Jump to content


ამ თემას აქვს 74 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1662 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ტირიფონის არხი —  საინჟინრო სარწყავი სისტემა შიდა ქართლში ტირიფონის ვაკეზე. იწყება ქალაქ ცხინვალის სამხრეთით მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე. მიემართება სამხრეთ-აღმოავლეთისაკენ გადაკვეთს მდინარეებს პატარა ლიახვსაძურასჭარებულას და თავდება სოფელ პატარა ხურვალეთის მახლობლად მდინარე კირბალულასთან. სიგრძე 42 კილომეტრი. წყლის ხარჯი 14 მ3/წმ. მწყობრში ჩადგა1929 წელს. 1960-იან წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად 3-ჯერ მეტი ფართობი ირწყვევა.

      რწყავს გორის რაიონის 30,6 ათ. ჰა. არხზე აგებულია ტირიფონის ჰესი.  :)

 

 

 



#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1662 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ათენელი მხედართმთავარი ფოკიონი ძალიან ღარიბი იყო. ალექსანდრე მაკედონელი მას დიდ პატივს სცემდა და ერთხელ ასი ტალანტი ოქრო გაუგზავნა საჩუქრად. 

- რატომ გამომიგზავნა ალექსანდრემ ოქრო? - ჰკითხა ფოკიონმა ალექსანდრეს ელჩს. 

- ალექსანდრე შენ ყველაზე ღირსეულ ათენელად მიგიჩნევს - უპასუხა ელჩმა. 

- მაშინ ოქრო ალექსანდრეს დაუბრუნე და გადაეცი, რომ ღირსების შენარჩუნებას ვაპირებ.

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • 12553074_478041589049742_3525383671012065821_n.jpg


#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40475 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ღირსება ჩემო ბექუშ, ღირსება



#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1662 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

        დიადმა იაპონელმა მეომარმა ნობუნაგამ გადაწყვიტა მტერზე შეტევა მიეტანა, თუმცა მტრების რაოდენობა ათჯერ მეტი იყო. მან იცოდა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ მისი მეომრები ყოყმანობდნენ.
გზაზე ის შეჩერდა სინტოისტურ სიწმინდესთან და მიმართა თავის მეომრებს:

- სიწმინდის მონახულების შემდეგ მე ჰაერში მონეტას ვისვრი. თუ ამოვარდება მონეტის გერბი - ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ საფასური - წავაგებთ. ბედისწერას ხელშია ჩვენი ცხოვრება.

ნობუნაგა შევიდა სიწმინდეში და ჩუმად ილოცა. გამოსვლისას, მონეტა ააგდო ჰაერში. ამოვარდა მონეტის გერბი. მისი მეომრები ისეთი გააფთრებული შემართებით შეიჭრნენ ბრძოლაში, რომ ადვილად გაიმარჯვეს.

- არავის შეუძლია ბედისწერის შეცვლა, - ბრძოლის შემდეგ უთხრა მას ერთ-ერთმა მეომარმა.

- რა თქმა უნდა, არა, - უპასუხა მას ნობუნაგამ, თან აჩვენა მონეტა, რომელის ორივე მხარეს გერბი იყო გამოსახული.

 

 

___________________________________________________

ვერ აღვწერ როგორ სასწაულებრივ მიყვარს ესეთი ,,თქმულებები,,  : )

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • 12615216_478801435640424_3385830985656142509_o.jpg


#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5446 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:good: ამას წინათ წავიკითხე და ძალიან მომეწონა!



#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40475 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოო ეს ცნობილი ისტორიაა. ჰა რწმენა რამხელა ძალაა...



#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1662 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.
ტიბეტელი ბერების სასწაულმოქმედი რეცეპტი, რომელიც ასამდე დაავადებას კურნავს...
 
 
ქვემოთ მოცემული რეცეპტი ტიბეტის ერთ-ერთ მონასტერში 1971 წელს თიხის ფირფიტაზე აღმოაჩინეს და ყველა ენაზე თარგმნეს. ფირფიტა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეოთხე საუკუნით თარიღდება.
 
კურნავს შემდეგ დაავადებებს:
 
ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცხიმების და მავნე ნივთიერებების გამოდევნას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება პროფილაქტიკისთვის გულის შეტევის, სტენოკარდიის დროს. ებრძვის გაფანტულს სკლეროზს, დამბლას, სხვადასხვა ხარისხის სიმსივნეებს, განსაკუთრებულად საწყის სტადიაში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას, შველის სახსრების ტკივილს, მეხსიერების დაქვეითებას, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, კურსის დასრულების შემდეგ იგრძნობთ მნიშვნელოვან გაახალგაზრდავებას.
 
მომზადების წესი:
 
350 გრამი ნიორი დაჭერით წვრილად და დანაყეთ ხის სანაყში. ზედა ფენა მოხსენით, ისე რომ 200 გრამი დარჩეს. გადაიტანეთ ხის ჭურჭელში, დაასხით 200 გრამი სუფთა სპირტი და გააჩერეთ ათი დღის განმავლობაში ბნელ და მშრალ ადგილას. შემდეგ გადაიტანეთ მკვრივ ნაჭერში და კარგად გაწურეთ. მიღებული სითხე მჭიდროდ დახურული გააჩერეთ სამი დღე ბნელ და მშრალ ადგილას და მეოთხე დღეს დაიწყეთ მკურნალობა. შედეგისთვის აუცილებელია მკაცრად დაიცვათ ქვემოთ მოყვანილი სქემა:
 
1 დღე:
საუზმე - 50 გრ. ცივ რძეში პიპეტკით ჩაასხით 1 წვეთი და მიიღეთ ჭამის დროს
სადილი - 50 გრ. ცივ რძეში პიპეტკით ჩაასხით 2 წვეთი და მიიღეთ ჭამის დროს
ვახშამი - 50 გრ. ცივ რძეში პიპეტკით ჩაასხით 3 წვეთი და მიიღეთ ჭამის დროს
 
მე- 2 დღე :
საუზმე - 4 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 5 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 6 წვეთი რძეში გახსნილი
 
მე- 3 დღე :
საუზმე - 7 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 8 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 9 წვეთი რძეში გახსნილი
 
 
მე- 4 დღე :
საუზმე - 10 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 11 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 12 წვეთი რძეში გახსნილი
 
 
მე- 5 დღე :
საუზმე - 13 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 14 წვეთი
რძეში გახსნილი
ვახშამი - 15 წვეთი რძეში გახსნილი
 
 
მე- 6 დღე :
საუზმე - 15 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 14 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 13 წვეთი რძეში გახსნილი
 
მე- 7 დღე :
საუზმე - 12 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 11 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 10 წვეთი რძეში გახსნილი
 
 
მე- 8 დღე :
საუზმე - 9 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 8 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 7 წვეთი რძეში გახსნილი
 
მე- 9 დღე :
საუზმე - 6 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 5 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 4 წვეთი რძეში გახსნილი
 
მე- 10 დღე :
საუზმე - 3 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 2 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 1 წვეთი რძეში გახსნილი
 
მე-11 დღიდან დარჩენილი ნაყენიდან მიიღეთ დღეში სამჯერ რძეში გახსნილი 25 წვეთი ნაყენი, სანამ ბოლომდე არ ამოწურავთ.
 
მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 5 წელიწადში ერთხელ.
წამალმა უკუჩვენება შეიძლება მოგცეთ მათ ვისაც გაწუხებთ კუჭის მწვავე დაავადებები.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
 

 

მიმაგრებული გალერეა

  • c862f342651ef1f2fc5273178d70a49a.jpg


#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1662 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

 

 

 

 

ავტორის აღწერა:

ეს კადრები მე და ოპერატორმა დათო მირზაშვილმა აფხაზეთში გადავიღეთ . ამ ბიჭებიდან ზოგიერთი ვერ გადაურჩა ომის ქარცეცხლს. ნათელში ამყოფოს მათი სულები ღმერთმა. ცოცხლებმა დიდხანს იცოცხლონ. ამ ვაჟკაცების რიგებში ერთ სულ მთლად ბავშვსაც შენიშნავთ...ტანში გამცრის ხოლმე როდესაც ამ კადრებს ვუყურებ. ნეტავ სად არის და რას აკეთებს ახლა იგი...? ქართველი ”გავროში”, რომელიც სახლიდან გამოიქცა და ” ომს შეეფარა ”.-არა, საქართველო უკვდავია...!!!



#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1662 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

უფფ დაგბურძგლავს კაცს, ჟრუანტელი დაგივლის... ;(



#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5446 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დიდება გმირებს!!!



#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40475 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მიძნელდება, ამ კადრების ყურება ....



#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1662 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.
რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?
font-large.png font-small.png
 
acf9e3bcee0fd91799b40c7f8b90df18.jpg
 
ყველაზე უჩვეულო და იშვიათი გვარები 

საქართველოში ფართოდ გავრცელებულ გვარებს ყველა ვიცნობთ. 

ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ბერიძეები, კაპანაძეები და გელაშვილები, თუმცა, მათ ტოლს არ უდებენ მამედოვები და ალიევებიც - ეს კარგად ჩანს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებიდან. სწორედ ეს გვარები ქმნიან ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების ხუთეულს საქართველოში, თუმცა, დღეს ჩვენ ყველაზე უჩვეულო და იშვიათ გვარებზე ვისაუბრებთ, რომლებიც თითქმის გაქრობის პირასაა მისული. ამ საკითხის გასაშუქებლად თსუ-ის პროფესორს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ზურაბ ჭუმბურიძეს მივმართეთ, რომელიც ფიქრობს, რომ მცირერიცხოვან გვარებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს: 

copy-of-005.jpg- ვიდრე მთავარი საკითხის განხილვაზე გადავალთ, უპრიანია ზოგადად, გვარზე ვისაუბროთ. საქართველო მაინცდამაინც დიდი ქვეყანა არ არის და აქ ძალიან მრავალრიცხოვანი გვარები არ გვხვდება. გვარი, როგორც პიროვნების მახასიათებელი მთავარი ატრიბუტი, მსოფლიოში შედარებით გვიან გაჩნდა, თუმცა, ქართველებს ეს ატრიბუტი გაცილებით ადრე ჰქონიათ. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ გვარის ცნება საქართველოშიც გვიან გაჩნდა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენს მეფეებსა და მთავრებს საუკუნეების წინათ ჰქონდათ გვარები, თუმცა, მასობრივად გვარების დარქმევა გვიან დაიწყო. 

- ბატონო ზურაბ, პირველი გვარის დასახელება თუ შეიძლება ჩვენი ისტორიიდან? 
- ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პიროვნება, რომელსაც გაბრიელ დაფანჩულს უწოდებდნენ და რომლის შესახებაც გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში გვიამბობს. ყველას გვახსოვს, გრიგოლ ხანძთელი თავის მოწაფეებთან ერთად სამხრეთ საქართველოში რომ გადავიდა, იქ მას მეფესთან დაახლოებული დიდგვაროვანი აზნაური, გაბრიელ დაფანჩული დახვდა. ავტორი ანუ გიორგი მერჩულე ამბობს, რომ დაფანჩულები საქართველოში საუკუნის შემდეგაც ცხოვრობდნენ. სწორედ ეს არის გვარი - წოდება, ერთგვარი მახასიათებელი, რომელიც ადამიანმა შთამომავლობით, მემკვიდრეობით მიიღო თავისი წინაპრებისაგან. ასე რომ, გვარის საუკეთესო ნიმუში არის სწორედ გიორგი მერჩულეს მიერ ნახსენები პერსონაჟი - დაფანჩული, რომელიც მეცხრე საუკუნეში მოღვაწეობდა. მსოფლიოში გვარის ცნება XIV-XVI საუკუნეში გაჩნდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, ჩვენს მეზობელ თურქეთში - XIX-XX საუკუნეებში. 

- ყველას გვყოლია სულ ცოტა, ერთი ნაცნობი მაინც, რომელიც სხვებისგან გამორჩეული, უჩვეულო გვარის გამო ყველას ყურადღებას იპყრობდა. მოგვიყევით ასეთ გვარებზე.
- საერთოდ, მცირერიცხოვან გვარად მიჩნეულია ისეთი გვარი, რომლის წარმომადგენელთა რიცხვი ოცზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ეს გვარი განწირულია გასაქრობად. ამიტომ, რაც უფრო მცირერიცხოვანია გვარი, მით უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. 

- ალბათ ამითაც აიხსნება, რომ ჩვენს წინაპრებს ბიჭის დაბადება განსაკუთრებით უხაროდათ. 
- დიახ, ეს შემთხვევითი სულაც არ არის: ბიჭის დაბადება ნიშნავდა და დღესაც ნიშნავს, რომ ამქვეყნად გვარის გამგრძელებელი გაჩნდა, რომ გვარს გადაშენება არ უწერია. საქართველოში არსებულ ყველაზე მრავალრიცხოვან გვარებს შორის ლიდერობენ ბერიძეები, მაისურაძეები, გელაშვილები, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ საქართველოში გაქრობის პირას მისული გვარებიც არსებობს. 

- რომელ გვარებს გამოარჩევდით მათ შორის? 
- არის ასეთი გვარი - ბაბადიში. ეს არის კახელი თავადების გვარი. ეს გვარი იმ დროს დაწინაურდა, როდესაც კახეთში სპარსელები ბატონობდნენ. ბაბადიშებს რწმენა შეცვლილი ჰქონიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება ჰქონდათ. გადმოცემის მიხედვით, ბაბადიშები მესამე თუ მეოთხე ცოლის შთამომავლები იყვნენ. ერთი შეხედვით, ბაბადიში უცხო სიტყვების კომპოზიციაა, მაგრამ სიტყვა "ბაბა" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბაბუას ნიშნვს, ზოგან კი - მამასაც ეძახიან. "ბაბა დიდი" კი ნიშნავს "დიდ მამას" ანუ - "პაპას". ეს ძალიან მცირერიცხოვანი გვარია. XX საუკუნის დამლევს, კახეთში სულ რამდენიმე ბაბადიში ცხოვრობდა, თანაც უმეტესად - ქალები. როდესაც გვარი ასეთ მდგომარეობაშია, თუ რომელიმე ქალი შვილს თავის გვარს არ დაუტოვებს, მაშინ გვარი გადაშენების საფრთხის წინაშე დგება. უიშვიათესი გვარია ეშქერიძეც. ძალიან კარგად მახსოვს, 2005 წელს გაზეთ "თბილისში" დაიბეჭდა სტატია, სადაც ამ გვარის წარმომადგენელი - შვედეთში დაბადებული და გაზრდილი მზეგულ ეშქერიძე გაგვაცნეს. მისი ბაბუა მენშევიკების დროს ემიგრაციაში წასულა და ევროპაში ცხოვრობდა, თუმცა, სამშობლოს ვერ ივიწყებდა და შთამომავლობაც ქართულად აღუზრდია. სამწუხაროდ, ასეთი გვარების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. 

- ბატონო ზურაბ, ზოგიერთი გვარი ჟღერადობით უცხოურს ჰგავს, თუმცა, მისი ძირი ქართულია. 
- თუ უფრო ღრმად გამოვიძიებთ და დავაკვირდებით, ეს მართლაც ქართული წარმოშობის გვარებია. მაგალითად, ცოტა არ იყოს, უცხოდ ჟღერს სიტყვა "ჯოლბორდი", რაც ძველად ისრის მსროლელს ნიშნავდა. ეს იგივეა, რაც - ჩუბინი. ჩუბინიძეები საქართველოში შედარებით მრავლად არიან, აი, ჯოლბორდი კი - იშვიათი გვარია. ერთი შეხედვით, უცხოდ ჟღერს გალოგრეც, თუმცა, ეს ქართული წარმოშობის გვარია. გალოგრეები წარმოშობით გურიიდან არიან. ძალზე იშვიათი გვარია ჯაკონიაც, რაც სიტყვა "დიაკვნისგან" მოდის. გადმოცემის მიხედვით, ჯაკონიები დიაკვნის შთამომავლები არიან. იშვიათი გვარია სეტიელიც. სეტიელები ამჟამად სვანეთში არ ცხოვრობენ, მაგრამ მათი გვარის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი სვანები უნდა ყოფილიყვნენ. სეტი - ასე ჰქვია მესტიაში ერთ-ერთ უბანს. სეტი - ეს იგივეა, რაც სვეტი და იქ განდგომილი ბერი ცხოვრობდა. ამჟამად სეტიელების გვარიდან სულ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. როგორც წესი, ასეთი გვარები მცირერიცხოვანია, ამიტომ გვეჩვენება, რომ ის უცხოა, თუმცა, ბევრი ქართული გვარი სწორედ უცხოური წარმოშობის სიტყვებისაგან არის წარმოქმნილი. იშვიათი გვარია ქალანთარი. ეს სიტყვა სომხურშიც გვხვდება, "კალანტარის" ფორმით და ქალაქის მეთაურს ნიშნავს. რაც შეეხება ტარყაშვილებს, მათი გვარი "ტარუღასაგან" მოდის, ეს სპარსული სიტყვაა და "ქალაქის მოურავს" ნიშნავს. 

- თუმცა, ზოგიერთი გვარის ფუძე ძალზე ადვილად იშიფრება...
1278948514victoriafamilytree1901.jpg- დიახ, ასეთი გვარი იყო მაგალითად, ენაკოლოფაშვილი. მეც ვიცნობდი ამ გვარის ერთ-ერთ წარმომადგენელს. ენაკოლოფაშვილების წინაპარი საიდანღაც ყოფილა ჩამოსახლებული და ბევრი ენა სცოდნია, ამის გამო დაარქვეს ენაკოლოფა. როგორც ვიცი, ახლა ეს გვარიც გამქრალია. არანაკლებ "მეტყველი" გვარია ცალქალამანიძე. ცალქალამანიძეები აზნაურები იყვნენ. იმ პერიოდში ისეთი გაჭირვება ყოფილა, რომ მაყრები ქორწილშიც კი ფეხშიშველები მიდიოდნენ, ამიტომ, ვიღაცას ცალი ქალამანიც რომ სცმოდა, ის უკვე შეძლებულად მიაჩნდათ. ასე გაჩნდა გვარი ცალქალამანიძე. საკმაოდ ცნობილი გვარია გვერდწითელი, რომლის ეტიმოლოგია სარგის ცაიშვილს აქვს ახსნილი: ქარელის რაიონში არის ასეთი სოფელი - გვერძინეთი, რომელიც ციციშვილების საკუთრება იყო. როგორც ჩანს, ამ გვარის წარმომადგენელს თავდაპირველად გვერძინეთელს ეძახდნენ, მერე კი, ამ სიტყვამ თანდათან იცვალა ფორმა და ასე წარმოიშვა ჩვენში კარგად ცნობილი გვარი - გვერდწითელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გვარს ადამიანები ქმნიან. შეიძლება გვარი სულაც არ იყოს საჩინო და მოსაწონი, მაგრამ როდესაც ამ გვარში ვინმე გამოჩენილი და თვალსაჩინო ადამიანი გამოერევა, მის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. 

- ადგილმდებარეობის მიხედვით წარმოქმნილი გვარებიც ბლომად გვაქვს.
- დიახ, ასეთი გვარებია სრესელი, სხიერელი, მეტეხელი, ხირსელი, მათურელი და ა.შ... ასევე ბევრია რაღაც უარყოფითი თვისების გამომხატველი გვარებიც, რომლებიც მეტსახელების მიხედვით შეიქმნა, მაგალითად: კელენჯერიძე - წარმოქმნილია სიტყვისაგან "კელენჯერი", რაც ჯიუტს ნიშნავდა. "ლოჩო" მშვიდსა და წყნარს ნიშნავს, აქედან წარმოიშვა გვარი ლოჩოშვილი. ლაფაჩი თურქული წარმოშობის სიტყვაა და სუსტს, დონდლოს ნიშნავს. ასევეა მძინარიშვილი, საძაგლიშვილი, უჯმაჯურიძე. "უჯმაჯური" მოუსვენარსა და უკუღმართს ნიშნავდა, მაგრამ დღესდღეობით ამ გვარის ხალხს სულაც არა აქვს ისე საქმე, რომ თავიანთი წარმოშობისა უნდა რცხვენოდეთ. კვანჭილაშვილი - კახეთში "კვანჭილა" ნიშნავს კაცს, რომელიც კოჭლობს და სიარულის დროს დაიკვანჭება. დოლენჯიშვილი სულაც არ არის ცუდი გვარი, მაგრამ "დოლენჯი" თურქულად მათხოვარს ნიშნავს. დაახლოებით ასეთივე ძირი აქვს ლუტიძეს: "ლუტი - კაცი უსახლკარო და უქონელი" - ასეა განმარტებული ლუტიძის ძირი ძველქართულად. კიკნაძე - "კიკნა" პატარას ნიშნავდა, მნიშვნელობით ეს იგივე პატარიძეა... ძალიან იშვიათი გვარია კიუტი, რომელიც სამეგრელოში გვხვდება. "კიუტი" მეგრულად ანგარებას ნიშნავს. ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული ნიმუშებისგან განსხვავებით, საკმაოდ ცნობილი გვარია კეკელიძე, რომლის ფუძეც სიტყვა "ლამაზს" ეფუძნება. "კეკელა" ძველქართულად ლამაზს ნიშნავდა. სხვათა შორის, XIX საუკუნეში აღწერა რომ ჩატარდა, იქიდან ჩანს, რომ მაშინ კეკელა ისეთივე პოპულარული სახელი იყო, როგორიც დღეს ნანა, ნინო ან თამუნაა. "კეკელა" ლამაზს ნიშნავდა და ბევრ ქალს ერქვა. მათ შორის - თავადის ქალებსაც. საკმაოდ იშვიათი გვარებია - პატარძლიშვილი, დედაბრიშვილი, ასევე - ქალის სახელისაგან მიღებული გვარები - ეთერია, ელისაბედაშვილი, მარიამული, მზექალაშვილი, შუშანაშვილი. სამეგრელოში ბაბო და გოგო კაცებსაც ერქვათ და სწორედ აქედან მოდის გვარები - ბაბუციძე, გოგოძე, გოგობერიძე, გოგოხია. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, რომლის ამოწურვაც ერთ სტატიაში ვერ მოხერხდება. ერთადერთი, რაც დანამდვილებით უნდა ითქვას, არის ის, რომ ყველა ქართული გვარი თავისებური და განუმეორებელია, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული გაფრთხილება უნდა, რომ არ გაქრეს და არ გადაშენდეს!

 



#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1662 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

    1932 წლის 25 მარტს დაიბადა ცნობილი ქართველი ალპინისტი,

სსრკ-ს 7-გზის ჩემპიონი მიხეილ ხერგიანი, აღსანიშნავია,

რომ 1969 წელს თურქესტანის ქედზე მისი სახელი ეწოდა 4960 მ. სიმაღლის მწვერვალს. 

მიმაგრებული გალერეა

  • 993085_1701239063484591_7384051691186380829_n.jpg


#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1662 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ეს იცოდით:  სტივენ ჯონსი - ამერიკელი მკვლევარი, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთადერთი უცხოელი სპეციალისტი. აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში კითხულობს სპეციალურ კურსს - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წწ.

მიმაგრებული გალერეა

  • 10530900_1700711893537308_1188534807321700694_n.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?