Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

..

20510.JPG

.

.

20507.JPG

 

.

20506.JPG

.

.

20503.jpg

.

20509.JPG

 

20508.JPG

 

https://news.ge/ge/n...blo-saqartveloa

 

https://news.ge/ge/n...aflis-samshoblo

 

არქეოლოგების თქმით, ჭურჭელი ძველი წელთ აღრიცხვით მესამე ათასწლეულით თარიღდება. ყველაზე ძველად აქამდე ტუტანჰამონის სამარხში აღმოჩენილი ჭურჭელი მიიჩნეოდა.

 

ბორჯომის რაიონში, სოფელ საკირესთან, 2003 წელს არქეოლოგებმა სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში მცირე ზომის ისრის პირი, ხის მცირე ფრაგმენტი, ორი ჭურჭელი და მიცვალებულის ორი კბილი იპოვეს.

ორნამენტირებული ცალყურა ჭურჭელის (რომელსაც არქეოლოგები ტოლჩას ეძახიან) კვლევისას აღმოჩნდა, რომ მასში თაფლი უნდა ყოფილიყო. 2004 წელს კი უკვე ანგარიში დაიდო, რომლის მიხედვითაც ეს უნდა იყოს უძველესი თაფლი მათ შორის, რაც აქამდე აღმოჩენილა - დაახლოებით 5 500 წლის წინანდელი.

ინფორმაცია უძველესი თაფლის შესახებ პირველად გია თორთლაძემ გააჟღერა. ამაზე ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

ასე იქცა 2004 წლის ამბავი 2012 წლის 29 მარტის ერთ-ერთ მთავარ ნიუსად. თუმცა ინფორმაცია არც ყოფილა დამალული. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე news.ge-სთან საუბრისას ამბობს, აქამდე ამ საკითხისადმი ინტერესი არ ყოფილა.

მეცნიერულ წრეებში უკვე 2004 წლიდან იციან, რომ ჯერ-ჯერობით უძველესი თაფლი საქართველოშია ნაპოვნი, თუმცა ბორჯომის რაიონში აღმოჩენილი თაფლი არ არის პირველი თაფლი და ვერც საქართველო იქნება თაფლის სამშობლო.

„როდესაც არსებობს იმის საშუალება რომ ადამიანის უძველესი ნახელავი ვიპოვოთ, გონებრივი განვითარების დონეზე მივყვეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ამ დროს ეს გავაკეთეთ, აღმოჩენას მაშინ აქვს ფასი. დღესდღეობით უძველესი თაფლი საქართველოშია აღმოჩენილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო თაფლის სამშობლოა. ფუტკარი მხოლოდ საქართველოში ხომ არ დაფრინავს? თაფლით იკვებებოდა პირველყოფილი ადამიანიც, იმიტომ, რომ ბუნებაში არსებობს ველური თაფლი,“ - ამბობს ირინა ღამბაშიძე.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ თაფლი მიცვალებულს ჩააყოლეს, რიტუალის თანახმად. მიცვალებული წარჩინებული უნდა ყოფილიყო: „სამარხზე ბევრი არაფერი ვიცით, რადგან გაძარცვულია. თუმცა ეს ყორღანები წარჩინებულთა სამარხებია, ბელადებისაა. დიდი სამარხი მხოლოდ ერთი მიცვალებულისთვისაა აშენებული. ვიცით გაძარცვის თარიღი - ძვ. წელთაღრიცხვის 2282 წელი. პრაქტიკულად ყველაფერი იყო წაღებული, მიცვალებულის ჩონჩხიც კი. დარჩენილი იყო ერთი ძალიან მცირე ზომის ისრის პირი, ხის მცირე ფრაგმენტი, ორი ჭურჭელი და მიცვალებულის ორი კბილი. სამარხში აღმოჩენილი ხის კონსტრუქცია უნდა იყოს კიბე, რომლითაც მძარცველები ჩავიდნენ სამარხში და დატოვეს იქ.“

თაფლი არ არის ერთადერთი, რის „სამშობლოდაც“ მოიაზრება საქართველო.

„ყველაზე მთავარი არის დმანისი, პირველი ევროპელები აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამან, ფაქტობრივად, გადააბრუნა ისტორია. დმანისი არის საოცრება. ასევე, ვაზის წიპწები აღმოჩნდა მე-6 ათასწლეულის ნამოსახლარზე და ეს არის კულტურული ვაზი, ანუ ველური ვაზი კი არ არის, უკვე მოვლილია და მისი თვისებები, წარმოება იციან, სასმელს ამზადებენ. ასევეა ოქროს წარმოება - დღესდღეობით ევროპაში მსოფლიოში უძველესი ოქროს ნივთებია აღმოჩენილი, ჩვენ კი სამთო წესით ოქროს მოპოვების უძველესი კერა გვაქვს. ანუ ჩვენთან ოქროს მადნის ცნობა იცოდნენ ისეთ მადანში, სადაც ოქრო არ ჩანდა. ეს ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი - მიხვიდე იმ ადგილას, სადაც ოქრო არ ჩანს, არ ბრწყინავს და იქიდან ოქრო გამოიღო. ოქროს წარმოებაში საქართველო არის პირველი. ასევე, საქართველოში ნაპოვნია დღესდღეობით უძველესი ძაფი,“ - ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე.

მართალია, დღევანდელი სამეცნიერო მონაცემებით, უძველესი თაფლი საქართველოშია აღმოჩენილი, მაგრამ ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს და სხვაგან აღმოჩნდეს უფრო ადრეული.

„დღესდღეობით ასეა, მაგრამ ხვალ შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. მაგალითად, სომხებმა იპოვეს პირველი ფეხსაცმელი. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფეხშიშველი დადიოდნენ. უბრალოდ იმ ნიადაგმა შეინახა უკეთ,“ - ამბობს ირინა ღამბაშიძე.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

:good:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გეიხარე ამხანაგო ჟორჟიკა



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4486 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ცოტა ხანში ალბათ მართლაც სომხები იპოვიან უძველეს თაფლს მაგათ ხომ ჩვენზე უძველესი ისტორია უნდა ჰქონდეთ :) 

 

საინტერესო სტატიაა



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე თავისთავად დასაფიქრებელია , ყველაზე სიძველეებით რაღა მაინცა და მაინც ეს პატარა ტერიტორია გამოირჩევა???

ხორბლის ჯიშები,(ენდემური)

თაფლი

სელი

პირველი საღებავის მოხმარების ფაქტები.ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებულისაღებავებით დაფერილი სელი.

რკინის მადნის მოპოვება

რკინის დამუიშავება(ხალიბები) ბრინჯაოს ეპოქაში

ყურძენი (500 მდე ენდემური ჯიშები)

3 დამწერლობა(ყველასაგან განსხვავებული. ჩვ .წელთ 121 წ. ნეკრესის გათხრები)

საყდრისი-ყაჩაღიანი (რომ არ გაენადგურებინათ და მოესპოთ. ვანდალიზმი კაცობრიობის კულტურის ძეგლის ხელყოფა)

..........აღარ გავაგრძელებ თორე ესე რენესანსის პერიოდამდე მივალ 2.5 საუკუნით ადრე ვიდრე ევროპაში და პარლამენტარიზმის ფუძემდებლადაც (კარავი თამარ მეფის დროს და 3 საუკუნით გვიან ოლივერ კრომველი ბრიტანეთში , რომელმაც მირონცხებული მონარქი , თავის მოკვეთით დასაჯა)

  უცნაურია არა? და არასდროს ქართველობა მრავალრიცხოვანი  არ ყოფილა...

 

 

 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

ისე თავისთავად დასაფიქრებელია , ყველაზე სიძველეებით რაღა მაინცა და მაინც ეს პატარა ტერიტორია გამოირჩევა???

ხორბლის ჯიშები,(ენდემური)

თაფლი

სელი

პირველი საღებავის მოხმარების ფაქტები.ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებულისაღებავებით დაფერილი სელი.

რკინის მადნის მოპოვება

რკინის დამუიშავება(ხალიბები) ბრინჯაოს ეპოქაში

ყურძენი (500 მდე ენდემური ჯიშები)

3 დამწერლობა(ყველასაგან განსხვავებული. ჩვ .წელთ 121 წ. ნეკრესის გათხრები)

საყდრისი-ყაჩაღიანი (რომ არ გაენადგურებინათ და მოესპოთ. ვანდალიზმი კაცობრიობის კულტურის ძეგლის ხელყოფა)

..........აღარ გავაგრძელებ თორე ესე რენესანსის პერიოდამდე მივალ 2.5 საუკუნით ადრე ვიდრე ევროპაში და პარლამენტარიზმის ფუძემდებლადაც (კარავი თამარ მეფის დროს და 3 საუკუნით გვიან ოლივერ კრომველი ბრიტანეთში , რომელმაც მირონცხებული მონარქი , თავის მოკვეთით დასაჯა)

  უცნაურია არა? და არასდროს ქართველობა მრავალრიცხოვანი  არ ყოფილა...

უფლის მფარველობის ქვეშ ვართ ერი, საქართველო სრულიად, არ გვაკლია არაფერი, რესურსი გვაქვს თითქმის ყველაფრის, ხომ წარმოგიდგენიათ ჩვენ, რომ უფრო მეტად ვიცოდეთ შრომისა და დროის ფასი,,, . . .    ეჰჰ ---  



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

თაფლი არ მიყვარს და თაფლის სამშობლო კი... :)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5542 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

თაფლიც კაია და თაფლის სალშობლოც...  :ki:  :ki:  :0025:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Berikakha

Berikakha

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 102 პოსტი
  • მისამართი:აბაშიძის #51
  • წარმოშობა:რაჭა

საინტერესო სტატიააა, მაგრად ასწორებს თაფლი. სიმაღლეში ზრდისო ამბობენ  :good:  :ki:  :ki:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

სტაფილო რო ჩაახეხო თაფლში ალბათ სასწაული მოხდება :)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2295 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:D :D :D  ჰაჰაჰაჰა გუგაა 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5542 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:0024:  :0024:  :0024:  :0024:

თქვენ არ ჩაქრით



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5542 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ხუმრობა იქით იყოს და კარაქიან პურზე რო გადაუსვამ ნატურალურ თაფლს რა ჯობია? ჰაა? თქვით ახლა?



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სტაფილო რო ჩაახეხო თაფლში ალბათ სასწაული მოხდება :)

უცნაური კონსენსტენცია გამოვა გუგა. რამ მოგაფიქრებინა? ;)



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 920 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi
ი ი ა. ა 

ჩამსწორებელი mustafa, 23 September 2016 - 11:15 AM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?