Jump to content


ამ თემას აქვს 31 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ალიგატორები ცვენ ვართ და ეგ კუ რუსები



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
10 ფაქტი, რომელიც კიდევ უფრო შეგაყვარებთ ძაღლებს!
  •  
  • 7
     
  •  
  •  

95f80eac312f.jpg

ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან. ამას ჩემი თქმაც არ სჭირდება! დარწმუნებული ვარ თქვენს უმრავლესობას უყვარს ძაღლები, ეს პოსტი კი უფრო მეტად შეგაყვარებთ მათ.

#10 Moose – უნიჭიერესი მსახიობი!
416149f4abcc.jpg
ძაღლები ცნობილები არიან თავიანთი ერთგულებით ადამიანების მიმართ, თუმცა ეს ძაღლი, სახელად მუსი, ცნობილია თავისი უდიდესი სამსახიობო ნიჭით. იგი JRT-ის(Jack Russell Terrier) ჯიშის იყო და ასრულებდა ედდი ქრეინის როლს კომედიურ სერიალ Fraiser-ში. იგი დაიბადა 1990 წელს, შობის დღეს, გრძელი და საინტერესო კარიერის შემდეგ, გარდაიცვალა 2006 წლის ივნისში.

იგი 6 თვის განმავლობაში იწვრთნებოდა, რათა მიეღო ედის როლი. ეს ძაღლი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ყველა მსახიობ ადამიანზე მეტი წერილი აქვს მიღებული ფანებისგან.

#9 ჰაჩიკო – ყველაზე ერთგული ძაღლი!
0b0dc6285a69.jpg
სურათზე ხედავთ იაპონურ აკიტას ჯიშის ძაღლს, სახელად ჰაჩიკო. მან ადამიანებს დაანახა, თუ როგორი ერთგული შეიძლება იყოს ძაღლი! მისმა პატრონმა, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, იგი აიყვანა ლეკვობის დროს.
დიდი ხნის განმავლობაში ჰაჩიკო თავის პატრონს შიბუიას მეტროს სადგურში ხვდებოდა. სამსახურიდან დაბრუნებულ პროფესორს ჰაჩიკო ყოველთვის ადგილზე ხვდებოდა. ეს გრაფიკი 1925 წელს დაირღვა, როდესაც პროფესორი აღარ დაბრუნებულა. პროფესორი მოულოდნელი ცელემბრალური დამბლით გარდაიცვალა. მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ჰაჩიკო ყოველდღე, ისევ იგივე დროს მიდიოდა მეტროს სადგურში და ელოდებოდა პატრონს.

თავიდან ხალხი ულმობლად ექცეოდა ჰაჩიკოს, არავის სიამოვნებდა მეტროში მოხეტიალე ძაღლის ხილვა. თუმცა 1932 წელს გაზეთში დაიწერა ჰაჩიკოს ისტორია. ამის შემდეგ უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან, კვებავდნენ და შეძლებისდაგვარად უვლიდნენ მას.

ამის შემდეგ ერთ-ერთმა სტუდენტმა ჰაჩიკოზე უამრავი სტატია დაწერა, იგი ძაღლს ყველაზე ერთგულ არსებად მოიხსენიებდა. სწორედ ამ დღიდან მიიჩნევდნენ ძაღლს ერთგულების სიმბოლოდ.

ალბათ ეს ისტორია ძალიან გეცნოთ, ეს იმიტომ რომ ჰაჩიკოს ისტორია უამრავი კულტურული ნამუშევრის მთავარი შთამგონებელი იყო. მათ შორის არის 2009 წელს გადაღებული რიჩარდ გერის კინო, სახელად: Hachi: A Dog’s Tale.

#8 საშუალოდ ძაღლის ჭკუა 2 წლის ბავშვის ჭკუის ტოლფასია
95f80eac312f.jpg
ადამიანის საუკეთესო მეგობარი, როგორც ჩანს ადამიანისგან ბევრ რამეს სწავლობს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლების უმრავლესობას 250-მდე სიტყვა ესმის, ასევე მრავალი ჟესტი და იციან 5-მდე თვლა(რა თქმა უნდა გონებაში). მათ ასევე შეუძლიათ ელემენტალური მათემატიკური კალკულაციების შესრულება. ტესტებით, რომლებიც გათვლილი იყო ადამიანებისთვის(ბავშვებისთვის), მათი ენის ცოდნის და ელემენტალური არითმეტიკის დონის გამოსავლენად,(ამ ტესტების ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით ძაღლებზე ჩატარებით) დამტკიცდა, რომ ძაღლებს ჯოხის მოტანაზე ბევრად მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ.
პროფესორი სტენლი ქორენის თქმით, საშუალოდ ძაღლებს 2 წლის ბავშვის გონება აქვთ.

#7 ადამიანზე დიდი ძაღლები!
f83486bba7b3.jpg
დიდებებული ჯორჯი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი იყო. იგი 5 თვის ასაკში უკვე ნორმალური ლაბრადორის ხელა იყო და ყოველ დღე ნახევარ კილოგრამზე მეტით იზრდებოდა.
ახლა ჯორჯი 114 კილოგრამი და 2.1 მეტრია. იგი ერთი პერიოდი ყველაზე მაღალ ძაღლად მიიჩნეოდა, თუმცა გამოჩნდა მისი შემცლელი, 1 ინჩით მაღალი ძაღლი, სახელად ზევსი. ძაღლის სიგრძეს გინესის წიგნში შესატანად თათიდან მხრებამდე ზომავენ. ასეთი გაზომვით ჯორჯი 43(1.0922 მეტრი) ინჩი გამოდის, ხოლო ზევსი 44(1.1176 მეტრი).
როგორც გაარკვიეს, ჯორჯს, ანუ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ძაღლს ეშინია პატარა ჩიხუახუასი.

#6 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი!
596f0fe99155.jpg
ეს Red Tibetan Mastiff-ის ჯიშის ძაღლი, სახელად Big Splash, არის ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი მთელს მსოფლიოში! 11 თვის ძაღლი ჩინელმა ბარონმა 1.6 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა.

#5 სამმა უპატრონო ძაღლმა 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა!
630ef40f0976.jpg
სერჟანტი დუკი და მისი ჯარისკაცები დაუმეგობრდნენ 3 ქუჩის ძაღლს ავღანეთში ყოფნის დროს. მათ ძაღლებს სახელები შეურჩიეს: Sasha, Target და Rufus.
ერთ ღამეს კამიკაძე ამ ჯარისკაცების დანაყოფისკენ იპარებოდა, ძაღლებმა როგორღაც იგრძნეს საფრთხის შესახებ და შენიღბულ კამიკაძეს ყეფა და კბენა დაუწყეს. ბომბა ჯარისკაცების მოშორებით აფეთქდა. მას საშა შეეწირა.
როდესაც დუკი ავღანეთიდან ბრუნდებოდა მას სურდა რუფუსის(მისი საყვარელი ძაღლის) თან წაყვანა, თუმცა ეს ეწინააღმდეგებოდა ჯარისკაცის წესებს. მიუხედავად ამისა დუკმა მიმართა ვეტერანების დახმარების ცენტრს, მათ სოციალური ქსელი Facebook-ის საშუალებით 21,000$ შეკრიბეს და რუფუსიც და თარგეთიც შტატებში ჩაიყვანეს დუკთან და ერთ-ერთ ჯარისკაცთან.

#4 ძაღლმა 6 წელი გაატარა პატრონის საფლავთან!
8f130a816c56.jpg
ეს არის კიდევ ერთი გულის ამაჩუყებელი ისტორია ერთგულ ძაღლზე. გერმანელი შეფარდი, სახელად კაპიტანი, თავისი პატრონის გარდაცვალების შემდეგ მის საფლავთან იწვა საღამოს 6 საათიდან.
მისი მფლობელი, მიგელ გუცმანი, 2006 წელს გარდაიცვალა. როდესაც ოჯახი დაკრძალვის საქმეებს აგვარებდა, ძაღლი გაუჩინარდა. დაკრძალვიდან 1 კვირის შემდეგ, როდესაც ნათესავები გუცმანის საფლავთან ავიდნენ, დაინახეს ძაღლი პატრონის საფლავის გვერდზე.
ნათესავები ამბობენ, რომ არავის მიუსწავლებია კაპიტნისთვის, თუ სად იყო თავისი პატრონის საფლავი. სასაფლაოს დარაჯი ამბობს, რომ ეს ძაღლი უკვე 6 წელია რაც საღამოს 6 საათზე ამოდის ამ სასაფლაოზე და იძინებს.

#3 ძაღლი რომელმაც 29 წელი იცოცხლა!
e310b2e14652.jpg
ბლუ(Blue) იყო ავსტრიელი "ლურჯი მოღალატე”(ჯიშის სახელი, ასვე ამ ჯიშს ეძახიან წითელ მოღალატეს). იგი 1910 წლის 7 ივნისს დაიბადა და გარდაიცვალა 1939 წლის 14 ნოემბერს. ეს ძაღლი გინესის წიგნის რეკორდსმენია. არ გეგონოთ რაიმე ჭორი, ეს ინფორმაცია სანდოა და ოფიციალურად არის დამტკიცებული.

#2 ოვერტონ ბრიჯი – ძაღლების სუიციდის ადგილი
ea5206256dad.jpg
ამ ხიდმა, რომელიც შოტლანდიაში არსებობს, მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო. 1950 წლიდან 1960 წლამდე, ყოველ თვე მინიმუმ 1 ძაღლი ხტებოდა ხიდიდან და კვდებოდა. წარსულში ხალხს ეს სუიციდი ეგონა, თუმცა ისინი ცდებოდნენ. მას შემდეგ რაც მედია დაინტერესდა ამ ამბით, ხიდზე ექსპერტები მიიწვიეს. დამთხვევა არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ყველა ძაღლი ერთი მხრიდან ხტებოდა. მშიერი ძაღლები ხიდიდან 15 მეტრით დაბლა მათი გაძლიერებული ყნოსვით ვირთხისა და წაულის(კვერნისებთა ოჯახის ძუძუმწოვარა ცხოველი) სუნს გრძნობდნენ. ისინი მათ მოსანადირებლად ხდებოდნენ და გაუაზრებლად მდინარეში ვარდებოდნენ. მხოლოდ რამოდენიმე გადაურჩა 15 მეტრიდან მდინარეში ჩავარდნას.

#1 ძაღლის უცნაური ჯიში
c4222ddc7ef0.jpg
ეს არის ძაღლი, რომელიც ყმუის მგლების და კოიოტების მსგავსად, ღუნავს ხერხემალს როგორც კატა, შეუძლია ხეზე აძრომა და ღობეებზე ციყვივით ხტუნვა. იმ ადგილას, სადაც ეს ძაღლები არიან გავრცელებულები, ცივილაზაცია თითქმის არ არის. ხალხს არ აქვს ფოტოაპარატები და არ იციან თუ როგორ მოათვინიერონ ძაღლი. ამიტომ ძაღლის ეს ჯიში ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუკვლევ და გარეულ ჯიშად მიიჩნევა.


წყარო: https://ucnauri.com/



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

5d8bae21fbd3.jpg

ცხელ ავსტრალიურ დღეს, პიკაპენის ნაციონალური პარკის დამკვირებელი, წყნარი მდინარის გასწვრივ მისეირნობდა, ყურადღება ერთმა ბუმბულების კონამ მიიპყრო, რომელიც დინებას მიჰყვებოდა. მოულოდნელი აღმოჩენა, შევარდენი გამოდგა უცნობი ჯიშის გველის მგუდავ შებოჭვაში. ალბათ შევარდნემა გადაწყვიტა უბრალოდ მიერთვა "პური” მისი არსობისა და გველის კლანჭებით დაჭერის შემდეგ მას მუდმივი დისლოკაციის ადგილისეკენ წაიღებდა. თუმცა გველი კმაყოფილი არ აღმოჩნდა გეგმათა ასეთი განვითარებით და შევარდენის ფრთას ჩაბჯენილი მის მოგუდვას ცდილობდა. შევარდენი არ მოელოდა რა მისი კანონიერი საკვებისგან ასეთ აქტიურობას, თავზარი დაეცა და ახლოს მდებარე მდინარეში ჩავარდა და იქ განაგრძო ბრძოლა გველთან. სწორედ ამ დროს მიუსწრეს ახალგაზრდა ნატურალისტებმა და მოჩხუბრები რინგის სხვადასხვა კუთხეში გაიყვანეს.

d1fb8eae2f04.jpg

9da7ce8e7496.jpg

e6a0aca68bf2.jpg

54483e104a24.jpg

10b888c902f9.jpg

28c4ac4e31ad.jpg

შერცხვენილი შევარდენი კი  ერთს კითხულობდა "ეს რა იყო? ”

710aa572aff5.jpg



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სიცოცხლისთვის საშიში ფოტოსურათები
 

125591353164982.jpg

 

ადამიანები ხშირად ჩადიან უცნაურ, ზოგჯერ კი სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებებს. ასე მოიქცა წყალქვეშა ფოტოგრაფი ფრანკო ბანფი, ჩაეშვა ამაზონში და იცურა 8 მეტრიან გველთან, რათა გადაეღო უნიკალური კადრები. უზარმაზარი ანაკონდები მშვიდად ეწეოდნენ ჩვეულ, ყოველდღიურ ცხოვრებას, დაცურავდნენ წყალში, ჭამის შემდეგ ეფიცხებოდნენ მზეს და სულაც არ აქცევდნენ ყურადღებას ფოტოგრაფს.

125591353165883.jpg

 

125591353165924.jpg

 

125591353165953.jpg

 

125591353165989.jpg

 

125591353166019.jpg
https://intermedia.ge



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კაი რაღაცეებია :)



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს ანახეთ 0-15 ს

ეხლაც იტყვის ყველაფერი პატარა როგორი "საკალელი" არისო?

4345_3.jpg



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
უიშვიათესი ‘ჯადოსნური კურდღელი’ 20 წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა

rare-endangered-animal-teddy-bear-magic-

გადაშენების პირას მყოფი ილი პიკა 20 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა. ის ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია, რომელიც კურდღლების შორეული ნათესავია.

rare-endangered-animal-teddy-bear-magic-

პირველად ის 1983 წელს აღმოაჩინეს ტიან-შანის მთებში, ჩრდილოეთ ჩინეთში. მას შემდეგ ილი პიკას პოპულაცია 70%-ით დაეცა და დღეს 1000-ზე ნაკლებია.

rare-endangered-animal-teddy-bear-magic-

ილი პიკა იმდენად იშვიათი ცხოველია, რომ დღემდე მეცნიერებმა ძალიან ცოტა რამ იციან მათ შესახებ.

 

წყარო: goodnews.on.ge



#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ადმინებო ესეთი მეორე თემაც არის და იქნებ შეუერთოთ ამ თემას? წუინასწარ მადლობთ.



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

შევარდენისა და გველის ამბავი ძანნ ( :goood:  :0024:



#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ადმინებო ესეთი მეორე თემაც არის და იქნებ შეუერთოთ ამ თემას? წუინასწარ მადლობთ.

 

გუგა, კვაპა, ....ადმინებო! გასაერთიანებელია თემები...



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ტექსტის ზომა font_up.png font_down.png
1f156918b224102ae2ef7aee366a786a.jpeg
მეცნიერებმა "მინი დრაკონის" სახეობა აღმოაჩინეს
30.04.2015
"მეცნიერებმა სამხრეთ ამერიკის მთიან ტყეებში აქამდე უცნობი სამი სახეობის ხვლიკი აღმოაჩინეს. ამ სახეობებს "დრაკონი" უწოდეს, რადგან ისინი მიამსგავსეს მითიურ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს",- აქვეყნებს გამოცემა "Zookeys"-ი.

"ჩვენთვის მხოლოდ ამ ხვლიკების 7 სახეობა იყო ცნობილი, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოვაჩინეთ დრაკონის მაგვარი ხვლიკების კიდევ რამდენიმე სახეობა. ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მიექცეს ყუარდღება ხელისუფლებისა და ბუნების მოყვარულთა მხრიდან."- ამბობს ომარ ოტირესი-კარავაჯი, რომელიც მუშაობს ეკვადორის კათოლიკურ უნივერსიტეტში.

mini-deakoni2.jpg

ტორესმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ხვლიკის უცნობი სახეობა პერუს საზღვართან მდებარე ტყეებში. ეს იყო რამდენიმე უცხო შეფერილობის "მინი დრაკონი". ბიოლოგებმა სცადეს გამოეკვლიათ და შეედარებინათ ეს სახეობები, მათი შეფერილობითა და დნმ-ის სტრუქტურით ანალოგიურ უკვე ცნობილ ხვლიკის სახეობებთან, რომელიც უნივერსიტეტის მუზეუმში ინახებოდა.

გაირკვა, რომ ნაპოვნი ხვლიკები მიეკუთვნებიან ძველად აღმოჩენილ სახეობებს. ამ რეპტილიებს ეწოდათ იმ ადგილის სახელი, სადაც მკვლევრებმა ეს ხვლიკები იპოვეს (Enyalioides altotambo), (Enyalioides anisolepis), (Enyalioides sophiarothschildae). დღევანდელი მონაცემებით, ამ სახეობების რაოდენობა გაიზარდა 12-დან 15-მდე.

 



#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კობრას კოცნა ,( თფუი რა საზიზღრობაა)

#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40972 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?