ძაღლების დართვა
თუ თქვენ თქვენი ძაღლის დართვა გადაწყვიტეთ, კარგი იქნება თუ კინოლოგს მიმართავთ დახმარებისთვის. კინოლოგი დაგეხმარებათ სწორად შეურჩიოს მეწყვილე თქვენს ძაღლს. ამ საქმეს პროფესიონალის რჩევა ჭირდება, რადგან ყველა ძაღლს თავისი სტანდარტი აქვს და არსებობს ისეთი ნიუანსები, რომლებიც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. კინოლოგმა კარგად იცის ამა თუ იმ ჯიშის სტანდარტები, ცდილობს დააბალანსოს ძუსა თუ ხვადის პლუს-მინუსები, რათა ნამატი მაქსიმალურად დახვეწილი იყოს. მაგალითად სხვადასხვა ფერის ძაღლების დაწყვილება სერიოზული სელექციაა. აუცილებელია ძაღლის გენეალოგიის ცოდნა. უნდა იცოდეთ რა ფერის წინაპრები ყავდა წინა სამ თაობაში ძუსაც და ხვადსაც. უნდა იცოდეთ, რომელია დომინანტური და არადომინანტური ფერები. ფერიდან გამომდინარე ძაღლებს სხვადასხვა პიგმენტაცია აქვთ, ამიტომ არის აუცილებელი ყველა ნიუანსის ცოდნა. რაც შეეხება დაწყვილების პერიოდს, უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ძაღლს სხვადასხვა დრო აქვს. აღსანიშნავია, რომ ბევრი გაზაფხულს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ლეკვები ზაფხულში იბადებიან. წელიწადის ამ დროს მარტივია ლევების მოვლა, არ ცივა, არც ქარია შეაწუხებთ. თუმცა ზაფხულში ბევრი პარაზიტი და ბაქტერიაა. დაწყვილების პერიოდისთვის ყველა სეზონს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.წყარო:myzoo.ge
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
-
კლუბის შესახებ
-
ფორუმი
ფორუმის წევრები
ყველაზე აქტიურები
ფორუმის სიახლეები
კალენდარი
სურათის ატვირთვა
იუთუბზე ატვირთვა
ონლაინში არიან
საიტის რუკა
მაღაზიები
-
კატეგორიები
მთავარი
მონადირეთა ლეგიონი
მსროლელთა ლიგა
ნადირობა
ბაზიერობა
სამონადირეო იარაღი
ძაღლები
თევზაობა
დასვენება, ლაშქრობა
ფლორა და ფაუნა
სხვადასხვა
მედიცინა
ისტორიის კუთხე
-
ბუნება
-
გალერეა
-
გადმოწერა
-
დაგვიმეგობრდით