Jump to content


ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართული მშვილდ–ისარი

   

ea520775ff9c.jpg

 

 

მშვილდი უძლიერესი იარაღთაგანია, იგი ჩვენში გვიანი პალეოლითის ხანაში ჩნდება. საქართველოში ერთ–ერთი უძველესი აღმოჩენილი მშვილდი დაახლოებით ჩვენს ერამდე 10 000 წლით თარიღდება. ბრინჯაოს ხანაში საქართველოში ნაპოვნია მშვილდი რომელიც ადამიანის სიმაღლე იყო და არა გადაზნექილი არამედ შეზნექილი, ეს ნიშნავს რომ ბრინჯაოს ხანაში საქართველოში მშვილდი განვითარების მხრივ მაღალ სტადიაში იყო.

   სტრაბონის მიერ ცნობილია რომ სვანები ისრებს წამლავდნენ შხამით რომლის სუნი ჯანსაღსაც დატანჯავსო. ასეთ შხამებს ქართველები მსტოვრულ ოპერაციებში იყენებდნენ, ერთი ნაკაწრიც უკვე მომაკვდინებელი იყო.

   მშვილდ ისარი საქართველოში მრავალი სახის მასალისგან კეთდებოდა, იყო სამი სახი მშვილდი: მარტივი, რთული და რთულშედგენილი. იყო ასევე ცალტოტა, ორტოტა და სამტოტა მშვილდები. ქართული მშვილდები კეთდებოდა რქისგან როგორც ჯიხვის ასევე თხისგანაც, ასევე იყო უბრალო ხისგან გამოთლილი და დამუშავებული ნაკელში, ღვინოში, ჭვავის ნახარშში.

  რთული მშვილდები შედგენილი იყო რამდენიმე მასალისგან, ხესთან ერთად სიძლიერისთვის დამატებული ჰქონდა ლითონის, ძვლის, რქის ფენები.  სარტყელად  გადაკრული ჰქონდა ძარღვი, მყესი, ან ტყავი. ისრის გაკეთებას სხვა ხელობა ჭირდებოდა, ისარი შედგება ბუნიკის(წვერი) ზროსა(ტანი) და ფრთისაგან, მისი სიგრძე მერყეობდა 60_დან 90 სანტიმეტრამდე ირჩევდნენ  მოწინააღმდეგის ჯავშნის სიძლიერის მიხედვით. ისრის ბუნიკსაც განსხვავებული ფორმა ჰქონდა: როსებრი, ფოთლისებრი, რომბისებრი…. ხანდახან ბუნიკს მოყანყალებულს ტოვებდნენ იმიტომ რომ ისრის ჭრილობიდან ამოღების დროს ჩარჩენილიყო.

  ქართველ გამოცდილ მსროლელს წუთში 20 ისრის სროლა შეეძლო, ამიტომ რამდენიმე ოსტატ მსროლელს ათეულობით ცხენოსანი და ქვეითი მეომრის შეჩერება შეეძლო, დღესდღეობით თითზე ჩამოსათვლელია ქართველი მშვილდის ოსტატები.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

:bravo:  :bravo:  :bravo:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართული მშვილდ–ისარი

მშვილდი უძველესი იარაღთაგანია. არქეოლოგიური მასალით ჩვენში იგი გვიანი პალეოლითის ხანაში დასტურდება.
საქართველოში მშვილდის ერთ–ერთი პირველი გამოსახულება პატარა ხრამის ხეობის პეტროგლიფებში გვხვდება, რომლებიც მეზოლითის ხანით (10 000 – 6 000 წ. ჩვენს ერამდე) თარიღდება. ამ იარაღის დახვეწა–განვითარება მოიცავს კაცობრიობის ისტორიის უზარმაზარ მონაკვეთს –პალეოლითიდან XIX საუკუნემდე.

8d92e51ad31f.jpg

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ თოფის გამოჩენამდე ეს იყო პრაქტიკულად სრულყოფილი იარაღი.
ბრინჯაოს ხანის ერთ სარტყელზე გამოხატულია ადამიანის სიმაღლე მშვილდი, რომელიც მარტივი მშვილდის დარად, რკალივით კი არ არის მოდრეკილი, არამედ შუა ნაწილით საბამისკენაა შეზნექილი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ეს მშვილდი შედგენილია. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენში, უკვე ბრინჯაოს ხანაში, მშვილდი განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე მდგარა.
საინტერესოა ამავე ხანის ისრის წვერებიც. მათ შორის ერთ–ერთის ფორმა აშკარად მიუთითებს, რომ იგი შხამში ამოსაწებად იყო განკუთვნილი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სტრაბონის ცნობა – სვანები ისეთ საკვირველ შხამს ხმარობენ ისრებზე, რომ სუნითაც კი სტანჯავს იმათ, ვინც არ დაჭრილაო.
ჩვენს წყაროებში თოფი XV საუკუნის მიწურულს ჩნდება, მაგრამ მშვილდი კიდევ დიდხანს არ თმობდა პოზიციებს. მშვილდის დამზადებისა და მოხმარების ცოდნა იმდენად მაღალი დონისა იყო ჩვენში, რომ თვით XIX საუკუნის ცეცხლსასროლ იარაღსაც კი უწევდა ღირსეულ მეტოქეობას.
შორსმსროლელობით იგი იმდროინდელ თოფს დიდად არ ჩამოუვარდებოდა, ხოლო სწრაფმსროლელობით კი აღემატებოდა კიდეც (დახელოვნებული მსროლელი წუთში ოცამდე ისრის გატყორცნას ასწრებდა).
მოწინააღმდეგის დაზიანების თვალსაზრისით მას აგრეთვე გარკვეული უპირატესობა გააჩნდა – სამსტოვრო ოპერაციის დროს უხმაურო იყო, ხოლო საგანგებო შხამში ამოვლებული ისარი, მცირე განაკაწრის შემთხვევაშიაც კი, სწრაფ დამბლას იწვევდა.
მშვილდის მასალა მრავალგვარია. ვახუშტი ბატონიშვილი გუდამაყრის აღწერისას ამბობს: – “მშვილდმომქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან”.
დ. სალაძის ცნობით ზემო რაჭაში მას უნახავს 3 ადლი სიგრძის რკინის მშვილდი, ორი არშინის სიგრძისა და ერთი გოჯის სისქის რკინისავე ისრით.
სირთულის მიხედვით მშვილდი სამ ძირითად სახეობად უნდა დაიყოს – მარტივად, რთულად და რთულშედგენილად.

c94223384886.jpg

– მარტივად ითვლება ერთი ტოტისგან გათლილი და დამუშავებული (ნაკელში, ღვინოში, ბუყში, ჭვავის ნახარშში და სხვა) მშვილდი.
– რთულ მშვილდს, რომელიც შედგება მერქნის ერთიანი ნაჭრისაგან, მარგი ქმედების გასაძლიერებლად დამატებული აქვს ლითონის სარტყლები, დახვეული აქვს ძარღვი, მყესი, ტყავი, აშკი და მისთანანი.
– რთულშედგენილი მშვილდი იმდროინდელი ტექნოლოგიის თავისებური კრებულია. მის საფუძველს წარმოადგენს რამდენიმე მტკიცედ შეწებებული ხის, რქის, ძვლის, ლითონის ფენების საკმაოდ რთული თანაწყობა. ამავე დროს, ერთად შეკვრამდე, თითოეულ ამათგანს დამუშავების საგანგებო ციკლი აქვს გავლილი.
ისარი: ცალკე ხელობა იყო ისრის გათლა. შესაბამის ილუსტრაციაში თავმოყრილი ისრის პირები ცხადად მეტყველებს, რომ ჯოლბორდს, ანუ ამ ხელობის კაცს ოსტატობა და ფანტაზია არ დაეწუნებოდა. ამასვე ადასტურებს სულხან–საბას სიტყვის კონაში მოცემული საკმაოდ მდიდარი მასალაც.
საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი ისრის წვერი კაჟისაა და პალეოლითის ხანას მიეკუთვნება.

64df968a34e1.jpg

ისარი შედგებოდა ბუნიკის, ზროსა (ოკა) და ფრთისაგან. სიგრძე მერყეობდა 60–დან 90 სანტიმეტრამდე, დანიშნულების შესაბამისად (მაგალითად შეჭურვილი მეტოქის, მხედრობის წინააღმდეგ თუ სხვა).
ისართა ბუნიკებს მრავალგვარი ფორმა ჰქონდათ (რომბისებრი, ფოთლისებრი, პირამიდული და მისთ.).
ასევე მრავალფეროვანი იყო ფრთის განლაგება (ბრტყელი, წახნაგოვანი, ლაპოტა და სხვ.).
სხდასხვაგვარი იყო ბუნიკის ზროზე დამაგრების ხერხი (ჩამოსაცმელი და ჩასაყარი).
ზრო, როგორც წესი, მზადდებოდა მკვრივი, სწორფენოვანი მერქნისაგან, ან გამოიყენებოდა ახალი ამონაყარი, მსუბუქი, მაგრამ მაგარი, რბილი გულგულათი.
საფრთე მასალას წარმოადგენდა მტაცებელ ფრინველთა (არწივი, მიმინო, სვავი, ორბი და სხვ.) თბე (ფრთა). თბე აუცილებლად ერთი მხრისა უნდა იყოს.
ხშირად ბუნიკს ზროზე არამყარად ამაგრებდნენ, რათა ისრის ამოძრობისას სხეულში ჩარჩენილიყო.

აჯის მშვილდი – რქის მშვილდი
ბზაკალი – მშვილდის სახეა
ბოძალდი – კონდახიანი მშვილდი
გოზა – მშვილდი სახელურიდან მწვერვალამდე
დიხაშვილდი – მახეშვილდი
ზრო – ისრის ტანი, ოკა
ზუზია – გესლი სწრაფმაკვდინებელი
თბე – ფრთა
თეთიკი – სასხლეტი
ისარი – ზოგადი სახელი:
– აქოქი – სასულეთი სასროლი
– აღრაბი –
– ბორბალა –
– ბოძალი – პოწალი, ბორძალი, ქეიბურივით პირდიდი, ორკაპა
– გეზი – უფრთო, უპირო
– თამუქი – ისრის სახეა
– კონკო – მასრით ბუნისმაგიერ
– კოპული – ისარი (მეგრ.)
– ლიბანდაკი – საყალნოზე მოკლე
– ნავაქი – მცირე ისარი
– როხნო – მძიმე ისარი, როკნო
– სანადირო – ქეიბურივით
– სარჩა – ისარი ზომიერი, პირმობტყე, ფრთამობტყე
– საყალნო – ფრთადაბალი, პირწვრილი
– სეფქა – ფრთამაღალი, გრძელი
– სტუპალა –
– ტლიკვი – უგრკლო სეფქა
– ფერცხალი –
– ქასაგანი – ისრის სახეა
– ქეიბური – უგრძესი, ფრთამაღალი, პირდიდი ისარი,
– ქიბორჯი – მომცრო, პირგანპებული, სარჩასავით
– ღრჯა – ყოდალის უგრძესი, წვერმწვეტი, ჯვარედად ჩხირდასხმული
– ყოდალი – კოდალი, სარჩისხელა, სამფრთიანი, უპირო, წვერმრგვალი
– წებულა – ოთხფრთიანი ისარი, დაწებებული ფრთებით
– წინწკიტელა – საჩვევი ისარი
– წიფხა – ისრის სახეა
– წიწკა – საყმაწვილო, მარტივი
– ცერა –
– ცხვი – ისარი (სვან.)
– ჯღა – წებულას ბუნიკის სახე,
კილო – მშვილდის საბლის ჩასაგდებელი
კიპი – მშვილდის დაზიდვით ჭერა
ლამბი – სეფქის თასმა, ლარი, საბამი, უფრო ძროხის ტყავისა
მენიჯგორე – ისართა გამგებელი
ნაკაპარი – კაპარჭი, ისართა ქარქაში, ნიჯგორი
ოდრიკალი – მოდრეკით დაბმული
ოხია – მშვილდისარი (აჭარ.)
სამალი – რკინის ღარი, მტკავლიანი ისრის სასროლი
სასაგნო – ასაბადი, სამიზნის ადგილი
სასროლეთი –
სასულე – ჩაბერვით სასროლი იარაღი
სასხლეტიანი – ხევს. კონდახიანი მშვილდი
სასხრტოი – დასასხლეტით სასროლი
საფრთე – საისრე ყობული
საჩვევი მშვილდები – წკიპურტანა, მშვილდკოდალი, ბზეკალ–კოდალი
სახელურა – მშვილდის გოზებშუა
ფეშრი – მშვილდის დაძაბვა
ქოჯო – ისრის კონა, ქეში
ღალე – ფრთა (სვან.)
ღანკი – სანიშნე ოდიშსა და აფხაზეთში
ღეპეპი – ფრთის ღერო
ყია – კილო, რითაც ისარი საბამს ებჯინება
ყულაჯი – მშვილდის სიგრძე, გაშლილი ხელების ზომა
შვებულო – საისრე ტოტი
შქვილი – მშვილდი, ქაშქვინდი
ჩალხი – მაგარი მშვილდი
ჩარსავი – მშვილდის შალითა
ცხემად – სვანური კონდახიანი მშვილდი
ხელკოტალი – ბზეკალკოტალი
ხილიფა – მშვილდის ქარქაში
ჯიღამშვილდი – დასაგები მახემშვილდი
ჯიხაშული – მშვილდი (ლეჩხ.)
ჯოლბორდი – ისრის ოსტატი

მოზიდვის სახეები

1. წიკუთ მოწევა – საბამი გადის ჯიგვსა და სალოკ თითებზე
2. უბრალოდ მოწევა – ერთვება თითნიკაც
3. მჯიღით მოწევა – სალოკსა და შუათითს შორის
4. ჯიგვური – საბამი გადის ჯიგვის პირველ სახსართან
5. მუჯუგნით – საბამი გადის სალოკსა და ჯიგვს შორის
6. წოლელა – ებჯინება ფეხებს და იზიდება ორი ხელით
7. ფეხდაბჯენით – უძველეს წყაროებში აღწერილი ხერხი

37b160ca0d8c.jpg


წყარო: alternativa.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
lasha

lasha

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 9 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურჯაანის რაიონი სოფ. კალაური

გამარჯობათ ხალხო!. ახლახან დავრეგისტრირდი აქ და მომწონს თქვენი საიტი.რაც შეეხება მშვილდს მაინტერესებს დეტალური ინფორმაცია თუ ვინმეს გაქვთ რომ თეორიული ცოდნით დამეხმაროთ,        მშვილდის დამზადებით ვარ  დაინტერესებული  და თუ ვინმეს კარგად გამოგდით რჩევებს მოვისმენ დიდი სიამუვნებით.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლაშას გაუმარჯოს! კეთილი იყოს შენი შემოსვლა ლეგიონის საძმოში. მე ვფიქრობ საქმიანი ,(პრაქტიკული) რჩევები, ხრიდოლის ბიჭებისგან უფრო უპრიანი იქნება იქნება უპრიანი.რაც შეეხება მშვილდის დაზადების თანამედროვე , მოდერნიზირებულ ვარიანტებს , თუ დაგასინტერესებს მე განახებ და შენ თვითონაც ძალიან ადვილად გააკეთებ!


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
lasha

lasha

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 9 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურჯაანის რაიონი სოფ. კალაური

კიი საინტერესო იქნება ახალი მეთოდიც.მადლობელი ვიქნები.თუმცა ძველი ხერხები,ასე ვთქვათ ტრადიციული   მაინტესესებს პირველ რიგში.ხრიდოლის ბიჭები სად შემიძლია ვნახო? .თეორიულად მშვილდის დამზადების  რაღაც გამეგება მარა პრაქტიკაში არ მიმუშავია სერიოზულად,პროფესიონალურ დონეზე და საინტესერო იქნება.კაი ხალხი ხართ აქ გაიხარეთ!  ;)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ქართული არ არის მაგრამ მშვილდია.:)

პატარა რომ ვიყავი მეც ვაკეთებდი ჩემებურად თხილის ხისაგან მშვილდს,, ;)  ;)  :ki:  :ki:

 

 

 

აბა ნახე ეს ვიდეო თუ დაგეხმარება

 

 

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
lasha

lasha

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 9 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურჯაანის რაიონი სოფ. კალაური

გაიხარე მადლობა,მარა ესეთი ვიდეოები ინტერნეტში ბევრი მაქ ნანახი,მე ალბად უფრო გამომადგება ქართულ ტრადიციულ მშვილდის დამზადების მცოდნეს თუ ვნახავ პირადად რომ ცოტა რაღაც მასწავლოს და დამაკვალიანოს.



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მასეთი ვიდეო ან ფილმი არ გამიგონია...

გაკითხვა უნდა თუ რამეს მოვკარი ყური გაგაგებინებ



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
lasha

lasha

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 9 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურჯაანის რაიონი სოფ. კალაური

გაიხარე  ;)



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კიი საინტერესო იქნება ახალი მეთოდიც.მადლობელი ვიქნები.თუმცა ძველი ხერხები,ასე ვთქვათ ტრადიციული   მაინტესესებს პირველ რიგში.ხრიდოლის ბიჭები სად შემიძლია ვნახო? .თეორიულად მშვილდის დამზადების  რაღაც გამეგება მარა პრაქტიკაში არ მიმუშავია სერიოზულად,პროფესიონალურ დონეზე და საინტესერო იქნება.კაი ხალხი ხართ აქ გაიხარეთ!  ;)

ართ გენზე ადი ლაშა და იქ არიან .....შავფაროსნებიც ...ძმა . თუ რამეში დაგჭირდეთ გაგვაგებინე. (მეც მაგრა დამაინტერესა და გგულშემატკივრობ)


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა ქენი ლაშა რაიმე წინსვლა არის?


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უი ლაშა მაგათი ტელეფონი თუ დაგჭირდეს , პირადში მომწერე და გამოგიგზავნი


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა ლაშიკო !!! არის რაიმე სიახლე შენთან?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?