Jump to content


ამ თემას აქვს 13 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

2015032509092436558.jpg

კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ბიზნეს-იდეა კოლოსალურ თანხებს უკავშირდება, უფრო გარკვევით კი უფულო ჭკვიანს შეუძლია მიყიდოს იდეა მდიდარ ბიზნესმენს, რომელიც მას თავისი ფინანსური შესაძლებლობებით განახორციელებს და შემოსავლის წყაროდ აქცევს. დღევანდელი გადმოსახედით თუ ვიმსჯელებთ, იმდენად განვითარდა და დაიხვეწა ირგვლივ ყველაფერი, გონებას თუ დავძაბავთ, თავად მივაგნებთ ამა თუ იმ სიტუაციის ალტერნატიულ გზას, თუმცა წარსულში სულ სხვაგვარად იყო საქმე. კეძოდ, 1880 წელს თამბაქოს კოლოფზე მისმა მწარმოებელმა დაიწყო ბეჭვდა “ლაიფხაკების”- დაწვრილებით შესწავლა მათი არასანქცირებული ან გაუთვალისწინებელი გამოყენებისათვის; ხშირად ეს მოქმედება გამართლებულია “მაღალი” მიზნებით, მაგალითად, “ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების უზრუნველყოფა”. შემდგომ კი ამ წარწერებს დაემატა ცნობადი სახეების ჯგუფური ფოტოები, რათა პროდუქცია უფრო კომფორტული და რეალიზებადი გაეხადათ მოსახმარად. მოგვიანებით კი, 1940 წლიდან ეს ბარათები იყიდებოდა დიდ ფულად. მაგალითად 2007 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ბარათის თანხის ოდენობა 2.8 მილიონი $ იყო.

 

1910 წელს შპს Gallaher-მა და Imperial Tobacco-მ ლონდონსა და ბელფასტში დაბეჭდა და გამოაქვეყნა ბარათების სერია- “ცნობარი”, სადაც ასწავლიდნენ მღელვარე ნაკადის გადალახვიდან დაწყებული, ცოფიანი ძაღლისგან თავის დაღწევით დამთავრებული-გამოსავალ გზებს.

 

დღევანდელ სტატიაში კი მინდა სწორედ ის 10 აუცილებელი რჩევა გაგანდოთ წარსულიდან, რომელთა ცოდნა დღესაც აუცილებლად გამოგადგებათ.

 

1. როგორ მოვიქცეთ უეცარი ხანძრის დროს?

 

აიღეთ 500 გრამი მარილი, 250 გრამი ამიაკი და გახსენით 2 ლიტრ წყალში, ჩაასხით შუშის ბოთლებში და ისროლეთ ხანძარში, ის უთუოდ ჩაქრება.

2015032509002136558.jpg

 

2. როგორ ამოვიღოთ ხელიდან ხიჭვი?

 

აიღეთ განიერ ყელიანი ჭურჭელი, ჩაასხით ცხელი წყალი და დააფარეთ ხიჭვიანი ადგილი მჭიდროდ. ვაკუმის სისტემა დაიწყებს ხელის შეწოვას და გამოაძევებს ხიჭვს კანიდან.

2015032509051336558.jpg

 

3. როგორ დავაკონსერვოდ კვერცხი?

 

ავიღოთ კვერცხი (კვერცხები) და მოვათავსოდ ჭურჭელში, რომელიც იქნება სავსე მარილით. ამგვარი მეთოდით კვერცხი გაძლებს იმაზე მეტხანს, ვიდრე ისე, უბრალოდ იმის გათვალისწინება გმართებთ, რომ კვერცხი ბოლომდე მარილში უნდა იყოს და არ შეეპაროს ჰაერი.

2015032509092436558.jpg

 

4. როგორ მოვჭრათ ხე?

 

ხის მოჭრისას თუ გაითვალისწინებთ, რომ ის გახერხოთ ორივე მხრიდან და ერთი ნახერხი გაუკეთოთ ზევით, მეორე კი ქვევით, აუცილებლად იქით დაეცემა, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.

2015032509130936558.jpg

 

5. როგორ დავიცვათ თავი ცოფიანი ძაღლისგან?

 

 

თუ შემთხვევით გადაეყარეთ ცოფიან ძაღლს და თან იქონიებთ ჯოხს, დაიკავეთ იგი ჰორიზონტალურად ძაღლის პირისპირ, ვინაიდან სანამ ძაღლი თქვენს კბენას შეძლებს, შეეცდება ეს დაბრკოლებითი ბარიერი-ჯოხი მოიგერიოს, ამასობაში კი შეძლებთ მის დაპანღურებას და თავის დაღწევას.

2015032509170936558.jpg

 

6. როგორ მოვრწყათ ქოთნის მცენარე, თუ სახლში არ ვართ?

 

თუ აპირებთ შვებულებაში წასვლას და გედარდებათ თქვენი ქოთნის მცენარე, ამის მარტივი გამოსავალიც არსებობს თუ როგორ მორწყათ იგი. აიღეთ სამიდან ექვსამდე ბამბის ქსოვილის ძაფი და შეაერთეთ, რათა სქელი მაქმანი (შნურუკი) მიიღოთ, მცენარის ქოთნების ზემოთ მოათავსეთ წყლით სავსე თასი, ძაფის ერთი ბოლო ჩაუშვით ამ წყლიან თასში, მეორე ბოლო კი მცენარის ქოთანში. თქვენი არყოფნის პერიოდში ის თავად მოირწყვება და შვებულებაც უდარდელად ჩაივლის.

2015032509240136558.jpg

 

7. როგორ ავანთოთ ასანთი ქარში?

 

დამეთანხმებით ქარში შეუძლებელია აანთოთ ასანთი, წარსულიდან კი ამის სასარგებლო მაგალითსაც გვანდობენ. ანთებამდე ასანთის ღერი რამდენიმე ადგილას ათალეთ ისე, რომ ნათალები არ მოძვრეს და ქარი ვეღარ მოერევა მის ცეცხლს.

2015032509295936558.jpg

 

8. როგორ გადავლახოთ მდინარე თუ არ ვიცით ცურვა?

 

თუ იმყოფებით ტურისტულ მოგზაურობაში თანაგუნდელებთან ერთად, გზად მდინარეს გადაეყარეთ და არ იცით ცურვა, მის გადალახვას ადვილად შეძლებთ თოკების გამოყენებით. ერთ-ერთი პირი, რომელმაც იცის ცურვა, თოკის ერთი ბოლოთი ხელში გადაცურავს მეორე ნაპირზე და თოკის ბოლოს მოაბამს უახლოეს ხეზე, თავისთავად მეორე ბოლოც ნაპირის აქეთ მხარეს ხეზე მოებმევა. თოკზე სხვა თოკით ვაკეთებთ მარყუჟს, რომელზეც დაჯდება ადამიანი და გუნდელების დახმარებით იგი გადაიყვანება მდინარის მეორე ნაპირზე.

2015032509372936558.jpg

 

9. როგორ ვიხსნათ ადამიანი ელექტრო-შოკის დროს?

 

თუ გადაეყარეთ სიტუაციას, სადაც ადამიანმა დენგამავალ მავთულს მოკიდა ხელი, ხოლო მოცემულ მომენტში არ გაქვთ რეზინის ხელთათმანი, შეგიძლიათ მეგობარს პირველი დახმარება გაუწიოთ მშრალი ქსოვილით, პარალელურად კი უნდა იდგეთ მინაზე ან მშრალ ხეზე.

2015032509423336558.jpg

 

10. როგორ გავფილტროდ წყალი სახლის პირობებში?

 

მოგეხსენებათ, რომ წყალს- ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის უნივერსალს ათასი მავნე მინარევი მოყვება, რაც შესაბამისად ვნებს ჩვენს ჯანრთელობას, ამიტომ დღევანდელი სტატიის თემა მინდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხით დავასრულო. გთავაზობთ წყლის ფილტრის მომზადებას სახლის პირობებში. აიღეთ თუთიის კონტეინერი, თუნდაც სათლი (ვედრო), ძირზე გაუკეთეთ პატარა ხვრელი, მიამაგრეთ ამ ხვრელში მილი და ჩაყარეთ სათლში წვრილი და მომცრო ზომის სუფთა კენჭები. ამის შემდეგ კი ჩაასხით წყალი, რომელიც გაივლის მთელ გზას კენჭებში, გაიფილტრება და მილიდან ჩამოწვეთავს უკვე სუფთა სახით.

2015032509514136558.jpg

 

წყარო : intermedia.ge

 

 

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაახლოებით ასეთივე  მეორე თემაცაა გახსნილი და ...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სასარგებლო რჩევებში ხომ არ უნდა გადავიდეს ეს თემა?



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2295 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

როგორი საინტერესოა ;) :good:  :good:  :bravo:  :bravo:

 

 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამოყენებადიც...



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

12669601_112778595777158_553489024300237



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე 5 თე საყურადღებოა , მეგობრებო



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

32767065_904897219694247_649056062502915



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

32512176_904890993028203_513457260281095



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

32266423_903109806539655_861831796927496



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1755 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
რა კაი თემაა, წაადგება კაცს გაჭირვებაში

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2679 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

რა გამოსადეგი პოსტია.მე განსაკუთრებით პირველი მომეწონა



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40855 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი ამიაკი რამდენად ექნება ტყეში უცაბედი ცეცხლის გაჩენისას ადამიანს ესაა საკითხავი. მგრამ თუნდაც მეორე პოსტი?- ძალიან საინტერესოა ....







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?