Jump to content


ამ თემას აქვს 31 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მაკეობა და მშობიარობა

951045836100328021344.jpg

მაკეობის პერიოდში ძაღლს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება. როგორც წესი, ძაღლებში მაკეობის პერიოდი 62-64 დღე გრძელდება. სასურველია, დაწყვილებამდე ძაღლი წონაში არ იყოს მომატებული. ორსულობის დროს ის ხშირად უნდა ასეირნოთ, სირბილი და ხტუნაობა რეკომენდებული არაა. მაკეობის პერიოდში დიდი ტანის ძაღლებს მეტი ყურადღება ჭირდებათ, ვიდრე პატარა ტანის ძაღლებს. მუცელი დაახლოებით 1 თვიდან ეტყობათ, თუ ლეკვების რაოდენობა ბევრია, მაშინ შესაძლოა ადრეულ ასაკშიც შეამჩნიოთ. მაკეობის პერიოდში თითქმის ყველა ძაღლი აგრესიული ხდება. ცხოველს თავისი ინსტინქტები აქვს. მშობიარობის შემდეგ ძაღლი თავის ლეკვვებს იცავს უცხო ადამიანებისგან, ამ პერიოდში სასურველია თუ ოჯახის წევრ ბავშვებსაც მოვარიდებთ ძაღლს, რათა მათ ძაღლის გაღიზიანება არ გამოიწვიონ. მშობიარობა დიდი სტრესია. ყოფილა შემთხვევები, როცა დედას თავისი ლეკვები დაუხოცავს, ან ძუძუსთან არ მიუკარებია. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. ორსულობის პერიოდში მნიშვნელოვანია ძაღლის კვებაც. კარგი იქნება, თუ ძაღლს ორსულობის პერიოდში ან ლეკვების საჭმელზე, ან სპეციალურ კვებაზე გადაიყვანთ. თუ ძაღლი თავიდანვე ერთი რომელიმე ბრენდის საკვებზე გყავთ, მაშინ მისი სხვა კვებაზე უცბად გადაყვანა სასურველი არაა. მაკეობის დროს კომპექსური ვიტამინების დამატებაც კარგია, ოღონდ არა ინექციის სახით. ძაღლის მშობიარობაზე აუცილებელია ვეტერინარის დასწრება. მშობიარობის დროს ხდება ხან ლეკვის გაჭედვა, ხან ჭიპლარის გადაჭრის პრობლემა წამოიჭრება, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის როგორც დედის ასევე ლეკვების სიცოცხლესაც. აქედან გამომდინარე აუცილებელაი პროფესიონალის დახმარება. 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევი სათაური გამოცვალე რა....ორსულობა , შეცვალე მაკეობით


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე.

 

ისე გერდამ 65 დღეს დაყარა ლეკვები


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

და წელიწადში ერთხელ მაკეობს ძაღლი?



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზოგადად 2 ჯერ იცის ამძუება , წელიწადში. ნინიკა.ასე რომ რამდენჯერ დართავ შენზეა დამოკიდებული. მე 2 წელიწადში 1 ჯერ დავრთავ ხოლმე.

   კ სტაწი.

ნოზმიკას ვიჟლა ბრიგიტა (ბრიტა) დღე დღეზე  გააჩენს ლეკვებს . ასე რომ კლუბის წევრების და კანდიდატების საყურადღებოდ. თუ ვინმეს გაინტერესებთ .....


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა მე რაც მახსოვს 3-4 კაცს უნდოდა და რაშია საქმე? მაგისი ლეკვები არ მოგინდათ თუ რაია სიმონ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

gamarjobat zagli myavs წლის და ორი თვის მიმყავს მამალთან დღეს. რამეს ხო არ მირჩევთ? და საერთოდ მაინტერესებს სისხლის წამოსვლიდან ან რამდენ დღეში ან საერთოდ როგორ უნდა გავიგო როდის წავიყვანო მამალთან ?



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ნინიკა გამარჯობა , მემგონი ჯერ ადრეა ძაღლის წაყვანა მამალთან , აცადე ცოტა მომწიფდეს და შემდეგ ჯერზე შეაჯვარე . 

 

მე-9 დან  მე-14 დღის ჩათვლით , ყველაზე კაი პერიოდია 11-12-13 დღეები არის მე როგორც ვიცი სისხლის წამოსვლიდან 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

მე უფრო კატეგორიული ვიქნები! არ შეიძლება.. 2 წლამდე ძაღლი შეიძლება ითქვას .. ლეკვია ისევ ფიზიკურად,ზოგი მენტალურადაც..(,,უფშვიტინეა რა ...),ზრდა  და ჩამოყალიბება არ აქვს დასრულებული ამიტომ არაა მისაღები!!! დაახლოებით მუსლიმურ ქვეყნებში რომ 10-12 წლის ბავშვებს რომ ათხოვებენ,ისეთი პონტია რა...



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

marTali xar dima, yvelafers Tavisi wesi aq



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

მადლობა პასუხისთვის. დღეს მყავდა ახლა ჩამოვედი, არ მიიკარა 2 საათი ეჩალიჩებოდა მამალი. გასულია სისხლის წამოსვლიდან 12 დღე



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ninika eg saqme egre martivad ar xdeba TavisiT ar miikarebda



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

გამარჯობათ. ჩემი ძაღლი(ლაიკა. 2 წლის და 4თვის) მე-19 დღეა ამძუებულია. თავიდან ჩვეულებრივ სისხლი სდიოდა შემდეგ მე-11 დღეს, თუ არ ვცდები, შევაჯვარე კინოლოგის დახმარებით, იმიტომ რომ არ იკარებს მამალს(უკვე მეოთხედაა ამძუებული). საქმე იმაშია, რომ ეს ბოლო 3-4 დღეა სდის ისევ სისხლი, მაგრამ მოშაო ფერის. წინა მძუანობის დროს გაზაფხულზე ყავდა ლეკვი. ხომ არ იცით რა ხდება?



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ნიკა ვეტ ექიმს კითხე რა, ისე მაგ დროისთვბის არაა გასაკვირი რო ისევ სდიოდეს მარა რავიცი აბა ცოტა რთული საკითხია ზეპირად თქმა. თუ 11 მეტე დღეს დართე და ეხლა მეცხრამეტეა შეჩერებული უნდა ჰქონდეს უკვე დენა მარა თუ დღეები აგერია და პიკი ეხლა აქვს მაგას არაა გასაკვირი რო გაუმუქდა



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

მადლობა პასუხისთვის. შეიძლება არ ჰქონდა მაშინ შეჯავრების მომენტი, ანუ 3-4 დღე არაა ძირითადად რო მაშინ უნდა შეჯვარდეს, სხვა დროს დედალი არ იკარებს როგორც ვიცი. როცა შევაჯვარე ღია ფერის სისხლი ჰქონდა. მერე მივიყვანე საკონტროლოზე 2 დღის შემდეგ და ერთმანეთის ინტერესი თითქოს არ ჰქონდათ არც მამალს და არც დედალს. ეს შეიძლება იმიტომ, რომ სუნი უკვე(ვაგინის, რაც იზიდავს მამლებს) განელებული ჰქონდა, ანდა შეიძლება იმიტომაც რო მამალი გარეთ გავიყვანეთ, სახში აღარ უნდოდა შეეჯვარებინა პატრონს,და მაგიტომ. მოკლედ არ ვიცი. 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?