Jump to content


ამ თემას აქვს 21 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40136 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯიხვი — კავკასიის ენდემი

ჯოგი

ჯიხვი — კავკასიის ენდემია. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური(Capra caucasica) და აღმოსავლეთკავკასიური(Capra cylindricornis). ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის

 სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. . ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. გავრცელებულია  კავკასიონზე მწ.შხარადან უკიდურეს ნაწილამდე. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში.გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში.ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5500 მეტრემდე.  

ჯიხვებისთვის დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება. ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვის საკვები უმთავრესად ალპური ბალახეულია, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს,  ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი “საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.

ჯიხვი იანვარში მაკეობს, ივნისში შობს ერთ ან ორ თიკანს. დოლის დროს შუნი ჯიხვები ფარას სცილდებიან, თიკნების გაჩენის შემდეგ კი კვლავ უბრუნდებიან. ამ დროს მონადირე ხშირად ნახულობს ათეულ და ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ჯიხვს ერთად, უმთავრესად ვაცებს.

უკანასკნელ წლებში მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ჯიხვისა და განსაკუთრებით ნიამორის რაოდეობის კლება ბრაკონიერობას უკავშირდება, რომლის დონე უკანასკნელ პერიოდში არნახულ მასშტაბებს აღწევს. უცხოელი თუ ადგილობრივი ბრაკონიერების სამიზნეს უმეტესად ჯიხვი წარმოადგენს. ჯიხვებზე არალეგალური სატროფეო ნადირობის ძირითადი ობიექტებია ასაკოვანი (დიდრქიანი) ხარჯიხვები და ნიამორები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობები საქართველოს წითელ ნუსხაში არიან შეტანილები, მათ დასაცავად არანაირი ღონისძიება არ ხორციელდება. უახლოეს მომავალში ისინი შეიძლება გადაშენების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდნენ

 "ადრე თუშეთში ჯიხვზე ნადირობა დაკავშირებული იყო "მეკდეურობასთან"-კლდეზე ცოცვის ხელოვნებასთან, რაც მენაპირეთა(მესაძღვრეთა) ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გზას წარმოედგენდა. ნადირობის დაუწერელი კანონი ზღვარს უდებდა მონადირის თავისუფალ ნებას და უზრუნვლველყოფდა ბიოლოგიურ წონასწორობას, თუნდაც მონარიდე ხელმოცარული ყოფილიყო წესად არ იყო ციკნებიანი ნადირისთვის(შუნი,თხა ფურირემი) სროლა. ასევე წესად არ იყო ფრინველზე ნადირობა."

ნამდვილი მონადირე ის არის, ვინც ნადირობის დაუწერელ კანონებს ემორჩილება, კანონებს, რომლის დარღვევითაც ზიანი ადგება ისეთ ცხოველებს, როგორებიცაა ჯიხვი, ნიამორი და კიდევ ბევრი მთის ენდემი ცხოველი. ნადირის გაფრთხილების სურვილი, შენი ბუნებიდან უნდა მოდიოდეს და სხვას მისი სწავლება არ უნდა სჭირდებოდეს, უნდა იცოდე სად გაჩერდე(რამდენი მოკლა), რათა მომავალში ისევ მოხვიდე იმ ადგილზე და ინადირო. ჩემი დევიზია:–გაამრავლე და შემდეგ ინადირე. იმედია თვითოეული თქვენგანი, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, იფიქრებს, როგორ ინადიროს მომავალში.

 

რა სჯობია ჯიხვების ფარას რო დაჰყურებ მაღლიდან და არჩევ რომელი წააქციო. ასეთი ადრენალინი მხოლოდ საჯიხვეებში შეიძლება განიცადო, ასე რომ მხოლოდ ყურებით ნადირობის მეათედ სიამოვნებას იღებ . ეს ყველაფერი ოცნებად დარჩება თუ არ გავუფრთხილდებით.

პატივიცემით თუში მონადირე:  გიორგი ბაკურიძე

 


ჩამსწორებელი babu, 10 August 2019 - 05:15 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40136 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ახალგაზრდობაში ვარ ერთხელ ნამყოფი ჯიხვზე სანადიროთ. :good:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4429 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ძალიან მაგარი სანადირო ობიექტია , ჩემთვის პირადად ჯიხვზე ნადირობა ალბათ აუხდენელ ოცნებად დამრჩება , ერთადერთი რაც გაგრიდან შემომრჩა ბაბუას მოკლული ბოლო ჯიხვის ყანწებია, ისტორია ასე მოხდა სანამ არეულ დარეულობა დაიწყებოდა იქ ვისვენებდი 6 წლის ვიყავი (მერეც იქ ვიყავი მაგრამ ეს სხვა ისტორიაა)  . ბაბუა სანადიროდ წავიდა და გავსკდი ტირილიტ მეც წამიყვანეთქო , ნუ სად წამიყვანდა მაშინ და შემპირდა ჯიხვის რქებს ჩამოგიტან აუცილებლად , მოკლედ ღამე გამეპარა სანადიროდ და 1 კვირის შემდეგ დაბრუნდა. არც დაუსვენია მომკიდა ხელი და ეგრევე ყანწების ხელოსანთან წამიყვანა  . გააკეტებინა ყანწების ჩემს სახელზე, მას მერე ამ ყანწებიტ მხოლოდ ჩემი სადრეგრძელო ისმეოდა ჩვენს ოჯახში სანამ მამაცემი ცოცხალი იყო. ნუ მე ტრადიაციას არ ვურალატე და ჩემი შვილის დაბადების დღეზე მაგ ყანწით დავლიე მის დაბადების სადრეგრძელო (მას ბაბუის სახელი ჰქვია იმ ბაბუის ვინც ტრადიცია ოჯახში დაამკვიდრა )

 

უუფ ძალიან ლამაზი ყანწია , რაც მე ბავშობაში ჯიხვის კუბდარების მიჭამია ეეჰ ნეტავ იმ დროს  

 

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40136 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთხელ ვიყავი ცოლი რომ მოვიყვანე, ჯიხვზე სანადიროთ. ცოლის სანათესაომ დამპატიჟა აწი მე მაგაზე წამსვლელი აღარ ვარ. ახალგაზრდების საქმეა. (ლიცენზირებულს ვგულისხმობ. აბა თქვენ რა იგულისხმეთ????) ;) 1370456_125.jpg



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ჩემმა ძაან ახლო ნათესავმა მოიყვანა ეხლა ცოლი. ის გოგო საინგილოდან არის წარმოშობით. საზღვარგარეთის პასპორტი არ მქონდა და მაყარში ვერ წავედი მე. ვაბშე ქართული იყო ყველაფერი. მაგრაად გამისწორდააა ეს რო გავიგე :) მარააა ისიც არანაკლებად გამისწორდაა ჯიხვები არის ძაან ბევრიო იქაურ ოჯახის წვრს უთქვამს და დავუპატიჟებივარ... შაშხანებზე უნდა დავიწყო ახლა ვარჯიში :D

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 291 პოსტი
legion.ge_12995d317b7109690.jpg
ჯიხვის ფოთრი.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 857 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

აუ რა კაი როჟაა :D



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 291 პოსტი
ძალიაან, მაგარი საყვარელია !

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 225 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

ყველაზე ლამაზი არსებაა და მაგრად მევასება ბევრჯერ შემხვედრია მყინვარისკენ მიმავალ გზაზე როგორ გადმოსცქერის არემარეს ამაყად მდგომი ჯიხვი მაგაზე მაგარი სანახაობა არაფერია 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 291 პოსტი
მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ეხლა ვიყავი პანკისში, კერძოთ სოფელ - ტბათანაში, სადაც ჩემ სიმამრს ხის კოტეჯიც კი ჰქონია ოდეზღაც. (კომუნისტების პერიოდში). მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ეს არის სამოთხე, უზარმაზარი მთებში, ალპურ ზონაში განთავსებული პატარა სოფელი, რომელიც ეხლა დაცლილია, თუმცა ნელ-ნელა ხალხი უბრუნდება მის მამაპაპისეულ ფესვებს. აქ არ შეიძლება აღტაცებაში არ მოგიყვანოს ამ მთების სიდიადემ და ბუნების სიყვარულმა.
კიდევ უფრო მეტად რამაც ჩემში წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ისაა, რომ პირველად ცხოვრებაში დავინახე ჯიხვი, მთის კიჩიზე შემომდგარი, რომელიც იდგა ამაყად, როგორც სფინქსი და ამაყად ათვალიერებდა ხეობას.
გთავაზობთ ფოტო და ვიდეო კოლაჟს.

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 291 პოსტი
legion.ge_12995d4ea9331da15.jpg
legion.ge_12995d4ea946def07.jpg
legion.ge_12995d4ea95a4a125.jpg
legion.ge_12995d4ea975e6288.jpg
legion.ge_12995d4ea9ac86136.jpg
legion.ge_12995d4ea9d15fab4.jpg

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 291 პოსტი
სამწუხაროდ ვიდეოს ვერ ვდებ სადაც უკეთ ჩანს ჯიხვი, ფაილის ზომა არის დიდი და ფიზიკურად არ ტვირთავს ფორუმზე.

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

სამწუხაროდ ვიდეოს ვერ ვდებ სადაც უკეთ ჩანს ჯიხვი, ფაილის ზომა არის დიდი და ფიზიკურად არ ტვირთავს ფორუმზე.

  ლაშა იუთუბზე დადე და აქ ლინკი ჩააგდე



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

აგერაა ლაშა შენი ვიდეო

https://www.youtube....h?v=7Wbxe0soIBg



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40136 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?