Jump to content


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პირველი ქართული ცივილიზაცია

3500-წლოვანი ჟამთააღწერის გადასახედიდან 3500-წლოვანი ჟამთააღწერის გადასახედიდან

pdf_button.pngprintButton.pngemailButton.png
ავტორი:ლაშა ხომერიკი
საქართველოს დაქუცმაცების, დანაწევრების და განადგურების მცდელობა ჩვენთვის არც მოულოდნელი იყო და არც ახალი, - თუკი ადრე ამას მიდიელები, სკვითები, ურარტუელები, რომაელები, ბიზანტიელები, არაბები, მონღოლები და სპარს-ოსმალოები ესწრაფოდნენ, ახლა ამგვარ მცდელობას რუსეთი ახორციელებს.უზარმაზარ იმპერიებს შორის მომწყვდეული საქართველო დამპყრობთა ყოველი შემოსევის შედეგად სისხლისგან იცლებოდა, შემდეგ კი სასწაულებრივად ფენიქსივით აღდგებოდა ხოლმე. დიახ, საქართველოს მრავალი დამპყრობი აწიოკებდა, თუმცა დამეთანხმებით, რომ რუსეთი ამ მხრივ მართლაც ყველაზე დაუნდობელია, რომელიც დღესაც ანალოგიურად ირჯება.
მაგალითად, ამ ბოლო დროს რუსული პროპაგანდა არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ამახინჯებს, არამედ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასაც, რაც ერთობ დამაფიქრებელია. გარდა ამისა, რუსი ვაი-ისტორიკოსები იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ თურმე აჭარლები, მეგრელები, სვანები, მესხები და რაჭველები არაქართველები არიან და თურმე არც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი. ამავე დროს, ოფიციალურმა მოსკოვმა საზღვარგარეთ დაბეჭდა საქართველოს რუკები, სადაც ჩვენი ქვეყანა რამდენიმე სახელმწიფოდაა დაყოფილი
საიდან იწყება ქართული ცივილიზაცია?

თუ საიდან იწყება ჩვენი სამშობლოს ჟამთააღწერა, ზუსტად ვერავინ იტყვის. ფაქტია, რომ ჩვენში აღმოჩენილი ისტორიული ექსპონატები თავადვე ღაღადებენ უძველესი ქართული კვალის შესახებ დედამიწაზე. ზემოაღნიშნულ კითხვაზე შეიძლება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს და თითოეულ მათგანს შესაბამისი და ანგარიშგასაწევი დასაბუთებაც ჰქონდეს. ასე მაგალითად, ერთნი შეიძლება თვლიდნენ, რომ ქართული ცივილიზაციის ისტორია უნდა დავიწყოთ იმ დროიდან, როდესაც შეიქმნა ერთიანი ქართული სახელმწიფო, საერთო ქართული კულტურითა და ეროვნული თვითშეგნებით. ე. ი. X საუკუნიდან, სხვებს ქართული ცივილიზაციის ისტორიის დასაწყისად შესაძლოა IV საუკუნე მიაჩნდეთ: იმ დროს გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა, რომელიც ჩვენი ეროვნული კულტურისა და თვითშეგნების მკვიდრი საფუძველი გახდა. ბევრიც შესაძლებლად თვლის, რომ ქართული ცივილიზაციის ათვლა უნდა დავიწყოთ იმ პერიოდიდან, რომელსაც ,,ქართლის ცხოვრებაში'' ასახული ე.წ. საშუალო საუკუნეების ქართული კონცეფცია გვთავაზობს, - მეფე ფარნავაზიდან (ძვ. წ. IV ს.), სწორედ იმ დროს ერთიანობის საფუძვლად ქართული ენა გამოცხადდა და ,,არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლისა შინა თვინიერ ქართულისა''.

პირველი ევროპელის სამშობლო

არსში წვდომისთვის უპრიანია დავბრუნდეთ უკან, ვიდრე ადამიანი მითების შეთხზვას დაიწყებდა და კაცობრიობის ისტორიაზე წერილობით ცნობებს მოგვაწვდიდა, მივმართოთ არქეოლოგიას, - მეცნიერების დარგს, რომელიც საზოგადოების განვითარების ეტაპებს ნივთიერი მონაცემების სახით გვაწვდის.

როდის მოვიდა ადამიანი კავკასიის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე? ქართველ არქეოლოგთა უახლესმა აღმოჩენებმა, რომელიც უდიდეს აღმოჩენათა რიცხვს მიაკუთვნეს და აღიარებულია საერთაშორისო კომისიის მიერ, დაადასტურა, რომ ევრაზიის კონტინენტზე ადამიანი პირველად საქართველოში დასახლდა, აქ დაიწყო ჩამოყალიბება-განვითარება და განსახლება ევროპის ტერიტორიაზე; დმანისის მიდამოებში აღმოჩენილი ქალისა და კაცის თავის ქალები, მილიონ ორასი ათასი წლით უსწრებს ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში აღმოჩენილი ექსპონატების ასაკს.

დიაოხი - პირველი დიდი ქართული გაერთიანება

ქართველურ ტომთა სახელმწიფოდაა აღიარებული სამხრეთ ამიერკავკასიაში ძვ. წ. XII-VII საუკუნეებში არსებული მძლავრი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი (შემდგომში ტაო), რომელიც ექვსასი წელი იგერიებდა წინა აზიის მძლავრ სახელმწიფოთა, - ასურეთისა და ურარტუს შემოტევებს. ჩვ. წ. აღ-მდე II ათასწლეულის განმავლობაში ქართველური ტომების უშუალო მეზობლები სამხრეთით იყვნენ უძველესი ცივილიზაციის ხალხები - ხეთები, მითანელები, უფრო გვიან ასურელები, ურარტუელები... ქართველური ტომების შესახებ პირველი ცნობები ამ ხალხების ლურსმულ (სოლისებურ) წარწერებში ჩნდება, საიდანაც ვგებულობთ, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ-მდე XIII საუკუნეში ქართველი ტომების ნაწილი (მესხები) ამიერკავკასიიდან შორს, წინა აზიაში გაჭრილან და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იქაური ქვეყნების ცხოვრებაში. იყო ბრძოლები, მაგრამ იყო მშვიდობიანი თანაცხოვრებაც, რომლის დროსაც წინა აზიის ხალხები და ქართველი ტომები ეცნობოდნენ და ითვისებდნენ ერთმანეთის კულტურულ მიღწევებს.

კოლხეთი - მეორე დიდი ქართული გაერთიანება

შედარებით კარგად ვიცნობთ ჩვენ ერთ-ერთი ძირითადი ქართული ეთნოსის - კოლხების სახელმწიფოებრივ გაერთიანებას, რომელსაც უკვე ახასიათებს ცივილიზაციის ძირითადი ნიშნები. ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში კოლხურმა ტომებმა დღევანდელი საქართველოს მიწა-წყალზე შექმნეს მაღალგანვითარებადი ბრინჯაოს კულტურა, რომელიც სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში კოლხური კულტურის სახელითაა ცნობილი.

ძველი ბერძნული სამყარო კარგად რომ იცნობდა კოლხეთს, ამაზე ნათლად მეტყველებს უძველესი ბერძნული მითოლოგია, კერძოდ, არგონავტების მოგზაურობა. თქმულებაში ასახულია კოლხეთის (საქართველოს) სამეფოს სიძლიერე, მიწათმოქმედებისა და ფოლადის გამოდნობის ტექნოლოგიის მქონე უძველესი კულტურა. არქეოლოგიური მონაცემებით ჩვენ ვიცით, რომ მეორე ათასწლეულში საქართველოს სამხრეთ მთიანეთში მცხოვრები ხალხები კარგად ფლობდნენ რკინის დამუშავების ტექნიკას. სწორედ ქართულიდან არის შესული ბერძნულ ენაში ტერმინი ,,ხალიფს'', რაც ლითონს ნიშნავს. მეცნიერთა გაანგარიშებით, არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში, მართლაც ისტორიული ფაქტია და უნდა მომხდარიყო 1350-1180 წლებს შორის (ჩვენს წელთაღრიცხვამდე).

საქართველოზე წერდნენ


საქართველოს იცნობდნენ და მის შესახებ წერდნენ პტოლმეუსი, პროკოფი კესარიელი, აგათია, პლატონი, არისტოტელე, პლინიუსი, სტრაბონი და მრავალი სხვა. მათი აზრით, ქართველები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ქართველური ტომები ,,მოსოს'' და ,,თუბალი'' მოიხსენიება ბიბლიაში, როგორც იაფეტის შვილები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქართული ენა წარმოიშვა კაცობრიობის საერთო წინარე ერიდან, რომელიც შემდგომში გავრცელდა დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით.

საამაყო მემკვიდრეობა


ძველი ქართული ცივილიზაციის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მემკვიდრეობა ქართული დამწერლობაა. მსოფლიოში ათასობით ხალხი და ეთნოსია, ყველას თავისი ენა აქვს, მაგრამ დამწერლობა მხოლოდ თოთხმეტია. ერთი მათგანი ქართული დამწერლობაა. იგი სრულყოფილი და ორიგინალური სისტემაა, რომლის ლექსიკა და ფონეტიკური შესაძლებლობანი საშუალებას იძლევა წარმოითქვას ყველა სიტყვა და ბგერა, რაც კი ადამიანს შეუძლია გადმოსცეს.

ქართული ენა, თითქოს, განცალკევებით დგას მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციიდან და ქმნის იბერიულ-კავკასიურ ენათა ცალკე ჯგუფს. რევაზ პატარიძის დამაჯერებელი გამოკვლევით, ქართული დამწერლობა (ასომთავრული), შექმნილია დაახლოებით ძვ. წ. 403-284 წლებში, რაც რვა-ცხრა საუკუნით სწევს უკან უსაფუძვლო, ხელოვნურად შექმნილ ლეგენდას მისი გვიანდელი წარმოშობის შესახებ. ამავე დასკვნამდე მიდის მრავალი ევროპელი მეცნიერიც.

მაინც რატომ გამოსცემს ოფიციალური მოსკოვი ანტიქართულ რუკას, სადაც ჩვენი ქვეყანა დანაწევრებულია რამდენიმე ქვეყნად?

ისტორიული სინამდვილე


დავიწყოთ აჭარით, რადგან რუსეთის მიერ გამოცემულ რუკაში აჭარა ცალკე სახელმწიფოდაა მოხსენიებული.

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციაა. ისტორიულ-გეოგრაფიულად იგი ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში აჭარა მოხსენიებულია როგორც ,,აჭარის ქვეყანა'', ,,აჭარის ხევი'' ან აჭარის ხეობა''. ისტორიულად აჭარა დასახლებული იყო ქართველური ხალხის ეთნოგრაფიული ჯგუფით - აჭარლებით, მოიცავდა აჭარისწყლის ხეობას, ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავამდე. ,,აჭარის ხევი'' ორ ძირითად ნაწილად იყოფა - ზემო აჭარად ანუ ზეგნად და ქვემო აჭარად. აჭარისწყლის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა. ზემო აჭარის ცენტრი იყო ძველად დიდი აჭარა, შუა საუკუნეებში - ხიხანი; მოგვიანებით - ხულა; ქვემო აჭარისა - სოფელი ქედა.

ლეონტი მროველის ცნობით ძვ. წ. III და II ნახევარში აჭარა ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. მომდევნო ხანაშიც იგი ქართლის სამეფოს ნაწილი იყო. რაც შეეხება საქართველოს განუყოფელ მხარეებს - აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამჯერად ამის შესახებ არ ვისაუბრებთ, ვინაიდან ამ თემაზე ადრეც არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება.

ქართველი ხალხის წარმოშობის საკითხი

ქართველი ხალხი, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ხალხი, ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ პროცესისადმი თვალის გადევნება შეიძლება ტომებისა და ტომთა კავშირების წარმოქმნის დროიდან. ქართველი ხალხის შემადგენლობაში შევიდა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მოსახლე სხვადასხვა ტომი, რომელთა ნაწილი ერთმანეთის მონათესავე და საერთო წარმომავლობისა იყო, ხოლო ნაწილი სხვადასხვა დროს მოსული და შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაში ასიმილებური.

საერთო წარმომავლობის ქართველი ტომებიდან დღეს შეიძლება დავასახელოთ ქართები, მეგრელ-ჭანები და სვანები. ერთი საერთო რასიდან მომდინარე ეს ტომები, გარკვეულ დროს და გარკვეული პირობების გამო, ერთმანეთს დაშორდნენ.

საერთო ქართველური ფუძე-ენიდან (წინარექართველურიდან), ყველაზე ადრე (ჩვ. წ. აღ-მდე II ათასწლეულის დასაწყისში), გამოიყო სვანური. უფრო გვიან ერთმანეთს გაეთიშა და ცალ-ცალკე განვითარდა ქართული და მეგრულ-ჭანური ენები. ამრიგად, ასეთი განცალკევებული განვითარებისა და სხვა ენების გავლენის შედეგად, ეს ქართველური ენები ერთმანეთს დაშორდა და დამოუკიდებელ სალაპარაკო ენებად ჩამოყალიბდა.

ქართლის ძველი სამეფოს წარმოქმნის დროიდან, მის ფარგლებში მოექცა დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილიც, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს მოსახლეობის ერთმანეთთან კვლავ დაახლოებას და ერთ ხალხად ჩამოყალიბებას. ამ პროცესში პოლიტიკურ-კულტურული ჰეგემონობა ქართლს ეკუთვნოდა, ამიტომაც საერთო ენის ფუნქციას ქართული ასრულებდა.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართული ცივილიზაცია ხანგრძლივი განვითარების პროდუქტია. მისი ცალკეული ელემენტები ისახებოდა ჯერ კიდევ საერთო ქართულ დონეზე. მისი ძირითადი ქართული ტომების (სვანები, მეგრელ-ჭანები, ქართები, მესხები) პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წიაღში იქმნებოდა სტრუქტურები, რომელთა ერთ ორგანიზმად გაერთიანებამ შექმნა ქართული ცივილიზაცია - ქართული სახელმწიფო ქართული ენით. ასე რომ, რაც უნდა დეზინფორმაცია ავრცელონ რუსმა პოლიტიკოსებმა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და რანაირი ანტიქართული რუკებიც არ უნდა გამოუშვან, ფაქტები იმაზე ღაღადებენ, რომ ჩვენს სამშობლოს უაღრესად მდიდარი ტრადიცია და 3500-წლოვანი მატიანე გააჩნია.

 

 

.

.

.

.

.

.

..

.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო ადმინებო ეს თემა უფრო ისტორიას ეხება და აქ რამდენად სწორად დევს?



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

????????



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
50249900_10215095897565670_4204805740499
 
 
Gela Silagadze-მ(ა) გააზიარა პოსტი.
1 სთ · 
 
 
 
47003315_1991765894244220_16207360598160
Georiders - Mountain Biking tours in Georgia

ყველას, ვისაც ეამაყება, რომ ქართველია!!!
წადით და სხვებსაც მოუყევით!!!
1.მსოფლიოში 5000-მდე ერია და 200-მდე სახელმწიფო. ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ერი ვართ და სახელმწიფოც გვაქვს.
2. საქართველოში ქრისტეს კვართია
3. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს, დამწერლობა კი სულ 14-ია. აქედან, ერთ-ერთი ქართულია, მეხუთე - სიძველის მიხედვით.
4. ქართული მწერლობა 15 საუკუნეს ითვლის. შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი” მსოფლიოს კლასიკადაა აღიარებული.
5. საქართველო – უძველეს ევროპელთა სამშობლოა, – ზეზვას და მზიას შთამომავლები!
6. საქართველო – ძაფის უძველესი სამშობლოა!
დადასტურებულია, რომ 34 ათასი წლის წინათ, დასავლეთ საქართველოში დაიწნა პირველი ძაფი!
7. საქართველო – ოქროს წარმოების უძველესი სამშობლოა!
8. საქართველოს მეტალურგიის სამშობლოდ მიიჩნევენ , აქ აღმოჩენილია უძველესი არტეფაქტები. ძველბერძნულ ენაში – პროტოქართველ ხალიბთა (ხალდეველ-ქალდეველთა) ტომის სახელი – „ხალიუფს” ითარგმნება, როგორც -,,რკინა”!
ანუ სწორედ, პროტოქართული ცივილიზაციიდან გავრცელდა მეტალურგია და რკინის იარაღი ასირიაში, მესოპოტამიასა თუ ძველ საბერძნეთში…
9. შესაძლებელია, საქართველო თაფლის უძველეს სამშობლოდაც აღიარონ! არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად აღმოაჩინეს 5,5 ათასი წლის წინანდელი თაფლის ჭურჭელი!ეს კი, 2 ათასი წლით ძველი თაფლია, რომელიც ეგვიპტეში, თვით ტუტანხამონის სამარხშია აღმოჩენილი!
10. ქართული ხალხური სიმღერა 2001 წელს ,,იუნესკომ” კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა. 1977 წელს ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებული ,,ჩაკრულო” ნასაში გაიგზავნა.
11. ქართულ ხალხურ ცეკვას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ქართული ქორეოგრაფია მსოფლიოში საუკეთესოდაა მიჩნეული.
12. საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა. საქართველოში ექვსასამდე ყურძნის ჯიშია.
საქართველოში აღმოჩენილია 8 ათასი წლის წინანდელი ქვევრი, ყურძნის წიპწებით!
გაერო-მ (იუნესკო-მ) ქართული ქვევრი და ღვინის წარმოება კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარა!
13. საქართველო ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოა, მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალია და აქედან 14 ქართული ჯიშისაა.
14.ქართული სამზარეულო აღიარებული და გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით.
15. საქართველოში 1000-ზე მეტი მინერალური წყალია.
16. საქართველოს გარდა, ძნელად დაასახელებთ ქვეყანას, სადაც უდაბნოც, ტროპიკული ტყეც ,ზღვისპირეთიც და თოვლიანი მწვერვალებიც იქნება.
17. დედამიწაზე ნიადაგის 47 სახეობაა და აქედან საქართველოშია - 44
18. საქართველო მსოფლიოში გასტრონომიული ტურიზმის პირველ სამეულშია .
19.ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ "ზე ტელეგრაფმა" გამოაქვეყნა რეიტინგი -მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც ჯერ არ გსმენიათ(იგი შეადგინეს ცნ. მოგზაურებმა სოფი იბოტსენმა და მაქსომ ლოუვერჰორმა) ქალაქ მეროე(სუდანი) ქ. მუშჰედი (ირანი)ვეფხვების ნაკრძალი კანხა(ინდოეთი), კუნძული სოკოტრა (იემენი) კახეთის რეგიონი(საქართველო).
20, ქართული ჩურჩხელა მსოფლიო ტკბილეულთა ათეულშია ( მეშვიდე ადგილზე)
21.თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ძველი, ქართული უნივერსიტეტია ევრაზიის კონტინენტზე.
22. საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას sova.news The Top Tens-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.

პირველ და მეორე ადგილებს საბერძნეთი და ეგვიპტე იყოფენ. ეს რეიტინგი ძველი ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით შეადგინეს. 
23. გასულ წელს, The Top Tens-ის რეიტინგში საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სამხედრო მეთაურების სიის სათავეში მოხვდა. ქართველმა მეფემ ალექსანდრე მაკედონელსაც გაუსწრო.
24. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორეა, ეს მსოფლიო ჰერალდიკის საბჭომ დაამტკიცა. 
25.- საქართველოში, ფლორისმკვლევარების მიერ დადგენილია 4200 სახეობა, ეს ძალიან მაღალი ციფრია.აქედან 22% ენდემია ანუ ისეთი, მარტო აქ, ამ მიწაზე რომ ხარობს.!

 

 

 

აქ კიდევ ბევრი რამე არ წერია , მაგალითად

 -ის რომ საქართველოში ტოლერანტობა ისტორიულად ტრადიციულ ქართულ ხასიათის დასტურია. ამის დასტურად ებრაელთა 27 საუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრებაც ადასტურებს. ერთადერთი ქვეყანა სადაც არასდროს მომხდარა ებრაული მოსახლეობის რბევა და დაწიოკება.

 -ის რომ თბილისი მსოფლიოს ყველაზე ტოლერანტულ ქალაქად არის მიჩნეული ვინაიდან არსად მსოფლიოს არცერთ ქალაქშიარ არის 1 კვ კილომეტრზე , ლუთერანული ეკლესია, კათოლიკური ტაძარი, მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული ეკლესია და მართლმადიდებლური ტაძარი.

-ის რომ მუსლიმანურ მეჩეთებში მხოლოდ 1 ნიშაა სადაც ან მხოლოდ სუნიტები ან მხოლოდ შიიტები ლოცულობენ . ხოლო თბილისის ცისფერ მეჩეთში სუნიტებიც და შიიტებიც ერთად ლოცულობენ.

  - ის რომ ქართულ დამწერლობაში (არცერთში იმ სამი ქართული დამწერლობიდან, ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრულიდან)არ იხმარება დიდი და პატარა ასოები . რაც ღვთის კანონის დადასტურებაა რომ ყველა ღვთის წინაშე თანაბარია. გენდერული თანასწორობა იმთავიდვე იდო ქართულ გენში.

 -ის რომ ქართულ ენაში სქესის აღნიშვნა არ არსებობს ესეც თანასწორობაზე მეტყველებს - გენდერული თანასწორობა იმთავიდვე იდო ქართულ გენში.

  -ის რომ პირველი მოხატული სელის ნაჭერი იმერეთის ერტ ერთ გამოქვაბულია ნაპოვნი

 -ასევე ის რომ აქვეა ნაპოვნი სელში ჩაწნული ჯიხვისა და ველური თხის ქვედა ბეწვი (რუსულად "პადშერსტნიკი " ქვია , სამწუხაროდ ქართულად არ ვიცი რა ქვია)

-ის რომ მსოფლიოში პურის 20-მდე ჯიში და სახეობაა და აქედან 12 ენდემურია , ქართული.

- ის რომ პარლამენტარიზმის პირველიმაგალითი იყო საქარტველოშითამარ მეფის დროს როდესაც სათათბიროს, პარლამენტს-კარავი ექვა

-ის რომ საქართველოში პირველ სახელმწიფოში თამარ მეფის დროს აიკრძალა წამებით სიკვდილით დასჯა

-ის რომ საქართველოში სოციალურ ფონზე არასდროს არ მომხდარა აჯანყება მეფის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ

- და კიდევ მრავაილი "ის რომ" რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ეს ყველაფერი კარგია და საამაყო მაგრამ შორეული წარსული. დღეს?  :think:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს პარლამენტი, ხალხი...ყველა და ყველაფერი მტრული და ერთმანეთის მიმართ შეუწყნარებელი...



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქართული მითოლოგია - ჰარალე
3 აპრილი, 7:14

2019040306593981319.jpg


ჰარალე ქართულ მითოლოგიაში მოსავლისა და ნაყოფიერების ღმერთია. ეს ღმერთი უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ქართველურ ხალხებში და ტომებში, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე მცირე აზიის ვრცელ ტერიტორიებზე. მოგვიანებით კი ჰარალე იბერიის სამეფოს მთავარ ღმერთთა პანთეონის გამორჩეულ წევრად გვევლინება. სწორედ ამ სახელიდან მომდინარეობს ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი მისამღერი "ჰარი ჰარალე". არალეს კულტი გავრცელებული იყო როგორც უშუალოდ ქართველურ ხალხებში, ასევე კავკასიაში სომხების გამოჩენამდე არსებულ, ურარტუს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში, რომელიც არსებობდა ძვ.წ. 860-590 წლებში და მეტიც, შესაძლოა სწორედ ურარტუდან შემოვიდა იგი ქართველურ ხალხებში. ურარტუ დასახლებული იყო იბერო-კავკასიური, არაინდოევროპული ხალხით, რომელთა ენაც ახლოს იყო როგორც ნახურ-დაღესტნურ, ასევე ქართველურ ენებთან. ფრანსუა ლენორმანიც (1838-1883), ცნობილი ორიენტალისტი, ასირიოლოგი, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი და არქეოლოგი სწორედ ამას აღნიშნავდა და ამბობდა: "ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართულის გაუთვალისწინებლად".


2019040307001981319.jpg


ჰარალეს კერპი მესხეთის დღევანდელ სოფელ არალეშიც იდგა. გადმოცემის მიხედვით, ძველად, სოფელი არალე მოიხსენიებოდა "ბრუთიელის" სახელით. დროთა განმავლობაში ამ სახელმა განიცადა ტრანსფორმაცია და სახეცვლილი ფორმით შემორჩა ამ სოფლის ერთ-ერთ ხევს "ბურდა ღელეს" სახელით.

თქმულების მიხედვით ბრუთიელის მოსახლეობა თაყვანს სცემდა მოსავლის მფარველი ღვთაებას - ჰარალეს და აღმართული ჰქონდათ მისი დიდებული კერპი. პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულის ამ მხარეში მოსვლის და ქადაგების შემდგომ გაქრიასტიანებული ხალხის ნაწილმა დაანგრია ჰარალეს კერპი, თუმცა ჰარალეს ერთგულმა სოფლის მოსახლეობამ ღვთაების საპატივსაცემოდ, სოფელს გადაარქვეს ძველი სახელი - "ბურთიელი" და "ჰარალე-არალე" უწოდეს.


2019040307005781319.jpg


უმეტესად აღმოსავლეთ ქართული ხალხური სიმღერებიდან ყველას გვსმენია სიტყვები "ივრი არალე, "თარი არალე", "ჰარი ჰარალე". ეს ურარტული სიტყვებია. ივრი/იბრი ურარტულად ბატონს ან უფალს ნიშნავს, თარაი - ძლიერს ან ძლევამოსილს, ჰარი - მოგვეცის ან დიდებას აღნიშნავდა აღმოსავლურ ტრადიციაში, მაგალითად ჰარე იდიდეს ნიშნავს ინდურ მანტრებში, როგორიცაა ჰარე კრიშნა, ჰარე რამა და ა.შ. ანუ ეს სიტყვები - "ივრი არალე, თარი არალე, ჰარი ჰარალე ნიშნავს: უფალო ჰარალე, ძლევამოსილო ჰარალე, დიდება შენდა ან მოგვმადლე ჩვენ (მიწის ნაყოფი).

მას უმღერდნენ, მას სწირავდნენ მოსავლის ნაწილს, აღავლენდნენ მისდამი ლოცვას და ცეკვადნენ ფერხულს. ის იყო დედამიწაზე ერთ-ერთ პირველ მიწათმოქმედთა ღმერთი, რომელთაც ჯერ კიდევ 8000-9000 წლის წინ, ძვ.წ. მე-60 საუკუნეზე უფრო ადრეც კი, დაიწყეს მევენახეობა მთელ სამხრეთ კავკასიაში. ამ მიწათმოქმედთა ცენტრი კი ალაზნის ველებზე მდებარეობდა. და გაისმის არალეს წმინდა სახელი ქართულ ხალხურ სიმღერებში დღემდე...

 

http://intermedia.ge...qeQwbG3Z53BWsGM

 

http://intermedia.ge...annel:loop:true


ჩამსწორებელი babu, 05 April 2019 - 02:22 AM.


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მსოფლიოს პირველი მკერავები - 350 საუკუნის წინანდელი იმერეთიდან
7 იანვარი, 1:11

2019010701033481319.jpg


ჭიათურაში, ძოძუანას მღვიმეში 2007 წელს აღმოაჩინეს ისეთი რამ, რამაც ისტორიაში ადამიანის მიერ ქსოვილის პირველად დამზადების თარიღში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ გამოქვაბულში აღმოჩენილი სელისგან დამზადებული და მცენარეული საღებავებით შეღებილი ბოჭკოები მსოფლიოში უძველესია. მისი ასაკი დაახლოებით 35 ათასი წელია და მიეკუთვნება დაახლოებით ძვ.წ. 330-ე საუკუნეს. ძოძუანას აღმოჩენამდე მსოფლიოში უძველეს ნიმუშად ჩეხეთში, დოლნი-ვესტონიცაში მიკვლეული ქსოვილი ითვლებოდა, რომელიც 29 ათას წელიწადს ითვლის და ძოძუანასგან განსხვავებით, ჭინჭრისგან არის დამზადებული.


2019010700443781319.png


ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეისტორიული არქეოლოგიის პროფესორი, ოფერ ბარ-იოზეფი ამბობს, რომ სელის მიკვლეული ბოჭკოებიდან ზოგიერთი მცენარეული საღებავით იყო შეღებილი.

"ფერადი ბოჭკოები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მოსახლეობა გამოქვაბულში ფერად ქსოვილებს აწარმოებდა. ასევე დასტურდება ბეწვისა და ტყავის მასალის დამუშავებაც", - აღნიშნავს ოფერ ბარ-იოზეფი.


ძოძუანას მღვიმეში, საერთო ჯამში, ბოჭკოს 787 ფრაგმენტს მიაკვლიეს, სამეცნიერო ექსპედიცია, რომელსაც აღმოჩენა ეკუთვნის, აქ 1996 წლიდან მუშაობს. ჯგუფში, ქართველებთან ერთად, ამერიკელი და ისრაელელი სპეციალისტებიც შედიან.


2019010700373981319.jpg


ძოძუანას მღიმე ქვის ხანის ძეგლია, კერძოდ, იმ დროისა, როცა თანამედროვე ფიზიკური ტიპის ადამიანი ჩნდება ამიერკავკასიაში და მღვიმეშიც მეტად მდიდარი მასალა აღმოჩნდა, რომელიც ამას ადასტურებს.


თენგიზ მეშველიანი (ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "ეს აღმოჩენა 2007 წლით თარიღდება. სამუშაოებისას ძირითადად, ქვისა და ძვლის ნივთებს მივაკვლიეთ. ხე და ორგანული ნივთიერებები კი მოგეხსენებათ, არ ინახება და შესაძლოა მხოლოდ მტვრის სახით იყოს დარჩენილი. სწორედ ამ მტვერში აღმოჩნდა სელისგან დამზადებული ძაფის ნაშთები. პალეონტოლოგმა ელისო ყვავაძემ ახალ ტექნოლოგიას მიაგნო და მძლავრი მიკროსკოპით დაინახა დართული ძაფის ბოჭკოს უმცირესი ნაწილაკები. აღმოჩენებში, სელის გარდა, შალის ბეწვიც არის დაგრეხილი. სელის ბოჭკო ტექნოლოგიურად არის დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და შემდეგ მოქსოვილი.


თვალით უხილავი ბოჭკო სინჯარაშია მოთავსებული და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ხილული, თუ მას საგანგებო მიკროსკოპით 500-ჯერ მაინც გაადიდებ. ეს მასალა მტვრის გამოკვლევისას აღმოჩნდა. საერთოდ, ქვის ხანის არქეოლოგიაში მტვრით დგინდება თუ რა ფლორა და რა კლიმატი არსებობდა".


2019010700282981319.jpg


ქართულ აღმოჩენას მსოფლიო მედიამ 2010-2012 წლებში არაერთი მასალა მიუძღვნა. "საიენსი", "ლე ფიგარო", "ნიუ იორკ თაიმსი" და სხვა გავლენიანი გამოცემები აქვეყნებდნენ სტატიებს სათაურებით: "მსოფლიოს პირველი მკერავები", "უძველესი ძაფი და უნიკალური აღმოჩენა საქართველოში"...

სელის ბოჭკოებს პირველად 35 ათასი წლის წინანდელ, შემდეგ კი აბსოლუტურად ყველა ფენაში მიაკვლიეს.


პროექტში მონაწილეობდნენ ელისო ყვავაძე (პალეობიოლოგიის ინსტიტუტი, საქართვეოს ეროვნული მუზეუმი, ოფერ ბარ-იოზეფი (ანთროპოლოგიის დეპარტამენტი, ფიბოდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი), ანა ბელფერ-კოენი (არქეოლოგიის ინსტიტუტი, ჰიბროუს უნივერსიტეტი, ისრაელი), ელიზაბეტ ბოარეტო (რადიოკარბონული დათარიღებისა და კოსმოგენური იზოტოპების ლაბორატორია. ვიცმანის ინსტიტუტი), ნინო ჯაყელი (პრეისტორიის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ერეკლე ქორიძე (არქეოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი).


ძოძუანას მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე მდებარეობს. ძეგლი 1966 წელს, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ყვირილის ხეობის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ აღმოაჩინა. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა არქეოლოგი დავით თუშაბრამიშვილი.

(იხ. წყარო: The Harward Gazette და ჟურნალი "ისტორიანი")

http://intermedia.ge...-იმერეთიდან/89/



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?