Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯანდარის ტბა

ივლისი 5th, 2012ნანახია : 9728

მიმდინარე საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა იქთიოლოგმა ო. ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზი, სახელდობრ:
1. კავკასიური ქაშაპი;
2. გუწო ანუ ლოქორია;
3. მტკვრის ტობი;
4. მტკვრის ციმორი, ანუ ჩხირა ჯუჯა;
5. ხრამული;
6. მტკვრის წვერა;
7. ჭანარი;
8. მურწა;
9. შამაია;
10. მტკვრის თაღლითა;
11. შავწარბა;
12. აღმოსავლური ფრიტა;
13.ამიერკავკასიური ბლიკა;
14.აღმოსავლური კაპარჭინა;
15. ტაფელა ანუ სარქველა;
16.კობრი ანუ გოჭა
17. წინააზიური გველანა;
18. ლოქო ანუ ღლავი;
19.გამბუზია;
20. თეთრი სქელშუბლა;
21. თეთრი ამური;
22. ჭრელი სქელშუბლა;
23. ჭერეხი.

ამონარიდი ჟურნალ „მონარიე და მეთევზე“-ში (1990 წ.) განთავსებული სტატიიდან „ჯანდარის ტბა და მისი იქთიოფაუნა“
მიხეილ დემეტრაშვილი
(საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი)

0665664.png
სიახლის ავტორი: TEDO


 

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ჯანდარის ტბა

ruka1-1024x691.jpg

ჯანდარის ტბა ჯანდარის ტბა (აზერ. Candargöl) — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ტაფობში ზღვის დონიდან 291,4 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 10,6 კმ², საშუალო სიღრმე 3,75, მაქსიმალური 7,2. წყლის მოცულობა დაახლ. 51 მლნ. მ³. ზომები — 6,4X3 კმ.

4-2.jpg

ჯანდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა, მისი ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც. ტბის ჩრდილო-დასავლეთით ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა (ძირითადად ლელი და ლაქაში).

35.jpg

არხის შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა. ჯანდარის ტბა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით, რუსთავიდან კი 20 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლებისმონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ჯანდარის ტბას არა აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით. ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. მე-XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. 1927 წელს ჯანდარის ტბა დააშრეს. ხოლო 1928 წელს ხელახლა შეავსეს. ზაფხულში ტემპერატურა 30-32°-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ჯანდარის ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მისი გამჭირვალობა დაახლოებით 1 მ-ია. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია. ჯანდარის ტბით ირწყება აზერბაიჯანის (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს გარდაბნის რაიონის მიწები. მიმდინარე საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა იქთიოლოგმა ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზი. ჯანდარის ტბა (წყალსაცავი) საქართველოს შიდა წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის. ტბაში მოიპოვება ნაფოტის ქვესახეობა მტკვრის ნაფოტა, კობრი, ჭანარი, ლოქო, სქელშუბლა და სხვ. მობინადრე თევზები: კარჩხანა, ხრამული, ციმორი, ჭაფალა,

google map-ის კოორდინატები : https://goo.gl/maps/Vh3Pl
მარშრუტი: https://goo.gl/maps/UgaOA
gps-ის კოორდინატები : 41°26’45.83″N 45°10’52.69″E

ავტორი Binident|იანვარი 14th, 2014|ზოგადი, საქართველოს ტბები და წყალსაცავები|0


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ღორჯო ყავს კიდევ აზოვის საკმაოდ შთამბეჭდავი ზომების.

200-300 გრამიანები მეც დამიჭერია



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
IMG_20141025_101336.jpg

ჯანდარაზე იხვზე ნადირობის მომენტი

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

უარესიც მინახავს მანდ თაზო :ki:  :ki:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:DDD :0072: :0024: :0079: :0077:

აბა მანდ ეყენათ საზენიტო დანადგარები

ესროდნენ ყველაფერს და ყველა სიმაღლეზე. რომ ვერ ვხედავდი  დაჟე იმასაც .ოღონდ ვერ არტყავდნენ.....ეტყობა პრაქტიკა არ ქონდათ თორე სიმაღლის გამო კი არა :0024: :0024: :0024:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?