Jump to content


ამ თემას აქვს 896 გამოხმაურება

#871 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2497 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ცოტა არ იყოს საკუთარი სპორტის პოპულარიზაციას ეწევა. მისი სტატუსის პოზიციიდან გამომდინარე  ვაპატიოთ .

:good:  :good:



#872 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40849 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორც ჩანს ეგრეა. ბევრს ლაპარაკობს ძაღლის მიმართ ნდობაზე , და მისი "მყარი " ნაბულის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე. მესმის რომ ცოტა გადამეტებულიც შეიძლება არის მაგრამ ის რომ საერთოდ არაფერს ამბობს "დამფრთხალ" ფრინველზე რომელიც ძაღლს არ მისცემს "მყარი ნაბულის" გაკეთების საშუალებს და არც მონადირეს შორი დისტანციით "ჩამორჩენის" არაპრაქტიკულობაზე სიტყვაც არ დასცდენია , მაფიქრებინებს რომ თავისი დისციპლინის "პოპულარიზაციას" ეწევა და ამიტომ პრაქტიკულობასთან მიმართებაში ცოტა ობიექტურობას მოკლებული მეჩვენება. 

ვფიქრობ რომ შორი ძებნა და პრაქტიკული ნადირობა -თან ქართული რეალიებისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით ყოველთვის განსხვავებული იქნება. საქართველოში მაინც.



#873 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2497 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

საერთოდ გავყოთ სპორტი და რეალური ნადირობა. რა თქმა უნდა შორს და სწრაფმავალ ძაღლს აქვს პლიუსი როცა მინდორში მარტო ხარ და ცოტა ფრინველია . მალე დაამუშავებს. ხარისხიანად ??? როდესაც ნახტომი დიდი აქვს და სწრაფი რაღაც მანძილს ხომ გადის ამოსუნთქვის დროს- თან საკმაოდ დიდს. რჩება ის რომ იდეალური "შორი ცხვირი" უნდა ქონდეს და ერთა და იმავე ნიავის ზოლში ამოსუნთქვები არ დაემთხვეს. დავამატოთ ისეც რომ თუ არაა ნიავი საერთოდ დაერხა ? 



#874 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40849 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საერთოდ გავყოთ სპორტი და რეალური ნადირობა. რა თქმა უნდა შორს და სწრაფმავალ ძაღლს აქვს პლიუსი როცა მინდორში მარტო ხარ და ცოტა ფრინველია . მალე დაამუშავებს. ხარისხიანად ??? როდესაც ნახტომი დიდი აქვს და სწრაფი რაღაც მანძილს ხომ გადის ამოსუნთქვის დროს- თან საკმაოდ დიდს. რჩება ის რომ იდეალური "შორი ცხვირი" უნდა ქონდეს და ერთა და იმავე ნიავის ზოლში ამოსუნთქვები არ დაემთხვეს. დავამატოთ ისეც რომ თუ არაა ნიავი საერთოდ დაერხა ? 

მართალი ხარ. ბიჭებმა იციან , ისეთებიც მყავდა და ისეთებიც. მიმი რომ ტყვიასავით გავარდებოდა დიდ დისტნციაზე , ვიკი იმის გამოტოვებულს მიადგებოდა "ჩორთით სვლისას". რაც გამოვთვალე ნახტომი საშუალოდ 1,2-2 მეტრაზე გამოსდის "აკრეფილ "კრეისერსკი" სიჩქარეზე , ამას მიამატე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რითმი და ეგეც შენი "გამოტოვებული ფანჯარაა". ე მაგიტომ ერთნაირი სისწრაფის და დისტანციის ძაღლებს არასდროს ვამუშავებდი წყვილში.



#875 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2497 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

რაც გამოვთვალე ნახტომი საშუალოდ 1,2-2 მეტრაზე გამოსდის "აკრეფილ "კრეისერსკი" სიჩქარეზე , ამას მიამატე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რითმი და ეგეც შენი "გამოტოვებული ფანჯარაა"

ბრეტონის თემაში ფანჯარა ოდნავ უფრო პატარაა ვიდრე კუნძულელებზე- პოინტერი ხომ მტრისას. მაგრამ ფაქტია ვეიმარანერის გავლილზე "ბალახი არ ამოდის"    :)

პლიუს იმასაც თუ დავამატებთ რომ 150 მეტრზე ნაბულზე მისასვლელად თოფით ხელში დარტყმული რივოკებისგან ნადირობის ხალისი რამდენად იკლებს ... ;)  ;)  

- ამოგხდება ძალაუნებურად,  დაილოცა დიდ მინდორში და გრილ ნიავიან დღეს დინჯი მეძებრით ნადირობა !!!!

კი ბატონო სპორტულ ძაღლსაც მიყვები ხანდახან 


ჩამსწორებელი Panteleimon, 08 August 2019 - 02:28 PM.


#876 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 54 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი
მაგ პრობლემის წინაშე ვდგავარ ზუსტად, ძალიან შორ მანძილზე მუშაობს და სწრაფად, როგორ შეუმცირე ეს დისტანციები ვარ გავიგე, სპორტული სისხლი უზის და იმ ხაზზე წავიდა. ნაბულზე თუ დადგა კი მაცლის ყველაფერს მაგრამ ხშირად არ უჩერდება ფრინველი და ჩემგან არასასროლ მანძილზე ამოდის, არ მინდა სპორტი მინდა ნადირობა. თან ტემპსაც არ აგდებს როგორც დაიწყებს ისეა მთელი ნადირონა. ჩვენსკენ დასავლეთში იშვიათია ადგილი სადაც მარტო ინადირებ, და ხალხში ასე რო ირბენს ეს მე დავრჩები უმწყეროდ. მაღალ ბალახში და ტყეში არ ვერ შვება ამას.

#877 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2497 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

როგორ შეუმცირე ეს დისტანციები ვარ გავიგე, სპორტული სისხლი უზის და იმ ხაზზე წავიდა.

ვერ შეუმცირებ...  2 მყავს მაგიტომ



#878 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 54 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

Panteleimon

 მყავს მეორე ლაბრადორი, ისეთია რო სუნი თუ აიღო შანსი არაა დაანებოს თავი, მაგრამ 5-10 მეტრი იქეთ არ გადის და რო დაიღლება დამიდგება უკან და დამყვება. იქნება ვასწავლო ახლოს ბრძანება და დამიჯეროს თორე ამით სანადიროთ ვერ ვივლი ჩვენს მინდვრებში.



#879 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2497 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

გიორგი 123

გიორგი მონადირე ძაღლს აქვს  5 ძირითადი გენეტიკური თვისება

1. ყნოსვა

2. ნაბული.

3. აზარტი (სირბილის სურვილი)

4. კონსტიტუცია (გამძლეობა)

5. ინდივიდუალიზმი-პატრონზე დამოკიდებულება

 

ამ თვისებების გაძლიერება შეუძლებელია რაც არის ის არის. აზარტი დიდია , კონსტიტუცია უწყობს ხელს , ინდივიდუალისტია გარბის შორს. ეს თვისებები გენეტიკურია 



#880 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 54 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

Panteleimon,

 ელექტრო საყელურით მხოლოდ ვიბრაციით რო ვიმუშავო და შორს გასვლის დროს დაძახილზე რეაგირებას მივაჩვიო დავაშავებ ამით რამეს? მომენტში რო ვეძახი ესმის ხოლმე მაგრამ უკვე რო სუნს იგრძნობს ფრინველის მერე აღარ ესმის, არადა ფრივნელი არ უჩერდება ხანდახან ნაბულზე, ცხვირის გახსნა უფრო ჭირდება ალბათ გამოცდილების ამბავია. 



#881 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2497 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ელექტრო საყელურით მხოლოდ ვიბრაციით რო ვიმუშავო და შორს გასვლის დროს დაძახილზე რეაგირებას მივაჩვიო დავაშავებ ამით რამეს? 

საუკეთესო სპორტული ძაღლი გააფუჭეს შორს გასვლის ელექტროსაყელურით გადაჩვევისას. 

უნდა შეეგუო რომ გყავს კარგი აზარტული ძაღლი. თავისი პლიუსებიც აქვს

1. მინდორს ჩქარა ამუშავებს.

2. არ იღლება

3. ლამაზი ნაბული იციან.

4. თავაწეული დარბიან.

 

მე მყავს 2ვე სპორტულიც  და ახლოს მომუშავეც . 2ვეთი გვარიანად ვერთობი.



#882 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 54 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

Panteleimon

 გასაგებია, მადლობა. მოვეშვები მაშინ და შევეცდები შესაბამისი მინდორი და აგილები მოუძებნო. მაღალ ბალახში კარგია იქ ესე ქარივით ვერ დარბის :)



#883 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2497 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

გიორგი 123

ნაბულიდან ოღონდ მხოლოდ კარგი ნაბულიდან ამოყვანილს რომ მოუკლავ. ანუ რომ დაგელოდება ნაბულზე და ასე შემდეგ და პირში რომ გამოივლებს. მერე დააპატარავებს მანძილს 1/3 -თ დაახლოებით. იმიტომ რომ ეცოდინება რომ ფრინველს თვითონ პოულობს მაგრამ თოფი მოიპოვებს. ეს ზოგადად ასეა



#884 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 54 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

Panteleimon

 ეგ კარგი ინფორმაციაა, ეგრე თუ ქნა მეშველება. 



#885 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2497 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

Panteleimon

 ეგ კარგი ინფორმაციაა, ეგრე თუ ქნა მეშველება. 

მასეთ ძაღლებს ხალხი ეძებს დრეს მოდაშია. არასოდეს არ ჩავაყენებდი  ხაზში და სხვა ძაღლთან ერთად. მარტო ვინადირებდი გეშვის პროცესში. მივცემდი თავისუფლებას, მაგრამ შეცდომისას არ მოვუკლავდი ეგაა და ეგ. კარგი ძაღლი დგება


ჩამსწორებელი Panteleimon, 09 August 2019 - 01:18 PM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?