Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42893 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქაშაპი

qashapi_01.jpg
 
Leuciscus_leuciscus.jpg
 
 
LeuciscusCephalusHochrein.jpg
 
 
0qashapi.jpg

 

 


 

 

ოჯახი: კობრისებრთა
გვარი: ქაშაპი
სახეობა: Leuciscus leuciscus
ტიპი: ზედაპირული
საარსებო გარემო: ბუნებრივი
კვების ტიპი: ნახევრად მშიდობიანი

ქაშაპი, (რუს. Голавль) საქართველოში ბინადრობს ქაშაპის ორი ნაირსახეობა, ესენია ჯუჯა (კავაკასიური) და ევროპული ქაშაპი. მათი გავრცელების არეალი მთელი საქართველოა. ჯუჯა ქაშაპი როგორც წესი არ აღემატება 15-20 სანტიმეტრს, ხოლო ევროპული კი იზრდება 6-7 კილომდე.

საქართველოში ქაშაპის გავრცელების ადგილები:

 

ალაზანი პალიასტომის ტბა არაგვი საღამოს ტბა ბზიფი სიონის წყალსაცავი ბაზალეთის ტბა სუფსა ბებესირის ტბა ფარავნის ტბა ენგური ყვირილა თიქორი        ძირულა თბილისის წყალსაცავი                     ჭოროხი იორი ხობი კინტრიში ხრამი კოდორი ხრამის წყალსაცავი მალთაყვა ჯანდარის ტბა მტკვარი  

ქაშაპი ძლიერი და შეუპოვარი მოწინააღმდეგეა, მეთევზეთა უმეტესობა თვლის, რომ დარტყმის სიძლიერით იგი კალმახის შემდეგ მეორე ადგილზეა. მთელი ზაფხულის განმავლობაში ქაშაპი აქტიურია. ამ პერიოდში მისი საკვების 90% შეადგენენ მწერები და ზუსტად ამიტომ ქაშაპი უნდა ვეძებოთ წყალზე გადახრილი ხეების და ბუჩქების ქვეშ. აგრეთვე უყვარს მას ციცაბო ნაპირის ქვეშ დგომა, წყალქვეშა დაბრკოლებების მიერ შექმნილი დინების შენელებაშიც. 

ქვირითობა

ქაშაპი ქვირითობს აპრილ-მაისში. პატარ პატარა ქარავნებით შედის იგი დაბალ წყალზე სადაც ქვიანი ფსკერი, სუფთა ჟანგბადით მდიდარი დინებაა და ერთ ეტაპად დებს ქვირითს. მცირედი შესვენების შემდეგ იგი უბრუნდება თავის ზაფხულის სადგომებს და აქტიურად იკვებება. 

იკვებება სხვადასხვა საკვებით, იგი შეიძლება ყოვლისმჭამელ თევზადაც ჩავთვალოთ. მის რაციონში შედიან: მწერები, ჭიები, მოლუსკები, კიბორჩხალები, ბაყაყები, ქვირითი და ლიფსიტები, წყალმცენარეები და წყალში ჩაცვენილი ხილიც კი. ზრდილი ეკზემპლიარები კი აქტიური მტაცებლები არიან. შეიძლება ითქვას რომ ქაშაპის კვება მკვეთრად სეზონურია. გაზაფხულზე იგი ძირითადად იკვებება ჭიებით, ქვირითით, მოლუსკებით .. ზაფხულში თითქმის მხოლოდ მწერებით და წყალმცენარეებით.. შემოდგომით კი პატარა ბაყაყებით და ლიფსიტებით. ქაშაპი ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი თევზია. ოდნავი ხმაურის ან მეთევზის დანახვის შემთხვევაში მისი დაჭერის შანსი პრაქტიკულად ნულს უტოლდება, ამიტომაც გამოცდილი მეთევზეები ქაშაპზე ნადირობისას მასკირების ყველა შესაძლო ხერხს იყენებენ. 

ქაშაპზე სახვადასხვა მეთოდებით თევზაობენ:

  • ტივტივაზე,
  • გატარებით,
  • ფსკერულით,
  • ფიდერით,
  • სპინიგით და
  • Fly Fishing-ით.

უნდა გვახსოვდეს რომ ქაშაპზე თევზაობისას დამატებითი საკვები მხოლოდ ზაფხულში გამოიყენება და მასში ცხოველური კომპონენტები აუცილებელია (თეთრი და წითელი ჭია).


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

spiნინგით იჭირება კარგად.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42893 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

და ქაშაყი , კიდე სხვაა ,არა დევო?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ქორჭილა,ქარიყლაპია,კალმახი,ფარგა,ლოქო( იშვიათად),

ი ა ც ა .



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42893 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანუ მე ვგულისხმობდი ქაშაყი და ქაშაპი


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?