Jump to content


ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამინდის ამოცნობა

3399_ipb-e-cnyo.jpg

ნადირობისასს განსაკუთრებით კი მთაში ხშირად იცვლება ამინდი, იმისათვის რომ დროულათ მოვახდინოთ რიაგირება აუცილებელია ვიცოდეთ ცოტა რამ იმის შესახებ თუ როგორ ამოვიცნოდ ამინდის ცვლილება ბუნებრივი მოვლენებით.

 

 

ამინდის ამოცნობისას მთავარ არის:

  1. არასოდეს არ დაეყრდნო ერთი რომელიმე მინიშნებით გაკეთებულ პროგნოზს.
  2. რაც მეტი ნიშანი მიუთითებს ამინდის ცვლილებაზე მით უფრო მაღალია პროგნოზის საიმედოობა.
  3. სხვადასხვა ამინდის ნიშნების შემთხვევაში უნდა ენდოთ ისეთი ამინდის მინიშნებს რომელიც მეტია.

 

სტაბილურად კარგი ამინდის მიმანიშნებელი პირობები ზაფხულში:

  1. ღამით სიწყნარეა, დღისით ნიავი იმატებს, და საღამოსათვის საერთოდ ჩადგება.  მიწის პირზე ნიავის მიმართულებად ემთხვევა ღრუბლების გადაადგილების მიმართულებას.
  2. მზის ჩასვლისას ჰორიზონტი ყვითელია, ოქროსფერია ან ვარდისფერი და მოშორებით მომწვანო ელფერი გადაკრავს.
  3. ღამით დაბლობ ადგილებში გროვდება ღრუბლები.
  4. მზის ჩასვლისას ბალახზე წარმოიქმნება თრთვილი ხოლო მზის ამოსვლის შემდეგ ქრება.
  5. ღამით უღრუბლოა,  დილით ჩნდება მცირე ღრუბელი რომელიც შუადღისათვის მოიმატებს და საღამოს მთლიანად ქრება.
  6. ჭიანჭველები არ ხურავენ ჩასასვლელს ბუდეში.
  7. დღისით სიცხეა, საღამოთი სიგრილე.

 

ცვალებადობის ნიშნები როდესაც ამინდი იცვლება შედარებით წვიმიან და ცივი ამინდისაკენ.

  1. ქარი ძლიერდება, თანაბრად უბერავს როგორც დღე ისე ღამე, მკვეთრად იცვლის მიმართულებას.
  2. ღრუბლიანობა ძლიერდება.  შეჯგუფებული ღრუბლები საღამოსათვის იმატებს და არ ქრება.
  3. მზის ამოსვლის და ჩასვლის მომენტი წითელია.
  4. საღამოთი გვეჩვენება რომ უფრო ტბილა ვიდრე დღისით.
  5. მთაში დილით შეიმჩნევა ტემპერატურის ვარდნა.
  6. ღამით არ არიც ცვარი ან ძალიან სუსტია.
  7. მზის ჩასვლის შემდეგ მიწის პირზე ჩნდება ნისლი,  ხოლო მზის ამოსვლის შემდეგ ქრება.
  8. დღისით ცა მღვრიაა და მოთეთრო ფერის.
  9. ძლიერად ციმციმებენ ვარსკვლავები.
  10. ფრინველები (ბეღურები, ქათმები) ცდილობენ დაიმტვერონ.
  11. კვამლი ეფინება მიწას და არ მიდი ზემოთ.

ამინდის მკვეთრად და სტაბილურად გაუარესების ნიშნები:

  1. წვრილი ხშირი წვიმა (ცრის).
  2. მიწის პირზე ღრუბელი და ნისლია.
  3. ღამით და დღისით ერთნაირად თბილა.
  4. ჰაერი ტენიანია დღისითა ღამითა მაშინაც კი როდესაც ჯერ წვიმის ნიშნები არ არის.
  5. ვარსკვლავები ციმციმისას გამოსცემენ მოწითალო და მოცისფრო სხივებს.
  6. ჭიანჭველები ხურავენ ჩასასვლელებს.
  7. ფუტკრები არ ტოვებენ თავშესაფარს.
  8. ყვავები გამუდმებით ჩხავიან.
  9. პატარა ჩიტები თავს იყრიან დიდი ხეების ცენტრალურ მსხვილ ღეროებთან.

 

ცვალებადი და მოღრუბლული ამინდის უკეთესისაკენ ცვლილების ნიშნები:

  1. წვიმა ჩერდება ან მოდის პერიოდულად,  საღამოთი ჩნდება თრთვილი.
  2. სხვაობა დღის და ღამის ტემპერატურას შორის იზრდება.
  3. უეცარი აცივება.
  4. ჰაერი ხდება უფრო მშრალი.
  5. ცა ზენიტში მოწმენდილია.
  6. ვარსკვლავების ციმციმი იკლებს.
  7. საღამოს მზის ჩასვლა მოყვითალო ფერისააა. 
  8. ცეცხლის კვამლი მიდის ვერტიკალურად ზემოთ.
  9. ფუტკრები სკაში ან თავშესაფარში იწყებენ ხმაურს.
  10. მერცხლები ადიან უფრო მაღლა.
  11. ნაკვერცხლები კოცონში მალე იფარება ნაცრით.

 

ნიშნები სტაბილური ნაკლებად ღრუბლიანი ამინდის ნიშნები ზამთარში:

  1. ჩრდილოეთის ან ჩრდილო აღმოსავლეთის ნიავი.
  2. სუსტი ქარი. ცა მოწმენდილია ან დაფარულია დაბალი თხელი ღრუბლის ფენით.
  3. ღამით მოფენილი ნისლი.
  4. ცისარტყელა მზის გარშემო ან მოწითალი სვეტი მზის დისკოსთან.
  5. მზის ჩასვლა მომწვანო ელფერით.
  6. ცვალებადიდან ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდისკენ გადასვლის ნიშნები:
  7. ქარის მიმართულების ცვლილება ჯერ სამხრეთ არმოსავლეთით და შემდეგ სამხრეთ დასავლეთით.
  8. ქარის მიმართულების შეცვლა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ან მისი შესამჩნევი გაძლიერება.
  9. ღრუბლიანობის მატება.
  10. სუსტი თოვლის დაწყება.
  11. ყინვა იკლებს.
  12. ტყის თავზე ჩნდება მოლურჯო ლაქები.
  13. დაბალ შავ ღრუბელში ჩანს ტყის ანარეკლი.

ხანგრძლივი თოვლიანი ამინდის დადგომის ნიშნები ძლიერი ყინვის გარეშე.

  1. სუსტი ყინვა ან შედარებითი სითბო სამხრეთ არმოსავლეთი ნიავის დროს.
  2. მცირე დათბობა, ლურჯი ლაქები ტყის თავზე ძლიერდება.
  3. სტაბილური სამხრეთ აღმოსავლეთის ან სამხრეთ დასავლეთის ქარი.
  4. ღრუბლების მოძრაობის მიმართულება არ ემთხვევა მიწის პირზე ქარის მიმართულებას.
  5. სუსტი გადაუღებელი თოვა.

 

ცვალებადი მოღრუბლულობიდან უნალექო ყინვიან ამინდში გადასვლის ნიშნები:

  1. სამხრეთ დასავლეთის ქარი  იცვლის მიმართულებას დასავლეთით ან ჩრდილო დასავლეთით. ყინვა იმატებს.
  2. იკლებს ღრუბლიანობა.
  3. მინდვრიან ადგილებში ან ხის ტოტებზე წარმოიქმნება გაყინული თრთვილი.
  4. ლურჯი ლაქები ტყის თავზე მცირდება ან საერთოდ ქრება.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გასწორდა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://legion.ge/in...ენის-ხელოვნება/


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ადმინებო ....ამ თემას იქნებ  ეს მეორეც შეუერთოთ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
.მეგობრებო ამ ლოგოთი გაკეთებული ვიდეორგოლის ავტორი , ქართველი ბიჭია და თუ კიდევ ნახავთ დაულაიქეთ. . . . .

legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

ძალიან კარგიაა  :goood:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
. . . . .

legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
amsirobis mere amoyvanis kadrebia

legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თავის გადასარჩენი კომპლექტი

ეს კომპლექტი მუდმივად სრული უნდა იყოს და მას არ უნდა ვეხებოდეთ, გარდა ექსრემალური სიტუაციისა.

ტყეში რამდენიმე დღიანი ნადირობისას(ან ლაშქრობისას) აღნიშნული კომპლექტის გარდა აუცილებელია: პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რუკა და კომპასი, ნაჯახი ან დასაკეცი ხერხი, დანა, წყლის მათარა, საწვიმარი, დამატებითი თბილი ჯემპრი, ჯიბის ფანარი, წითელი ფერის ლენტი გზის მოსანიშნად.
თავის გადასარჩენ კომპლექტში შედის: ასანთი და სანთებელა(სასურველია კვარიც) რომელებიც თავის მხრივ მოთავსებულია წყალგაუმტარ პარკში, ნემსკავი და 30მ სიგრძის ძუა, მსხვილი ძუა მახეების დასაგებად, ნემსი და ძაფი, სასიგნალო სარკე(5X8სმ), სანთელი, წყალგაუმტარი ნაჭერი (სასურველია ნათელი ფერის), სასტვენი, ალუმინის ქაღალდი, იოდის ტაბლეტები(წყლის გასაუვნებელყოფად), კალორიული მშრალი ტკბილეული(მშრალი ხილი, ჩირი, შოკოლადი, ჩურჩხელა), ხორცის ბულიონის კონცენტრატი, ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ამ კომპლექტის შემადგენლობა იცვლება.

გზა ვეძებოთ თუ ადგილზე დავრჩეთ?

ამ კიტხვაზე პასუხი არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია გაჩერდეთ, დაწყნარდეთ და სიტუაცია კარგად ავწონ-დაწონოთ. თუ რუკა და კომპასი თან გაქვT, კარგად უნდა გააანალიზოთ სექტორის დამახასიაTებელი ნიშნები და მოძებნოთ ადვილად ამოცნობადი ადგილები: გზა, ტბა, მდინარე, სოფელი... თუ დაRამებამდე დრო გაქვთ, კომპასის მეშვეობით გადაადგილდით(სირბილის გარეშე), ეს თავიდან აგაცილებთ წრეზე ტრიალს. თუ არც რუქა გაქვთ ხელთ და არც კომპასი, კარგად შეათვალიერეთ ტერიტორია, აირჩიეთ ნიშნული(ხე, მდინარე, ტბა) და გადაადგილებისას გამოიყენეთ ფერადი სანიშნი ლენტი. 

თუ სრულიად დაკარგულად თვლით თავს, ადგილზე დარჩით და Rამე ტყეში გაათიeთ. სიტუაციისდა მიხედვით დაელოდeთ მაშველს ან თავად ეცადeთ გზის გაკვლევას მეორე დilით.


რეკომენდირებული ქცევები

დაკარგული ადამიანი ხშირად გრძნობს: სისუსტეს, სიბნელის და გაურკვეველი ხმაურის შიშს, ტკივილს, სიცივეს, შიმშილს, წყურვილს...რაც ორგანიზმის ენერგიის სერიოზულ ხარჯვას იწვევს. თუ თავის გადასარჩენი კომპლექტი მზრუნველობითაა შერჩეული, ამ სიძნელეებს ადვილად daძლევთ.

1. შიშის დაძლევა
შიში ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა მისი დამარცხების საშუალებებიც არსებობს. შიშის დაძლევის საუკეTესო საშუალებაა ტყეში მარტო Rამის გათევის გამოცდილება გქონდეT. უნდა გჯეროდეთ, რომ მაშველნი აუცილებლად გიპოვიან. თუმცა მზად უნდა იყოთ ტყეში ერთი-ორი ღამის გასათენებლად. თქვენს წარმოსახვებს გასაქანი არ უნდა მისცეთ, რომ ცხოველებისგან საშიშროება გელით: ადამიანს ყველა ცხოველი ერიდება, მათ შორის მგელიც და დათვიც.

2. მარტოობის შეგრძნების დაძლევა
ამ ფაქტორის დასაძლევად კარგი საშუალებაა, ბანაკის მოსაწყობი სამუშაობით დაკავება. განსაზRვრეT პრიორიტეტები: თუ დაშავებული ხართ, ჯერ თავს მიხედეთ, თუ წვიმს, ჯერ თავშესაფარი მოაწყეთ, თუ ძალიან ცივა ჯერ ცეცხლი დაანთეთ. მოიმარაგეთ საკმარისი რაოდენობით მშრალი შეშა, ცეცხლი სიგნალიცაა მაშველთaთვის. წიწვების ან ჩამოცვენილი ფოთლების ცეცხლზე დაყრით, კვამლის სქელი ფენის შექმნაც შეიძლება, რაTა მაშველმა შორიდან შეგნიშნოს. იფიქრეT მხოლოდ დადებითზე

3. სიცივის დაძლევა
ექსტრემალურ სიტუაციაში ტავის გადარCენისას(თუ დაშავებული არ ხარT), ყველაზე უფრო დიდი საშიშროება, ჰიპოთერმიაა. სხეულის გადაცივება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს. ამიტომ სიცივის, ქარის და განსაკუთრებით სინესტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უპირველესად ცეცხლის დანთება. სველი ტანსაცმელი სასწრაფოდ უნდა გავაშროთ, რადგან სინესტე(სისველე, წყალი) ჰაერთან შედარებით 25 ჯერ სწრაფად გვაკარგვინებს სითბოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თავშესაფრის ორგანიზებაზე ფიქრი(თუ არ წვიმს, რადგან, წვიმაში თავშესაფარის ორგანიზება პრიორიტეტულია). ზამთრის პერიოდში ჰიპოთერმია(განსაკუთრებით ღამით) სულ რამდენიმე საათში შეიძლება განვითარდეს. დასველებისგან თავის დაცვა ამ დროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

:bravo:

მართლა საჭიროა რომ ვიცოდეთ


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?