Jump to content

სანამ ლეკვს შეიძენთ

ბრძანებები რომელიც უნდა იცოდ

ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სანამ ლეკვს შეიიძენთ

სანამ ძაღლს შეიძენთ, პირველ რიგში, უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: ნამდვილად გსურთ ძაღლი? გაქვთ კი დრო მისთვის? მოიპოვება თქვენს ოჯახში მისთვის ადგილი? გეყოფათ ნერვები მის სწორად გასაზრდელად? თუ ძაღლი არ გიყვარს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ადამიანი ხარ. მაგრამ ძაღლი შეიძინო, გაზარდო, რამოდენიმე წელი იყოლიო და შემდგომ ის უცხო ადამიანის ხელში გაასხვისო, ან უარეს შემთხვევაში ქუჩაში დატოვო (რომ არაფერი ვთქვათ მის დაძინებაზე), ეს საშინელებაა. მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ძაღლის ყოლის სურვილის გარდა, საამისოდ ყველა პირობას აკმაყოფილებთ, მაშინ თქვენი არჩევანი ერთ რომელიმე კონკრეტულ ჯიშზე უნდა შეაჩეროთ. აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ მის გაბარიტებს, ბეწვის ტიპს, ჯიშისთვის დამახასიათებელ დანიშნულებას და ხასიათს. დიდი შეცდომაა, როდესაც ძაღლს მხოლოდ და მხოლოდ მისი ვიზუალური მხარის გამო ირჩევენ. ამ შეცდომამ შეიძლება შემდგომში დიდი პრობლემები შეგიქმნათ მაგალითად, სპორტული ცხოვრების მიმდევარ ადამიანს ვერასდროს გაუწევს კომპანიანობას ტლანქი, ნახევრადფლეგმატური მასტინო, მასტიფი, ალაბაი, ინგლისური ბულდოგი და სხვა. ამ ჯიშის ძაღლები მშვიდი ცხოვრების სტილს ირჩევენ და ეს უკვე შეუსაბამობაა! მთავარია, თქვენი მოთხოვნები და ძაღლის შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვეოდეს, ამ შემთხვევაში თქვენ ძაღლისგან მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებთ. ვთქვათ, მე ძალიან მომწონს ოქროს რეტრივერი, ლაბრადორ რეტრივერი, პოინტერი, სეტერ გორდონი, ფოქსტერიერი, ჯეკ რასელ ტერიერი და სხვა, მაგრამ მათგან არც ერთი არ არის ჩემი ხასიათის ძაღლი. ამ ჯიშის ძაღლებს სჭირდებათ უფრო აქტიური ცხოვრების მიმდევარი მეპატრონე და ჩემთან ისინი ორჯერ უფრო მეტად დაიტანჯებიან, ვიდრე მე მათთან. ამიტომ უპირატესობას მოლოსოიდური ჯიშის ძაღლებს ვანიჭებ. საზოგადოების აზრით, არსებობენ ჭკვიანი და უჭკუო ძაღლები, ეს მცდარი აზრია, არ არსებობს სულელი ძაღლი. ბევრისგან მსმენია: ჩემი ძაღლი სულელია, ბევრს ან ცოტას ყეფს, არ გამოდგება ოჯახის მცველად, სახლში ოჯახის წევრების გარდა არავის უშვებს, ქუჩაში სეირნობისას სხვა ძაღლებისკენ საჩხუბრად იწევს, წინააღმდეგობას არავის უწევს, ბევრს თამაშობს, ან არავის ეკარება და ა.შ. ეს ძაღლები მეპატრონეებს ერთმანეთი რომ გაეცვალათ, ალბათ ყველა კმაყოფილები დარჩებოდა. მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია, მათ თავიდანვე სწორად უნდა შეერჩიათ სასურველი ხასიათის, ტემპერამენტის და დანიშნულების ძაღლი. არასდროს შეარჩიოთ ძაღლი მხოლოდ გარეგნული მონაცემებით. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი შერჩეული ძაღლის გაბარიტები. გარდა დიდი საცხოვრებელი ტერიტორიისა, დიდი ტანის ძაღლებს ბევრად უფრო მეტი საკვები ესაჭიროებათ, ვიდრე სხვა დანარჩენს. მათთვის ასევე აუცილებელია სწორი პროფესიონალური წვრთნა, რომელიც დღესდღეობით არცთუ იაფი სიამოვნებაა (გასათვალისწინებელია, რომ დიდი ტანის არასწორად აღზრდილი ძაღლი საზოგადოებისათვის საშიშია). ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ბეწვის ტიპს (ბეწვის სიგრძეს): მოკლებეწვიანი ძაღლი ვარცხნას და სპეციალურ შეჭრას არ ითხოვს, ანუ მისი მოვლა ბევრად უფრო იოლია. ზოგიერთის აზრით, მოკლებეწვიანი ძაღლის ყოლა ბინაში ბევრად უფრო ადვილია, რადგან ის... და ხშირ შემთხვევაში საუბარს ვეღარც აგრძელებენ. ჩემი აზრით კი, გრძელბეწვიანი ძაღლის ყოლა სახლში უფრო ჰიგიენურია ვიდრე მოკლებეწვიანისა. ორივე ტიპის ძაღლები ბეწვს ერთნაირად, ერთნაირი რაოდენობით და ერთნაირი სიხშირით იცვლიან. ჰიგიენური კუთხით კი, გრძელბეწვიანი ძაღლის დაცვენილი ბეწვი სახლში უფრო შესამჩნევია, ვიდრე მოკლებეწვიანისა. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს თქვენს ოჯახში ძაღლის დანიშნულებას, თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ რა მიზნისათვის გესაჭიროებათ იგი: გსურთ მცველი, ერთგული კომპანიონი, დეკორატიული ძაღლი თუ მწევარი, რომელიც დაგეხმარებათ ნადირობისას?! გაითვალისწინეთ, რომ მონადირე ძაღლი ვერასდროს შეასრულებს მცველის ფუნქციას, ხოლო მცველი ძაღლი ვერასდროს იქნება თუნდაც ცუდი მონადირე. თუ სასურველი ჯიშის ძაღლს სწორად შეარჩევთ მერწმუნეთ, არასდროს იტყვით მასზე, რომ ის ცუდია!წყარო:myzoo.ge 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:good:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

     ისე ქართველებმა მაგარი ვიცით რა. ჯერ ლეკვს ავიყვანთ და მეე ელემენტარულ კითხვების დასმას ვიწყებთ. მიკვირ მაგრამ ჯერ წავიკითხოთ, ვიკითხოთ, რჩევებს მოუსმინოთ , გამოცდილი ადამიანებს რჩევებს მოუსმინოთ არ ჯობია?

   პატარა ლეკვი ჩააკაკებს აბა რას იზავს? ხო და ეს დედაარღნიანი მეორე დილას რო გაიღვიძებთ და გაოგნებული თვალებით უყურებთ კურკლებს. რა, არ გეგონათ რომ ძაღლს ბოდიში და მოჯმა სცოდნია? ბავშვი ეგრევე ტვალეტზე ჯდება ტო? რატომ გიკვირთ რო 2 თვის ძაღლი სადაც გაუჭირდება იქ მოფსავს? აწი წინდაწინ იკითხეთ ჯიგრებო როგორ გადააჩვიოთ და არა იმის მერე როცა ოჯახში მიყვანილი პატარა არსება ააყროლებს მთელ სახლს და მერე ან ცოლი ან მშობლები "აგიყროლებენ სიტუაციას"?

პატივისცემით მე

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2259 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

     ისე ქართველებმა მაგარი ვიცით რა. ჯერ ლეკვს ავიყვანთ და მეე ელემენტარულ კითხვების დასმას ვიწყებთ. მიკვირ მაგრამ ჯერ წავიკითხოთ, ვიკითხოთ, რჩევებს მოუსმინოთ , გამოცდილი ადამიანებს რჩევებს მოუსმინოთ არ ჯობია?

   პატარა ლეკვი ჩააკაკებს აბა რას იზავს? ხო და ეს დედაარღნიანი მეორე დილას რო გაიღვიძებთ და გაოგნებული თვალებით უყურებთ კურკლებს. რა, არ გეგონათ რომ ძაღლს ბოდიში და მოჯმა სცოდნია? ბავშვი ეგრევე ტვალეტზე ჯდება ტო? რატომ გიკვირთ რო 2 თვის ძაღლი სადაც გაუჭირდება იქ მოფსავს? აწი წინდაწინ იკითხეთ ჯიგრებო როგორ გადააჩვიოთ და არა იმის მერე როცა ოჯახში მიყვანილი პატარა არსება ააყროლებს მთელ სახლს და მერე ან ცოლი ან მშობლები "აგიყროლებენ სიტუაციას"?

პატივისცემით მე

:DDD



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სანამ ძაღლს აიყვანთ ამას გადახედეთ, ისე ვისაც გყავთ იმათმაც გადახედეთ

67595_3299348981775_1860094376_n.jpg?oh=
 

მომწონს
სიყვარული
ჰაჰა
ოჰო
მოწყენილი
გაბრაზებუ
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3339 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

:bravo:  :bravo:  :bravo:

:good:  :good:  :good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?