Jump to content


ამ თემას აქვს 74 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთი აზრი და კითხვა მიტრიალებს თავში და უნდა ვთქვა ! გამოდის, რომ კუთხე და კუნჭული არ ყოფილა საქართველოში სადაც ნადირ ფრინველი იმდენი არ ყოფილიყო, რომ სახელწოდებებიც კი შემორჩა იმ ადგილებს და ეს ყველაფერი თავისით გადაშენდა თუ მეოცე საუკუნის მიწურულის და ოცდამეერთეს დასაწყისის ბრაკონიერთა დამსახურებად მივიჩნიოთ მარტო ? რაღაც მთლად ეგრეც არ მგონია საქმე და ძაღლის თავი სხვაგან უნდა იყოს დამარხული. რასაც ვგულიახმობ ალბათ ხვდებით თუმცა არ მინდა მაინცდამაინც ამის დაჯერება :(

#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთი ამ პატარა ჩათლახს უყურეთ რა , ესეც მტაცებელია ტო?

 

Imágenes de comportamiento depredador de un carbonero. ¿que os parece?

Posted by Rafael Arenas González on 2015 წლის 8 დეკემბერი, სამშაბათი


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1660 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ვააა ეს ვიდეო სად ნახეთ ბაბუ? რა საინტერესოა არ ვიცოდეი გაოგნებული ვარ ეს პატარა ჩიტი ,,მზეწვია,,-ს ვეძახით ჩვენსკენ, (ხეებზე დაძვრება განსაკუთრებით ნაწვიმარ ამინდში უყვარს და მატლებს ჩამს და ბალახის თესლებს ხოლმე) ეს ნახე რა ყოფილა თავისტანის ოდენა ჩიტს როგორ დაესხა თავს მოკლა და . . .  გაკვირვებული ვარ  :0042:



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1660 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

მაგარია ბიჭებო, ბაბუ , ბექა  :bravo:  :bravo:  :bravo:

გაიხარე ლევან ; )))



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5403 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ვაა ნე ზნალ, რამ გააბოროტა :))))



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა ნე ზნალ, რამ გააბოროტა :))))

ცხოვრებამ (სავარაუდოთ)



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5403 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დააა მოჯეტ ბიტ



#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1660 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ეჰ ასეა სამწუხაროდ : (((

მიმაგრებული გალერეა

  • 12507343_917298215057348_8247269338331865744_n.jpg


#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1660 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.
ერთი ტყვია, ერთი გასროლა, ერთი მოკლული - რას ჰყვება სნაიპერი ქალი
4ad28d35d8efc912ea11aa4615d47315.jpg
18-01-2016
"რუსეთი დიდხანს და საფუძვლიანად მეძებდა, მაგრამ მოვახერხე და გავქართველდი"

"საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ჩემმა ახალგაზრდობამ აქ გაიარა და, იმედი მაქვს, სიბერესაც აქ გავატარებ. ვამაყობ, რომ ქართველი ლიტველი ვარ და აქედან წასვლას არ ვაპირებ. ეს არის ჩემი სამშობლო, აქ დაიბადნენ ჩემი შვილები", - ამბობს ეროვნებით ლიტველი, ვიცე-პოლკოვნიკი ლაიმა ლაბანაუსკაიტე, რომელსაც სნაიპერის 25-წლიანი სტაჟი აქვს და წლების განმავლობაში მუდმივად ცხელ წერტილებში უწევდა პროფესიული მოვალეობის შესრულება. 

snaiperi2.jpg- ლიტვაში, ქალაქ კაუნასში დავიბადე.­ მშობლები სამხედრო პირები იყვნენ და ქვეყნიდან ქვეყანაში გვიწევდა გადასვლა. ახალ სამხედრო გარნიზონებში­ გადავდიოდით და სულ სამხედროებთან მქონდა ურთიერთობა, რაც ძალიან მომწონდა. რომ წამოვიზარდე, მოსკოვში გადავედი საცხოვ­რებლად. მამა სამხედრო გენშტაბის აკადემიაში ასწავლიდა, დედა კი ჩერნობილის ლიკვიდატორი იყო. მოსკოვის სპორტსკოლაში ვსწავლობდი, ვიყავი პარაშუტისტი, ვვარჯიშობდი საბჭოთა არმიის ნაკრებში. 18 წლისა უგამოცდოდ ჩავირიცხე ლენინგრადის ფიზკულტურის ინსტიტუტში. დედას უხაროდა, ერთი ნორმალური ადამიანი­ ძლივს გამოგვერია ოჯახშიო და ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ სა­მხედროთა­ მოსამზადებელ სპეცკურსს გავდიოდი. შემდეგ დაუსწრებელ­ზე გადავედი, რადგან ავ­ღანეთში გამგზავნეს, იქ 4 წელი ვიმუშავე­ სნაიპერად. 

- რატომ აირჩიეთ ქალისთვის, ცოტა არ იყოს, უცნაური და რთული პროფესია?
- დედა სამამულო ომის დროს სადესანტო შენაერთში მსახურობდა. უახლოესი მეგობარი ჰყავდა სნაიპერი, სწორედ მან გამი­ჩინა სროლის ინტერესი. ავღანეთის შემდეგ­ ლენინგრადის პოლიციის აკადემიაში კურსანტებს ვამზადებდი. 1989 წლიდან მუდმივად მიწევდა ცხელ წერტილებში ყოფნა. ვიყავი ფერღანაში, თურქი მესხები რომ დაარბიეს. ცხოვრებაში ყველაფერი მინახ­ავს, მაგრამ რაც იქ ვნახე, ისეთი არსად.­.. მერე მოსკოვში დავბრუნდი და მოვხვდი ოპერატიულ დივიზიაში. ამ დროს ჩემი მშობლები სოხუმში ცხოვრობდნენ - ჩერნობილში მსახურობისას დედა დაავადდა და ექიმებმა კლიმატის გამოცვლა ურჩიეს,­ მშობლებიც აფხაზეთის სოფელ აგუძერაში­ დასახლდნენ. აფხაზეთში ომი რომ დაიწყო,­ მოსკოვში შევიტყვე. პანიკაში ჩავვარდი. 
მოსკოვში რუსები მინერგავ­დნენ აზრს, რომ ქართველი ბოევიკები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ აფხაზებს. სასწრაფოდ ჩავფრინდი სოხუმში. საბედნიეროდ, მშობლები ცოცხლები დამხვდნენ. მათი მოსკოვში წაყვანა მოვინდომე, მაგრამ უარი მივიღე და მეც აფხაზეთში დავრჩი. 
1992 წლის 16 აგვისტოდან საქართველოს არმიაში, კონკრეტულად კი ეროვნულ გვარდიაში შევედი, სხვათა შორის, რუსეთი დიდხანს და საფუძვლიანად მეძებდა, მაგრამ მოვახერხე და გავქართველდი. არც ვნანობ. 

- ლიტვაში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
- მეგობრები ხშირად მეუბნებიან, აქ რას აკეთებ, სახლი იქ გაქვს, ნათესაობა, ძმა ბალტიისპირეთში გყავს, წადიო. კი, 
მაქვს ბებიის ნაჩუქარი სახლი კაუნასში, მაგრამ წასვლა არც მიფიქრია. ალბათ, ომმა განაპირობა ეს ყველაფერი, ამ ქვეყანაში საუკეთ­ესო მეგობრები დავკარგე. მეც ტამიშთან მძიმედ დავიჭერი. როცა სოხუმიდან მოვდიოდით, ჩემი მშობლები კაზაკებმა ჩაცხრილეს. ეს ამბავი სვანეთში, უღელტეხილზე გამაგებინეს. შურისძიების სურვილი მკლავს, ვიცი მკვლელების­ ვინაობა და როცა იქნება, მჯერა, შევხვდები. 

ეს ჩემი საქართველოა, აქ არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც ჭირშიც და ლხინშიც არ მტოვებენ. მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანთა კომიტეტს. 
ბევრი სიკეთე მახსოვს დოდო გუგეშაშვილისგან, რომელიც ომის დროს გავიცანი აფხაზეთში. 1992-დან 2005 წლამდე ვმსახურობდი ეროვნულ გვარდიაში, "თეთრ არწივში", გია ყარყარაშვილთან. სნაიპერის 
 
25-წლიანი სტაჟი მაქვს (ახლახან აღვნიშნეთ გვარდიის 25-ე წლისთავი).

- მიზანში ყოველთვის ახვედრებდით, თუ წარუმატებლობაც გქონიათ?
- თავს არ ვიქებ, მაგრამ წარუმატებელი მცდელობა არასდროს მქონია. ამ პროფესიისთვის ხომ ინსტიტუტში მამზადებდნენ. თანაც, 
სნაიპერისთვის ერთი ტყვია, ერთი გასროლა და ერთი მოკლული არსებობს. ოღონდ მკვლელი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ჩემი სამუშაოს სპეციფიკით ვმუშაობდი. კრიმინალებს არასდროს შევკვრივარ, თუმცა თანხის სანაცვლოდ შემოთავაზება არაერთხელ ყოფილა. ვარ სამხედრო, მსროლელი და უნდა ვიმუშაო მხოლოდ ომის დროს. ყოველთვის ვცდილობდი, სამოქალაქო პირები არ დამეზარალებინა. 

- საომარი ცხოვრებიდან გაიხსენეთ რამე...
- ერთ კურიოზულ ამბავს გავიხსენებ: კინდღაში ერთი კვადრატის დასამუშავებლად გაგზავნეს ჩვენი ყუმბარმსროლელების ჯგუფი და მათ გადასაფარად გაგვიშვეს. ჩავჯექი ბუჩქებში, კარგად მოვეწყვე და მაყვალს შევექცევი. უცებ მესმის რუსული საუბარი. ვხედავ, მეორე მხრიდან მოდის 6 ავტომატიანი კაცი. მაშინ სამხედრო ფორმა ყველას ერთნაირი გვეცვა და მოწინააღმდეგის გარჩევა ჭირდა. ერთ-ერთი აღმართზე წაიქცა. გავიფიქრე, თქვენ გიჩვენებთ სეირს-მეთქი. ბუჩქებიდან გამოვვარდი, შევუძახე, თუ გაინძრევით, დაგხოცავთ-მეთქი. ექვსივე შევიპყარი, განვაიარაღე და გავკოჭე. ვხედავ, ჩვენები ბრუნდებიან. მათაც გაიხარეს. ექვსივე შტაბში მივიყვანეთ. 

25 წლის გოგო ვარ, ვამაყობ, რომ მოწინააღმდეგე ასეთ დღეში ჩავაგდე და რუსები დავატყვევე. ცოტა ხნის შემდეგ კი შტაბის უფროსი მათ ქართულად ეუბნება - აბა, ბიჭებო, კარგად იყავითო. დავიბენი. უფროსი მეუბნება, ეს მეგრელი ბიჭები მეზობელი სოფლიდან არიანო. ჩვენ, ორივე მხარე, ხომ რუსულად ვლაპარაკობდით და მე ისინი აფხაზები მეგონა, მათ კი ჩვენ ვეგონეთ აფხაზები. 

ომის დროს ბევრი კურიოზიც იყო და მძიმე­ მომენტიც. მართალია, აფხაზეთსა და ცხინვალში საშინელი პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ მაშინ ყველაზე მეტად ფასობდა მეგობრობა და ადამიანობა. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ქართველი არ ხარ და საბრძოლველად რას მიდიოდიო. ჯერ ერთი, ქმარი მყავდა აქაური, თანაც, ქართველებს თავისიანებისგან არასდროს გავურჩევივარ. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, სადაც ჩემმა ახალგაზრდობამ გაიარა და იმედი მაქვს, სიბერესაც აქ გავატარებ.

- აგვისტოს ომშიც იბრძოდით?
- როგორც კი ომის დაწყების შესახებ ხმა გავარდა, ვეტერანები მაშინვე რუსთავის მერიასთან შევიკრიბეთ. მაშინ მცირეწლოვანი ვაჟი მყავდა და ყველამ მითხრა, ლაიმა, დაბრუნდი, შენს შვილთან დარჩიო, მაგრამ არ დავიშალე, თუმცა, ორი დღის შემდეგ მაიძულეს და შინ დავბრუნდი. ჩემი უფროსი ვაჟი სკოლის მოსწავლეა და კადეტთა კორპუსისთვის ემზადება. უმცროსი ვაჟის მისწრაფება ჯერ არ ვიცი.

- ქმარს არ ეშინია სნაიპერი­ ცოლის?
- რომ ეშინია, ამიტომაც გაიქცა რუსეთში (იცინის). სამუშაოდ წავიდა. ჩემი მეორე მეუღლე ეროვნებით სომეხია, ისიც სამხედრო პირია. პირველი, ქართველი ქმარი აფხაზ­ეთის ომში დამეღუპა. მეორე ქმარიც აფხაზეთის ომში გავიცანი - სიკვდილს გადამარჩინა. ორხევის ბატალიონში ვიყავით და ალყაში მოვხვდით. მან გამომიყვანა იქიდან. ომში კონტუზია მივიღე, 27 სექტემბერს ტამიშთან დაჭრილი გამოგვყავდა და ჩვენს ახლოს ჭურვი აფეთქდა. ექვსიდან ოთხნი გადავრჩით, თუმცა, დროებით სმენა დავკარგე. გამოხდა ხანი და რუსთავში შევხვდით ერთმანეთს.

- ომის შემდგომი ცხოვრებაც ისეთივე საინტერესოა თქვენთვის?
- ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა. არ მაქვს არანაირი ჯილდო, მაქვს მხოლოდ სამადლობელი წერილები, სიგელები. არ მაქვს სამსახური. კომუნალურ გადასახადებს ვეტერანთა კომიტეტი მიხდის. არც პენსია მაქვს. მაქვს ვეტერანის მოწმობა, თუმცა­ 22-ლარიან დახმარებას არ ვიღებ. ხანდახან თუ გამომიჩნდება სამუშაო მონადირეების წყალობით, მივყვები და ნადირობაში ვეხმარები. 

იმედი მაქვს, ერთ დღესაც ფეხზე დავდგები. მეგობრები არ მტოვებენ, ყურადღებას მაქცევენ, ყველა დღესასწაულს მილოცავენ. ხშირად ბავშვებისთვის საჭმელი არ მქონია და მეგობრები, ვეტერანები დამხმარებიან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ალბათ, სამსახურსაც ვიშოვი და პენსიის პრობლემასაც მოვაგვარებ. ვამაყობ, რომ ქართველი ლიტველი ვარ. აქედან არსად წავალ. აქ არის ჩემი სამშობლო, აქ არიან ჩემი შვილები. ბოლოს და ბოლოს, აქ დავღვარე სისხლი. იმედი მაქვს, ქართველები ერთ"ლიტველ "ოკუპანტს" მათ ტერიტორიაზე შემოჭრას არ მიწყენენ.

 



#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:D  რამ გააბოროტა მართლა არადა რა ლამაზია :D აი სილამაზე დაგვღუპავს ჩვენ :D :D



#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1660 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.
ქუვეითი - ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი
4cbcb0f2afa6b5a7770795ed609ef4fe.jpg
27 იანვარი / 2016
ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს. 
ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები სეირნობენ, თითოეულ მათგანს კი ორი ღარიბი ემიგრანტი ემსახურება. 
ქუვეითელების 80% დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში, დანარჩენები კი კომერციულ კომპანიებში, სადაც უზარმაზარი ხელფასები ენიშნებათ. 
ყველა უცხოური კომპანია, რომელიც ქუვეითში მუშაობს, კანონის მიხედვით ვალდებულია, სამსახურში ადგილობრივი მიიღოს და მაღალი ხელფასი დაუნიშნოს. 
მაგალითისთვის: ქუვეითელი ქარხანაში მუშად აიყვანეს, დაუნიშნეს ხელფასი 10 000 დოლარი, თუმცა, მის ნაცვლად ინდოელი ”მონა” დღე და ღამეს ასწორებს მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ. თავად ქუვეითელი სამსახურშიც არ ცხადდება, მისი დათხოვნა კი შეუძლებელია. მეტიც, როდესაც რაიმე დოკუმენტზეა ხელი მოსაწერი, ხელმძღვანელობა მოწიწებით ურეკავს, დაგვდეთ პატივი, იქნებ მობრძანდეთ და ხელი მოაწეროთო, რაზეც ქუვეითელი მშვიდად პასუხობს: ”ეს თქვენ გჭირდებათ და აქეთ მომაკითხეთ”. 
კანონებიც ”გადასარევი” აქვთ. ქუვეითის სასამართლომ ადგილობრივს 5 წელი მიუსაჯა მიკრობლოგ Twitter-ში ქუვეითის ემირის გაკრიტიკებისთვის. 
ქვეყანაში ალკოჰოლი აკრძალულია. თუ იგი საზღვარზე გიპოვეს, თავისუფლად გაგაბრუნებენ უკან. 
ტურიზმი განვითარებული არ არის. ტურისტული ვიზის მიღება შეუძლებელია. ზამთარში ძლიერი ცივი ქარი ქრის, ზაფხულში კი ტეპმერატურა +50-ს აღწევს. ამას ემატება ალკოჰოლის აკრძალვა და დაბინძურებული ზღვა ცარიელი პლაჟებით. 
თუმცა, მიუხედავად ამისა, ნავთობის უდიდესი მარაგი ქვეყნის მოქალაქეებს უდარდელად ცხოვრების საშუალებას აძლევს. ქუვეითის მოსახლეობა 3,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, თუმცა აქედან მხოლოდ 1 მილიონია ქუვეითის მოქალაქე. სწორედ ამ მილიონ ადამიანზე ნაწილდება ქვეყანაში ნავთობიდან მიღებული შემოსავალი. მაგალითად:
1. ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილში სახელმწიფოსგან საჩუქრად 250 000 დოლარს (სხვა მონაცემებით, 15 000 დოლარს) იღებს.
2. ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივები რიგით ექიმებად არ მუშაობენ, მხოლოდ ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ.
3. ადგილობრივებისთვის მიწა კაპიკები ღირს, იპოთეკური კრედიტი 250 000 დოლარზე 0%-ია. 5-10 წლის შემდეგ კი დიდი შანსია, კრედიტის ნახევარი მოქალაქეს ჩამოაწერონ. 
4. მედიცინა და განათლება უფასოა. 
5. საზღვარგარეთ სწავლის მსურველის გამგზავრებისა და სწავლის საფასურს მთავრობა იხდის. სტუდენტს ასევე ენიშნება სტიპენდია 2000 დოლარის ოდენობით. 
6. თუ ქუვეითელი ავად გახდა და მისი მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია, მთავრობა ავადმყოფს უნაზღაურებს მკურნალობის საფასურს 
 
 
 
 
საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში, ასევე თანმხლები ნათესავების ხარჯებს.
7. ბავშვების დახმარება ყოველთვიურად 200 დოლარს შეადგენს, სანამ იგი 26 წლის არ გახდება.
8. უმუშევარ ქალებს სახელმწიფო ყოველთვიურად 1400 დოლარით ეხმარება, ვიდრე ქალი სამსახურს არ იშოვის. 
9. მინიმალური პენსია 3 ათასი დოლარია.
10. 2007 წელს ხელისუფლებამ მოქალაქეებს 1 მილიარდი დოლარის კრედიტი ჩამოაწერა. 
11. ზოგიერთი დღესასწაულის დროს მოსახლეობას ფულს ურიგებენ. მაგალითად, დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნავად ქუვეითის თითოეულ მოქალაქეს 3 500 დოლარი გადასცეს.
12. სამეცნიერო ხარისხის ყოველთვიური დანამატი: მაგისტრი - 700 დოლარი, დოქტორი - 1400 დოლარი. 
13. მასწავლებლის ერთჯერადი პრემია სამუშაო გამოცდილების მიხედვით - 18 თვის ხელფასის ტოლია. მამაკაცებისთვის - 30 წელი უწყვეტი სტაჟი, ქალებისთვის - 25 წელი. 
14. საშუალო ქუვეითელი ხელფასის გარდა, ბონუსის სახით 50%-ს იღებს. 
ყველა ეს ბონუსი მხოლოდ ქუვეითის მოქალაქეებს ეხებათ. ქვეყნის მოსახლეობის 70% ემიგრანტები არიან - უუფლებო მომსახურე პერსონალი, რომელიც "ოქროს 30%"-ს ემსახურება. მოქალაქეობის მიღება, ფაქტობრივად, გამორიცხულია. 

 



#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4338 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მეც მინდა პენსიააა :D 



#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1660 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

    პრეტორიის პრეფექტის დანიშვნის დროს, იმპერატორი მომავალ პრეფექტს გლადიუსს გადასცემდა, როგორც ძალაუფლების სიმბოლოს.

იმპერატორმა ტრაიანემ პრეფექტს კურთხევის დროს ასე მიმართა:

"გადმოგცემ ამ გლადიუსს ჩემს დასაცავად,

თუ კარგი იმპერატორი ვიქნები და

ჩემს მოსაკლავად თუ ცუდი ვიქნები"

მიმაგრებული გალერეა

  • 12552728_477770949076806_8962958803137072818_n.jpg


#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1660 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

მაშველებმა ტირიფონის არხში ჩავარდნილი შვლის ნუკრი გადაარჩინეს!

a91d8fd0c556ddee0e114c696b8362b8.jpg

 
14:00 / 27.01.2016
გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან გამავალ ტირიფონის არხში ჩავარდნილი შვლის ნუკრი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა.

„ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ სოფელ ფლავისმანში, შვლის ნუკრი არხში ჩავარდა და იხრჩობოდა. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ და გადარჩენა მოახერხეს.“ - გვითხრა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მაშველების მიერ გადარჩენილი შვლის ნუკრი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს გადაეცათ.

„სამართალდამცავებმა პატარა შველი გააშრეს, გათბეს და ისევ იმ ტერიტორიაზე გაუშვეს, სადაც იმყოფებოდა.“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა მიხანაშვილმა.
 
aef2f7183dce3cb59d5743b6491c6f26.jpg
 
53a7abb2421b97518fc8d6961d6cfa54.jpg

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?