Jump to content

მდევარი ძაღლის დაგეშვა

მდევარი დაგეშვა ძაღლი კვალი ნომერი დრესურა სასუსნავი

ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მდევარის დაგეშვა
 
პირველ რიგში ძაღლი უნდა იყოს შესაბამისი ასაკის რომ დავუწყოთ გეშვა, ეს ასაკი არის 7-8 თვე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ჩვენ მდევარს გეშვას დავუწყებთ მანამდე უნდა იცოდეს საყვირზე მოსვლა ეს მდევარი ძაღლისთვის აუცილებელია. რადგან თუ მან არ იცის საყვირზე მოსვლა შეილება ნადირს ძალიან შორს გაყვეს და დაიკარგის ან სულაც ვინმემ მოიპაროს (ეს ფაქტი ძალიან მოხშირდა საქართველოში და დიდი სირცხვილია) დღესდღეისობით ძალიან ბევრი მონადირე ამას მდევარის ცუდ თვისებას მიაწერენ და ამბობენ რომ, მდევარი ძაღლი იმიტომ არ მოსწონთ რომ შეიძლება დაიკარგოს და გული დაგწყდება კაცსო, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. სწორად გაწვრთნილი და დაგეშილი ძაღლი არასოდეს არ დაგეკარგება.

საყვირზე მოსვლა კი შემდეგნაირად უნდა ვასწავლოთ: ავიღოთ რამე სასუსნავი (ძეხვი, ყველი, სოსისი) და სანამ ძაღლს ვაჭმევთ მანამდე საყვირს უნდა ჩავბეროთ, შემდეგ კი უნდა მივცეთ. ასე გავიმეოროთ ყოველ ჭამაზე. 3-4 დღის მერე ძაღლი საყვირის ხმაზე მოვა, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებაშიც უნდა გამოვცადოთ. დილას ადრე მშიერი ძაღლი უნდა გავიყვანოთ ბუნებაში, სასურველია ორმა კაცმა, ძაღლი თქვენმა მეგობარმა უნდა წაიყვანოს თქვენგან 200-300 მეტრის დაშორებით როდესაც თქვენ საყვირს ჩაჰბერავთ თქვენმა მეგობარმა უნდა აუშვას, ძაღლი რომ მოვა უნდა დავასაჩუქროთ და სასუსნავი უნდა ვაჭამოთ. ეს გაკვეთილი უნდა ჩავუტაროთ ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ ძაღლმა უკვე კარგად შეისწავლა საყვირზე მოხმობა, შეგიძლიათ გეშვაც დაუწყოთ.

პირველად სასურველია ჩვენი ძაღლი გავაყოლოთ გამოცდილ მდევარ ძაღლებს. ოღონდ უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი ლეკვი გამოცდილი ძაღლისგან კარგ თვისებებსაც გადაიღებს და ამასთანავე ცუდსაც, ამიტომ ეცადეთ, ისეთ ძაღლებთან ერთად არ ატაროთ რომლებიც ძველ კვალს უყეფენ ან კიდევ საერთოდ ტყუილად ყეფენ. ასევე ზოგი მდევარი სანამ ნადირს არ დაინახავს არ ყეფს. გამოცდილ ძაღლებს ლეკვი უნდა გავაყოლოთ 2-3-ჯერ მერე კი სასურველია მარტო დავუწყოთ გეშვა, თორემ შეილება მიეჩვიოს სხვა ძაღლების მიერ ნაპოვნი ნადირის დევნას, რაც კარგი არ არის.

მდევარი ისეთ ადგილას უნდა გავიყვანოთ სადაც კურდღლის ნახვის ალბათობა დიდია. როდესაც მდევარი კურდღელს წამოაგდებს და დევნას დაუწყებს კვალზე უნდა მიაძახოთ და გაამხნეოთ "აი!" "აი!". როდესაც ძაღლის ყეფა მიწყნარდება ესე იგი მან კვალი დაკარგა და უნდა დავეხმაროთ კვალის აღდგენაში. სადაც კვალი დაკარგა იქ უნდა შემოვატაროთ ძაღლი 20 მეტრის რადიუსში, ის კვალს გაიახლებს და განაახლებს დევნას. დროთა განმავლობაში ძაღლი მიხვდება კურდღლის ეშმაკობებს, რომ ის კვალს რევს და ისწავლის კვალის გატანას.

ასე დაგეშილი ძაღლი ძალიან კარგი მონადირე დადგება და არც დაიკარგება, როცა მიხვდებით რომ, ძაღლი უკვე ნადირს ძალიან შორს გაყვა ამ დროს უნდა მოიხმოთ საყვირით.

ნადირის ძაღლის გეშვას დიდი ნერვები და შრომა სჭირდება, მაგრამ უკვე დაგეშილი ძაღლი ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. 
ი.ჩხაიძე
რაც მთავარია ლეკვი უნდა იყოს კარგად განვითარებული ფიზიკურად, 7-8 თვის ასაკიდან მივაჩვიოთ ლეკვი ტყეში სეირნობას, არავითარ შემთხვევაში არ დავემალოთ და არ გადავღალოთ თავიდან ნახევარი საათით ორ კვირაში ერთხელ მოვუმატოთ დროს, როდესაც ლეკვი მიაღწევს სასურველ კონდიციებს ანუ ფუზიკურად მოძლიერდება, ცხრა ათი თვის ასაკიდან დავიწყოთ თტყეში დილით ადრე გასვლები კვირაში სამჯერ თუ არა ორჯერ მაინც, სასურველია ისეთ ადგილებში ტარება სადაც არის კურდღლის საბინადრო ადგილები არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ გამოცდილ ძაღლებთან ერთად. დანარჩენი იკას უწერი გასაგებად, მარა არის კიდე ბევრი ნიუანსები, რამე თუ დაგჭირდეთ მკითხეთ და თუ შემეძლება პასუხს გაგცემთ.პატ.დ.კაპანადზე 


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა დევი , გამოგადგა??? მიაჩვიე სასუსნავით დაძახილზე მოსვლა თორე კიბოს გაგიჩენს ...და ფაქტიურად მთელ დღეს აფუჭებს. მეორე სარეკზე ხომ საუბარიც აღარაა. მიაჩვიე პირველ რიგში რომ დაძახილზე  მოვიდეს შენთან.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ჯერ ვერ მოვთოკე

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევი წამოიყვან თუ ჯერ არ არის მზად? ზაზასა არ აქვს გადაწყვეტილი


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კუდევ კარგი არ წამოვიყვანე..ჯერ ბევრი რამ უნდა დავსმყღამებინო..ეხკა საყვირი უნდა გსმოვიწერობ და. მივაჩვიო..თორემ მომკლავს მაგუს ძებნა და სდევნა.

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიღმის ბაზრობაზე მოვკარი თვალი


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რას ბაბუ საყვირს??

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო დევო.... გორნს რომ  ეძახიან....


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ვაა... აე ვიცოდი მანდ თუ იყო..
ებაიზე ვნახე და იქედან უნდა გამოვიწერო.

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აქ რომ გადავაწყდე აგიღო?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?