Jump to content


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40103 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მიმინოს დაჭერა

 

 

 

დამჭერი ფრინველებით მონადირენი ორ ჯგუფად იყოფიან: პირველნი იჭერენ მიმინოსა და ქორს, მართავენ მათ და კიდეც ნადირობენ ამ ფრინველებით, ხოლო მეორენი გატაცებულნი არიან მხოლოდ დაჭერით და ეს გატაცება იმდენად ძლიერია, რომ სპორტსმენ მონადირესაც კი ავიწყებს ნადირობას.

 

მტაცებელი ფრინველის დაჭერა.

მტაცებელი ფრინველის დასაჭერად ბაზიერი აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ემზადება. ის ქსოვს სამკუთხედ ბადეს სიგრძით არა უმეტეს სამი მეტრისა, რომელიც გაკრულია თხილის ან ბამბუკის ორ ჯოხზე. სპეციალური სხაპით იჭერს ნარდ ღაჟოს და შეუდგება მის მართვას.

ჩიტის(ამ შემთხვევაში ღაჟოს) გამართვა მდგომარეობს შემდეგში: ღაჟოს დაჭერისთანავე წააბამენ ფეხებზე მოკლედ დაგრეხილ კოჭის ძაფს და მიაბამენ თხილის ან სხვა შესაფერისი ხის 2 მეტრიან სწორ ჯოხზე. ჯოხი კედელზე ან ხეზე უნდა მიმაგრდეს.
პირველ ხანებში ღაჟო ჯოხზე ჩამოეკიდება და იწყებს ფართხალს, ცდილობს აფრინდს და თავი დააღწიოს ტყვეობას, შემდეგ კი ჯდება ჯოხზე. თანდათან ისე შეეჩვევა ჯოხზე ჯდომას, რომ ორი დღის შემდეგ ფეხით აღარ ჩამოეკიდება. ბაზიერი ღაჟოს დღეში ორჯერ მაინც ავარჯიშებს. ჯოხს მეორე თავში მოკიდებს ხელს და ზევით შექნევით ღაჟოს ჰაერში შეისვრის-აფეთქებს. ეს პროცედურა ერთ კვირას გრძელდება, რის შემდეგ ღაჟო გაწვრთნილია და იგი მზად არის საირაოზე წასაყვანად.
საირაოზე ბაზიერი დილით ადრე მიდის ჩიტ-ბადით, არჩევს მაღლობზე ისეთ ადგილს, საიდანაც მოჩანს ვრცელი დაბლობი, კარგად გაწმენდს ბალახისაგან, ახლო მდებარე ხეებს ტოტებს შეაჭრის, თუ ეს ხელს უშლის ირაოს ცქერას, და აკეთებს პატარა კარავს, რომელსაც ხის ფოთლებით შენიღბავს. კარავში თავისუფლად უნდა მოთავსდეს მუხლებზე დაჩოქილი ბაზიერი. კარავს უკეთებს პატარა სარკმელს, საიდანაც თვალყურს ადევნებს ირაოს გამოჩენას, კარვის თავში შლის ბადეს, რომლის ერთი ჯოხი მიწაშია ოდნავ ჩასობილი, ხოლო მეორე -- დაგდებულია მიწაზე. ბაზიერი დგას ბადის უკან, მარჯვენა ხელში ჯოხზე დამჯდარი ღაჟო უჭირავს და უთვალთვალებს, როდის გამოჩნდება ცაში მტაცებეთა ირაო ან ცალკეული ფრინველი, რომელიც ჩიტს ეტანება.
როდესაც გამოჩნდება ირაო ან ერთეული ფრინველი (ქორი, მიმინო, თვალშავა და სხვა), რომელიც შორს, ბადის პირდაპირ წრეს აკეთებს ან მოფრინავს ბადისაკენ, ბაზიერი სწრაფად შედის კარავში, მუხლეზე დგება, იცქირება სარკმელში და თან ბადესთან მარჯვენა ხელით ღაჟოს აფეთქებს, მარცხენათი კი მიწაში ჩასობილი ჯოხი უჭირავს.
როგორც მტაცებელი ფრინველი აფეთქებულ, მოფრთხიალე ჩიტს თვალს მოჰკრავს, ის შეთამაშდება ჰაერში და დაიწყებს წრის გაკეთებას ბადის პირდაპირ. ბაზიერი ღაჟოს ფეთქებას განაგრძობს.ღაჟოს ფრთხიალით მოხიბლული და ცდუნებული ფრინველი უცებ აიწურება, ფრთებს შემოკრავს, ღაჟოს დასაჭერად ტყვიასავით დაეშვება და ღაჟოს წინ გაშლილ ბადეში მოხვდება. ბაზიერი მაშინვე ღაჟოს ჯოხიანად მარჯვნივ გადააგდებს, მიწაში დასობილ ბადის ჯოხს სწრაფად წააქცევს და ფრინველი უკვე ბადეშია გახვეული.
ღაჟოს ეტანება და ბადეში ხვდება არა მარტო ქორი ან მიმინო, არამედ სხვა მტაცებელიც: მარჯანი,ალალი,შაკი,ძელქორი,  თვალშავი, მცირე ზომის არწივები,ძერა და სხვა

 

წყარო.BAზIEრI.GE



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40103 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ბებია მიყვება ბავშვობაში თხილის ახალგაზრდა ამონაყარებისაგან დავწნავდით კალათას შიგნით პატარა ვარიას ცავსვავდით და ბადეს გადავაფარებდითო..და ასე ვიჭერდით ქორს რომელიც შემოეჩვეოდა ქათმებსო საჭმელად



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40103 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორ? კარგად აღწერე რა



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ბაბუ მგონი მივხვდი როგორც ხდება... კალათის ზემოთ ხო ბადე იქნება გაჭიმული იმხელა ჭრილების რო ქორი ნახევრად გაეტიოს, ხოდა ზემოდან ქათამს დაინახავდა კალათში ჩასმულს, ბადეს ვერა, დააცხრებოდა და ბადეში იხლართებოდა, ქათამს კი არაფერი მოსდიოდა, მსგავსი მახე გალიით ვიცი ტურის დასაჭერი რომელსაც კარები ავტომატურად ეკეტება... თუ სწორად მივხვდი ეს პრინციპია

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40103 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰო გასაგებია



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საინტერესოა ძალზედ



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40103 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შავარდნებით ნადირობაზე რა აზრის ხართ?



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1655 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

:bravo:  :bravo:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40103 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტაგდა სძელაემ . შავარდნებით უნდა განადიროთ :good:  :ki:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?