Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გურგენის აჯანყება 523წ.

  

red_shoes.gif

 

 

გურგენის აჯანყება 523, ქართლის აჯანყება ირანელების წინააღმდეგ. მის შესახებ ცნობები დაცული აქვს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. აჯანყების მიზეზი გახდა შაჰის გადაწყვეტილება, საქართველოში ძალით გაევრცელებინა მაზდეანობა. ქართლის მეფე გურგენმა ფარული მოლაპარაკება გამართა იუსტინე კეისართან და მისი დახმარების იმედით აჯანყდა, მაგრამ ბიზანტიელები სათანადოდ ვერ დაეხმარნენ აჯანყებულებს, ქართლში კი ირანელების დიდძალი ჯარი შემოვიდა ვოის სარდლობით. გურგენმა დაინახა, რომ მისი და ბიზანტიის დამხმარე ძალები საკმაო არ იყო და ოჯახითა და აჯანყებაში მონაწილე დიდებულებითურთ ეგრისში გაიქცა, იქიდან კი ბიზანტიაში ჩავიდა. უმეთაუროდ დარჩენილი ქართველები დამარცხდნენ. ბევრი მათგანი ქართლიდან გადაიხვეწა. 532 ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის დადებული ე. წ. “უვადო ზავის” თანახმად გაქცეულებს ნება დართეს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ბევრი დაბრუნდა, მაგრამ ზოგი ბიზანტიაში დარჩა. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, ირანმა ხელი აიღო საქართველოში თავის სარწმუნოებრივ პოლიტიკაზე. მაგრამ, პროკოპი კესარიელის სიტყვით, ქართველებს ძალიან უჭირდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და შესაფერის დროს ელოდნენ ახალი აჯანყებისათვის.

wikipedia.org


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისევ შუა გზაზე მოტოვებული ქართველები. მაშინაც ალბათ ბიზანტიაც აღშფოთებულები ან შეშფოთებულები იქნებოდნენ, როგორც ეხლა ევროკავშირი ღელავს და შფოთავს?

ამაების სიაფანდი ......


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?