Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არგენტინული დოგი

 
 

 

არგენტინული დოგი

Russian20dogo20magazine202.jpg
 
 

%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%

წყარო მონადირეინფო

არგენტინული დოგის უშუალო წინაპრები მასტიფისებრი თეთრი ძაღლები იყვნენ. ეს ძაღლები საუკეთესო საყარაულო თვისებებით არიან ცნობილნი, მაგრამ არგენტინაში ეს არ აკმაყოფილებდათ. მათ ძლიერი, ამტანი, გამორჩეული სანადირო თვისებებით დაჯილდოებული ძაღლი სჭირდებოდათ, რომელიც ძველისგან განსხვავებით ნაკლებად მასიური იქნებოდა და უკეთესად შეეგუებოდა არგენტინულ ჰავას.

ამ იდეის ხორცშესხმა არგენტინელმა კინოლოგმა ანტონიო მარტინესმა ითავა. მან თავისი ცნობილი ექსპერიმენტი 1920 წელს დაიწყო. მასტიფისებრ თეთრ ძაღლს ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე ჯიშის ძაღლის სისხლი შეურია, კერძოდ: პოინტერის – ყნოსვის გაუმჯობესებისთვის, გერმანული დოგის – ელეგანტურობისთვის; ირლანდიური მგელმგუდავის -სისხარტისთვის, ბორდონული დოგის – სიძლიერისთვის; ბულტერიერის – მეტი სითამამისთვის; ბულდოგის -მეტი თავდაჯერებულობისთვის. ექსპერიმენტის ბოლოს მარტინესმა პუმასა და იაგუარზე სანადიროდ იდეალური ჯიშის სანადირო ძაღლი გამოიყვანა. არგენტინული დოგი წარმატებით გამოიყენება გარეულ ტახზე სანადიროდ. გარდა ამისა, არგენტინული დოგი ჩინებული ოთახის მცველი და შესანიშნავი კომპანიონია. გამოიყენება ასევე საძიებო სამაშველო საქმიანობებში, პოლიციის დამხმარედ და სამხედრო ოპერაციებში.
აღსანიშნავია რომ არგენტინული დოგის ყოლა აკრძალულია ზოგიერთ ქვეყანაში. ეს ქვეყნებია: უკრაინა, ისლანდია, ავსტრალია და სინგაპური. დიდ ბრიტანეთში არგენტინული დოგის უკანონო ფლობის შემთხვევაში ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა 5 000 ევროს უტოლდება, ხოლო თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვით ხორციელდება. ამ ძაღლის ყოლა შეზღუდულია აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
“არგენტინელი”, როგორც დამოუკიდებელი ჯიში საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში 1964 წელს დარეგისტრირდა. დღეს ეს არის ჯიში, რომელიც ყველა იმ თვისებას ატარებს, რაც მას ექიმმა მარხტინესმა შესძინა. ის ადვილად იწვრთნება და იგეშება, იოლად ეგუება ნებისმიერ კლიმატურ და საცხოვრებელ პირობებს, ოღონდ ერთი პირობით, საჭიროებს ბუნებაში რეგულარულ გაყვანა-სეირნობას. ექსტერიერის ძირითადი შტრიხებია: სიმაღლე: ხვადი – 64-68 სმ, ძუებისთვის – 60-65 სმ. შეფერილობა: მხოლოდ თეთრი, დასაშვებია პატარა შავი ლაქა თავზე. წონა: 40 კგ. – 54 კგ.

სახელი არგენტინული დოგი ქვეყანა არგენტინა კინოლოგი ანტონიო მარტინესი ექსპერიმენტული სამუშაოების დასაწყისი ძაღლის გამოსაყვანად 1920 წელი ექსპერიმენტის დასასრული 1928 წელი წონა 40 კგ. – 54 კგ. სიმაღლე (ძუ) 60-65 სმ სიმაღლე (ხვადი) 64-68 სმ FCI კლასიფიკაცია ჯგუფი 2 სექცია 2.1


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ეს ვიდეო მქონდა ძველი საიტის სახელით ატვირთული იუთუბიზე. რამდენიმე თვეში 150 000 ნახვაზე ავიდა და რატომ ეწეროს სხვა საიტი. legion.ge უფრო უხდება ჩემმა მზემ. მოკლედ ყველა ვიდეო რაც იდო იმის სახელით ჩემი დადებულია და ჩავასწორებ. სტუმრიანობა ამიტიც იმატებს. ვიდეოს რო რთავთ ჩვენი საიტი აწერია ;)

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაი, ვაი ის პატარა იაგია თუ რა არის ??? მანდავუშკასავით რომ აეკრა. აუ მაგრდ ვიცინე რა....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არგენტინულ დოგი როგორც მaს ეძახიან გმაოივყანეს მეოცე საუუნის დასაწყისში,
უამრავი მებრძოლი ძაღლის სისხლი აქვს არგენტინულ დოგს ,  ბულდოგით დაწყებული და ირლანდიული ნაგაზით დამთავრებული.
    ფიზიკურად არის ძლაინ ძლიერი, ალაბთ ერთადერთი ძაღლი რომლიც პიტბულზე მალე არ იღლება, თUმცა დღეს დღეობით არსად არ იყენებნ ამ ძაღლს ჩხუბებში, რუსეთში 90 იანების დასაწყისში სცადეს მაგრამ  მემრე უარი თქვეს, რატომ ვერ მივხდი, ფიზიკურად ძლაინ ძლიერია, ამტანია ჭკვიანია და ა.შ. ერთი შეხედვით იდეალური მებრძოლი, და მონადირეა.
არგენტინაში ამ ძაღლს იყენებდნნე პუმაზე სანადიროდ,.
ძალიან ძლიერი ორგანიზმის და კარგად განვითარებული კუნთების წყალობით არგენტინულს შეუძლია დიდ სიჩქარეზე სდიოს ნებისმიერ მტაცებელ ცხოველს და უშიშრად შეერკინოს შემდეგ.

და პლიუს ამას არგენტინული ძაღლი შეყვანილია 10 ყველაზე აგრესიულ ძაღლებს შორის. აკრძალულია ავსტრალაიში ახალ ზელანდიაშI და კდეივ რამდენიმე ქვეყანაში ამ ძაღლის იმპორტი.
ვიღაცამ შეიძLება პიტბულს შეადაროთ ამგრამ დააკვირდით არგენტინული ბევრად დახვეწილი და ელეგანტურია, ეს ალაბთ იმს წყალობით რო დოგის სისიხლიც ურევია.
მარცხნივ მდედრი ამრჯვნივ მამრი, ზაან ლამაზები არინა და ელკეგანტურები,
Russian20dogo20magazine202.jpg

wyaro:forum.GE

 

 

 

თაზო და ადრე სხვანაირს რომ ადებდი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კი ბაბუ ის იაგია. მაგათ ხომ ზადნი არ აქვთ. ადრე სხვას იმიტო ვაწერდი რომ ძველ საიტზე ვიყავი და ეს კლუბი გეგმაშიც არ იყო :) მაშინ ოფიციალური საიტი სხვა გვქონდა და იმას ვაპიარებდი



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა ჩვენი ლოგო ვიგულისხმე თაზიკო


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აააააააააააა ეგ არის ბაბუ საერთოდ სხვა ვარიანტი რომელიც იუთუბიდან დადებულ ვიდეოებზე შეუძლებელია. მაშინ ვიდეო უნდა გადმოიწეროს კომპში, მერე ლოგო დაედოს პროგრამით, მერე ისევ იუთუბიზე აიტვირთოს და მერე ისევ აქ დავდოთ და რთულია ძაან



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ გეტყვით რომ ჩემს მეგობარს ყავს.(ან რატომ ჩამოიყვანა , ეხლაც ვერ ვიგებ)

ვიტყვი რომ ძალიან ფხიზელი და კარგი მცველია, მაგრამ ჩვენ პირობებში(რეალობაში) ვფიქრობ რომ ძალიან ძნელი შესანახია.

ამაში ვგულისხმობ ქალაქის პირობებში.

ის რომ აგრესიულია , ესეც უდავოა!

2 თვეზე მეტ ხანს სკოლაშიც ყავდათ მიბარებული, მაგრამ აზრი არა აქვს. პატრონს თუ 2 მეტრამდე მიუახლოვდები შეიძლება გადავიდეს ჭკუიდან. მის გარშემო 3 მეტრამდე რადიუსზე (მის პირად ზონად აღიქვამს )მიახლოვება , გარდაუვალ აგრესიას იწვევს.

რიჯბეკებიც ვნახე თბილისში ,მაგრამ ეს ძალიან აგრესიულია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მართლაც რომ ძალიან ძლიერი და ლამაზი ძაღლია, მაგრამ მასეთი ძაღლის ყოლა ცოტა არ იყოს და ბევრ უსიამოვნებას მოუტანს პატრონს, ეგეთი აგრესიული ძაღლის ყოლა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. 

 

აი ვირთხაზე (იაგზე) კი მაგრად ვიცინე, კიდევ კარგი ფეხი არ დაადგეს  :DDD  :DDD  :DDD



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფეხი დაადგეს მაგარი იყო :0024: :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მდედრი და მამრი როგორ იცნობა მხოლოდ სახეზე შეხედდვითაც. მარცხენას მართლა მდედრის სახე აქვს. ძაან ელეგანტურები არიან. ძააან მომწონს ეს ჯიში მაგრამ საქართველოში ამის ყოლა ძაან რთულია. არც. მისი სანადირო პირობებია და ზედმეტად აგრესიულები არიან

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უი , აგრესიულიოოო?

ჩემს მეგობარს ყავს და როცა ასეორნებს ერთი 5 მეტრიდან ველაპარაკები და ისიც 5 წუთი..... :@@


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგ ვიდზეა ეს არგენტინული დოგი, მარა არგენტინული მე ვიცი ტანგო და სტეიკი დოგის რა გითხრათ :)



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგ ვიდზეა ეს არგენტინული დოგი, მარა არგენტინული მე ვიცი ტანგო და სტეიკი დოგის რა გითხრათ :)

 

დასტურ დასტუს დიდო მაგისტრო. აშკარად ეს უკანასკნელი ასეთივე ბრენდის დონეს ვერ დაიკვეხნის ნამდვილად. სად არგენტინული ტანგო და სად არგენტინული დოგი?

:0024:
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

კარგ ვიდზეა ეს არგენტინული დოგი, მარა არგენტინული მე ვიცი ტანგო და სტეიკი დოგის რა გითხრათ :)

დასტუურ :)

ეს ძაღლი კიარა კაციჭამიაა რეალურად :)


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?