Jump to content


ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გლუვლულიანი კალაშნიკოვი – Caйга 12

 

 

რამოდენიმე კვირის წინ, რუსულ ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული სამართალდამცავები იძენენ საიგას ტიპის 12 კალიბრის ნახევრად-ავტომატურ თოფებს. გადამოწმებამ ვერც უარყო და ვერც დაადასტურა ეს ინფორმაცია, რაღაც რაოდენობა შეძენილია, რასაც “იჟმაშის” (საიგების მწარმოებელი კომპანია) ადასტურებს თუმცა რაოდენობა და კონკრეტული სამსახურის დასახელება არ გაჟღერებულა. ალბათ სიმართლე სადღაც შუაშია, არ არის გამორიცხული, რომ რომელიღაცა პოლიციურმა სამსახურმა ნამდვილად შეიძინა რამოდენიმე ცალი ასეთი თოფი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკულ ქალაქში გამოჩდნენ პოლიციელები შეიარაღებული იარაღით, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალურად არ განსხვავდება „აკ47″-გან და რომელიც ასოცირებულია კომუნისტურ საბჭოთა კავშირთან ან არაბ ტერორისტებთან. მოგეხსენებათ, 90-ი წლების დასაწყისში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ქონდათ იდეა შეეცვალათ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით, რომლებიც უფრო მოსხერხებელი იქნებოდა პოლიციელებისათვის ქალაქის პირობებში. ამ იდეის თანახმად კონსერვაციიდან უნდა ამოღებულ ყოფილიყვენ 9მმ-ნი გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები MP40–ები. საბჭოთა მოდელები არ გამოდგებოდა მათი კალიბრის გამო (7.62X25TT). მაგრამ როდესაც გაიაზრეს, რა ასოციაციები გაუჩნდებოდათ მოქალაქეებს, როდესაც ნახავდნენ ფორმაში ჩაცმულ ჭარბწონიან მილიციელებს მუცელზე ჩამოკიდებული „შმაისერით“ ამ იდეაზე ეგრევე უარი თქვეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამართალდამცავები ალბათ არასდროს არ იყიდიან საიგას იმ რაოდენობით, რომ ეს გახდეს სალაპარაკო, აღნიშნული ტიპის თოფები გარკვეული პოპულარობით სარგებლობენ აშშ-ში სამოქალაქო მსროლელებს შორის. ფასი ვარირებს 300-დან 600 დოლარამდე, რაც არც ისე ბევრია ნახევრად ავტომატური თოფისთვის. გარდა ამისა აქ როლს თამაშობს ამერიკელების ტრადიციული ინტერესი რუსული იარაღის მიმართ. გლუვლულიანი საიგების ისტორია იწყება 90-ნი წლებიდან, როდესაც კონვერსიის პირობებში იჟევსკში დაიწყეს .410 კალიბრის თოფების გამოშვება. 1993 წელს, როდესაც დაიწყო მათი გაყიდვები პრაქტიკულად ეს იყო პირველი ე.წ. „აკმოიდი“, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეებისათვის და რა გასაკვირია .410 კალიბრის საიგა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამას ასევე ხელს უწყობდა იარაღის დაბალი ფასი. ის დაახლოებით 150 დოლარიდან იწყებოდა. .410-ს მოყვა 20 და 12 კალიბრის თოფებიც. ჩემი აზრით წონის და კალიბრის მხრივ ყველაზე დაბალანსებული არის ალბათ 20 კალიბრის საიგა – საუკეთესო შუალედური ვარიანტი მძლავრს 12 კალიბრისა და ანემიურ .410-ს შორის. მიუხედავად ამისა ყველაზე პოპულარული არის სწორედაც, რომ 12 კალიბრის მოდელები. .410 კალიბრის თოფები ცნობილია თავისი არასაიმედოობის გამო და იმით, რომ პრაქტიკულად არასდროს ეს თოფები პირდაპირ ყუთიდან არ მუშაობენ ხოლო მათი მოყვანა სამუშაო მდგომარეობამდე არის მთელი ხელოვნება. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ამ იარაღის შექმნაზე, უფრო სწორედ კი AK-ს ადაპტირებაზე .410 კალიბრზე მუშაობდა დაახლოებით ათამდე კონსტრუქტორი, მათ შორის გენადი ნიკონოვი “აბაკანის” შემქმნელი. როგორც რუსულ ანდაზაში იტყვიან: შვიდ ძიძას ცალთვალიანი ბავშვი ყავთ…

gas-regulator-saiga.jpg

დენთის აირების რეგულატორი. პირველი პოზიცია (ციფრი 2) სტანდარტული ვაზნებისთვის, მეორე მდგომარეობა (ციფრი 1) “მაგნუმის” კლასის ვაზნების გამოყენებისთვის არის გათვალისწინებული.

იდეა ავტომატის ერგონომიკის მქონე თოფის შექმნისა ახალი არ არის და საიგა 12-ის კონკურენტები/ანალოგებიც ყავს, მათ შორის: 1) პრაქტიკულად იდენტური რუსული „Вепрь 12“, განსაკუთრებით საინტერესოა სპეციალურად პრაქტიკული სროლისთვის შექმნილი მოდიფიკაცია; 2) იტალიური Franchi SPAS 15 ძალიან კარგი თოფი და ამდენადვე მძიმე, გაბარიტული და რთული კონსტრუქციით; 3) თურქული Akdal 1919, მაქსიმალურად მიახლოებული AR15-თან, ნელ ნელა იკიდებს ფეხს აშშ-ის ბაზარზე, თუმცა იმისთვის, რომ იარაღი დაყვანილ იქნას ადეკვატურ დონემდე საკმაოდ ბევრი ინვესტიცია არის საჭირო; 4) კორეული Daewoo USAS12, რომელიც პრაქტიკულად არ გვხვდება სამოქალაქო ბაზარზე. ყველა ამ იარაღს (გარდა კორეული თოფისა) აერთიანებს მათი მზგავსება კონკრეტულ ავტომატებთან. რას ემზგავსება საიგა 12 და ვეპრ 12 ალბათ არ საჭიროებს დაკონკრეტებას, მაგრამ მაგალითად SPAS 15 იქმნებოდა, როგორც ქვეითის დამხმარე იარაღი და ამიტომაც მისი ფორმა მაქსიმალურად მიახლოებულია იმ დროს იტალიის არმიის შეიარაღებაში მყოფი Beretta AR70 ტიპის ავტომატებთან. იდეა იყო მარტივი, ის ვინც მომზადებულია და მიჩვეულია გამოიყენოს თავისი ავტომატი ასევე ადვილად აითვისებს იგივე ერგონომიკის მქონე გლუვლულიან თოფს. ეს იტალიური თოფი დიიდხანია აღარ არის წარმოებაში და პრაქტიკულად საკოლექციო იარაღს წარმოადგენს. თურქული თოფი აშკარად წმიდა მარკეტინგული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაემზგავსა AR-15/M16-ს. გარდა SPAS 15-ისა ყველა ზემოაღნიშნული თოფი იქმნებოდა სამოქალაქო ბაზრისთვის. ასევე არსებობს ნაკრებები, რომელბიც გადაყავთ თოფები ლულის ქვეშა ცილინდრული მჭიდებით – სექტორულ მჭიდებზე. არის თოფები კლასიკური კონსტრუქციის მაგრამ სექტორული მჭიდებით, მაგალითად Valtro PM5 და რუსული ИЖ81КМ. თურქეთში კიდე გამოდის უცნაური თოფი Derya Aanakon, რომელსაც აქვს “ყალბი” მჭიდი, დაყენებული წმიდა კოსმეტიკური მიზნებით. არც ვიცი საერთოდ, რომელ ინჟინერს ასეთი იდეა შეუძლია თავში მოუვიდეს…


ჩამსწორებელი babu, 08 July 2020 - 12:11 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ვა რა  მაგრობაა? დარამდენად გაამართლა ამ მოდელმა პრაქტიკაში?



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მიშა ემადლიერება


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
vaja15

vaja15

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 240 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი
ეს არვიცი სად უნდა დავდო მაგრამ მაგარი საიტი რომ არის და ქართველმა ხალხმა რომ უნდა იცოდნენ ის კი ვიცი. https://akh.ge/

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
საღოლ ძმაო. ეგ ის კაცია ვაჟა ერთადერთია საქართველოში რომელიც თავიდან ბოლომდე თვითონ ქმნის იარაღსო? და ლიცენზიაც ააქვსო ხო?

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
saigas.jpgfbimages.png

 

გლუვლულიანი საიგა უამრავ ვარიანტში გამოდის, უცნაური „სვდ“-ს სტილი შესრულებული მოდელები და ბევრად უფრო ადეკვატური და ეფექტური „ტაქტიკური“ მოდელები.

ჩვენ მოგვეცა საშუალება ახლოს გავეცნოთ საიგა 12-ს და შევაფასოთ ის. ჩვენი თოფი არის პრაქტიკულად ახალი საიგა 12 მოდელის, აღჭურვილი დასაკეცი АК-74М-ის პლასტმასის კონდახით. თოფს აქვს 58სმ სიგრძის ლულა და გათვლილი “მაგნუმის” ტიპის 12 კალიბრის ტყვიაწამალზე. ახალ საიგას კომპლექტში მოყვებოდა ორი მჭიდი – 8 და 5 ვაზნაზე გათვლილი, ცარიელი ზეთის პატარა ბოთლი, რკინის შომპოლი და სამი ლულაზე დასამაგრებელი შევიწროება (ჩოკი, ნახევარ-ჩოკი, და ცილინდრი, ანუ პრაქტიკულად ხუფი, რომელიც იცავს ლულის დაბოლოებას). ასევე ყუთში იდო გასაღები, რომელიც შევიწროების დასაყენებლად გამოიყენება, ინსტრუქცია და თოფის პასპორტი. დათვალიერებისას ეგრევე შეამჩნევთ, რომ იარაღი არის ძალიან უხეშად დამზადებული, რაც ბუნებრივია პრაქტიკულად ნებისმიერი იარაღისთვის, რომელიც რუსეთში გამოდის. ლულის სიგრძე 58 სმ საკმაოდ დიდია და ამ მხრივ საიგა 12 კ 43 სმ-ნი ლულით უფრო მოსახერხებელია თავდაცვის იარაღის როლისთვის, მაგრამ რუსული იარაღის იმპორტი დიდიხანია უკვე პრობლემატური გახდა და ამიტომაც რაც გვაქვს ის უნდა ვიმყოფინოთ.

 

P1010537.jpgfbimages.png

 

ჩვენი საიგა 12 მოდელი ს, ქვევით Mossberg 590

ვინც ჩემ ბლოგს კითხულობს კარგად იცის რომ გლუვლულიანი თოფები – „პომპები“ მე ძალიან მომწონს და ვაფასსებ. პირველ რიგში მათი სიმარტივის, ეფექტურობის და საიმედოობის გამო ყველა ტიპის ვაზნასთან. მომწონს, რომ სწრაფად შესაძლებელია ვაზნის ტიპის გამოცვლა თუ სიტუაცია ამას მოითხოვს. ასევე მომწონს, რომ ძალიან ადვილია ასეთი თოფების მჭიდის შევსება უბრალოდ ვაზნების დამატებით, ყოველგვარი რთული მანიპულაციების გარეშე, ამავე დროს რაც არ უნდა მოხდეს თოფი მზადაა სროლისთვის, მაშინ როდესაც თოფი სექტორული მოსახსნელი მჭიდით გადატენვის პროცესში პრაქტიკულად ცარიელია და არასაბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება. გარკვეული ვარჯიშის შემდეგ სწრაფი სროლის განხორციელება კლასიკური სქემის თოფიდან შესაძლებელია, როდესაც მჭიდი ბოლომდე დაცლილია და შესაძლებელია ვაზნების ხელით, პირდაპირ სავაზნეში მიწოდება. ამ მხრივ საიგა 12 ძალიან ზღუდავს მსროლელს იმიტომ, რომ სწრაფი გადატენვა (speed reload), ვაზნის ტიპის გამოცვლა, მჭიდის შევსება, ყველაფერი ის, რაც ასე ვთქვათ ქმნის კარგ ტაქტიკურ თოფს საიგა 12-ში გამორიცხულია. ამ მხრივ მაგალითად იტალიური ბენელის ნახევრად ავტომატური ტაქტიკური თოფები, რომლებიც „ხვდებიან“ როდის მსროლელი ხსნის საკეტს ხელით და როდის საკეტი იხსნება გასროლის შემდეგ ამ მხრივ არიან გაცილებით უფრო წინწაწეული ტაქტიკური თოფები ვიდრე ნებისმიერი საიგა ან ვეპრი. იგივე, როგორც უკვე ავღნიშნე შეიძლება ითქვას ნებისმიერ „პომპაზეც“ საიგასთან შედარებით. თქვენ იტყვით ალბათ: რა პრობლემაა, შესაძლებელია მჭიდის სწრაფად გამოცვლა, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არ არის. საქმე იმაშია, რომ სავსე მჭიდის იარაღზე დამაგრება ძალიან ძნელია და მოუხერხებელია. ზედა ვაზნა ძალიან შორს არის გამოწეული წინ, რის გამოც მჭიდის მოთავსება იარაღში მოითხოვს საკმაოდ რთული უნარჩვევის გამომუშავებას. რაიმე სწრაფ მჭიდის გამოცვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველა ვისაც მე ვთხოვე საიგა 12–ზე მჭიდის გამოცვლა დაყველას მათგან ქონდა გამოცდილება საიგის ხრახნილულიან მოდელებთან, უბრალოდ ვერ შეძლეს მჭიდის გაოცვლა. ზოგს დაჭირდა დეტალური ახსნა, როგორ უნდა მოხდეს გამოცვლა, იმიტომ რომ ამას თვითონ ვერ მიხვდნენ. საერთოდ საიგას კვების სქემა არის ყველაზე სუსტი წერტილი ამ იარაღში. ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ: საიგა 12, როგორც თავდაცვითი და ტაქტიკური თოფი ბევრად ჩამორჩება


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

„პომპებს“ და ნახევრად-ავტომატეს კლასიკური სქემით. შეიძლება წუწუნი გავაგრძელო და დავამატო, რომ საიგას ვაზნიანი მჭიდები ძალიან დიდებია, 5 ვაზნიანი მჭიდები ასევე გაბარიტულია მაგრამ მათ ტარება გაცილებით უფრო ადვილია. ჩემი აზრით 8 ვაზნიანი მჭიდის მაგივრად ბევრად უფრო მოსახერხებელია ორი 5 ვაზნიანი მჭიდი.

 

P1010589.jpgfbimages.png

 

მარჯვნიდან მარცხნივ: საიგა 12–ის 5 ვაზნიანი მჭიდი; 8 ვაზნიანი მჭიდი და Magpul-ის 30 ვაზნიანი AR15-ის მჭიდი. სხვაობა ზომებში და სისქეში კარგად ჩანს. გარდა ამისა ზედა ვაზნა, რომელსაც ქვევიდამ მჭიდის ზამბარა აწვება ხოლო ზევიდან საკეტი, ხშირად დეფორმირდება იარაღში ხანგრძლივი შენახვის დროს.

 

345.jpgfbimages.png

 

კონდახი ბევრ პრობლემას ქმნის სროლისას, ის არ არის კომფორტული, იმიტომ რომ არ აქრობს უკუცემას არის ვიწრო და მოკლე. რკინის ქუსლი უკვე სრული უაზრობაა.

ასევე დიდი მინუსია დასაკეცი კონდახის კონსტრუქცია. ის საიგა 12-ს ასევე ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ერგო, მის უკანა მხარეს არის ე.წ. “პენალის” ადგილიც, რომელშიც ინახებოდა AK74M-ის საწმენდი კომპლექტი, ჩვენ შემთხვევაში ეს ადგილი ცარიელი იყო. რატომ 90–ნი წლებიდან დღემდე იჟმაშზე არ დაიწყეს თოფებზე ნორმალური კონდახების დაყენება ჩემთვის გაურკვეველია. რუსულ ვეპრებზე, რომელსაც კომპანია “მოლოტი” უშვებს გაცილებით უფრო უკეთესო კონდახები ყენდება. საიგას კონდახი ძალიან მარტივია და საიმედოა, ჩამკეტი დეტალების ფართი ძალიან დიდი, რის გამოც კონდახი საიმედოთ ფიქსირდება და პრაქტიკულად არ გააჩნია „ლუფტები“. მოკლე საიგაში, მოდელ კ-ში გათვლისწინებულია დამცველი, რომელიც გამორიცხავს სროლას დაკეცილი კონდახით. მაგრამ მიუხედავად მარტივი და საიმედო კონსტრუქციისა ამავე დროს ის მოკლეა ხოლო მისი რკინის ფირფიტა უკანა მხარეს ხელს არ უწყობს კომფორტულ სროლას. დინამიური ვარჯიშებისას ადრენალინის გამო ტკივილი და დისკომფორტი არ იგრძნობა, მაგრამ მეორე დღეს მხარი არასასიამოვნოდ გახსენებთ საკუთარ თავზე, ხოლო შელურჯება საკმაოდ დიდია. გამოსავალია რეზინის ამორტიზატორის დაყენება, მაგრამ მაშინ დაკეცილი კონდახის გაშლა პრობლემატრუ ხდება, იმიტომ რომ კონდახის გახსნის ღილაკი მის უკანა მხარეს, ამორტიზატორის ქვეშ ექცევა ….. სუსტი ტანის მსროლელისთვის ასეთი ამორტიზატორი არის აუცილებელი ის ინახავს მსროლელის მხარს და ამავე დროს აგრძელებს კონდახს, რაც გამორიცხავს რესივერის თავსახურის მოხვედრას სახეში, თუ მსროლელი ზედმეტად ახლოს მიიტანს თოფს სახესთან. ვინც იცნობს კალაშნიკოვის ავტომატებს და მის სამოქალაქო ვერსიებს არ გაუჭირდება საიგა 12–ის დაშლა და გაწმენდა. გასათვალისწინებელია მხოლოდ რომ საკეტი შედგება ორი ნაწილისგან და აწყობისას მათი გასწორება ერთმანეთის მიმართ აუცილებელია, რომ ღარები ორივე დეტალზე, რომელშიც გადის ეჟექტორი ერთმანეთს გაუსწორდნენ. განსხვავდება ცოტათი დენთის აირების სისტემა, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ეს სხვაობა შეუმჩნეველია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
P1010546.jpgfbimages.png

 

პისტოლეტის ტარი არის გიგანტური ნაბიჯი წინ, იმ სახელურებთან შედარებით, რომლებიც აყენია ხრახნილ-ლულიან საიგებზე. ის წააგავს ზომაში გადიდებულ H&K Mp5-ის ტარს და ძალიან მოსახერხებელია.

სამწუხაროდ ეს ტარი არის ერთადერთი გაუმჯობესება, რომელიც განასხვავებს საიგა 12-ს მისი პროტოტიპისგან. კალაშნიკოვის ავტომატის დარჩენილი ყველა მინუსი გადმოყვა საიგა 12-საც. ეს არის მოუხერხებელი მცველის კონსტრუქცია, მჭიდის ფიქსაციის სქემა ორ წერტილზე, მოუხერხებელი საკეტის სახელური, მოკლე კონდახი და ცუდი სასხლეტი. საცდელი სროლების ხორციელდებოდა საველე პირობებში, იარაღი იქნა გაწმენდილი, დაზეთილი. როგორც ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა „სლაგებით“ და კარტეჩით სროლაზე. ასევე სროლების დროს თოფს არ ეყენა რამე ლულის შევიწროება. თოფმა აჩვენა კარგი დამაკმაყოფილებელი რეზულტატები თავდაცვითი ამუნიციის გამოყენებისას. რაოდენს საოცარი არ უნდა იყოს თოფმა ასევე შეჭამა გადატენილი ვაზნები, რომლებიც უკვე ერთხელ გამოყენებულ მასრებს იყენებდნენ, როგორც მაღალი ასევე დაბალი ცოკოლით. მიუხედავად იმისა, რომ მასრების დიამეტრი აშკარად განსხვავდებოდა და ზოგს დეფორმაციები აღენიშნებოდა, ხოლო უკუცემა იყო სუსტი (28 გრამიანი „ფოსტერის“ ტიპის ტყვიის გამო), საიგამ არც ერთი დაბრკოლება არ განიცადა. აღნიშნულ გადატენილ ვაზნებს ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკისთვის, პომპებიდან სროლებისას და გარკვეულ პრობლემებს საიმედოობასთან ადგილი ქონდა. როგორც ჩანს საიგა 12-ს ასეთი „დიეტა“ მოწონს. მცირე უკუცემის გამო სწრაფი და ზუსტი სროლის წარმოება ძალიან ადვილი იყო. გადატენილი ვაზნების გამოყენება მაინც ვერ იქნება რეკომენდირებული, განსაკუთრებით ნახევრად–ავტომატურ თოფებში და თავდაცვითი მჭიდი ყოველთვის უნდა იყოს გავსებული პრემიუმ კლასის ვაზნებით. ჩვენ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ საიგა12 საიმედოთ მუშაობს გადატენილ ვაზნებზე, მხოლოდ ნიშნავს იმას რომ პრაქტიკა ამ თოფით ისეთივე იაფი იქნება, როგორც პომპებით, ეს კიდე ძალიან კარგია.

 

saiga-12-buck-10m.jpgfbimages.png

 

 

SAIga12-buck-25.jpgfbimages.png

legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორც მინიმუმ აქ ლულის სიგრძე არ მოქმედებს შეჯგუფებაზე. 10 და 25 მეტრზე საიგამ ისეთივე რეზულტატი აჩვენა კარტეჩით სროლისას, როგორც თითქმის ყველა სხვა კარგმა თოფმა ცილინდრული და უფრო მოკლე ლულებით.

 

saiga-12-slug-25m.jpgfbimages.png

 

სასიამოვნოა, როდესაც რუსული წარმოების იარაღი მისროლილია ქარხანაში. როგორც წესი ეს ასე არ არის ხოლმე.

ბოლოს როდესაც საიგამ “შეჭამა” ყველაფერი რაც მას “მივართვით” გახდა საინტერესო, როდის შეწყვიტავდა თოფი მუშაობას. მხოლოდ მას მერე რაც მჭიდში მოთავსდა 24 გრამიანია „სკიტისთვის” განკუთვნილი 7 ნომერი საფანტი და თოფი თავისუფლად დავიჭირეთ ხელში (მხარზე მიბჯენის გარეშე), საიგა 12-მა შეწყვიტა მუშაობა ანუ აღარ ხდებოდა მასრების ექსტრაქცია. იგივე უკვე 36 გრამიანი ვაზნებით სროლისას აღარ გამეორდა. მხარზე მიბჯენით, საიგა მუშაობდა ყველა ტიპის ვაზნით. ორი სესიის და დაახლოებით 80 ვაზნის გასროლის შემდეგ არ დაფიქსირდა არც ერთი დაბრკოლება სროლისას. 7,8,9 ნომერი საფანტი, „სლაგები“, გადატენილი ვაზნები, სხვა და სხვა ტიპის კარტეჩი, ყველა ამ ვაზნებით თოფი უპრობლემოდ მუშაობდა. უკუცემა იყო უმნიშვნელო მაგრამ მოუხერხებელი კონდახი გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა და სროლის კომფორტს ამცირებდა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ თოფი იყო საიმედო იარაღი. ამას ალბათ ასევე ხელს უწყობს ლულის დიდი სიგრძე. რა თქნა უნდა გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში იარაღის წარმოების ხარისხის კონტროლი ძალიან მტკივნეული თემაა, გასაგებია, რომ იქნება დიდი განსხვავებები საიგებს შორის. ეს თითქმის ყოველთვის გარდაუვალია, როდესაც საქმე გვაქვს „ბიუჯეტურ“ იარაღთან და იარაღთან, რომელიც რუსეთში იწყობა. იქნება კარგი საიგებიც და იქნება ცუდი საიგებიც. ჩვენ/მე ამ შემთხვევაში გაგვიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ ვაზნების რაოდენობა იყო შეზღუდული და ეს ტესტი ვერ იქნება აკადემიური, ის მაინც გვაძლევს ჩვენ საშუალებას გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები იარაღის პოტენციალზე. ის საიმედოა და იარაღი მისროლილია. ჩათვლაც მიღებულია.

 

stupid-russians.jpgfbimages.png

 

ასეთი რამ არც თუ ისე იშვიათად ხდება: დენთის აირების ნახვრეტები ლულაზე გაბურღულია არასწორედ, რის გამოც მისი დაყენებისას იარაღზე ისინი ნაწილობრივ იკეტებიან, ეს კიდე იწვევს დაბრკოლებებს იარაღის მუშაობაში.

ამერიკულ და რუსულ ფორუმებზე საკმაოდ დიდი და ვრცელი თემებია, რომელიც ეძღვნება სხვა და სხვა პრობლემების მოგავრებას, რომელიც წარმოიშობა 12 კალიბრის საიგების ექსპლუატაციის დროს ან ახალ თოფებში არადამაკმაყოფილებელი ხარისხის კონტროლის გამო. ტრადიციულად ძალიან ბევრი საჩივარია აწყობის ხარისხის მიმართ. სამწუხაროდ და ამას ჩემი პირადი გამოცდილებაც ადასტურებს საბჭოთა და განსაკუთრებით რუსული იარაღის უნიკალური საიმედოობა არის მითი. ანუ იარაღი, როგორც წესი საიმედოა მაგრამ არა იმ დონემდე, როგორც ამას ზოგი თვლის. განსაკუთრებულად ეს ეხება თანამედროვე რუსულ იარაღს. ჩემი პრაქტიკა კი ადასტურებს იმას, რომ ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ რუსული წარმოების იარაღთან ჩნდება. ამ მხრივ დღეს ჩვენ/მე გაგვიმართლა, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული საიგა 12 იდეალურად მუშაობს. რამოდენიმე დღიანმა მჭიდრო და ახლო ურთიერთობამ საიგა 12–თან არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა. საიგა12-ის უდაოდ ძლიერი მხარეებია გამძლე დასაკეცი კონდახი, ოპტიკის სამაგრი, საიმედოობა, ქრომირებული ლულა და სავაზნე. სისუსტებია: დიდი წონა (ის 3.7 კგ–ს აღწევს), არადამაკმაყოფილებელი ერგონომიკა და გარკვეული ოფციების არ არსებობა, რომლებიც აადვილებენ ასე ვთქვათ მსროლელის ცხოვრებას. ასეთ კომპლექტაციაში სამწუხაროდ ჩემი აზრით ეს თოფი ბევრად ჩამოუვარდება კლასიკური სქემის თოფებს, რომლებიც უფრო მსუბუქია, მარტივია, უფრო მოსახერხებელია და მეტი ტაქტიკური შესაძლებლობები აქვთ. ასევე ისინი გაცილებით ადვილია მომსახურებაში, უფრო ადვილდ იშლებიან, იწმინდებიან, შესაძლებელია ლულების სწრაფი გამცოვლა. ამავე დროს გამომდინარე იქიდან, რომ თოფმა აჩვენა შესაშური საიმედოობა, მე გამიჭირდება უარყოფითი განაჩენის გამოტანა. საიმედოობა იყო, არის და ყოველთვის იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. თუ იარაღი საიმედოა და ამავე დროს ზუსტი ის შეიძლება რეკომნდირებულ იქნას როგორც იარაღი, რომელსაც შესაძლებელია ანდო საკუთარი სიცოცხლე ანუ, როოგრც უკვე ვთქვი საიგა 12-მა ნამდვილად გაიარა ტესტირება და მიიღო კიდევაც ჩათვლა. ყველაფერი დანარჩენი პრინციპში შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს მარტივი „ტუნინგით“ და როგორც წესი ასეც ხდება. ასევე საიგა 12 შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს გამოცდილება კალაშნიკოვის ავტომატებთან (მაგალითად დიდიხანი მსახურობდა, კარგად იცნობს AK-ს ტიპის იარაღს) და სურს შეიძინოს გლუვლულიანი თოფი. გადართვა ავტომატიდან თოფზე იქნება ძალიან ადვილი და სწრაფი. ასევე დიდია გართობის ფაქტორი, ტაქტიკური თავიდან ბოლომდე საიგა 12 საკმაოდ კარგი გასართობი იარაღია, მხოლოდ როგორც ყველა ნახევრად ავტომატის შემთხვევაში ვაზნების ხარჯი მნიშვნელოვნად გაზრდილია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
saiga-mod.jpgfbimages.png

 

ძნელია უწოდოთ ამას საიგა. ეს არის საიგის ბაზაზე ხელით აწყობილი სპორტული თოფი განკუთვნილი პრაქტიკული სროლისთვის. სპეციალიზირებული სპორტული იარაღი. სახელური გადმოტანილია მარცხენა მხარეს, შეცვლილია მცველის ფორმა, ასევე გადაკეთებულია მჭიდის ღილაკი. იარაღის ერგონომიკა პრაქტიკულად მთლიანად შეცვლილია.

რა უნდა გაუმჯობესდეს საიგაში? ყველა მოდელზე უნდა დაყენდეს საკეტის შემაკავებელი, რომელიც დაუშვებს ვაზნის პირდაპირ სავაზნეში ხელით მოთავსებას, ისევე, როგორც გაადვილებს სავსე მჭიდის მიერთებას. უნდა დაგრძელდეს სამიზნე ხაზი. წინა სამიზნე მოწყობილობა უნდა დაყენდეს ლულის ბოლოსკენ. საიგა 12 საკმაოდ გრძელი იარაღია მაგრამ სამიზნე ხაზი ძალიან მოკლე, პრაქტიკულად პისტოლეტის კლასშია. უნდა დაყენდეს მჭიდის “ძაბრი” იმისთვის, რომ გაადვილდეს მჭიდის გამოცვლა. ასეთი მოწყობილობები უკვე ყენდება საიგებზე და იყიდება ცალკე, მაგრამ ყველა რაც მე ვნახე არის პლასტმასის. გამომდინარე იქიდან, რომ დავარდნისას მჭიდი დარტყმას იღებს და გადაცემს მას „ძაბრს“, ჩემი აზრით ეს დეტალი უნდა იყოს ფოლადის და მყარად უნდა იყოს დამაგრებული რესივერზე. უნდა შეიცვალოს საკეტის სახელური, როგორც ისრაელის Galil-ზე ან საბჭოთა CKC-ზე. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ერგონომიკას. ის სახელური რაც ეხლა აყენია საიგებზე უბრალოდ სახიფათოა თქვენი ხელის მტევნის ჯანმრთელობისათვის. აუცილებელია უფრო გრძელი, მასიური და ამორტიზატორით აღჭურვილი კონდახის დაყენება. კარგი იქნება თუ კომპლექტში ყველა საიგას ექნება ლულის მუხრუჭი-კომპენსატორი. ყოველლშემთხვევაში ასეთი, რამ სასურველი იქნება საიგა 12-ის თავდცავით და ტაქტიკურ მოდიფიკაციებში სადაც ლულის შევიწროებები აუცილებელი არ არის.

 

tromix-saiga-12.jpgfbimages.png

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Tromix Lead Delivery Systems არის ალბათ ერთ ერთი ყველაზე წინ წასული კომპანია საიგების მოდიფიკაციის ბიზნესში. სურათზე სწორედ მათ მიერ აწყობილი საიგა 12–ია. თუ არ ჩავთვლით 450 დოლარის ღირებულების მჭიდს, ყველა მოდიფიკაცია არის პრაქტიკული და კარგად გააზრებული.

ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია საიგების ტუნინგი, რა დროსაც ამ თოფის ერგონომიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ასეთი სამუშაოების შედეგად საიგას ფასი აჭარბებს ათას დოლარს მაგრამ საბოლოო პროდუქტი არის საკმაოდ ეფექტური სისტემა. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი საიგები პერიოდულად ჩნდებიან შეჯიბრებებზე პრაქტიკულ სროლაში, როგორც ჩანს არის ხალხი, რომელსაც უღირს ამ თოფზე მუშაობა და მასში ფულის ინვესტირება. საკმაოდ კარგ რეკლამას უკეთებს ამ თოფებს ცნობილი კომპანია, რომელიც ასევე არის „რეალითი შოუს“ „Sons of Guns” მონაწილე Discovery Channel-ზე, ლაპარაკი მაქვს კომპანია Red Jacket-ზე. ძალიან ბევრ სერიაში სხვა და სხვა პროექტებისთვის ისინი სწორედ საიგებს ირჩევენ. მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ საიგა 12 არის „ბესტსელერი“ აშშ-ში და ფორუმზე, რომ დასვათ კითხვა, რომელი თოფი იყიდოთ ალბათ არავინ მას არ გირჩევთ მაგრამ საიგა 12–მა იპოვა თავისი ნიშა მსოფლიოში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვან ბაზარზე და ეს ასევე მასზე დადებითად მეტყველებს.

 

Jamshot_and_the_infamous_SHITBIRD.jpgfbimages.png

 

კიდევ ერთი მოდიფიცირებული სპორტული საიგა 12 სპორტსმენის ხელებში. ყურადღებას იქცევს დაგრძელებული მჭიდი , ორი ლულის მუხრუჭი და მაღლა აწეული კონდახის ხაზი.

წყარო: shooterscentral.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე რუსებმაც დაიწყეს მოდიფიცირებები. და ვიზუალით ამერიკელებს ბაძავენ მაგრად


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნუ სანადირო ვერსიად ასეთი მოდიფიცირებულ იარაღს მომკალი და ვერ აღვიქვავ , მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღია, გლუვლულიანია დ არ გამიკვირდება რომ სადმე ნადირობისას ვინმეს ხელშიც დავინახო....

;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

ნუ სანადირო ვერსიად ასეთი მოდიფიცირებულ იარაღს მომკალი და ვერ აღვიქვავ , მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღია, გლუვლულიანია დ არ გამიკვირდება რომ სადმე ნადირობისას ვინმეს ხელშიც დავინახო....
;)

ბაბუ ჩვენ დუდუსაც ხო აქვს მ4 12 კალობრზე მაგრამ ძალიან მძიმეაა

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
მომკალით და ვერ ვუმუღამებ, ავტომატის ვიდზე მყოფ გლუვლულიან იარაღებს. ლულა მოკლე აქვს, ანუ ქათამზე მწყერზე ინადირებ დავუშვად, მაგრამ ამხელა მონსტრი ავტომატით მწყერზე ან ქათამაზე რავიცი. ფასიც ისეთი აწვს რომ მაგ ფასად სხვა ჩვეულებრივ ფორმიან გლუვლულიანს იყიდი თან უკეთესი მონაცემებით. ნუ ვისაც კალაშნიკოვის ვიდი ევასება და თან გლუვი ლულა უნდა ისინი იყიდიან ალბათ რა. ამის დანიშნულება სამონადირეოდ ვერ დავინახე რატომღაც :)





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?