Jump to content


ამ თემას აქვს 72 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
ბერმუდის სამკუთხედი (ინგლ. Bermuda Triangle) — ატლანტის ოკეანის რაიონი, რომელიც მდებარეობს აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. წააგავს სამკუთხედს. მისი გვერდები გადაჭიმულია იმ წერტილიდან, რომელიც მდებარეობს ბერმუდის კუნძულების რაიონში, ფლორიდის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემდეგ ბაჰამის კუნძულების გასწვრივ, პუერტო-რიკოს კუნძულთან, სადაც კვლავ უხვევს თითქმის ჩრდილოეთისაკენ და უბრუნდება ბერმუდებს დაახლოებით დასავლეთი გრძედის 65°-სთან. ბერმუდის სამკუთხედი წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცულ რაიონს. ანალოგიურ სამკუთხედს წყნარ ოკეანეში „ეშმაკურს“ უწოდებენ. რაიონი ნავიგაციისათვის სახიფათოა, არის თავთხელების დიდი რაოდენობა, ხშირად წარმოიქმნება ციკლონები და შტორმები.

სწრაფი ფაქტები: კლასიფიკაცია, ჯგუფი: ...
ამ ადგილის წყლები ყოველთვის იყო ამოუხსნელი ამოცანა. უგზო-უკვლოდ უჩინარდება გემები და თვითმფრინავები, ზოგჯერ წყალქვეშა ნავები. ამ ადგილს უწოდეს „ატლანტიკის სასაფლაო“. ბერმუდის სამკუთხედში არის მრავალი პატარა კუნძული, რის შედეგადაც აქ ინტენსიურად არის განვითარებული მცირე კაბოტაჟური ნაოსნობა, ხოლო კლიმატური პირობები ტურისტული ბიზნესის გაფურჩქვნის ხელშემწყობი ფაქტორია. სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს იპოვეს ფრანგული აფრიანი გემი „როზალინი“. იქ ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ის სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.

აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოს თანახმად, ბერმუდის სამკუთხედი როგორც სახელწოდება არ არის აღიარებული და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიხედვით, სამკუთხედი არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა მოახდინა 10 ყველაზე სახიფათო წყლის იდენტიფიცირება, რომელთა შორის ბერმუდის სამკუთხედი არ მოხვედრილა.

ისტორია
ქრისტეფორე კოლუმბი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც გაიარა სარგასის ზღვა და ბერმუდის სამკუთხედი 1492 წელს. მისი გემის — სანტა-მარიას ჟურნალი მოგვითხრობს კომპასის ისრის უცნაურ ქცევაზე, ცისა და ზღვის უჩვეულო ნათებაზე. ყოველი გაუგებარი მოვლენა მეზღვაურთა შორის იწვევდა შიშს. ამ უჩვეულო მოვლენების შესახებ ჭორი მალევე გავრცელდა მეზღვაურთა შორის და სულ მალე ატლანტიკის ამ რაიონმა შეიძინა უჩვეულო და საიდუმლო რეპუტაცია.

ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“. XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

1974 წელს, ჩარლზ ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

1975 წელს, ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.

თეორიის მომხრეები უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო ხომალდის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა მოხდა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.

ევენჯერების რგოლი (გაფრენა № 19)
ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენ-ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ჯერაც ვერ იპოვეს. ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოს-და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ — „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“.

კუშეს ვერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შედგებოდა კურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას. გამოცდილი პილოტი იყო მხოლოდ მათი ინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულ ახლახანს გადმოიყვანეს ფორტ–ლოდერდეილში, რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა საფრენ რაიონს. დაფიქსირებულ რადიოგადალაპარაკებებში არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ. ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა, რომ მან ორიენტირება დაკარგა და ორივე კომპასი გაუფუჭდა. საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა, რომ რგოლი ფლორიდა-კისის კუნძულების თავზე, ფლორიდისგან სამხრეთით იმყოფებოდა, ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ, შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ და, ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი, მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად.

რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან) ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში. რამდენიმე ხანში ტეილორმა გაფრენა დასავლეთის მხარეს გადაწყვიტა, მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია, რადგან თვითმფრინავებში საწვავი თავდებოდა. ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი გახდნენ წყალზე ეცადათ დასხდომა. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმ რაიონში იმდროს მყოფი გემების თქმით, ძალზედ აბობოქრებული იყო. ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად სხვა თვითმფრინავები გაგზავნეს და ერთ-ერთი მათგანი — ჰიდროთვითმფრინავი „მარტინ მარინერი“ — ასევე უკვალოდ გაუჩინარდა. კუშეს მოსაზრებით, ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გარკვეული ნაკლოვანება გააჩნიათ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საწვავის ორთქლი კაბინაში აღწევს და საკმარისია ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა აფეთქება მოხდეს.

„გეინე მილსის“ (Gaines Mills) ტანკერის კაპიტანმა განაცხადა, რომ იგი აფეთქებას და ნამსხვრევებს თვალს ადევდნებდა, შემდეგ კი ზღვის ზედაპირზე ზეთის ლაქა აღმოაჩინა

#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
...

#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:good:



#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ვა ძალიან საინტერესო რეპორტია ! :)



#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
მადლობა ივერიჩ :) ბავსვობიდან მაინტერესებს ეს თემა

#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხო ძალიან საინტერესოა ხათუნა...

მეც მაგრა მაინტერესებდა ეგ თემა და უამრავი ვიდო მაქვს ნანახი და სტატიები წაკითხული, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ გავიგე :)



#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
მე მაინც მგონია,რომ არაფერი ისეთი სასწაული არ ხდება სუპერნეიჩერალი.უბრალოდ ბუნების საიდუმლოა,მაგრამ მეცნიერები ვერ ხსნიან რადგან ვერ უახლოვდებიან,ვერ იკვლევენ.ესე შორიდან ბევრი რამის თქმა შეიძლება ,მაგრამ .....

#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

"თუ 1990-იან წლებამდე სპეციალისტები 2500 მგელს ანგარიშობდნენ საქართველოში, რაც მთელი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული მგლის რაოდენობას, საშუალოდ ათჯერ აჭარბებდა, 2000 წლისთვის უკვე 6000 სულს ვარაუდობდნენ. დღეისთვის ეს ვარაუდი 10 000-მდე ადის.

ამ რაოდენობის მგლის გამოსაკვებად მინიმუმ 4500 ტონა ხორცია საჭირო. 90-იან წლებამდე კი სულ 2400 ირემს და 10800 შველს ითვლიდნენ. 
ასე რომ, ჩვენს ტყეებში თითო მგელზე თითო შველი მოდიოდა, როცა ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, პოლონეთში ერთ მგელზე 2600 ჩლიქოსანი მოდის, სხვა ქვეყნებში – ათეული და ასეული ათასებიც კი."

დღეს კი მგლებმა ჩლიქოსნები რომ მოინელეს, შინაურ ცხოველებზე გადავიდნენ, თუმცა მის მოკვლაზე 400 ლარიანი ჯარიმაა დაწესებული...ადრე კი პრემია იყო

წყარო: ნადირობა საქართველოში



#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან არასახარბიელოდა დასაფიქრებელი სტატისტიკაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გინახავთ ოდესმე გიგანტური ხე? „პრეზიდენტი“ - ერთ-ერთი გიგანტური ხის სახელწოდებაა. მისი სიმაღლე 76 მეტრია, ხოლო ასაკი, ექსპერტების შეფასებით - 3200 წელი.

ნახეთ ვიდეო, როგორ მუშაობდა ჯგუფი „პრეზიდენტის“ გადასაღებად.

  • „პრეზიდენტის“ დიამეტრი 8 მეტრია, ხოლო მისი მაგიური ვარჯი ორ მილიარდზე მეტი ნემსისგან შედგება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე პლანეტის ნებისმიერ ხეს აქვს.

    sharefb.png01.jpg
  • გარდა ამისა, „პრეზიდენტი“ კვლავ განაგრძობს ზრდას წელიწადში ერთი კუბამეტრით, ამიტომაც მას მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ხეს უწოდებენ.

    sharefb.png02.jpg
  • მსგავსი გიგანტური სეკვოიები მხოლოდ ერთ ადგილას არსებობენ - სიერა ნევადას დასავლეთ ფერდობზე, კალიფორნიაში, სადაც სწორედ „პრეზიდენტი“ და მისი არანაკლებ მაღალი „კოლეგები“ ე.წ. „თეთრ სახლსა“ და „სენატს“  წარმოადგენენ.

    sharefb.png03.jpg
  • ეს ადგილი ზღვის დონიდან რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზეა. ბოლო დრომდე, გიგანტური სეკვოიას სრულად ფოტოგრაფირება ვერ ხერხდებოდა.

    sharefb.png04.jpg
  • პირველად ეს National Geographic-ის გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა, მეცნიერებთან და გარემოს დაცვის წარმომადგენლებთან ერთად. მასშტაბირებისთვის და ფოტოების სეგმენტებად გადასაღებად, ჯგუფს სპეციალური მოწყობილობები დასჭირდა.

    sharefb.png05.jpg
  • 32-დღიანი მუშაობისა და კვლევის დასრულების შემდეგ, 126 გადაღებული კადრის გამოყენებით, როგორც იქნა, მოხერხდა „პრეზიდენტის“ სრული ფოტოს მიღება.

    sharefb.png06.jpg
  • უბრალოდ, გასაოცარია!

    sharefb.png07.jpg
  •  
  • 3200 წლის გიგანტური ხე „პრეზიდენტი“.

    sharefb.png08.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
 
დაუჯერებელი,უცნაური დამთხვევა-აბრაამ ლინკოლნი და ჯონ ფ.კენედი
 

201401051935016227.jpgმოგეხსენებათ, არის ცხოვრებაში, უცნაური დაუჯერებელი დამთხვევების ფაქტები, ამ დროს ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი ჩაფიქრდებიან ბედისწერის მისტიურობაზე, რა არის ეს კანონზომიერება, შემთხვევითობა თუ აუხსნელი ტრაგიკული დამთხვევა?ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ, ტრაგიკულ კანონზომიერებაზე ქვემოთ მოგითხრობთ:ორი ამერიკის პრეზიდენტი-აბრაამ ლინკოლნი და ჯონ ფიჯერალდ კენედი. აბრაამ
 

  • ლინკოლნი აირჩიეს კონგრესში 1846 წელს./ხოლო ჯონ კენედი აირჩიეს კონგრესში 1946 წელს.
  • აბრაამ ლინკოლნი პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წელს/ ჯონ კენედი პრეზიდენტად აირჩიეს 1960 წელს.
  •  ორივეს კეფაზე ესროლეს ცოლების თანდასწრებით. 
  • ორივეს ცოლებმა დაკარგეს შვილები, როდესაც თეთრი სახლი ცხოვრობდნენ. 
  • ორივე პრეზიდენტი მოკლეს პარასკევ დღეს
  • ლინკოლნის მდივანი გვარად კენედი იყო.
  • ორივე პრეზიდენტი შესცვალეს ჯონსონებმა და სამხრეთელები იყვნენ 
  • ენდრიუ ჯონსონი, რომელმაც შეცვალა ლინკოლნი, დაიბადა 1808 წელს. ხოლო ლინდონ ჯონსონი, რომელმაც კენედი შეცვალა, დაიბადა 1908 წელს. 
  • ლინკოლნს ესროლეს Ford -ის თეატრში. კენედის "ლინკოლნში", რომელიც ავტოკონცერნ Ford-ის მიერ იყო დამზადებული. 
  • ლინკოლნის მკვლელი თეატრიდან გაიქცა და საწყობში დაიმალა. კენედის მკვლელმა საწყობიდან ისროლა და თეატრში დაიმალა
  • ბუტი და ოსვალდი, ორივე მანამდე მოკლეს, სანამ მათი სასამართლო გაიმართებოდა201401052015326227.jpg
     


#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა ეს რა უცნაური დამთხვევებია?????


legion.ge-82-1553250819.jpg


#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:ki:  :ki:



#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
თინეიჯერი ობამა ნარკომანთა დაჯგუფების ლიდერი იყო 28 04 2013 10:58:46 ნანახია: 2561   img_569.jpg

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა "თინეიჯერულ ასაკში" მარიხუანის მწეველთა დაჯგუფების შექმნის ორგანიზატორი იყო.

 

 


ჟურნალისტ დევიდ მარანისის ახალ წიგნში "ბარაკ ობამა.ისტორია" ნათქვამია, რომ მომავალი პრეზიდენტი არა მარტო ეწეოდა მარიხუანას, არამედ ჰონოლულუს სკოლაში ნარკოტიკის მომხმარებელთა ჯგუფის მეთაურიც იყო.


ბიოგრაფიული წიგნის ავტორი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ობამა ლიდერის უფლებით სარგებლობდა და ჯგუფური "კაიფისას" მათრობელა ბალახს ურიგოდ ეწაფებოდა.


 


მომავალი პრეზიდენტი მარიხუანის მოყვარულებს ახალ-ახალი იდებიითაც "ამარაგებდა".


 


ერთ-ერთი მისი გამოგონება იყო დახურულ მანქანაში მოწევა - როცა ნამწვი თავდებოდა, დაბოლილი ახალგაზრდები კვამლს კიდევ რამდენიმე წუთით ღრმად ისუნთქავდნენ. ობამას მოთხოვნით, დაჯგუფების ღირსეულ წევრს ღრმა ნაფაზების დარტყმა უნდა შესძლებოდა, ვინც კვამლს ღრმად არ შეისუნთქავდა, აჯარიმებდნენ, - სიგარეტის "წრეში" დატრიალებისას იგი რიგს კარგავდა.


 


ყველაფრის მიუხედავად, ობამას მეგობრების უმრავლესობა წარჩინებული მოსწავლე იყო, სპორტსაც აქტიურად მისდევნდნენ და საბოლოოდ წარმატებული ადვოკატები, მწერლები და ბიზნესმენები გახდნენ. თეთრ სახლში პრეზიდენტის ახალგაზრდული გატაცების შესახებ ახალ ცნობებს მშვიდად შეხვდნენ.


 


მისი პიარ-მენეჯერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ინფორმაცია პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაზე უარყოფითად არ აისახება, რადგან ობამა არასდროს უარყოფდა მარიხუანასადმი სიმპათიებს. გარდა ამისა, აშშ-ის მოქალაქეთა 56% მისი ლეგალიზაციის მომხრეა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გოგა ეს ცოტა სხვა თემაა, მეც შეცდომაში შევედი. აქ ფლორა ფაუნის თემაა და დააკორექტირეთ ადმინებო თუ შეიძლება


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?