Jump to content


ამ თემას აქვს 73 გამოხმაურება

#61 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1649 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ძალიან,,   ;)

 

გასაოცარია ნამდვილად 12 000 წლის წინანდელი სკულპტურა, რომელიც ფაქტობრივად უცხოპლანეტელის ხომალდს ჰგავს და თვითონ  უცხოპლანეტელია შიგნით გამოსახული.,.



#62 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39362 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან,,   ;)

 

გასაოცარია ნამდვილად 12 000 წლის წინანდელი სკულპტურა, რომელიც ფაქტობრივად უცხოპლანეტელის ხომალდს ჰგავს და თვითონ  უცხოპლანეტელია შიგნით გამოსახული.,.

შიგნი უცხოპლანეტელის (გინდა ადამიანის) ფიგურა რომ არ იყოს კიდევ შეიძლებოდა ათასი რამე გეფიქრა , მაგრამ მომკალით და უცხოპლანეტელთა ხომალდის გარდა , არაფერი მომდის თავში.

:ki:


legion.ge-82-1553250819.jpg


#63 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 447 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
დამკვეთისა და ორგანიზატორების დაფარვის მიზნით ფილიპე მახარაძემ და სერგო ორჯონიკიძემ ტერორისტული აქტი შემდეგნაირად განახორციელეს: ადგილობრივმა გლეხებმა გიგლა ბერბიჭაშვილმა, გიგოლა მოძღვრიშვილმა, პავლე ფშავლიშვილმა (აფციაურმა), გიგლა (ლომა) ხიზანიშვილმა და "ვიღაც იმერელმა" 1907 წლის 30 აგვისტოს სოფელ წიწამურსა და სოფელ საგურამოს შორის (საგურამოდან ოთხ ვერსზე) თბილისიდან მომავალი ილია ჭავჭავაძის ეტლი გააჩერეს. სოციალ-დემოკრატებს აუცილებლად სჭირდებოდათ გლეხების მიერ ეტლის გაჩერების საყოველთაოდ დადასტურებული ფაქტი (ეს ფაქტი ძიებას კიდეც დაუდასტურეს თედო ლაბაურმა და ილიას მეუღლემ). მკვლელობის ორგანიზატორებს აფიქრებდათ ერთი გარემოება - გლეხები, რომლებიც ეტლს გააჩერებდნენ, პროფესიონალი კილერები არ იყვნენ. ისინი დემორალიზებული, გადაგვარებული ადამიანები იყვნენ და მათი ნდობა არ შეიძლებოდა.

1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც გლეხებმა (არაპროფესიონალმა კილერებმა) ფული აიღეს, მაგრამ ბოლო მომენტში მემამულის მკვლელობა გადაიფიქრეს და მხოლოდ ძარცვით დაკმაყოფილდნენ. იგივე შეიძლებოდა მომხდარიყო ილია ჭავჭავაძეზე თავდასხმისასაც. სწორედ ამიტომ, ილიას ეტლის გაჩერების სავარაუდო ადგილზე მკვლელობის ორგანიზატორებს მზად ჰყავდათ დამოუკიდებლად მოქმედი პროფესიონალი კილერი (იგი ეროვნებით ქართველი იყო). გიგლა ბერბიჭაშვილის ჯგუფმა ეტლი გააჩერა, ფეხზე წამომდგარ ილიას კი ზურგის მხრიდან, სავარაუდოდ, გზის მარცხენა ნაპირიდან, ჩასაფრებულმა კილერმა ესროლა. მკვლელმა ერთადერთი ტყვია გაისროლა. 1907 წლის 31 აგვისტოს დუშეთის მაზრის ექიმმა იაშვილმა გამომძიებელ დილევსკის თანდასწრებით გაკვეთა ილია ჭავჭავაძის გვამი. შედგა გვამის გაკვეთის აქტი. ამ დოკუმენტში სავსებით გარკვევითაა აღნიშნული:

"გულმკერდის არეში აღენიშნება ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, რომლის ერთი ხვრელი მოთავსებულია მარჯვენა ძუძუს დვრილიდან ოდნავ შიგნით, ხოლო მეორე - მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე; პირველი ოვალური ფორმისაა, მისი უდიდესი ზომა კანზე სამი სანტიმეტრია, მეორის ზომა იღლიის კანზე შედარებით მცირეა, გამავალია ნეკა თითისთვის". ესე იგი, ილიას სხეულში ტყვია შევიდა მარცხენა იღლიის უკანა კიდესთან, ნეკნებს შორის, გაიარა გული და გამოვიდა მარჯვენა ძუძუს დვრილთან. ამიტომაა, რომ მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე (ნეკნებს შორის) ტყვიამ დატოვა მცირე დიამეტრიც ხვრელი (გამავალი ნეკა თითისთვის), ხოლო მკერდზე (მარჯვენა ძუძუს დვრილთან) - გაცილებით დიდი ზომის ხვრელი (ოვალური ფორმის, სამი სანტიმეტრის სიგრძისა). ცნობილია, რომ ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს მცირე დიამეტრის ხვრელს, ხოლო სხეულიდან გამოსვლისას გაცილებით დიდს. ილია ჭავჭავაძის გვამის დათვალიერების აქტის (1907 წლის 31 აგვისტო) შესწავლის შედეგად ექსპერტი ბ. კილასონია დაასკვნის: ილიას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული "ჭრილობის არხის მიმართულებაა მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ, ესე იგი, ილიასთვის ტყვია ზურგიდან უსვრიათ". ცეცხლსასროლი იარაღით (ტყვიით) მიყენებული სხვა ჭრილობა ილია ჭავჭავაძის სხეულზე არ აღმოჩნდა. კილერის ჩასაფრების შესახებ არაფერი უწყოდა გიგლა ბერბიჭაშვილის ჯგუფმა, მკვლელმა კი იცოდა, სად გააჩერებდნენ გლეხები ეტლს. გასროლის შემდეგ კილერი შეუმჩნევლად გაეცალა იქაურობას, მისი არსებობა არ შეუტყვია არც ძიებასა და არც სასამართლოს

#64 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39362 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხელი როგორ არ აუკანკალდათ,   რა ხალხი იყვნენ.  ან რა აუცილებლობა იყო  ასეთი ადამიანის  მოცილება? 


legion.ge-82-1553250819.jpg


#65 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 447 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი

ხელი როგორ არ აუკანკალდათ,   რა ხალხი იყვნენ.  ან რა აუცილებლობა იყო  ასეთი ადამიანის  მოცილება? 

,,წიწამურთან,რომ მოკლეს ილია ,მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი" ბაბუ ისევ პოლიტიკა მიზეზი იყო ეს.ილია ხელს უშლიდა ბევრს

#66 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1649 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

1823 წელი. ჰიუ გლასი, ცნობილია იმით, რომ არაადამიანურ ტკივილს გაუძლო. გლასი რამოდენიმე მონადირესთან ერთად ეწეოდა ბეწვეულით ვაჭრობას. ერთხელ მათ პირისპირ შეეჩეხათ გრზილი. მეგობრებმა დაჭრილი გლასი დატოვეს ადგილზე, რათა მოძრაობას შეაფერხებდა. გლასმა დაჭრილ მდგომარეობაში 160 კილომეტრის გავლა მოახერხა, ამისთვის 6 კვირა დასჭირდა, მაგრამ ცოცხლად გადარჩენა მოახერხა.

მიმაგრებული გალერეა

  • 2017051109492367247.jpg


#67 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39362 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1823 წელი. ჰიუ გლასი, ცნობილია იმით, რომ არაადამიანურ ტკივილს გაუძლო. გლასი რამოდენიმე მონადირესთან ერთად ეწეოდა ბეწვეულით ვაჭრობას. ერთხელ მათ პირისპირ შეეჩეხათ გრზილი. მეგობრებმა დაჭრილი გლასი დატოვეს ადგილზე, რათა მოძრაობას შეაფერხებდა. გლასმა დაჭრილ მდგომარეობაში 160 კილომეტრის გავლა მოახერხა, ამისთვის 6 კვირა დასჭირდა, მაგრამ ცოცხლად გადარჩენა მოახერხა.

ბექა ეს ისტორია დაედო იმ ცნობილ ფილმის სცენარს საფუძვლად. დიკაპრიო რომ თამაშობს. მონადირე. (მგონი ასე ქვია)


legion.ge-82-1553250819.jpg


#68 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5321 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოუვალ სიტუაციებში ჩავარდნილი ადამიანები ხანდახან გასაოცარ გამძლეობასა და ვაჟკაცობას იჩენენ. მათ ამისაკენ სიცოცხლის წყურვილი უბიძგებთ. ისტორიას ახსოვს ბევრი შემთხვევა, როცა ამ თუ იმ პიროვნებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მოახერხა თავის გადარჩენა. დღევანდელ პოსტში საუბარი სწორედ ისეთ ადამიანებზე გვექნება, რომლებმაც შეძლეს სიკვდილის მოტყუება. ზოგ მათგანს ამაში საკუთარი ვაჟკაცობა და გამბედაობა დაეხმარა, ზოგსაც უბრალო შემთხვევთობა.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ისტორიაში ცნობილი ათი ადამიანი, რომლებიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ.

 

2016052710142537332.jpg

 

10. დონერის რაზმი

 

2016052710010537332.jpg

ლამის გმირობის ტოლფასი იყო, როცა ამერიკაში ყველაზე გაბედული პიონერები ეძებდნენ ახალ-ახალ საცხოვრებელ ადგილებს. 1846 წლის მაისში ჯეიმს რიდი და ფრედერიკ დონერი სათავეში ედგნენ კალიფორნიაში მიმავალ აღალს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ დანიშნულების ადგილამდე თოვლის მოსვლამდე ჩააღწევდნენ, ამიტომ გაცილებით მოკლე, მაგრამ ურთულესი მარშრუტი აირჩიეს. სამწუხაროდ, ჯგუფს თოვლმა სიერა-ნევადის მთებში მოუსწრო და მთელ რაზმს იქ მოუხდა გამოზამთრება. საკვები მალე დამთავრდა, ირგვლივ მხოლოდ თოვლი და ყინული იყო და არცერთი სულიერი არსება. რაზმის წევრები იძულებული გახდნენ კანიბალიზმისათვის მიემართათ. 87 ადამიანიდან მხოლოდ რამოდენიმე გადარჩა ცოცხალი, რომელთა წყალობით ჩვენამდე მოვიდა ეს სამწუხარო ისტორია.

 

9. ჰიუ გლასი

 

2016052710021937332.jpg

ჰიუ გლასი გახლდათ ამერიკელი კოლონისტი, რომელიც ცნობილია იმით, რომ არაადამიანურ ტკივილს გაუძლო. გლასი რამოდენიმე მონადირესთან ერთად ეწეოდა ბეწვეულით ვაჭრობას. ერთხელ მათ პირისპირ შეეჩეხათ გრზილი. სწორედ აქედან დაიწყო ჰიუ გლასის აგონია. საშინელ მხეცთან მარტო დარჩენილმა მამაცმა მონადირემ შეძლო მისი მოგერიება, სანამ მეგობრები მიეშველებოდნენ და მოკლავდნენ გამძვინვარებულ ცხოველს. უამრავი ჭრილობით და ხელ და ფეხმოტეხილი გლასი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სუნთქავდა, მაგრამ ექსპედიციის წევრებისათვის ის უკვე ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა და მათ წინსვლას აფერხებდა. მათ ჩათვალეს, რომ გლასს უკვე ვერანაირი სასწაული ვერ იხსნიდა. დაუტოვეს ორი კაცი, რათა დალოდებოდნენ მის სიკვდილს და დაემარხათ, სხვა მონადირეებმა კი გზა გააგრძელეს. დაჭრილთან დარჩენილებს ბევრი არ უფიქრიათ: მათ მომაკვდავი გაძარცვეს და გაიქცნენ. როცა ჰიუ გლასი გონს მოვიდა, ნახა, რომ სრულიად მარტოა უკაცრიელ ტყეში. ტკივილებისაგან გათანგულმა მამაცმა მონადირემ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დასახლებულ პუნქტამდე მიეღწია. ის ფორთხვით გაემართა იქეთ, სადაც ადამიანები ეგულებოდა, შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, ბალახებს და ძირხვენებს ჭამდა, ხოლო განგრენის შესაჩერებლად დაჩირქებულ წყლულებზე მატლებს ისვამდა, რომლებიც ჭამდნენ დამპალ ხორცს. რამოდენიმე დღის შემდეგ გაწამებულმა და საშინლად გამხდარმა გლასმა ასევე ფორთხვით მიაღწია ერთ-ერთ ფორტამდე, სადაც მას დახმარება აღმოუჩინეს.

 

8. ბეკ უეზერსი

 

2016052710040737332.jpg

მას, ვინც ევერესტის დაპყრობას განიზრახავს, ორი მიზანი აქვთ განსახორციელებელი: ავიდეს მწვერვალზე და რაც მთავარია, გადარჩეს ცოცხალი. ეს ლიტონი სიტყვები არაა-ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის კალთებზე არაერთმა ალპინისტმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. 1996 წლის 10 მაისს განხორციელებული ასვლის დროს მთამსვლელ ბეკ უეზერსის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა: ბეკმა დაკარგა სათვალე, რის გამოც თოვლით ძლიერი დამწვრობა მიიღო და სრულებით დაბრმავდა. უეზერსი იძულებული გახდა შეჩერებულიყო და თავის შერპს ( გიდს) დალოდებოდა. ამბობენ, უბედურება მარტო არ მოდისო. მართლაც, შერპის მომლოდინე ბეკს თავს ზვავი დაატყდა. თანაგუნდელებმა მის პოვნაზე ხელი ჩაიქნიეს, ჩათვალეს რა, რომ ცოცხალი აღარ იყო. რაოდენ დიდ იყო მათი განცვიფრება, როცა ბეკი დღენახევრის შემდეგ ბანაკში დაბრუნდა. თუმცა ამ ტრავმამ მასზე წარუშლელი კვალი დაამჩნია: უეზერსმა დაკარგა ცხვირი, მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელის ნაწილი და სამუდამოდ დაბრმავდა, მააგრამ მას სხვებთან შედარებით მაინც გაუმართლა, რადგან ამ ექსპედიციაში 15 კაცი დაიღუპა.

 

7. ბრედ კავანა და დებორა კილი

 

2016052710052237332.jpg

ვინ იფიქრებდა, რომ ხუთი კაცისაგან შემდგარი ჯგუფის უბრალო გასეირნება ფლორიდიდან მენის შტატამდე ნამდვილ კოშმარად გადაიქცეოდა? - ეს მოხდა 1982 წლის ოქტომბერში. უეცრად ამოვარდნილმა შტორმმა პატარა გემი ნაფოტებად აქცია და მეგობრები - ორი გოგონა და სამი ვაჟი პატარა გასაბერი ნავით აღმოჩდნენ მძვინვარე ოკეანის ტალღებში, საკვების და სასმელი წყლის გარეშე. ამას დაემატა ისიც, რომ გემის დამსხვრევის დროს ერთი გოგონა მძიმედ დაშავდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სერიოზული სამედიცინო დახმარება. ორიოდე დღის შემდეგ ორმა ჭაბუკმა ვერ გაუძლო ამ მდგომარეობას, ისინი ფსიქიკურად შეიშალნენ, ოკეანეში გადახტნენ და ზვიგენების ლუკმა გახდნენ. დაჭრილი გოგონა ინფექციისაგან გარდაიცვალა. ცოცხლად დარჩენილი ვაჟის და გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მათი გადარჩენის შანსი ნულს უტოლდებოდა, თუმცა მოხდა სასწაული და ექვსი უიმედო დღის შემდეგ ისინი საბჭოთა ტვირთმზიდმა გემმა აიყვანა.

 

6. ფინეას გეიჯი

 

2016052710063137332.jpg

ფინეას გეიჯი იყო პასუხისმგებელი პირი 1848 წელს მიმდინარე ტრანსატლანტიკური რკინიგზის მშენებლობის დროს დენთის აფეთქებაზე. ერთ - ერთი ასეთი აფეთქების დროს მას თავში მოხვდა რკინის რელსის ნაჭერი. ამ საშინელი ტრაგედიისას მან ცალი თვალი და ტვინის ნაწილი დაკარგა. უგონოდ მყოფი გეიჯი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. საოცარია, მაგრამ მძიმე ოპერაციის შემდეგ გეიჯი ცოცხალიც გადარჩა და საღი აზროვნებაც შეუნარჩუნდა, თუმცა მეგობრები ამბობდნენ, რომ ის დროდადრო მეტად უცნაურად იქცეოდა ხოლმე.

 

5. არონ ლი ლარსტონი

 

2016052710072137332.jpg

ეს ისტორია 27 წლის ლარსტონს მაშინ შეემთხვა, როცა იუტას მთებში მარტოდმარტო დახეტიალობდა. ერთ-ერთ კლდეზე ცოცვის დროს არონს მარჯვენა ხელი კლდის ნაპრალში გაეჭედა. მთების ტყვეობაში მომწყვდეულმა არონმა 5 დღე და 7 საათი გაატარა და როცა დახმარების ყველანაირი იმედი გადაეწურა, მიხვდა, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ხელის მოჭრა იყო. ერთადერთი იარაღი, რითაც მას ეს უნდა გაეკეთებინა, ბლაგვი დანა იყო. შემზარავი წარმოსადგენია, როგორ მოახერხა ამ არასტერილური იარაღით და მარცხენა ხელით მამაცმა ყმაწვილმა ხელის მოკვეთა, მაგრამ სიცოცხლის წყურვილი რას არ შეაძლიბინებს ადამიანს.

დაძლია რა ტრავმული შოკი და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, ძალაგამოცლილმა და შიმშილისა და წყურვილისაგან გაწამებულმა არონმა, რომელმაც ამ ხუთ დღეში 18 კილოგრამი დაიკლო წონაში, კიდევ ექვსი საათი იფორთხა ცხელ უდაბნოში და მხოლოდ საღამო ხანს წაწყდნენ მას ჰოლანდიელი ტურისტები, რომლებმაც დახმარება აღმოუჩინეს გატანჯულ ბიჭს.
2004 წელს არონ ლარსტონმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი "127 საათი უროსა და ბორკილების ქვეშ". ამ წიგნის მიხედვით 2010 წელს გადაიღეს ფილმი სახელწოდებით "127 საათი'', სადაც მთავარ როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს. ფილმმა მის შემქმნელებს 60 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა.

 

4. ხოსე სალვადორ ალვარენგა

 

2016052710081137332.jpg

2012 წლის დეკემბერში 37 წლის ხოსე სალვადორ ალვარენგა მექსიკაში ზვიგენებზე სანადიროდ წავიდა, ამ რთულ საქმეში დასახმარებლად მან ადგილობრივი მცხოვრები, 22 წლის ესეკელ კორდოვი დაიქირავა. მეთევზეები მექსიკის სანაპიროდან ღია ზღვაში გავიდნენ. თავიდანვე მათ უბედურება შეემთხვათ, ძლიერმა ქარმა ნავი გაიტაცა და წყნარ ოკეანეში გადაისროლა.

15 თვის განმავლობაში მათზე არავინ არაფერი იცოდა. ამ წლინახევრის წინ კი ნავი მარშალის ნაპირებთან მიცურდა, რომელიც ათასობით კილომეტრითაა დაშორებული მექსიკიდან. -„ღმერთო!“-ეს იყო მეთევზის პირველი სიტყვები მიწაზე ფეხის დადგმის დროს. ექიმების თქმით, ხოსე პარალიზებული იყო, ვერ დადიოდა, რადგან ფეხები ატროფირებული ჰქონდა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგაც ვერ გაიხსენა, სად იმყოფებოდა მისი დამხმარე. ხოსემ განაცხადა, რომ იმდენად დიდი იყო გადარჩენის სურვილი, რომ ყველა საშუალებას იყენებდა - ჭამდა ხელით დაჭერილ ფრინველებს, ზვიგენებს, თევზებს, სვამდა წვიმის წყალს, საკუთარ შარდს და კუს სისხლს. მისივე თქმით, დაქირავებული მამაკაცი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, ვერ გაუძლო ექსტრემალურ პირობებს და მალე შიმშილით გარდაიცვალა, მან კი მისი ცხედარი ღია ზღვაში გადააგდო, თუმცა გარდაცვლილის ახლობლებს არ სჯეროდათ ამ ვერსიის და ექსპერტებთან საუბრის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ თევზით და უმი ხორცით კვებისას, ხოსე ასეთ ფორმას ვერ შეინარჩუნებდა. ისინი ამბობენ, რომ ხოსემ თანამგზავრი შეჭამა.

 

3. ნანდო პარადო

 

2016052710085137332.jpg

მსოფლიო ავიაციის ისტორიაში არის ავიაკატასტროფის ბევრი შემთხვევა, რომლებიც ფატალური შედეგით დასრულდა, მაგრამ არის ერთი ამბავი, რომელიც დაუჯერებელი სინამდვილეა. ეს ამბავი კი 1972 წლის 13 ოწტომბერს დაიწყო. რეისი ნომრით 571 ურუგვაიდან ჩილესკენ აფრინდა, რაგბის კლუბის ახალგაზრდა ბიჭები სანტიაგოში სათამაშოდ მიდიოდნენ. მათ თან ახლდათ ოჯახის წევრები და მეგობრები. აფრენიდან რამოდენიმე საათში ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და ეკიპაჟის დაუდევრობის გამო თვითმფრინავი ანდების მთებში ჩამოვარდა. თოვლში ჩარჩენილი ხომალდი ორად იყო გახლეჩილი. 45 ადამიანიდან 12 ჩამოვარდნის დროს დაიკარგა, 5 კი მეორე დღეს დილით დაიღუპა. დარჩენილი 27 ადამიანიდან ბევრი ტრამვირებული იყო. საშინელ სიცივეში ნახევარ ხომალდში შეყუჟული ბიჭები და გოგონები დახმარებას ელოდნენ, ლოდინი კი ამაო გამოდგა. რამოდენიმე დღის შემდეგ მავთულით რადიო სიხშირე დაიჭირეს, სადაც გაიგეს, რომ სამაშველო სამსახურმა უშედეგოდ დაასრულა მათი ძებნა და ყველანი დაღუპულად იყვნენ გამოცხადებულები.

ზამთრის საშინელი ყინვა იყო, ბევრმა ვერ გაუძლო, ცოცხლად დარჩენილი ადამიანები კი საკვებს ეძებდნენ და სხვა რა გზა ჰქონდათ, პროტეინებით მდიდარი ადამიანის ხორცით იკლავდნენ შიმშილს. ასე გავიდა ორი თვე. ცოცხალი მხოლოდ 16 დარჩა. ბოლოს ნანდო პარადომ და რობერტო კანესამ გადაწყვიტეს წასულიყვნენ გადასარჩენად. 12 დღე-ღამე თოვლში, ყინვაში და ქარში იარეს ანდების მთებში და ბოლოს პუენტო ნეგროს სოფელს მიადგნენ. იქ დაინახეს ერთი მწყემსი, რომელმაც აცნობა ადგილობრივ მთავრობას გადარჩენილთა ამბავი, შემდეგ კი საშველად ანდებში დარჩენილ მეგობრებთან ვერტმფრენით გაემგზავრნენ. რომის პაპმა გადარჩენილებს მიუტევა ადამიანის ხორცით კვება. იქ, სადაც ხომალდი ჩამოვარდა, ხშირად ადიან გადარჩენილები და მათი ახლობლები და პატივს მიაგებენ დაღუპულებს.

 

2. ერნესტ შეკლტონი

 

2016052710100637332.jpg

ირლანდიელი ერნესტ შეკლტონი პოლარეთის მკვლევარი გახლდათ.

ის საოცარ რწმენას უნერგავდა თავისი ექსპედიციის წევრებს.. მკვლევარის მიზანი იყო, ფეხით გადაელახათ ანტარქტიდა. 1915 წლის იანვრისათვის შეკლტონის გემი „ენდურანსი“ ( Endurance) ყინულებში მოხვდა. იგი 10 თვე იყო ამ ადგილას გაჩერებული, მერე კი თანდათან ჩაიძირა. შველას არსაიდან არ მოელოდნენ. ეკიპაჟი სიცივით და შიმშილით სიკვდილისათვის იყო განწირული. მაშინ შეკლტონმა თავისი ხალხი 290 კილომეტრით დაშორებული ელეფანტის კლდოვანი კუნძულისაკენ წაიყვანა. აქედან ის ხუთ კაცთან ერთად გაემართა სამხრეთ გეორგიის კუნძულისაკენ, რომელიც 1300 კილომეტრის დაშორებით, მსოფლიოს ყველაზე ცივი და მღელვარე ოკეანის გადაღმა მდებარეობდა.
კუნძულს 16 დღეში მიადგნენ. ერნესტ შეკლტონი მივიდა ჩრდილო სანაპიროზე მდებარე ვეშაპმჭერ სადგურზე და მაშველი წამოიყვანა. შეკლტონის ხალხს სამართლიანად სწამდა მეთაურისა: მან ეკიპაჟის 27-ვე წევრი გადაარჩინა.
შეკლტონს უკვე მოხვეჭილი ჰქონდა სახელი „ნიმროდის“ ექსპედიციით (1907-1909), რომლის დროსაც მარხილებით მიმავალ რაზმს გაუძღვა და 156 კილომეტრზე მიუახლოვდა სამხრეთ პოლუსს. შეკლტონი ინგლისში დაბრუნდა და ის, როგორც გმირი, რაინდად აღიარეს.

 

1. ვესნა ვულოვიჩი

 

2016052710105437332.jpg

ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს შემთხვევა, როცა ავიაკატასტროფიდან ვინმე ცოცხალი გადარჩა, მაგრამ საბედნიეროდ, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს. ასეთია სერბი ვესნა ვულოვიჩი - გინესის რეკორდსმენი. ესაა ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ცოცხალი გადარჩა.

1972 წლის 26 იანვარს ჩეხეთის ტერიტორიაზე სოფელ სერბსკა კამენიცესთან რეისი JAT 367- კოპენჰაგენი-ზაგრები 10 000 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, თვითმფრინავი DC-9-30 ნაწილებად დაიშალა (აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა 1974 წელს ჩეხოსლოვაკიაში გამოაქვეყნეს კომისიის დასკვნა, სადაც თვლიდნენ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო). 22 წლის ვესნა სტიუარდესად მუშაობდა, იმ დღეს იგი არ უნდა გაფრენილიყო, თუმცა იძულებული გახდა შეეცვალა სხვა სტიუარდესა, რომელსაც აგრეთვე ვესნა ერქვა. კატასტროფის ადგილზე ახალგაზრდა ქალი ადგილობრივმა გლეხმა ბრუნო ჰონკემ იპოვა, კატასტროფის შემდეგ იგი 27 დღე კომაში იყო, ამის შემდეგ კიდევ 16 თვე იწვა ჰოსპიტალში. ბოლოს იგი ისევ დარჩა ავიაკომპანიაში სამუშაოდ, თუმცა უკვე არა ცაში... ქალს დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა, ფეხები და ხერხემალი.

ვესნა ვულოვიჩი იუგოსლავიის ნაციონალურ გმირად აღიარეს.


ჩამსწორებელი გიორგი ლომთაძე, 14 July 2018 - 04:52 PM.


#69 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5321 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ბექა ეს ისტორია დაედო იმ ცნობილ ფილმის სცენარს საფუძვლად. დიკაპრიო რომ თამაშობს. მონადირე. (მგონი ასე ქვია)

 

ფილმი გადარჩენილი 

 

 

legion.ge-162-1531573120.jpg



#70 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1649 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

განსაცდელის ჟამს ადამიანი ბევრ საინტერესოა და საოცარ შესაძლებლობებს ამჟღავნებს!



#71 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39362 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქალბატონი ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ცურავდა როდესაც მეგობრულად განწყობილი "კასატკების" (მკვლელი ვეშაპების) ოჯახი დაინტერესდა მისით მიუახლოვდა და "გაეცნო" კიდეც

legion.ge-82-1553250819.jpg


#72 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39362 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ზღვამ კალიფორნიაში უცნაური გიგანტური თევზი გამორიყა (ფოტო)
17:03 2019-03-01
 

 

სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ზღვამ გიგანტური უცნაური თევზი გამორიყა, რომლის სიგრძეც 2 მეტრს აღემატება. როგორც მეცნიერებმა შემდგომში გაარკვიეს ეს არის "მზისთევზას" (Mola Mola) ნაირსახეობა "მატყუარა მზისთევზა" (Mola tecta ან hoodwinker sunfish), რომელიც ძირითადად ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სანაპიროებთან გვხვდება. მათთვის ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება ის მიზეზი, თუ რატომ გადმოლახა თევზმა ასეთი დიდი მანძილი.

აღსანიშნავია, რომ Mola tecta არცთუისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. პირველად ის 19-ე საუკუნეში აღწერეს, ზოლო 2014 წლის წინ ახალი ზელანდიის ნაპირებზე გამორიყული Mola tecta პირველი თევზი იყო "მზისთევზების" ჯიშიდან, რომელიც უკანასკნელი 130 წლის მანძილზე ნახეს ადამიანებმა.

1551446712220825.jpg1551446748740084.jpg1551446748885764.jpg1551446749016921.jpg1551446749138895.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#73 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1313 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

1. მსოფლიოს ყველაზე ფართო გზა ბრაზილიაშია. "მონუმენტურ ღერძზე" 160 ავტომობილი გვერდი-გვერდ იმართება.

 

2. ტარაკანა ერთადერთი არსებაა, რომელიც უთაოდ რამოდენიმე კვირას ცოცხლობს.

 

3. ტაივანური კომპანია, ხორბლისგან სამზარეულოს ჭურჭელს ამზადებს.

 

4. ძროხები საშუალოდ დღეში 200 ჯერ უფრო მეტ გაზს აწარმოებენ, ვიდრე ადამიანები.

 

5. 10 ცენტიანებს გვერდზე 118 შავი ზოლი გააჩნია.

 

6. ნემსიყლაპიები მხოლოდ 24 საათით ცოცხლობენ.

 

7. ჟირაფები 53 სანტიმეტრიანი ენით, ყურებს იწმინდავენ.

 

8. ჟირაფერი უწყლობას აქლემებზე უკეთ იტანენ.

 

9. იაპონური თევზების მახოვრობა მხოლოდ 3 წამიანია.

 

10. რომ არა ფერბის შემცვლელობა, კოკა-კოლა მწვანე ფერის იქნებოდა.

 

1. მსოფლიოს ყველაზე ფართო გზა ბრაზილიაშია. "მონუმენტურ ღერძზე" 160 ავტომობილი გვერდი-გვერდ იმართება.


2. ტარაკანა ერთადერთი არსებაა, რომელიც უთაოდ რამოდენიმე კვირას ცოცხლობს.


3. ტაივანური კომპანია, ხორბლისგან სამზარეულოს ჭურჭელს ამზადებს.


4. ძროხები საშუალოდ დღეში 200 ჯერ უფრო მეტ გაზს აწარმოებენ, ვიდრე ადამიანები.


5. 10 ცენტიანებს გვერდზე 118 შავი ზოლი გააჩნია.


6. ნემსიყლაპიები მხოლოდ 24 საათით ცოცხლობენ.


7. ჟირაფები 53 სანტიმეტრიანი ენით, ყურებს იწმინდავენ.


8. ჟირაფერი უწყლობას აქლემებზე უკეთ იტანენ.


9. იაპონური თევზების მახოვრობა მხოლოდ 3 წამიანია.


10. რომ არა ფერბის შემცვლელობა, კოკა-კოლა მწვანე ფერის იქნებოდა.

 


#74 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39362 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანუ ერთ მხარეს მოძრაობა 80 ზოლიანია?

 

1. მსოფლიოს ყველაზე ფართო გზა ბრაზილიაშია. "მონუმენტურ ღერძზე" 160 ავტომობილი გვერდი-გვერდ იმართება.

ერი ჰაააა


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?