Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39055 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კინტრიშის დაცული ტერიტორია

.

 

kintrishi-kaxa~0.JPG

ფოტოების ავტორი კ. ხიმშიაშვილი

კინტრიშის დაცული ტერიტორიების განლაგებულია ისტორიულ აჭარაში („აჭარის ქვეყანა“, „აჭარის ხეობა“, როგორც მას ძველ მატიანეებში მოიხსენებენ). მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში ქრისტიანობის ქადაგება ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დაიწყო ანდრია მოციქულმა. მდინარე კინტრიშზე შემორჩენილია შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდების ნანგრევები. ხოლო მის უშუალო სიახლოვეს მყოფი ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ნინოწმინდის ეკლესია სოფელ დიდვეკის მახლობლად, ელიას ციხე სოფელ აჭყვისთავთან და მამუკას ციხე სოფელ ალამბარის მახლობლად. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო ძველი – ქრისტიანობამდელი ძეგლებიცაა აღმოჩენილი. მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვეის III-II ათასწლეულების კოლხური ნამოსახლარები და რკინის საბადოების ნანგრევები. მდინარე კინტრიშის მარჯვენა ტერასაზე, სოფლების – ხუცუბნისა და ქობულეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ადრინდელი ნეოლითის კაჟისა და ობსიდიანის იარაღი.

kibtrishi-kaxa.jpg

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ის სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან, სადაც მრავალრიცხოვანი სასტუმროები, რესტორნები და ოჯახური სასტუმროები არსებობს. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. დაცულ ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში გაიხსნება ტურისტული მარშრუტები.დაათვლიერეს თაღოვანი ხიდები (XIIს.), ბზების კორომი, ღვინის მარანი და ჩანჩქერი.

0cbzc.jpg

კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +24 გრადუსი, ხოლო იანვრის +4 გრადუსია. ნაკრძალის მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია.

DSC_7615.jpg

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია. ნაკრძალის დანარჩენი მდინარეები და ღელეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე, რომელზეც 30 მეტრიანი თვალწარმტაცი ჩანჩქერია, ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა - ორსაფეხურიანი 70 მეტრის სიმაღლე წყალვარდნილით სწორედ კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში 2200 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ორი პატარა ტბა – თბიყელი და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. აქედან პირველი ტბა უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული, მეორე კი – მის საზღვრებს გარეთ.

DSC_7657.JPG

 

 

მარიამ სულამანიძის და გიორგი ყურაშვილის ფოტოები:

kavkasikas_dis_kontrishi.jpg

kavkasdis.jpg

kavkasikas_da-.jpg

kavkasda.jpg

mjxai.jpg

rzr5y.jpg

m95yz.jpg

kintrishi_-_cavkasikas_da.jpg

რჩევები სალაშქროდ:

- დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი ჭახათი , კინტრიშის ტერიტორიაზე რამდენიმე ოჯახი, ხინოს მონასტრის მრევლი

- მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი -ქობულეთი 360 კმ
ქობულეთი-ხინოს მონასტერი 40კმ

- ფეხით გავლილი მანძილი:
სოფელი ჭახათი _ ხინოს ჩანჩქერი 30 კმ და უკან იგივე

- სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, ხინოს მონასტერი, თამარის თაღოვანი ხიდი, ბზის კორომი, უთხოვარის ტყე, ტბა ტბისყელი

- საბანაკე ადგილები:
მიტოვებული ქოხები.. ან კინტრიშის დაცული ტერიტორიების კოტეჯი..

- სასმელი წყალი მარშრუტზე:
ბილიკი მიუყვება მდინარე კინტრიშს რომლის წყალი სასმელად გამოიყენება

- საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სასურველია სპორტულად და თავისუფლად ჩაცმა: სქელძირიანი, დახურული, საველე ფეხსაცმელი, ქუდი, საწვიმარი., სპორტული შარვალი

- გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ივლისი - აგვისტო

- რისკები, საფრთხეები:
გარეული ცხოველი:დათვი,მგელი ტურა

normal_lp2cs.jpg

 

წყარო ჩვენი საუნჯე


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

ამინდი რო გამოვა აუცილებლად უნდა წავიდეთ აქაც და კიდევ ბევრგან სადაც არ ვარ ნამყოფი და ერი სამი დღე დაისვენო წყნარად



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

აუცილებად უნდა წავიდეთ რა.. აუცილებლად...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39055 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე სიცხეებს რომ დაიჭერს მუცო და არხოტი მოვინახულოთ კაცებო სადაც ცრდილოეთის მხარეს იცავდნენ მაგარი ქართველები.

ეხლა ხევსურნი და ადრე ფხოველნი....


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39055 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხევსურეთი მოვიარეთ....თუშეთშია მოსწყობი ერთი ხოშიანი ტური


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2277 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

უდაოდ ულამაზესი ადგილია :good: .

უნდა მოინახულოს ადამიანმა


          DUDU

          LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?