Jump to content

სურათი

ჩუქჩების უცნაური ტრადიცია - რატომ ცვლიან ისინი ცოლებს ერთმანეთში და საიდან მოდის ეს ჩვეულება?

ინცესტი ჩუქჩა ტუნდრა ციმბირი კლიმატი გენი რუსი უცნაური

ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

tundra-114-1200x800-1622540390.jpg

ტრადიციები და ჩვეულებები, რომელიც მცირე ხალხებში შემორჩა, ხშირად აოცებს თანამედროვე ადამიანს. მაგალითად, უკიდურეს ჩრდილოეთში მაცხოვრებელი ჩუქჩები პატივს სცემენ თავიანთ უძველეს კანონებს, რაც თანამედროვე სამყაროში ძალიან იშვიათია. ამ ხალხის წარმომადგენლების თავისებურებაა ცოლების ერთმანეთში გაცვლა და ჯგუფური თანაცხოვრება.

616x510-1622540416.jpg

საიდან და რატომ გაჩნდა ეს ტრადიცია?

პირველყოფილი ყოფის ელემენტების შენარჩუნება ოჯახი (თანამედროვე ადამიანის გაგებით) ისტორიულად სულ ახლახანს გაჩნდა. მხოლოდ აგრარულ საზოგადოებაზე გადასვლის შემდეგ წარმოიშვა ადამიანებში ისეთი ცნებები, როგორიცაა ქორწინება, ქორწილი, მყარი მონოგამიური ან პოლიგამიური კავშირი.

პირველყოფილ ადამიანებში მთავარი ამოცანა იყო გვარის გადარჩენა და გაგრძელება. ამიტომ ისეთი გრძნობები, როგორიცაა ღალატი, ეჭვიანობა, ერთი პარტნიორისადმი ერთგულება - პირველყოფილ ადამიანს არ ჰქონდა.

ჩუქჩები, აღმოჩნდნენ რა შეცვლილი კლიმატის ხაფანგში, იძულებული იყვნენ ებრძოლათ გადარჩენისთვის ძალიან მძიმე კლიმატურ პირობებში. ამ სიტუაციაში ყველაზე მომგებიანი იყო ჯგუფებად ცხოვრება. ამიტომ მათთან დღემდე გავრცელებულია ისეთი მოვლენა, როგორიცაა გაფართოებული ოჯახი.

22cc9a0009bcad867b2586b2798feda4-1622540

ერთად ბინავდება რამდენიმე წყვილი, სადაც ნორმად ითვლება ყველა მამაკაცის თანაცხოვრება ყველა ქალთან, მიუხედავად ოფიციალური მეუღლეების არსებობისა. როგორც წესი, ასეთ კავშირში ორი-სამი წყვილი იმყოფება. ძალიან ხშირად ასეთ ჯგუფებს ქმნიან ბავშვობის მეგობარი ორი-სამი მამაკაცი. ისინი ერთად სახლდებიან, მოჰყავთ ცოლები და ნორმად თვლიან, რომ პერიოდულად პარტნიორები ერთმენეთში გაცვალონ. ზოგჯერ ეს კარგი გამოსავალია ღარიბი ოჯახებისთვის. ჯგუფში ბევრად მეტია შანსი გადარჩე, ამიტომ უმჯობესია უზრუნველყოფილ თანამემამულეებს შეუერთდე.

ტუნდრის პირობებში ნებისმიერი ბავშვის დაბადება ჩუქჩებისთვის დიდი ბედნიერებაა, ნამდვილი სასწაული.

2021051219593990773-1622540477.jpg

არავის აღელვებს, ვინ არიან ბავშვის ბიოლოგიური მშობლები, ბიძა ან დეიდა. ბავშვზე ყველა ერთნაირად ზრუნავს. ჯგუფური ქორწინება უშვილოებისთვისაც გამოსავალია. ცოლების გაცვლისას მეტია შანსი რომ ქალი ვინმესგან დაფეხმძიმდეს. თუ არა, მაშინ ისინი დიდი სიამოვნებით მოუვლიან გაფართოებული ოჯახის სხვა წევრების ბავშვებს. ბავშვები ერთ ჯგუფად იზრდებიან და ერთმანეთს დებად და ძმებად თვლიან, რეალური ბიოლოგიური ნათესაობის მიუხედავად. მათ ყველა ერთიანი ძალებით უვლის.

პირველყოფილი თემის შემორჩენილი გამოძახილები ჩუქჩების წყნარ, გულღია და გულწრფელ ხასიათში ვლინდება, ამიტომაც ახერხებენ თანაცხოვრებისას გვერდი აუარონ ეჭვიანობას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, და ერთნაირი მზრუნველობით მოეპყრან ყველა თავის ახლობელს.

მზრუნველობა ქვრივებზე, ობლებზე და თემის ნაკლებადუზრუნველყოფილ წევრებზე

2021051220031590773-1622540531.jpg

ტუნდრა სასტიკია ყველასთვის, განსაკუთრებით მარტოხელა, ბავშვებიანი დედისთვის. მარტოობაში მას გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ჩუქჩებს შემორჩათ ჩვეულება, რომელსაც მეცნიერები ლევირატს უწოდებენ. თუ მამაკაცი გარდაიცვალა და ცოლ-შვილი დარჩა, მაშინ რომელიმე ნათესავი ვალდებულია მის ქვრივზე დაქორწინდეს. ასე იცავს გვარის მამაკაცი მარტოხელა ქალს და მის შვილებს მკაცრ პირობებში მოსალოდნელი სიკვდილისგან. ბავშვებს დიდი ოჯახის მხრიდან გარანტირებული აქვთ მზრუნველობა, მემკვიდრეობის შენარჩუნება, სხვა ზრდასრული მამაკაცების მიერ აღზრდა.

ლევირატი მსოფლიოს სხვა რეგიონებშიცაა გავრცელებული, სადაც ადამიანებს უწევთ ცხოვრება რთულ კლიმატურ და ეკონომიკურ პირობებში.

fapickobeac6-1622540555.jpg

გენეტიკა

მცირერიცხოვანი თემის პირობებში, როცა მისი წევრები იძულებული არიან დიდი სამყაროსგან მოშორებით, იზოლაციაში იცხოვრონ, მცირე ხალხებს შეიძლება გენეტიკური პრობლემები შეექმნათ. ამის თავიდან აცილების მიზნით, ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები ინტუიციურად ცდილობდნენ სხვადასხვა, დიდი რაოდენობის პარტნიორების კომბინაციით თემის უზრუნველყოფას. ამიტომ ჩუქჩებს, მკვლევარების აღწერით შეუძლიათ სტუმარს შესთავაზონ თავისი გაფართოებული ოჯახის წევრი ქალი ურთიერთობისთვის.

ქალებს ამას არავინ აიძულებს, ძალადობას ადგილი არ აქვს. პირიქით, ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ უცხოტომელს თავი მოაწონონ. ჩუქჩები ამას არც განიცდიან, არც ეჭვიანობენ და მხოლოდ მოხარულები იქნებიან, თუ გვარს კიდევ ერთი შანსი მიეცემა ძლიერი, ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისა. ყოველი მათგანი ხომ კარგი მონადირე და გამძლე დიასახლისი უნდა გაიზარდოს, რაც დიდი ოჯახის უზრუნველი და უსაფრთხო ცხოვრების გარანტია იქნება.

წყარო: Intermedia.ge

 


დუდუ

LEGION.GE


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Burgona

Burgona

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1589 პოსტი
  • მისამართი:Saburtalo
  • წარმოშობა:Gagra
სიამოვნებით ვიცხოვრებდი მაგ სიცივეშიი

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

სიამოვნებით ვიცხოვრებდი მაგ სიცივეშიი

:0024:  :0024:  :0024:  :0024:

დაეტიე სადაცა ხარ  :0024:  :0024:  :0024:


დუდუ

LEGION.GE


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ დაგიმალვ და ადრეც მსმენია ამ უცნაური ტრადიციის შესახებ. მეტიც , ისიც გამიგია რომ ცოლების არა მარტო გაცვლა არამედ სტუმრისათვის გაზიარების ტრადიციაც ქონიატ. 

პატივისცემის ნიშნად. 

ალბათ მცირერიცხოვნობითაა გამოწვეული დ მძიმე ყოფითი პირობების გამო. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    პრეფექტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1250 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi
არა და ისიც გამიგია, ჩუქჩები ტანს არ იბანენო!
რავალი ჩასახუტებელი იქნებიან?! :)

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

არა და ისიც გამიგია, ჩუქჩები ტანს არ იბანენო!
რავალი ჩასახუტებელი იქნებიან?! :)

:0024:  :0024:  :0024:

აუ აბაა.

არა ძმაო არ მინდა მაგნაირი მასპინძელი  :0024:  :0024:  :0024:  :0024:


დუდუ

LEGION.GE


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სიამოვნებით ვიცხოვრებდი მაგ სიცივეშიი

თეკლამ არ გაგიგოს თორემ მერე ნახავ სიცივესაც და სიცხესაც. თან ერთად. ერთდროულად.


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

მოხვდება ვინმე ჩვეულებრივი ადამიანი მაგათთან სუფრაზე და აწევენ მერე ტრადიციების სადღეგრძელოს ერთად  :0024:


დუდუ

LEGION.GE


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩემი აზრით ადათწესებსა და ტრადიციებს დაცვა და პატივისცემა სჭირდება მაგრამ ეს მგონი ნამეტნავია :think: 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?