Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Illustration_to_Rustaveli1.jpg

ნადირობა საქართველოში მაისი 20th, 2012ნანახია : 2101

 

 

 

 

განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.

 

ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).

 

აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

 

ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.

სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის.

სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის.

სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა.

 

საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვიტარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“.

 

ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

გადმოტანიალია:https://ka.wikipedia.org/-დან

793689804.jpg
სიახლის ავტორი: _MeLo_

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თემა სწორად დავდე?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

:good:


დუდუ

LEGION.GE


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
b84ea469e8974667eb8dc9ad44b2325b.jpg

ძველ ქართულ წერილობით ძეგლებს საინტერესო და საყურადღებო ცნობები დაუცავთ ნადირობის შესახებ.
თუმცა ამ ცნობებში სრულყოფილად არ ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობდა ნადი­რობა, რა საშუალებებსა და მეთოდებს მიმართავდნენ, რაზე ნადირობდნენ უპი­რატესად და წელიწადის რომელ დროს. ასეთი ცნობები მხოლოდ ცოცხალი ეთნო­გრაფიული გარემოს პირობებში შეიძლება შეიკრიბოს.
ნადირობას, გარდა სამეურნეო დანიშნულებისა და გართობისა, სამხედრო წვრთნის, მოლაშქრეთა სამხედრო ვარჯიშის მნიშვნელობაც ენიჭებოდა. ივანე ჯავახი­შვილის დასკვნით, ნადირობას "მარტო კერძო გართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო". 

ნადირობის ფაქტი დასტურდება უძველეს ქართულ ლიტერატურულ ძეგლში, იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამებაში", რომელშიც აღნიშნულია, რომ ვარსქენ პიტიახმა ნაცემ-ნაგვემი შუშანიკი მსახურების ამარა დააგდო "და თვით ნადი­რობად წარვიდა". აქ ჩანს, რომ პიტიახში სანადიროდ უფრო გულის მოსაოხებლად, არეული საოჯახო საქმეებისგან თავის გასარიდებლად მიემართება და ამ შემთხვევაში მისი წასვლა სანადიროდ

 

თითქოს არ იყო გამოწვეული სამეურნეო-ეკონომიკური აუცილებლობით. საერთოდ კი შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ იმ დროს ნადირობა მხოლოდ გართობისა და დროის ტარების მიზნით იმართებოდა - მას უდავოდ გააჩნდა ეკონომიკური საფუძვლები და საკვების მოპოვების ერთ-ერთ, დამხმარე საშუალებასა და წყაროს წარმოადგენდა.
nadiroba.jpg
მონადირეობის ტრადიციებისა და ნადირის ჩვევებზე დაკვირვების მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ ჰქონდათ ნადირის შესაკრები ადგილები. "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში" აღნიშნულია, რომ სერაპიონის შეკითხვაზე ერთ-ერთი "ტყიანი და ლოდოანი" ადგილის შე­სახებ,­ მისი გამყოლი პასუხობს: "რამეთუ არს ესე შესაკრებელი ნადირთა ველისათა ბაკთა ეწოდების". ამ პასუხიდან აშკარაა, რომ განასხვავებენ ველისა და ტყის ნადირს. ამასთანავე, ნადირობა დღის განსაზღვრულ მონაკვეთში, დადგენილ დროს იყო შესაძლებელი, რომელსაც "ჟამი ნადირთაO" ეწოდებოდა. 

როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს, წარჩინებული პირის, მისი ოჯახის საცხოვრებელს ტაძარი ან პალატი ეწოდებოდა. ხოლო სადგომის, დროებითი საცხოვ­რებლის ან ღამის გასათევი ადგილის სახელწოდებად მიღებული ყოფილა სახლი. საინტერესოა, რომ ასეთი სახლი, დაკავშირებული ნადირობასთან და ნადირობის წესთან, IX საუკუნის წარჩინებულ ხელისუფალს გიორგი ჩორჩანელსაც ჰქონია ("სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება"). 
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" მოთ­ხრობილია, რომ ნადირობდნენ ირემზე, გარეთხაზე, თახვზე. 

სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ-ისარი, რომლის დამზადების ხალხური წესები თითქმის ბოლო დრომდე შემორჩა ქართულ ყოფაში. ასევე გავრცელებული ყოფილა ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა. 
ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოს XVII საუკუნის 70-იან წლებში ესტუმრა, აი რას წერს სამეგრელოში ნადირობის შესახებ: "ძირითადად ნადი­რობენ მტაცებელი ფრინველებით, რომე­ლთაც­ იშინაურებენ და შემდეგ სანადიროდ იყე­ნებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძლება იყოს მტაცებელი ფრინველი". მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით იჭერენ ამ ფრინველთა ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ-ექვს დღეში იშინაურებენ. შარდენი აღნიშნავს, რომ შავარდნით ნადირობენ წეროზე, მიმინოთი - წყლის ფრინველებსა და ხოხო­ბზე.
arwivi.jpg
ქორ-შავარდნით ნადირობას კარგად იცნობდა უახლესი წარსულის ქართული ეთნოგრაფიული ყოფაც. გურიაში მიმინოებს განასხვავებდნენ ფერისა და მჭირავობის მიხედვით. ულამაზესად თეთრი მიმინო ითვლებოდა, ხოლო მჭირავობით საუკეთესო იყო ჩხარ­ტისფერი. დედალ მიმინოს, რომელიც უკეთესად იყო მიჩნეული ნადირობისათვის - ნარდი, ხოლო მამალს გეზელა ეწოდებოდა. გასა­წვრთნელი მიმინოს დასაჭერად სხვადასხვა მისატყუებელ ჩიტს (ბეღურას, მებოლოკიეს, ღაჟოს) იყენებდნენ. ამათგან საუკეთესო მისატყუარ ფრინველად ირაო ღაჟო (მამალი მაფრენალი) იყო მიჩნეული.

ჩიტბადობა, ანუ მიმინოს დაჭერა ფერის­ცვალობას იწყებოდა, რაც ფრინველის მასობრივ წამოსვლასთან (ირაობასთან) იყო დაკავშირებული.
გურიაში თითქმის ყველგან არსებობდა საგანგებო საიარაო ადგილები, სადაც სანადირო მიმინოს იჭერდნენ.

დაჭერილ მიმინოს გამართვას (გაწვრთნას) პირველ ღამესვე შეუდგებოდნენ. ეს იყო პირველი საფეხურის დასაწყისი, როდესაც ფრინველს ადამიანსა და მის გარემოს აჩვევდნენ უძილობისა და დაღლის მოქმედებით.

მიმინოს გაწვრთნის მეორე საფეხურზე, როდესაც მას საქნიერზე მოსვლას ასწავლიდნენ, მასზე მოქმედების ძირითადი საშუალება შიმშილი იყო.
მიმინოს გაწვრთნის უკანასკნელი, მესამე საფეხური იყო ბავლის გაგდება. ამ დროს მწყე­ზე სანადიროდ გაწვრთნილ მიმინოს შეა­ჩვევდნენ დაჭერილი ფრინველის მხოლოდ თვალისა და ტვინის შეჭმას, რასაც დათვალ­ტვინება ეწოდებოდა.

ადრეული ხანისათვის ასეთი ცნობები კანტიკუნტად მოგვეპოვება. ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა IX საუკუნის ერთ-ერთ ისტორიულ საბუთში ("ნასყიდობა დაწერილი ფავნელის შიომღვიმისადმი") შემონახული ცნობა იმ დროის საქართველოში გავრცელებული ნადირობის ხერხებისა და საშუალებების შესახებ. საბუთში აღნიშნულია, რომ ფავნელმა თევდორემ მთავარმემღვიმეს მიუთვალა სოფელნი, ხოლო თევდორემ მას სამაგიეროდ ოქრო-ვერცხლთან ერთად გადასცა "შBდი ქორი კაპოეტი, შBდი მეძებარი, შBდი მწევარი წაუვალი".

ნათელია, რომ სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და სანადირო ცხო­ველები ძვირად ფასობდა და შეიძლებოდა ვაჭრობის ან გაცვლის საგანი ყოფილიყო. 
კაპოეტი ეწოდებოდა წელიწადგა­მოვლილ ფრინველს და სანადიროდ გაწვრთნილი ქორიც, როგორც აღნიშნული საბუთიდან ჩანს, ასეთი უნდა ყოფილიყო. გურიის თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაშიც კაპოეტი ეწოდება ორი წლის (გა­მოზამთრებულ და "ბურდღანაყარ") მიმინოს განურჩევლად სქესისა. ასეთი მიმინო, გურიაშივე შემონახული ეთნოგრაფიული მასალებით, ნარდ მიმინოს (ე.ი. ახალგაწვრთნილს, ზამთარგამოუვალს) ბევრად სჯობს: უფრო დამჯერია (მომხედვარია) მონადირისა, გამძლეა და მეტი შემტევიცაა. თანაც ის უპირატესობა აქვს, რომ თუ ნარდი მიმინოთი მხოლოდ ნაშუადღევს, დღის 4 საათის შემდეგ ("რადგან დღე ცხელა") შეიძლება ნადირობა, კაპოეტით ნადირობა დილიდანვე იციან, ოღონდ სიცხეს ამ შემთხვევაშიც ერიდებიან.
nadiroba3.jpg
ნადირობის ერთ-ერთი სახეობა ძველად ყოფილა ჩასაფრებით ნადირობა. "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში" აღნიშნულია, რომ როდესაც სერაპიონი და მისი თანამგზავრები სათახვე ტბის სანაპიროზე გავლენ, მათთან მიდის უცნობი და სთხოვს, მცირე ხნით დაყოვნდით "რამეთუ ჟამი არსო ნადირთაO, რომელნი მოვლენ ტბასა ამას, რამეთუ მზა არიან მონადირენი ადგილთა ამათ". 

საყურადღებოა ისიც, რომ ნადირობა ძველ საქართველოში ბეგარის სახედაც ით­ვლე­ბოდა. ერთ-ერთ საეკლესიო საბუთში შიომღვიმის მონასტრის კუთვნილ სოფელ ცხე­ვერეთს წინამძღვარმა დაუწესა შემდეგი: "წელიწადსა შიგა ერთი დღე ნადირობა არის ბეგარა - ჩვენი მოსაცემელი: კაცისა თავსა ორ-ორი ჯამი შეჭამადი, ორ-ორი პური, ორ-ორი პირი ღვინო". ცხადია, წელიწადში ერთ­ხელ ნადირობის დღეს სოფელს მონადირეები უნდა უზრუნველეყო საბუთში ჩამოთვლილი სურსათ-სანოვაგით.

შესწავლილი მასალიდან ჩანს, რომ ძველ საქართველოში მონადირეობა გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, ეყრდნობოდა ხანგრძლივ ტრადიციებს და შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამეურნეო და ეკონომიკურ საქმიანობაში.­

 

 

წყარო:

სოსო ჭანტურიშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#1


ჩამსწორებელი დუდუ, 30 August 2018 - 12:23 PM.

დუდუ

LEGION.GE


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს რა ტრადიციებზეა საუბარი? საერთოდ დაკარგული ერთმანეთის პატივისცემა. მინდორში გაჩერებულ მანქანას რომ დაინახავენ იმის მაგივრად გაეცალონ და იმ მანქანის ეკიპაჟს ნადირობა აცალონ სასწრაფოდ შევარდებიან და არის მერე ერთმანეთის დათოფბა და ერთი ვაიუშველებელი....


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?