Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45305 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
იულიუს კეისარი
 
 

 

165081351959229.jpg

 

გაიუს იულიუს კეისარი (ლათ.IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS, დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) – ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში – ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა.

მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად. გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად.

Siege-alesia-vercingetorix-jules-cesar.j

 

სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ძვ. წ. 63 კეისარი აირჩიეს უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus).სენატმა კეისარს უწოდა “სამშობლოს მამა” (Pater Patriae), მას მიენიჭა მუდმივი იმპერატორობა (Dictator Perpetuus), ასევე ცენზორის უმაღლესი რწმუნებები და სახალხო ტრიბუნთა უფლებები (Tribunitia Potestas). მას უფლება ჰქონდა ყველგან ეტარებინა წითელი ტოგა, როგორც მეფეს.

რომში დაბრუნებულმა კეისარმა ბევრი თავისი მტერი შეიწყნარა. იგი პირადად შეხვდა ციცერონს პუტეოლში (შემგდომში, ციცერონმა ერთ თავის მეგობარს მისწერა ჩვენ, მე და კეისარი ერთმანეთს შევხვდით არა როგორც ორი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ როგორც ორი ლიტერატორიო. კეისარმა აპატია მარკუს ბრუტუსსაც და რომის პრეტორადაც კი დანიშნა იგი. ამნისტიის შემდგომ კეისარმა დაიწყო რეფორმატორული მოღვაწეობა: პირველად მან გამოსცა “მუნიციპალური კანონი” რის საფუძველზედაც რომიდან განდევნა უსაქმური მაცხოვრებლები და გადაასახლა კოლონიებში. კეისარმა რომში გრანდიოზული მშენებლობები დაიწყო, სადაც უსაქმურთა დანარჩენი ნაწილი დაასაქმა. რომში აშენდა “იულიუსის ზღუდე” სახალხო კრებისათვის, “იულიუსის ფორუმი”. რომში უმუშევრობამ და ქურდობამ იკლო. მოქალაქეთა გაღატაკების თავიდან ასაცილებლად, კეისარმა შეზღუდა მფლანგველობა; მან დაადგინა ფულადი ხარჯების ნორმა, ამ ნორმაზე ზევით ფულის ხარჯვა იკრძალებოდა. რომში, მონათა მოზღვავებამ გამოიწვია გლეხთა გაღატაკება, პაუპერიზაცია. იაფასიანი მონის შრომა იტალიის მიწათმეურნეობიდან დევნიდა თავისუფალ მიწათმოქმედებს. კეისარი ცდილობდა აღედგინა წვრილი და საშუალო მიწათმფლობელობა, და საამისოდ დაიწყო მიტოვებული სოფლების აღდგენა, გზების გაყვანა, ჭაობების ამოშრობა. კეისარმა გააძლიერა საპოლიციო ზედამხედველობა გზებზე ყაჩაღობის აღსაკვეთად. ახლადგამოყოფილ ნაკვეთებზე კეისარმა თავისი ვეტერანები და ქალაქის უქონელი მოსახლეობა დაასახლა. კეისარმა იცოდა, რომ მიწაზე დამკვიდრების შეჩვევას წლები ესაჭიროებოდა, ამიტომ მან აკრძალა ნაკვეთთა მიტოვება ან გაყიდვა არანაკლებ 20 წლის მანძილზე. კეისარი ახალისებდა მრავალშვილიან ოჯახებს; ზღუდავდა მსხვილ ლატიფუნდარებს და მათგან მოითხოვდა მონის შრომის შეზღუდვას. კეისარმა კოლონიები დააარსა იტალიის გარეთ, ასე მაგ. გალიაში – ბეზიე, არლი, ორანჟი, იულიუსის ფორუმი, ნიმი; კართაგენში, კორინთოში და ასევე აზიაში. იგი ახალისებდა განათლებას რომაელთა შორის. ამისთვის მან მოიწვია ბერძენი მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები ხელოვანნი, კეისარმა ტერენციუს ვარონს დაავალა რომში დიდი ბიბლიოთეკის დაარსება. კეისარმა დაადგინა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი ზომის, წონის და ფულის სისტემა.

 

crossing-the-rubicon.jpg

 

იულიუს კეისარის მმართველობის პერიოდში დაიწყო მოსახლეობის აღწერა და ქონებათა შეფასება. მან ჩაატარა კალენდრის რეფორმაც, დაადგინა წელიწადში 12 თვე. 1 იანვარი კი გამოაცხადა წლის დასაწყისად. (მე-7-ე თვეს, მის საპატივცემულოდ ეწოდა ივლისი). კეისარი კიდევ მრავალ ღონისძიებას გეგმავდა სამომავლოდ: მას უნდა დაეწყო რომში მარსის გრანდიოზული ტაძრისა და დიდი თეატრის მშენებლობა, პომპტინის ტბების ამოშრობა და ნატბეურევზე სამეურნეო ცხოვრების დამკვიდრება; იგი აპირებდა ოსტიის ნავსადგურის რეკონსტრუქციას; აპენინებზე გზების მშენებლობას; კეისარი გეგმავდა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი კანონმდებლობის შექმნას, რისთვისაც შექმნა სპეციალური კომისია.მაგრამ კეისარს არ დასცალდა ყველა ჩანაფიქრის განხორციელება: კეისრის აშკარად გამოხატული მონარქისტული ტენდენციები რესპუბლიკელთა აღშფოთებას იწვევდა. მის წინააღმდეგ შეითქვა სენატორთა (ადრე მის მიერ შეწყალებულ მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა) მცირე ნაწილი; დაახლოებით 60 კაცი. მათ ხელმძღვანელობდნენ გაიუს კასიუს ლონგინუსი, მარკუს იუნიუს ბრუტუსი და დეციმუს იუნიუს ბრუტუსი. (არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც კალპურნიას, მის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა კეისრი უარი ეთქვა სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმც ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი მეფედ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს პართიაში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ შეთქმულებაზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა “მხოლოდ შენ წაიკითხე, კაისარო, და სასწრაფოდ”-ო. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. სენატთან კეისარმა მისანი სპურინნა დაინახა, რომალმაც მას ადრე ურჩია მარტის იდუსს ერიდეო. კეისარმა მას ღიმილით მიმართა “მარტის იდუსიც მოვიდა”. სპურინნამ კი ცივად უპასუხა “მოვიდა, მაგრამ ჯერ არ გასულა.”). ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს, შეთქმულებმა, რომის სენატში, პომპეუსის ქანდაკებასთან მოკლეს კეისარი.

 

idesofmarch-tm.jpg

მიუხედავად კეისრის ხანმოკლე სიცოცხლისა, მის მიერ დაწყებული პროცესი შეუჩერებელი აღმოჩნდა; რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო. მონარქია, როგორც ალბათ იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური წყობილება, კეისრისთვის რომის სახელმწიფოს გადარჩენას ნიშნავდა. ქვეყანაში მომხდარი ყველა რეგრესიული თუ ნეგატიური მოვლენა კეისრის ყურადღების ქვეშ ექცეოდა: კორუფცია, უმუშევრობა და პარაზიტული არსებობა, ფლანგველობა, პაუპერიზაცია, უწიგნურობა და ბევრი სხვა რამ მისი ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო. ის კულტურულ-ეკონომიური პროგრესი, რაც რომის სახელმწიფომ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში განიცადა, განაპირობა სწორედ კეისრის ბოლო წლების მოღვაწეობამ. კეისრის გრანდიოზული გეგმები აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს, თუმცა, რომ არა ნაადრევი სიკვდილი, მას შესაძლოა განეხორციელებინა კიდეც თავისი სტრატეგიული გეგმები. იულიუს კეისარი მიეკუთვნება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც შესძლეს კარდინალურად შეეცვალათ მსოფლიო ისტორიის განვითარების გეზი.

 

 

 

avt.გიორგი ბერიანიძე

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45305 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

!რუბიკონი.

 

 

რუბიკონის გადალახვა – გამონათქვამი გულისხმობს აკრძლვის მიუხედავად რთული, მეტად სარისკო საქმის წამოწყებას, სახიფათო გადაწყვეტილების მიღებას.

მდინარე რუბიკონი გალიას დანარჩენი იტალიისგან გამოყოფდა. ძვ. წ. 44 წელს იულიუს კეისარი თავისი მხედრობითურთ ამ მიდამოებს მიადგა. დადგენილი წესის თანახმად, პროკონსულს უფლება არ ჰქონდა იტალიის ფარგლებში ჯარით შესულიყო ან  ეხელმძღვანელა. ეს ისჯებოდა სიკვდილით.იულიუსმა, ერთპიროვნული ძალაუფლების მოპოვების მიზნით, დადგენილება დაარღვია და ლაშქარს წინ გაუძღვა. 

კეისარს კარგად ესმოდა, რომ ეს სახიფათო გადაწყვეტილება მომავალში მრავალი უბედურების საწინდარი გახდებოდა. ბევრი იყოყმანა, ბოლოს მხნეობა მოიკრიბა და ის ცნობილი სიყვები წარმოთქვა, რომელსაც საფრთხით აღსავსე, სარისკო საქმის დასაწყისში ამბობენ: “Alia iacta est (წილი ნაყარია“). კეისარმა ლაშქარი დაძრა და, სენატის აკრძალვის მიუხედავად, მდინარე რუბიკონზე მხედრობის გადასვლა ბრძანა. ამის შემდგომ ომისთვის ყველა კარი ფართოდ გაიღო, წაიშალა რომის კანონები.საბოლოოთ კეისარი დიქტქტორი გახდა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45305 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მხედართმთავარი ხო

პოლიტიკოსიც კიდევ ხო

მარა რეფორმატორიც ტო??? ამან რომელი იუსტიციის სახლი შექმნა? თუ მანდატურების კულტურა დანერგა სკოლებში?

მა ჩვენი მიშა????

ბ-ნ ბერიანიძეს ცოტა კორექტულობისაკენ მოვუწოდებ..... :ara:


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2871 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

                                                                            იანიჩარები

         (თურქ. Yeniçeri - ახალი ჯარები) — XIV-XIX საუკუნეების თურქული ელიტარული ქვეითი დანაყოფებია. იანიჩარები, სიპაჰებთან და აკინჯებთან (კავალერია) ერთად შეადგენდნენ ოსმალეთის იმპერიის ძირითად არმიას. იანიჩარებს ასევე სადამსჯელო და პოლიციის საქმეც ევალებოდათ.

 

legion.ge-1045-1516969104.jpg

 

 

ისტორია

       იანიჩარების ელიტარული არმია შექმნა სულთანმა, მურად I-მა 1365 წელს.

 

legion.ge-1045-1516968817.jpg

 

 

     პირველი იანიჩარები იყვნენ 12-16 წლის ქრისტიანი ყმაწვილები (ალბანელებისომხებიბოსნიელებიქართველებიბერძნებიბულგარელებისერბები და რუსები), რომლებსაც პატარაობაში იტაცებდნენ და ისლამური ტრადიციების მიხედვით ანატოლიის მთებში ზრდიდნენ. ბავშვების იანიჩარების რიგებში აყვანა(დევშირმე - სისხლის ბეგარა) იყო დაპყრობილი ხალხების უმძიმესი ხვედრი, რადგან იანიჩარებში მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი და ჭკვიანი ბავშვები მიჰყავდად, რაც დამორჩილებულ ხალხებს ძლიერ ასუსტებდა. იანიჩარებში თურქ სულთანს მხოლოდ ქრისტიანები მიჰყავდა, დაპყრობილი ხალხებიდან გამონაკლისს მხოლოდ იუდეველები წარმოადგენდნენ. მოგვიანებით ალბანელებმაც ისლამი მიიღეს და განთავისუფლდნენ დევშირმესაგან. დევშირმესაგან განთავისუფლებულნი იყვნენ სტამბოლის მაცხოვრებლები, რომლებიც კარგად ფლობდნენ თურქულ ენას. ასევე იანიჩარებში არ მიჰყავდათ დაოჯახებული ყმაწვილები, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ იმ დროს ხშირი იყო ადრეული ქორწინებები. იანიჩარები სულთნის მონებად ითვლებოდნენ და ცხოვრობდნენ მონასტრის ყაზარმებში. მათ 1566 წლამდე, ეკრძალებოდათ ცოლის მოყვანა. გარდაცვლილი იანიჩარის ქონება პოლკის კუთვნილებაში გადადიოდა. სამხედრო ხელოვნების გარდა იანიჩარები სწავლობდნენ: კალიგრაფიას, სამართალს, ენებს, მუსიკასა და ლიტერატურას. დაჭრილი ან მოხუცებული იანიჩარები იღებდნენ პენსის. ბევრმა მათგანმა კარგი საერო კარიერაც კი გაიკეთა. 1683 წლიდან იანიჩარების კომპლექტაცია, უკვე მუსლიმთაგანაც იყო ნებადართული. XVI ს.-ის ბოლოდან და XVII ს.-ის დასაწყისიდან იანიჩარების კორპუსმა დაშლა დაიწყო. ბევრმა მათგანმა მოიყვანა ცოლი, დაიწყო ვაჭრობა და ხელოსნობა. მალე იანიჩარები გახდნენ კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალად გადატრიალების დასაწყისში. ასე ერთ-ერთი ამბოხების შედეგად 1622 წელს მოკლული იქნა სულთანი. მსგავსი აჯანყება მოეწყო 1807 წელს. 1826 წელს კი ლიკვიდირებული იქნა იანიჩარების კორპუსი სულთან მაჰმუდ II-ის მიერ, სიპაჰებისა და აკინჯების დახმარებით. იანიჩარების კორპუსი საბოლოოდ 14 ივნისს დაიშალა, 15 არტილერიული გასროლის შემდეგ, მათი მთავარი ყაზარმის მიმართულებით, რომელსაც უდიდესი მსხვერპლი მოყვა.

 

სტრუქტურა

      იანიჩარების კორპუსის ძირითადი სამხედრო ერთეული პოლკი იყო. ერთ პოლკში დაახლოებით 1000 ჯარისკაცი იყო. აღმავლობის პერიოდში ოსმალეთის იმპერიაში, იანიჩარების 196 პოლკი იყო. უმაღლეს მთავარსარდლად სულთანი ითვლებოდა, მაგრამ ტაქტიკურ მომზადებებს „აღა“ ხელმძღვანელობდა. მეცნიერები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ იანიჩარები ძალიან ჰგავდნენ ევროპულ სასულიერო-რაინდულ ორდენებს. ისეთებს როგორებიც იყვნენ: ჰოსპიტალიერები, ტამპლიერები, ტევტონები, სანტიაგოს რაინდები და სხვა.

 

 

legion.ge-1045-1516969309.jpg

 

 

 

 

გარეგნული დახასიათება და შეიარაღება

იანიჩარების ძირითადი განმასხვავებელი იყო მოპარსული წვერი და დიდი, სქელი ულვაშები, რაც არ იყო დამახასიათებელი ტრადიციული მუსლიმი მოსახლეობისათვის. სხვა დანარჩენი ჯარებისაგან, ოსმალეთის იმპერიაში, იანიჩარებს განასხვავებდათ თეთრი ქუდი, რომელსაც უკან გადაკიდებული ჰქონდა ნაჭრის დიდი ნაწილი, რაც სულთნის ხალათის მკლავს წააგავდა. თავიდან იანიჩარები შეიარაღებული იყვნენ არაბული მშვილდებით, რომლებსაც შესანიშნავად ფლობდნენ, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენის შემდეგ, იანიჩარები არკებუზებზი და მუშკეტებზე გადავიდნენ. ასევე იანიჩარების მთავარი ატრიბუტი იყო დიდი თურქული ხმალი „იატაგანი“ და მომცრო ნაჯახი. ამ „ახალი ჯარების“ სტანდარტი იყო, სადილის მოსახარში დიდი ქვაბი.

 

 

legion.ge-1045-1516969218.jpg


          DUDU

          LEGION.GE


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2871 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
                                                                  მონღოლების და თემურიდების იმპერია

 

 
300px-East-Hem_1200ad.jpg
 
ევრაზიის სახელმწიფოების მონღოლთა დაპყრობებამდე 1200 წელი.

XIII საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან ახალი დამპყრობლები - მონღოლები დაიძრნენ დასავლეთის მიმართულებით . მათ უმოკლეს დროში დაიპყრეს ისლამური სამყარო .

მონღოლთა იმპერიის დამაარსებლებმა ჩინგიზ ყაენმა გააერთიანა დაქსაქსული მონღოლები და შექმნა უძლიერესი არმია რომელიც მსოფლიოს დასაპყრობდა ემზადებოდა . 1218 წლისათვის ჩრდილო-აღმოსავლეთით აზიის უმეტესი ნაწილი მის გამგებლობაში იყო და ის დასავლეთისაკენ შემოტრიალდა. მალე მონღოლების გამგებლობის ქვეშ აღმოჩნდა სირდარიისაღმოსავლეთით არსებული მიწები . ამდენად , ისინი უშუალოდ დაუმეზობლდნენ ხორაზმის თურქული წარმოშობის მუსლიმ შაჰს .

მომდევნო წელს სირდარიის ნაპირზე მდებარე ქალაქ ოტარორის , ირანის ხორაზმელი გამგებლის ბრძანებით გაძარცვეს მონღოლეთიდან მომავალი ქარავანი და 450 ვაჭარი მოკლეს . მონღოლთა შურისძიებამ არ დააყოვნა . იმავე წელს ჩინგიზ ყაენმა გადალახა სირდარია და შეიჭრა ირანის ტერიტორიაზე . 1220 წელს მთელი ცენტრალური აზია უმნიშვნელოვანესი ქალაქების , ბუხარიასა და სამარყანდის ჩათვლით , მის ხელში იყო . მალე მონღოლებმა ამურდარიაც გადალახეს და შეიჭრნენ აღმოსავლეთ ირანში . 1227 წელს ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ მონღოლთა წინ სვლა დროებით შეჩერდა .

300px-Mongol_Empire_map.gif
 
ევრაზია მონღოლთა დაპყრობების შემდეგ 1200 წლის შემდეგ.

ამ პერიოდში ხორაზმის და ირანის მმართველი ჯალა ად-დინ მანგუბეტის თავი ინდოეთს ჰქონდა შეფარებული . მას შემდეგ რაც მონღოლები დროებით უკან დაბრუნდნენ , მან განაახლა დამპყრობლური ბრძოლა . ჯალალ ად დინმა წამოიწყო ბრძოლა აბასიანთა ხალიფის , ანატოლიის თურქების , ეგვიპტელების და ქართველების წინააღმდეგ . 1230 წელს მონღოლებმა კვლავ გაილაშქრეს ჯალალ ედ დინის წიააღმდეგ და დაამარცხეს ყველა შესაძლო მოკავშირეზე გადამტერებული ხორეზმშაჰი . 1231 წელს ჯალალ ედ დინი დაიღუპა და დაიშალა მისი მახვილით შეკოწიწებული იმპერია .

1240 წლისათვის მონღოლების ხელში იყო დასავლეთ ირანიც . XIII საუკუნისშუა ხანებისთვის საჭირო გახდა დაპყრობილ ქვეყნების შემომტკიცება , დიდი ყაენის ბრძანებით მონღოლთა არმიამ , რომლის სათავეში ჰულუგუ იდგა გადალახა ამუდარია და დაიპრო ისლამური სამყარო ეგვიპტემდე . 1258 წელს მონღოლთა ჯარები ბაღდადში შეიჭრა . მათ უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ-მუსთასიმი , საგვარეულოს ყველა წარმომდგენელტან ერთად , სიცოცხლეს გამოასალმეს . აბასიანთა მმართველობა ისტორიას ჩაბარდა . მონღოლთა წინსვლა მხოლოდ ეგვიპტემ შეაჩერა აიუნნ ჯალთუის ბრძოლაში . ჩინგიზ ყაენის შთამომავლებმა იმპერია რამდენიმე ნაწილად გაიყვეს , რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო ილხანტა სახელმწიფო , რომლის შემადგენლობაში შედიოდა ირანი , ავღანეთი , მცირე აზია და კავკასია .

ამ უზარმაზარი იმპერიის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, მონღოლური სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძოდნენ მოსაზღვრე ტერიტორიებისთვის . მონღოლებმა ვერ შესძლეს ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნება და XIV საუკუნის შუა ხანებში დაიწყო მათი დაშლა .

შუააზიელი მონღოლთა შთამომავალმა თემურმა კვლავ გააერთიანა მონღოლთა ურდოები და მიზნად დაისახა ჩინგის ყაენის დროინდელი იმპერიის აღდგენა. ის ძალზედ სასტიკი იყო, მისთვის არაფერს ნიშნავდა ცალკეული ხალხის განადგურება. ძველად ამბობდნენ სადაც თემური გაივლიდა, იქ მხოლოდ უკაცრრიელი უდაბნო და აკვამლებული ნასახლარები რჩებოდა. თემურმა მოღვაწეობა ყაჩაღთა ბრბოს მეთაურობით დაიწყო. იგი თავს ესხმოდა ვაჭართა ქარავანებს, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ის დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამიტომ შეარქვეს მას ლენგი რაც სპარსულად კოჭლს ნიშნავს. ლენგით ხალხი თემურის სულიერ სიმახინჯეზე მიუთითებდნენ და არა ფიზიკურ ნაკლზე. შუა აზიაში თემური ჩაერთო ჩაღათას შთამომავლებსა და ცაალკეულ ემირებს შორის ბრძოლაში. თემური ხან ერთ მხარეს იდგა ხან მეორეს . მისთვის ჩვეული იყო ღალატი და მოწინააღმდეგეს მხარეს გადასვლა. ასეთი გზით თემურმა შუა აზიაში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში, აქედან ის შეჭრა ადარბადაგანშირომლის მფლობელობაზე პრეტენზიას ოქროს ურდოს მბრძანებელი თოხთამიშ-ხანი აცხადებდა.


          DUDU

          LEGION.GE


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2871 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
                                                               მამლუქები

 
 
250px-Mamluke.jpg
 
მამლუქი-კავალერისტი.1810 წლის სურათი

         მამლუქები (არაბ. مملوك, ნიშნავს „მიკუთვნებულს“) — არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონები. მამლუქთა სოციალური კატეგორია გაძლიერდა XI საუკუნის II ნახევრიდან ეგვიპტეში, XVIII საუკუნის დასაწყისიდან — ერაყში.

ეგვიპტეში მამლუქთა ისტორია სულთან სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბის (1169-1193) სახელთანაა დაკავშირებული. პირველად მან მიჰყო თეთრკანიანი მონების, უმთავრესად თურქებისა და კავკასიელების დიდი რაოდენობით შეძენას, შეიარაღებულ რაზმებში ჩარიცხვას და დაწინაურებას. მონობიდან თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მსხვილ მიწის ნაკვეთსაც იღებდა. ასე გაჩნდა მამლუქთა სამხრეთ-ფეოდალური კასტა, რომელმაც 1250 ხელთ იგდო ძალაუფლება. ეგვიპტეს მამლუქთა 2 დინასტია განაგებდა: ბაჰრელთა (თურქული წარმოშობისა, განაგებდნენ 1250-1390) და ბურჯელთა (კავკასიელები, რომელთაც ზოგადად ჩერქეზებს უწოდებდნენ, განაგებდნენ 1383-1517). სახელმწიფოს უმაღლესი მბრძანებელი იყო სულთანი. XIII-XIV საუკუნეებში ეგვიპტე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ახლო აღმოსავლეთში. მამლუქებმა წარმატებით მოიგერიეს თათარ-მონღოლთა თავდასხმები (აინ-ჯალუდის ბრძოლა 1260 წლის 3 სექტემბერი), განდევნეს ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან (1268). მამლუქთა ხანაში მოხდა მმართველობის სისტემის რეორგანიზაცია, გაუმჯობესდა ხელოვნური სარწყავი სისტემა, შეიმჩნეოდა კულტურის, განსაკუთრებით მეცნიერების აღმავლობა.

1517 წელს ხანგრძლივი ფეოდალური აშლილობით დასუსტებული ეგვიპტე ოსმალებმა დაიპყრეს და თავიანთი სახელმწიფოს პროვინციად გამოაცხადეს. ქვეყანას ოსმალეთის სულთნის წარმომადგენელ ფაშასთან ერთად მართავდა მამლუქი ბეგების დივანი (საბჭო). დივანს უფლება ჰქონდა გაეძევებინა ფაშა ეგვიპტიდან. ეს პრივილეგია მამლუქებს ფაქტობრივად გაბატონებულ მდგომარეობას უნარჩუნებდა, მაგრამ მამლუქები მაინც თავიანთ სუვერენიტეტის სრული აღდგენისათვის იბრძოდნენ. 1646 წელს მათ მოაზერზეს დაუფლებოდნენ ქვეყნის თითქმის ყველა ციხესიმაგრეს, ხოლო 1769 წელს ეგვიპტე დამოუკიდენელ სახელმწიფოდაც კი გამოაცხადეს. მაგრამ 1773 წელს ეგვიპტეში კვლავ ოსმალები გაბატონდნენ. მამლუქები არ ემორჩილებოდნენ სულთანს, ატარებდნენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, სხვადასხვა დროს ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ინგლისთან და სხვა ქვეყნებთან. დიდია მამლუქთა წვლილი ფრანგთა ბატონობისაგან ეგვიპტის განთავისუფლებაში (1795-1801). ნაპოლეონმა ვერ შეძლო მათი დამორჩილება და ეგვიპტეში ფეხის მოკიდება, სულთნის ნაცვალმა ეგვიპტეში მუჰამად ალიმ (1805-1846) ჩამოართვა მამლუქებს მიწები (1808), ხოლო 1811 მამლუქები ბეგები გაჟლიტა.

ერაყში მამლუქთა ბატონობა დაიწყო 1749 წლიდან. მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც გაატარეს. ერაყის გაძლიერებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით წარმოშობით ქართველ ფაშებს: სულეიმან აბე ლაილს (1749-1762), სულეიმან ქუჩუქს (1807-1810) და დაუდ-ფაშა გურჯს (1816-1831). 1829 წელს დაუდ-ფაშა სულთანს განუდგა, 1831 წლის 16 სექტემბერს იგი სულთნის ჯარებმა დაამარცხა და ერაყიდან განდევნეს, სხვა მამლუქი ბეგები დახოცეს. ამით მამლუქთა ბატონობა დასრულდა.

                                                                 მამლუქები საქართველოდან

           1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ჩერქეზ მამლუქთა სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრა, რაც მალე რეალობად იქცა. 1517 წელს "ფარაონთა ქვეყანა" პორტამ დაიპყრო. შემდეგ ეგვიპტის მმართველ ფაშასაც სტამბოლი ნიშნავდა. ყივჩაღ და ჩერქეზ მამლუქთა მმართვეობისას მცირე რაოდენობით ქართველი მამლუქებიც იყვნენ, მაგრამ სულთანი არც ერთი მათგანი არ გამხდარა. ყველაზე მაღალი პოსტი, რომელიც ქართველებს ეკავათ, ამირას თანამდებობდა იყო. XVI ს–მდე საქართველო მოსახლეობას იცავდა და ტყვეთა ვაჭრობას არ უშვებდა. მაგრამ დაუსრულეელი ბრძოლებით დასუსტებული ქვეყანა სამეფო სამთავროებად დაიშალა, რასაც XVI ს–ში ოსმალეთის მიერ ისტორიული მესხეთის დაპყრობა და მისი ახალციხის საფაშოდ ქცევა მოჰყვა. ოსმალებმა შავ ზღვაზე გასასვლელი ჩაკეტეს და ამით, ფაქტობრივად საქართველო გარე სამყაროს მოწყვიტეს. უსასხროდ დარჩენილმა ქართველი ფეოდალების ნაწილმა თავისი ყმა–გლეხებით ვაჭრობა დაიწყეს. ეს აძლევდა ხელს ოსმალეთსაც. ახალგაზრდებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იტაცებდნენ და სტამბოლის ბაზრებზე ჰყიდნენ. თავდაპირველად ტყვეები ჩრდ. კავკასიიდან ყირიმში გადაჰყავდათ. ახალციხის საფაშოს შექმნის შემდეგ კი ეს კუთხე იქცა ქართველ მოანათა მნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტად.საქართველოდან გაყვანილი ახალგაზრდობის რიცხვი ამ დროიდან მკვეთრად იზრდება. XVI ს–ის მიწურულს ევროპელი ავტორები წერენ, რომ ეგვიპტის მამლუქთა შორის არიან ქართველები. XVII ს–ის ევროპელ ავტორთა და სხვათა ცნობებით იმ დროს საქართველოდან სამიდან ხუთი ათასამდე ტყვე გაჰყავდათ. თუ "მცირე" რიცხვს სამი ათასს ავიღებთ, გამოდის რომ სამშობლოს საუკენეში სამასი ათას ახალგაზრდას სტაცებდნენ. XVIXVIIXVIII ს–ებისა და XIX ს–ის პირველი ნახევრის ჩათვლით საქართველოდან სულ ცოტა ერთი მილიონი 13–14 წლის ჯანმაგარი ვაჟი და ლამაზი გოგონა გაიყვანეს. აქვე უნდა გავიხსენოთ ირანიც, სადაც მრავლად იყო როგორც გადასახლებული (ფერეიდანი), ისე სპარსეთის ჯარში ძალით თუ ნებით მოხვედრილი ქართველი.

ოსმალეთის, როგორც ცენტრალური, ისე პროვინციული ელიტა ყიდულობდა ქართველ ახალგაზრდებს, ასწავლიდა მათ ცხენზე ჯდომას, ჯირითს, ცივი და ცხელმსროლელი იარაღის ხმარებას და ზრდიდნენ პროფესიონალ სამხედროებად. ამ დროს გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში ლამაზი ბიჭის სახელად ქურჯი–გურჯი, ხოლო ქალისად – ქურჯია. ეგვიპტისა და სირიაში ქალის საკუთარ სახელად დღესაც გვხვდება ქურჯია.

XVII ს–ის მეორე ნახევრიდან ქართველების რაოდენობა ოსალეთის იმპერიაში მატულობს. ეს კარგად ჩანს ამავე საუკუნის მიწურულის, როგორც თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ნაშრომიდან, ისე ოსმალური საგადასახადო რეესტრებიდანაც. XVII ს–ის ოსმალეთში დადასტურებულია ეთნიკური სოლიდაროის ფენომენი. სხვადასხვა ქვეყნიდან მოხვედრილი ტყვეები ერთმანეთისადმი გარკვეულ სოლიდარობას იჩენდნენ, რაც გამოიხატებოდა სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ ძალაუფლებისა და გავლენისათვის ბრძოლისას ურთიერთ მხარდაჭერასა და კავშირში. ერთი წარმომავლობის "ოსმალო" მოხელეები და ჰარამხანაში მოხვედრილი ქალები, რომელთაც აერთიანებდათ საერთო კულტურა, ენა, ფასეულობები გვერდში ედგნენ ერთმანეთს. XVII-XVIII ს–ების ოსმალეთში ნათლად იკვეთება "დასავლელთა" (ბალკანეთისა და აღმ. ევროპის) და "აღმოსავლელთა" (ჩერქეზებიაფხაზებიქართველები) ეთნიკური დაჯგუფებები. სოლიდარობა შეიმჩნეოდა როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებშიც.

XVIII ს–ის დამდეგგს ვხედავთ ქართველ ამირებსა და ბეგებს, ანუ ბეიებს. ეგვიპტის პოლიტიკურ ასპარეზზე მათ შორის ყველაზე წარმატებული მუჰამედ ბეგ კატამიში იყო, რომელსაც მანამდე არნახული ძალაუფლება ჰქონდა. კატამიში იყო პირველი ქართველი მამლუქი, რომელმაც საკუთარი სახლი შექმნა. ასეთი სახლები მხოლოდ ძალზე ცნობილ პირებს ჰქონდათ. სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე ასეთი სახლები იქმნებოდა არა ნათესაური, არამედ პატრონისადმი კუთვნილების ნიშნით. პატრონები ყიდულობდნენ ყმაწვილებს და შვილებივით ზრდიდნენ. ბიჭებიც ძმებივით იზრდებოდნენ, თუმცა შემდეგ მათ შორის ორგულობაც ხდებოდა. მუჰამედ კატამიში შეთქმულებმა 1736 წ–ს მოკლეს.

ეგვიპის მომდევნო მმართველი კადზაღლის სახლის წარმომადგენელი იბრაჰიმ ქათხუდა იყო. შემდეგ ქვეყანას იბრაჰიმ და რიდვან ქათხუდების დუუმვირატი განაგებდა.

იბრაჰიმ ქათხუდასა და სხვა ქართული წამომვლობის მამლუქთა შესახებ ცნობებს გავწვდის ცნობილი ლევანტელი მოგზარაური სავიურა ლუზინიანი წიგნში "ოსმალეთის პორტას წინააღდმეგ ალი–ბეის აჯანყების ისტორია". ეს ნაშრომი, ელ ბეგ ალ–ქაბირს ეძღვნება და 1783–84 წწ–ში ორჯერ გამოიცა ლონდონში, 1784 და 1789 წწ–ში ბერლინსა და პეტერბურგში, ხოლო 1793 წ–ს თბილისში. ლუზინიანმა მნიშვნელოვანი და ზოგჯერ უნიკალური ცნობები შემოგვინახა მამლუქი ბეგების ქართული წარმომავლობის შესახებ, თუმცა დასავლელი მკვლევარები მის ცნობებს ნაკლებად ენდობიან. ჯეინ ჰასავეიმამერიკელმა მამლუქოლოგმა ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ქათხუდასა და კადზაღლის სახლს, სადაც იბრაჰიმს ჯერ ქართველად, ბოლო კი ოსმალოდ მოიხსნიებს. პროფ. გოჩა ჯაფარიძემ და ამერიკელმა ორიენტალისტმა კრესელიუსმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, როგორც ლუზინიანის წიგნის, ასევე ქართველი მამლუქების შესახებ სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებისა და პოპულარიზების საქმეში. იბრაჰიმ ქათხუდამ გზა გაუხსნა ქართული წარმომავლობის მამლუქებს ეგვიპტის მმართველ ელიტაში. ის 1754 წ. გარდაიცვალა და მის შემდეგ ეგვიპტეს განაგებდნენ კადზაღლის სახლის მამლუქები ან ამ მამლუქთა მამლუქები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალი-ბეი ალ-ქაბირი (1768–72 წწ.) იყო, რომელიც აუჯანყდა ოსმალეთის პორტას, რათა ეგვიპტე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ექცია. მან ოსმალო ფაშა გააძევა ეგვიპტიდან და ოსმალური გარნიზონის ძალა მნიშვნელოვნად შეამცირა. ალი ბეგ ალ–ქაბირი აფხაზეთიდან იყო. დანიელი მოგზაური, კარსტენ ნიბური წერს, რომ მისი მამა, სახელად დავითი, მღვდელი იყო საქართველოდანო.


          DUDU

          LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?