სატაცური ბეკონით
შემადგენლობა:
• სატაცური — 0,5 კგ
• ბეკონი — 250 გრ
• ზეითუნის ზეთი
• მარილი
• შავ ი წიწაკა
• ნივრის ფხვნილი
• პარმაზანი
მომზადების წესი: სატაცურს მოვაჭრათ უხეში ბოლოები. ლანგარზე დავალაგოთ სატაცური, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ნივრის ფხვნილი. ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში, რომ თანაბრად გადანაწილდეს სპეციები. თითო ბეკონის ნაჭერში გავახვიოთ თითო სატაცურის ღერო. ღუმელში შევდგათ გამზადებული სატაცური 5-8 წთ-ით, გადავატრიალოთ მეორე მხარე და გავაჩეროთ კიდევ 5 წთ-ი. ბეკონი უნდა იყოს შეწითლებული და სატაცური დარბილებული. ღუმელიდან გამოღების შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი პარმაზანი,( მისი არქონის შემთხვევაში ყველი, ან სულგუნი,– სურვილისამებრ).