი?



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩაგეთვალა.



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ჰაჰაჰჰაა

ჩემი მეზობელია ეგ... :)



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
როგორ გაჩნდა თბილისში “ფიქრის გორა"  
           
 
 
 
vera-640x366.png

​​ახალი თაობის წარმომადგენლებმა, ალბათ, არ იციან. ძველი თაობის ხალხს ახსოვს, საიდან წამოვიდა ერთი მშვენიერი ადგილის სახელწოდება – “ფიქრის გორა”, რომელიც თანდათან დავიწყებას ეძლევა, რადგან მთლიანად დაკარგა მან თავისი პირვანდელი, ჯერ ფუნქცია და შემდეგ სახე. ვინც იცის, შევახსენებ, ხოლო ვინც არა, წაიკითხავს და გაიგებს.
“ფიქრის გორა” მდებარეობს გმირთა მოედნის მიმდებარედ. მწვანეთი დაფარული ფერდობის თავზე, სადაც ახლა სასახლეა წამოჭიმული, ხოლო მის ძირში სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სამარადისო ხსოვნის ობელისკია აღმართული.
ძველ დროში, როცა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ტექნიკური პროგრესი და ურმების ხანა იდგა საქართველოში, ქალაქი “ტფილისი” რუსთაველის მოედნამდე არ იყო მისული, რუსთაველი შენდებოდა და მას “გოლოვინსკი” ერქვა, ქალაქის გარეუბანს, დღევანდელ ვერას, აგურის უბანს ეძახდნენ, რადგან ამ ადგილებში უხვად იყო აგურის სამშენებლო მასალა წითელი თიხა-მიწა, გაზეთ “კომუნისტის” ყოფილი რედაქციის მიმდებარე ტერიტორია. მის იქით დასახლება არ იყო.
​დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქისკენ მომავალ მგზავრს დღევანდელ გმირთა მოედანზე უნდა გამოევლო და ქალაქში ვერის აღმართის გავლით შემოსულიყო. ქალაქის მოსახლეობა, ვინც ელოდებოდა თავისიანის მოსვლას, რადგანაც ზუსტ დროს ვერ ადგენდა, მიდიოდა ამ გორაზე, ჩამოჯდებოდნენ და გაჰყურებდნენ გზას, რომელიც ამ მაღლობიდან ხელისგულივით მოჩანდა, ისხდნენ, იცდიდნენ, ზოგჯერ რამდენიმე დღის, ზოგჯერ მთელი კვირის და, ალბათ, თვის განმავლობაში. მგზავრი თუ შორი გზიდან მოდიოდა, მისიანები მის მოლოდინში ფიქრებსა და ოცნებებში იძირებოდნენ. სწორედ ამიტომ შეარქვეს ამ ადგილს “ფიქრის გორა”.
კარგი იქნება, რომ არ დაიკარგოს ადგილმდებარეობის ასეთი ლამაზი და რომანტიკული სახელი, ქალაქის მერიამ ამ გორაზე თვალსაჩინო ადგილას, ლამაზად გაფორმებული აბრა დადგას წარწერით -“ფიქრის გორა”, ვფიქრობ მემორიალსაც მოუხდება!!!
ავტორი: ზურაბ კუხალაშვილი
p1030564.jpg



#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ოჩენ ინტერესნო



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ ჩვენ თუ არ გვეცოდინება ჩვენი ქვეყნის და ქალაქის ისტორია , ჩვენ შვილებს რას ვასწავლით ?  :0025:  :0036:



#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ვისაც უჭირდეს მოვიდეს, დაპურდეს და ღამე გაათიოს – ზუბალაშვილების ქ.#48 სახლის ისტორია
16/08/2016
 
1466
გაზიარება 
 
 
 
 
 
 
 
13906713_1087042288043321_76922146913808

1906 წლის შემდგომ, თუკი ზუბალაშვილების ქუჩაზე #48 სახლს გვერდით ჩაუვლიდით, აუცილებლად დაინახავდით სახლის შესასვლელში ამოტვიფრულ წარწერას – „ვისაც უჭირდეს, მოვიდეს, დაპურდეს და ღამე გაათიოს.” ეს მეოცე საუკუნის ღარიბთა თავშესაფარია, ე.წ. უპოვართა სახლი, რომლის ისტორიაც მის გახსნამდე 3 წლით ადრე იწყება.
1903 წლის 8 სექტემბერს გაზეთი ,,ივერია” წერდა: “გუშინ, 7 სექტემბერს, სასამართლოს ქუჩაზე საზეიმოდ იკურთხა ნ. ზუბალაშვილის თავშესაფრის შენობის საძირკველიო.”

13907004_1087046744709542_48170561659765ნიკოლოზ ზუბალაშვილი

1905 წლის 25 თებერვალს კი იგივე გაზეთი იუწყებოდა: ,,განსვენებულ ნ. ი. ზუბალაშვილის სახელობაზე აშენებული ღარიბთა თავშესაფარი ამჟამად, კომისიის სიტყვით, უკვე მზადაა. ეს აღდგომის მერე გაიხსნებაო” .
საბოლოოდ, უპოვართა, იგივე სამადლო სახლი 1906 წელს გაიხსნა. შენობის მთავარ ფასადს შემომწირველის პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ამშვენებდა წარწერა: „ДОМ НЕЙМУЩИХ ИМЕНИ Н. Е. ЗУБАЛОВА“ .
უპოვართა სახლის პირველ სართულზე განთავსებული იყო სამედიცინო პუნქტი, აფთიაქი, აბაზანები, საპარიკმახერო, სამრეცხაო და სამზარეულო, მე-2 და მე-3 სართულებზე კი – საცხოვრებელი და გასართობი ოთახები.
შენობაში იდგა მოჩუქურთმებული, ძვირფასი ავეჯი. სახლის კიბეები, დერეფნები და კაბინეტები ირანული და თურქული ხალიჩებით იყო დაფარული. იქაურ მობინადრეებს, თურმე, უხვი სასმელ-საჭმელი ჰქონდათ და საკვებს დღეში 4-ჯერ გერმანული და იაპონური ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. უპოვართა სახლის მობინადრეებისთვის სამოსი და თეთრეული ჰოლანდიიდან იყო გამოწერილი.
შენობა ბოლოს 2012 წელს გარემონტდა. დღეს იქ მთაწმინდის გამგეობაა განთავსებული.

13907032_1087046351376248_5294611112623313925050_1087046144709602_6361814015977713925346_1087046428042907_2939933688460013938380_1087046244709592_6702312463580514021690_1087046124709604_5468022333917914045663_1087046194709597_4031895875685714051564_1087046228042927_1568891812777614055172_1087046328042917_58766031900653

წყარო: თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

943255_10151727140457958_1058506129_n.jp

სამწუხაროდ თბილისის ბევრი ულამაზესი შენობა დაანგრიეს . ცუდია როცა ასეთი მემკვიდრეობის პატრონებს დღევანდელი თბილისის რეალობიდან გამომდინარე ვერც ჭკუა ვისწავლეთ და მგნი დასკვნებიც ვერ გამოვიტანეთ. ხო და გრძელდება უსახური და არა ურბანულად გააზრებული ცათამბრჯენების მშენებლობა....



#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

news_2014.jpg

თბილისის ტრამვაის ისტორია
-+

 
25 დეკემბერი. 2016. 23:58

 

 

ელექტროტრამვაის პირველი ხაზი, ქალაქში, 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა. ვიწროლიანდაგიანი ტრამვაის სისტემა, ვაგონების ჩათვლით ბელგიურმა კომპანიამ ააშენა.

 

 

101.png

 

 

 

 

 

ბელგიური წარმოების ვაგონი.

 

 

თბილისში ელექტროტრამვაის შემოყვანას წინ უძღოდა ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი ე.წ. „კონკა", რომელიც თბილისში 1883 წელს გამოჩნდა და 1910 წლამდე იარსება.

102.png

 

ტრამვაი გოლოვინის, ამჟამინდელი რუსთაველის გამზირზე

103.png

 

 

 

ბელგიური წარმოების ვაგონი. დეპო

104.png

 

 

ციციანოვის, ახლანდელი ავლაბრის აღმართი და რიყეზე ჩასასვლელი

105.png

 

 

ციციანოვის აღმართი, მარჯვენა მხარეს მოჩანს მუხრანის, ახლა ბარათაშვილის ხიდი.

106.png

 

 

 

პირველი რესპუბლიკის პერიოდი

 

1917-1921 წლებში თბილისში მოძრავი ტრამვაის ვაგონები ამაყად ატარებნენ ბორტზე პირველი ქართული რესპუბლიკის გერბს. ტრამვაის დეპო იღებს ახალ, მეორე თაობის ბელგიური წარმოების ვაგონებს.

107.png

 

ბელგიური ვაგონები. ტრამვაის კვანძი ახლანდელი „თავისუფლების" მოედანზე.

108.png

 

 

ტრამვაის სტანდარტიზაცია საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ხდება ტრამვაის სისტემის გადაყვანა საბჭოთა სტანდარტებზე. 1933 წლიდან ტრამვაის ახალი ხაზები იქმნება უკვე სარკინიგზო სიგანის მქონე ლიანდაგზე, თანდათან ამავე ამავე სიგანის ლინდაგზე გადადის ბელგიური კომპანიის მიერ შექმნილი, ვიწროლიანდაგიანი სისტემა. უკანასკნელმა ვიწროლიანდაგიანმა, ტრამვაის ხაზებმა თბილისში 1942 წლამდე იარსება.

109.png

 

 

სტანდარტიზაცია ეხება მოძრავ შემადგენლობასაც - შემოდის სტანდარტული საბჭოთა პროექტის X (წამყვანი) და M (მისაბმელი) ვაგონები.

110.png

 

 

X (წამყვანი) და M (მისაბმელი) ვაგონები.

 

ტრამვაის სისტემას ემატება ახალი ხაზები ისნის ჰოსპიტალსა და სამგორის კერამიკის კომბინატს შორის (1933), წლებში ცოტნე დადიანის, ჩელუსკინელების (თამარ მეფის გამზ.) და ლენინის (კოსტავას) ქუჩებზე (1942-45).

111.png

 

 

 

X - M ტრამვაი მუხრანის ხიდზე.

 

ასევე გრძელდება ტრამვაის ხაზი ისნის ჰოსპიტალიდან 31-ე საავიაციო ქარხანამდე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ახლანდელი თამარაშვილის ქუჩის დასაწყისამდე.

 

112.png

 

 

 

X - M ტრამვაი.

 

ამასთანავე უქმდება ძველი ხაზები ორთაჭალასა და სოლოლაკში

113.png

 

 

 

X ტრამვაის ღია ვარიანტი (კონკა).

 

1933 წელს რკინიგზის სადგურთან არსებულ, ტრამვაის პირველ დეპოს ემატება N2 დეპო ისანში.

 

114.png

 

 

 

 

X - M ტრამვაი ავლაბრის აღმართზე.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, იწყება ტრამვაის სისტემის განვითარების ახალი ტალღა. შემოდის ახალი ვაგონები KTM-1, KTM- 2, РВЗ-6, KTM-5.

 

115.png

 

 

 

 

KTM-1

116.png

 

 

 

 

KTM-2

117.png

 

 

 

 

თბილისში განხორციელდა მსოფლიოში იმ დროისთვის უნიკალური შესახსრული ვაგონების დაპროექტება და აწყობა. ტრამვაის მიენიჭა სახელწოდება „თბილისი".

 

118.png

 

 

 

 

ტრამვაი „თბილისი" გმირთა მოედანზე.

 

ამჟამად აღნიშნული კონცეპცია საფუძველში უდევს ტრამვაის წარმოებაში ლიდერი, ევროპული კომპანიების სუპერთანამედროვე მოდელებს.

119.png

 

 

 

 

ტრამვაი „თბილისი" ჭავჭავაძის გამზირზე.

 

იზრდება ტრამვაის ქსელი: 1953 წელს კინო საქართველოდან ტრამვაის ხაზი დაგრძელდა მერვე საავადმყოფომდე, შემდგომ წლებში ეს ხაზი გაგრძელდა ჯერ შამპანიურის ქარხანამდე (1955), შემდეგ კი სარაჯიშვილის გამზირზე ცენტროლიტის ქარხანამდე (1962). ხაზები ასევე დაგრძელდა მეტრო დიდუბის ზედა სადგურიდან წერეთლის გამზირამდე (1955), კერამიკის კომბინატიდან გრეხილი ავეჯის კომბინატამდე "განთიადი" მოსკოვის პროსპექტზე (1960), გურამიშვილის გამზირიდან თემქ-ის მიმართულებით, თბილისის ზღვამდე (1968), მეტრო დიდუბის ქვედა სადგურიდან ჯერ ქირურგიის ინსტიტუტამდე (1972), შემდგომ კი ბოტანიკის ინსტიტუამდე ბელიაშვილის ქუჩის გაყოლებაზე (1957).

 

120.png

 

 

 

 

ტრამვაი „თბილისი" ჭავჭავაძის გამზირზე.

რუსთაველის და პლეხანოვის (აღმაშენებლის) გამზირებიდან ტრამვაის ხაზები გადადის პარალელურ, ძნელაძისა (თაბუკაშვილის) და კლარა ცეტკინის (წინამძღვრიშვილის), ქუჩებზე.

 

121.png

 

 

 

ამოუცნობი მოდიფიკაციის ტრამვაი.

 

ხდება გარკვეული ხაზების შეკვეცაც. უქმდება ტრამვაის მიმოსვლა ბარათაშვილის ქუჩაზე კოლმეურნეობის მოედნამდე (1963), ძნელაძის ქუჩაზე (1957), მეცხრე საავადმყოფოდან ბაგებამდე (1959), რკინიგზის სადგურიდან თამარ მეფის გამზირზე, ტამარ მეფის ხიდზე, გმირთა მოედაზე, ვარაზისხევზე, მელიქშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მეცხრე საავადმყოფომდე (1969) და ვაგზლის მოედანზე რკინიგზის სადგურიდან ფიროსმანის ქუჩაზე მაკალნების ხიდთან გადასასვლელ ხიდამდე (1970). სისტემის ორად გაყოფა 1974 წლის 20 სექტემბერს ხეთაგუროვის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან წამებულის გამზირზე, მეტრო ისნამდე ხაზის გაუქმების შედეგად თბილისის ტრამვაის ქსელი გაიყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად.



#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2197 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

გაზეთ "დროებაში" (1885 წ.) ცნობილი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წერდა:



„თბილისის ახლო-მახლო სოფლებში გლდანისა და დიღომისთანა ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები, მგონი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სოფელი მართლაც, ხომ სანაქებონი არიან როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით.



გლდანი ბევრად წინ უსწრებს დიღომს, იგი მდებარეობს თბილისის მარცხენა მხარეს, სოფელ ავჭალის მახლობლად, მთის ძირობაზე. მცხოვრებთა რიცხვი 150 კომლამდის არის, 12 კომლი სომხის სარწმუნოებით არიან, თუმცა ენით, ჩვეულებით, ზნითა და საოჯახო მოწყობილობით ქართველებისაგან არ განირჩევიან. ამათში რამდენიმე პირი კი ურევია, რომელთაც ვაჭრობა აქვთ დაწყებული და უნდა ვთქვათ, რომ მეტისმეტად ლაზათიანად ატყავებენ აქაურ გლეხკაცობას. ამ სოფლის მებატონენი არიან : აკიმოვები, სურგუნოვი, თანდილოვი, თამამშოვი და ათულიანცი.



შემდეგ სტატიის ავტორი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სოფელში გაბატონებულია წერა-კითხვის უცოდინარობა და მოუწოდებს სოფლის პროგრესულ ადამიანებს, დაეხმარონ გლეხებს დაწყებითი სკოლის გახსნაში. შესაძლებელი იყო, რომ ამ სოფლის გამოჩენილ მოჭიდავესაც ერთი-ორჯერ გაემართა ჭიდაობა ზემოაღნიშნული საქმისათვის და მთელი სოფლის მადლი მოესხა.



კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა იმის მეცადინეობას, რომ გლდანში გახსნილიყო დაწყებითი სკოლა. ამის შესახებ არაერთხელ გვატყობინებს გაზეთი "ივერიის" ფურცლებიც. 1897 წლის 20 იანვრის ნომერში ლაპარაკია იმაზე, რომ აკურთხეს სამონასტრო სკოლა გლდანში და მისთვის შენობა უფასოდ დაუთმია ექიმ სპ. ვაწაძეს.

იმავე წლის 8 ივნისის ნომერში აღნიშნულია, რომ სკოლის მეთვალყურედ დაუმტკიცებიათ ექიმი ვაწაძე. აღსანიშნავია სპირიდონ ვაწაძის საქველმოქმედო საქმიანობა, მისი ზრუნვა სოფელ გლდანისათვის. მას გაუშენებია შესანიშნავი ბაღები. ახლანდელი სკოლა-ინტერნატის მიდამოებში ყოფილა ბაღები გაშენებული, რომელიც მისი შვილის თამარის სახელს ატარებდა. სპირიდონ ვაწაძის ვაჟი გიორგი კი ცნობილი ფიზიოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი და პროფესორი გახდა.



ამდენად, გლდანში, გასილი საუკუნის მიწურულს დაარსდა 3 ჯგუფისაგან შემდგარი სკოლა. ამ სკოლაში ცალკეულ ოჯახს ერთი ბავშვის მიყვანის უფლება ჰქონდა. ისწავლებოდა - ქართული, რუსული და საღრმთო რჯული. ამ სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო ქართველი პედაგოგი გიორგი ფარადაშვილი. ახლა ეს სკოლა ასი წლისაა, რომელიც უმაღლესი სკოლის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორის, ამ სკოლის აღზრდილის შალვა გოგიძის (1924-1989) სახელს ატარებს. ამ სკოლაში არაერთი გამოჩენილი ადამიანი აღიზარდა: პროფესორები შალვა გუგიძე, კარლო მგალობლიშვილი, დოცენტები დავით ლორთქიფანიძე, ნუგზარ ღოღაძე, ექიმი ეკატერინე გიორგობიანი და სხვა მრავალი.



გლდანში (რიყიანში) დასახლდნენ და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარეს ცნობილმა აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ, სადაც ახლა მისი სახლ-მუზეუმია გახსნილი და პროფესორმა ზაქარია მაისურაძემ.



გლდანში ცხოვრობდნენ ცნობილი ფალავნები კულა გლდანელი, გიორგი ოდიშვილი, ვანო წამალაშვილი, გურამ სიმონიშვილი, ზაქარია მუხიშვილი და სხვა. განსაკუთრებით სახელი გაითქვა კულა გლდანელმა (ივანე ყირიმელაშვილმა). იგი გამოდიოდა თბილისის უბნებში, სადაც არაერთხელ დაამარცხა აღიარებული ფალავნები. წლების მანძილზე მას საქართველოს დაუმარცხებელი ფალავნის სახელი ჰქონდა. იგი არაერთხელ გამოსულა ამიერკავკასიისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ შეჯიბრებებში. აღსანიშ ნავია ის ფაქტიც, რომ 1883 წელს, მეგობრების დახმარებით, მას თიანეთში დიდი შეჯიბრება გაუმართავს ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველასთვის გადაუცია. ამ თანხით კი პოეტი პეტერბურგს გამგზავრებულა სწავლის გასაგრძელებლად.



ქალაქ თბილისის ინტენსიური სამოსახლო განაშენიანება 60-70-იან წლებიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან იზრდება საცხოვრებელი სახლების სართულიანობაც და იცვლება არქიტექტურული სახე. ახალი საცხოვრებელი უბნებიდან ტერიტორიის, საბინაო ფონდის სიდიდით გამოირჩევა გლდანისა და მუხიანის დასახლებები.



გლდანის დასახლების შემდეგ, 1983 წელს შეიქმნა ახალი დასახლება მუხიანში. ამ საცხოვრებელი უბნის ავტორები არიან მ.გოგიშვილი, ნ.დოჭვირი, ჯ.ხეჩუაშვილი. მალე აღნიშნულ დასახლებებს შეემატა გლდანულა.



დღევანდელი გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, ავჭალის დასახლებაში, ჯერ კიდევ ომამდე მწყობრში ჩადგა რამდენიმე ქარხანა; 1934 წელს ამოქმედდა ქარხანა "ცენტროლიტი", 1940 წელს ორგანიზებულ იქნა ავჭალის შამპანური ღვინოების ქარხანა. 1941 წელს ექსპლუატაციაში გადაეცა ჩაის საწონი ფაბრიკა. სამრეწველო ტერიტორია იმ დროისათვის წარმოადგენდა მეტწილად რკინიგზის ხაზის გაყოლებით ან მის სიახლვეს აგებულ საწარმოებს.



ომის შემდეგ მრავალი საწარმო შეემატა გლდანის რაიონს; მათ შორის, 1954 წელს მწყობრში ჩადგა კონიაკის ქარხანა, 1967 წელს საფუარის ქარხანა, 1978 წელს სამკერვალო- ტრიკოტაჟის ფაბრიკა, 1984 წელს ჩაის კომბინატი " ბახმარო" და სხვა. ადრეულ წლებში გლდანის ტბებიდან იღებდნენ გლაუშერის მარილს, რომელსაც ავჭალის მინის ქარხანა იყენებდა.



1979 წელს გლდანში შეიქმნა თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც 1987 წლის 14 იანვარს გამოჩენილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა. 1991 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქანთარია წერდა: „თუ თეატრი გადარჩება, მაშინ მაღალი სულისა და ზნეობის ქართველი გადარჩება". თეატრის გადასარჩენაზე კი ყველამ უნდა იზრუნოს...

#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: ინტერესნო....



#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1243 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
აფრიკას რატომ ქვია აფრიკა ვინმემ იცით?





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?