Jump to content


ამ თემას აქვს 55 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45723 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პირველადი დახმარება გველის ნაკბენზე

 

 

 

giurza.jpg  ნადირობა ხშირად ექსტრემალურ პირობებთან არის

 

დაკავშირებული, ამის გამო ყველა მონადირემ უნდა იცოდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ საჭირო ინფორმაციას.

ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა.გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ს აღწევს, მასა - 3-6 კგ-ს. შეფერილობა სხვადასხვაა - ღია ნაცრისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე - შედარებით მომცრო.
გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია. ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა.

 

გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ. ასე რომ, თუ სადმე გველს გადაეყარეთ:
ნუ მიეცემით პანიკას - თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ;
ერიდეთ აქტიურ ქმედებებს;
არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი?

შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას - მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზი-ანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურებზე კბენისას.

ზოგადი სიმპტომები ასეთია:

ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება;
მხედველობისა და გონების დაბინდვა;
სისხლჩაქცევები;
ძილად მივარდნა ან აგზნება;
კრუნჩხვა, ასფიქსია;
ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.
ინტოქსიკაციის ნიშნები მაქსიმალურად დღის ბოლოს ვლინდება.

როგორ დავიცვათ თავი

გახსოვდეთ: გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია.
1. იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
2. ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს.
3. ღამით ისარგებლეთ ფარნით. გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.
4. ებრძოლეთ მღრღნელებს.
5. მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.
6. ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს.
7. თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა.
8. სახიფათო ადგილას აუცილებლად წაიყოლეთ შრატი.

როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა

ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთა-თმანებით გაკეთდეს. ჭრილობა სწრაფად გავიმშრალოთ, დავიფაროთ სტერილური ბინტი და შევიხვიოთ.
ნაკბენი კიდური გულის დონეზე დაბლა მოათავსეთ.
ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს.ნაკბენი უნდა იყოს რაც შეიძლება უძრავად,რომ შემცირდეს ლიმფურ სისტემაში შხამის დრენირება(შეიძლება არტაშნის დადებაც).
მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს.
სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ - გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.

არამც და არამც არ შეიძლება:

ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა, (პირში ჭრილობის ან კარიესიანი კბილის დროს პირით ამოწოვა აკრძალულია,რადგან აღწერილია დამხმარე პერსონალის მოწამვლის შემთხვევებიც).;
ნაკბენიის გაკვეთა;
მოწვა;
დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება;
ლახტის დადება.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45723 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბრთხილად იყავით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე , ფერდებზე გიურზა მოუკლავთ


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

კარგი ხარ კახაბერ. ღმერთმა გვაშოროს ყველას უსიამოვნო შემთხვევა. საჭირო ინფოა და გირჩევთ წაიკითხოთ ყველამ,

 

 ლისზე გიურზა რა უბედურებაა?



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45723 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბერძენ , მე კი მითხრეს ვიღაცაზე , ასე და ასე მოუკლავსო , მაგრამ ნამდვილად ეგ იყო თუ არა ვინ იცის. ყოველი შემთხვევისათვის გაფრთხილება და ყურადღება აუცილებელია......


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

გიურზა ცოტ ხოტა ყველგანაა..

ასე რომ გამორიუცხული არ არის რომ მეეკლათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლისზე გურზები მომვრალდნენ :)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
დეილოცოს გურია, მაგისგან კი ვართ დასვენებული. დასავლეთის გველებს ბევრად უფრო სუსტი შხამი აქვთ ვიდრე აღმოსავლეთისას თუნდაც გიურზა არ იყოს. ვგულისხმობ დაბლობებს და ნესტიან ადგილებს

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45723 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წესრიგ ...გურულმა ნერწყვი გადაყლაპა და მოიწამლაო...... ხომ გაგიგია :DDD

 

ისე ჩათმაში ეგ საზიზღრობა ნოემბრის ბოლო თუ დეკემბრის 1 კვირას მაქვს ნანახი. ალაგ ალად განაყინი თოვლიც კი იდო.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ესღა გვაკლდა .. ინადირე ეხლა მწყერზე 

https://reportiori.g...nuid=3&id=74148


legion.ge-837-1527156940.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ბოტებში ჩაგვეთუთქება წელს ფეხები როგორც ჩანს 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ბოტებში ჩაგვეთუთქება წელს ფეხები როგორც ჩანს 

გიურზა საზარდულამდე იკბინება. შენ ის თქვი გიო ძაღლი როგორ გინდა გაუშვა


legion.ge-837-1527156940.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

აბაა შვილიშით გაზრდილი ძაღლი, მწყერის დედა არ ვატირეე, წალკა არის ხო გიურზას გარეშე



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 965 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ნიჩევო ჯიგრებო მაგ უბნებში ყოველთვის იყო გიურზა!!!..მოსკოვის პროსპექტის ბოლოში მე თვითონ მყავს ნანახი



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

სააად დიმა მანდეთ ვცხოვრობ გიურზა მინდა ეხლა მე ოჯახში?  :0041:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ხავსი რო დაინახავ კბენა დაასწარი :D



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1711 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

ჩემთან არაა გიურზა  :0030:  :0037:  :p  :p  :p







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?