Jump to content


ამ თემას აქვს 133 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

თუკი არ ყოფილხარ რაჭას
მაშინ არ გცოდნია სილამაზე
ერთხელ არ გსმენია განა,
ხეორის ცივი წყლის სინარნარე?
ნუთუ გვედრების მთა არ გინახავს,.....
ნუთუ არ ასულხარ ხიხა მთაზე,
ერთხელ თუ კი ნახავ მიმიხვდები ,
თურმე აქ შობილა სილამაზე.
როგორ შეიძლება, რომ არ იგრძნოს,
გულმა, ამ ცისკიდის სილაჟვარდე,
მოდი და წაართვი ამ ხალხს
მთისგან ბოძებული სიამაყე.
მათ ვაჯკაცობაზე რეკენ
წომბოთის მაღალი მთები,
მთიდან გადმოხეთქილ წყლის და
უცნაურ ფრინველთა ხმები.
თქვენ ჰეი მოსულნო რაჭას.
კვლავ ფეხის წვერებზე დგებით?!
ადით ფოცხვრებზე და ნახავთ
თუ რა ლამაზია შქმერი.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვა გოგლიკო? შენ რაღაც საეჭვოდ გადავარდი პოეზიაში აი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ხოო, ამ ბოლო დროს გამიტაცა პოეზიამ ;)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პახვალნო, :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

მურმან ლებანიძე

 

რ ა ჭ ა

1

ფრთადაწყობილი, ფრთაჭრელი

სორს ქვემოთ ქვემო რაჭაა;

მე თვითონ ზემორაჭველი

გეტყვი: - ისაა, რაცაა!

 

ვაზი ვაზს გადაჰკონია,

იქ - სხვავაა და კრიხია,

იქ, წესთან, ბარაკონია,

იქ - კვიტაშვილის ციხეა/

 

იქ - პური ცხვია თონეზე;

იქ - ხვანჭკარაა პაწია,

ვინც ჩვენ მსოფლიო დონეზე

სალაპარაკოდ გვაქცია.

 

იქ - ნიკორწმინდა მღერის ცად,

სხვა კოშკი - სხვა ნაპირზეა...

იქ - ქვემო რაჭის ერისთვად

ავთანდილ შარაბიძეა.



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

რიონს აღმა მივუყვები,

ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას;

რა ხეობა-ჭიუხები!

რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!

- მოიწყინე, მურმან, რაზე?

გვიქადიან აღმავლობას!

ხვალ-ზეგ ვერ და, ზეგის- მაზეგ

შენც ხომ ამბობ ხალხმრავლობას?!

- კი ბატონო, მყობადს ველი!

დე, მტრის თვალი შურით ენთოს!

კი, ბატონო! შენი მტერი,

ჩვენი მტერი უიმედოდ!

ვინ ისურვებს დაქცევას და

ზვარს ვინ აქცევს საბალახედ?!

ქვას ვინ ესვრის ამ სევას და

ქვას ვინ ესვრის ამ ფარახეთს?!

მარჯვნივ მრავალძალი მოფრენს,

პირტიტველას ვმოძღვრავ შოფერს:

- არ გაბრიყვდე! სულ ძუნძულით

მოაშურებს ხალხი სოფელს!

ხალხის ნიჭი, სანატრელო,

ხალხის ჯიში მაიმედებს,

ვინ, რომელი საქართველო

ჩვენს ხეობებს გაიმეტებს?!

შეხე, საკალმახე დელტას!

აქ ხეორი რიონს ერთვის.

იქ რომ კაცი ყამირს ბელტავს,

სამოსახლო მოჩანს ჩემთვის!

როგორც ქოჩაკიძეს უთქვამს,

(ტკბილ ლექსში აქვს გამოთქმული).

მანდ თუ ფაცხა არ განახო

მთა-კორტოხზე წამოდგმული,

მაშინ-ლებანიძე მოკვდეს!

მაშინ მისი ხელი გახმეს!

შეხე, რა მდინარე მოხტის!

შეხე, რა ხეობას ახმევს!..

ჯერ კი აღმა მივუყვები,

ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას:

რა ხეობა-ჭიუხები!

რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!

 

მურმან ლებანიძე



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

მურმან ლებანიძე

 

* * *

 

ხიმშო, ხიმშო, ხიმშო, რა ხარ!

მას არ გეტყვი, რაც არა ხარ:

ტკბილით სავსე ტიკჭორა ხარ,

ქვემო რაჭას წანწკარა ხარ,

პაწაწინა სოფელი ხარ,

მთის რაჭისკენ ფანჯარა ხარ,

შქმერს, მრავალძალს მოჰფენიხარ,

სხვის ქვევრებში კვარჩხალა ხარ;

ნაჭერ-ნაჭერ ნაყიდი ხარ,

სავენახე მასალა ხარ;

უშოლთისთვის კახეთი ხარ,

მაგრამ ცოტა პატარა ხარ;

მეტისმეტი რომ არ გითხრა,

ის არ გითხრა რაც არა ხარ,

კაი რითმამ მომაკითხა:

მთის რაჭისთვის ხვანჭკარა ხარ!



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

ამბროლაური ჩემი დასაფიცარი

 

შენს ლამაზ ქუჩებს ჩამოვივლი ნაზი ფიქრებით,

ვეამბორები ბერ ცაცხვებს და მიწას ნაირმევს,

დასაფიცარო ამბროლაურო,შენი ვიქნები,

მოსალამურე ჰანგთა შენთა და მოშაირე.

 

თეთრ ნაკადებთან ცისარტყელას ეშხით დავთვრები,

შაორს შაირი მოუხდება ახალთ-ახალი,

კორდებო ჩემო, მთაო ჩემო, მზით იდაფნები;

და მაინც დგეხარ ისე, როგორც მზეთუნახავი.

 

მარგალიტები მიკრეფია ხარისთვალზე,

ავმღერებულვარ ხიდიკარში ტალღის ხმაურით,

და ახლა ვამბობ : თუ ამ სიტყვას აქვს სილამაზე -

ვით საპოვნელა, მიპოვნია ამბროლაურში.

 

ჯიხვი გასცქერის საფურიკლდეს კლდეთა თაღიდან,

პიტალოს შვენის ჩანჩქერების ფერების თრთოლვა,

რაჭა მოაგავს საქორწინოდ გაშლილ მაგიდას,

ამბროლაური-საპატარძლოს უნაზესს ყოვლად.

 

მე მიყვარს შენი ალიონი, ღამეც დაისიც,

ეს განახლება საამაყო და საარაკო,

ნება მომეცით მთელი გულით, მთელი ხალისით,

დავაჟკაცება მოგილოცო, ჩემო ქალაქო!

 

გიგა სხირტლაძე



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

ზამთარი რაჭაში

 

ჩამოთოვა! ლოღორას მთა გადათეთრდა

და მთის რაჭას შეეპარა სიმარტოვე.

თეთრი შალი შემოუსხმათ ღარიბ სოფლებს

და სახლები პატრონებმა მიატოვეს.

 

ღამ-ღამობით დათვი,მგელი გვსტუმრობს ზოგჯერ

ვეღარ აფრთხობს მშიერ ცხოველს თოფის ექო.

"ხვალ თუ კარგი დაიჭირა ბოშო დარი

სანადიროდ შევუყვებით შოდის ბექობს".

 

აქეთ ლორი,იქით არყით სავსე ბოთლი

გრძელ ღამეებს ზღაპარივით ეხამება.

ვინმე იტყვის ძველ არაკს ან შეგონებას

და დაღლილებს თვალზე რული გვეპარება.

 

სიზმრად ვხედავთ: ამწავანებულ რიონის პირს.

თივის ზვინებს. საგლოლოს გზას,მწვანე ფოთლებს

"ამინდს კარგი პირი უჩანს ბოშო ვიცი"

ზამთარია ,სანადიროდ ვმართავთ თოფებს.



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესეც რაჭა
3s8w8.jpg
0
  • add.png
  • delete.png
#2 user_green.png   babu profile.png  user_popup.png
  • av-936.jpg
  • პროფესიონალი მონადირე
  • bullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.png
 
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 1,571
  • შემოგვიერთდა: 01-April 13

Posted 15 August 2013 - 04:22 AM

z1x43.jpg
0
  • add.png
  • delete.png
#3 user_green.png   babu profile.png  user_popup.png
  • av-936.jpg
  • პროფესიონალი მონადირე
  • bullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.png
 
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 1,571
  • შემოგვიერთდა: 01-April 13

Posted 15 August 2013 - 04:25 AM

85bd7.jpg
0
  • add.png
  • delete.png
#4 user_green.png   babu profile.png  user_popup.png
  • av-936.jpg
  • პროფესიონალი მონადირე
  • bullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.png
 
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 1,571
  • შემოგვიერთდა: 01-April 13

Posted 15 August 2013 - 04:31 AM

fo8ui.jpg
0
  • add.png
  • delete.png
#5 user_green.png   babu profile.png  user_popup.png
  • av-936.jpg
  • პროფესიონალი მონადირე
  • bullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.png
 
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 1,571
  • შემოგვიერთდა: 01-April 13

Posted 15 August 2013 - 04:35 AM

jqj0z.jpg
0
  • add.png
  • delete.png
#6 user_green.png   babu profile.png  user_popup.png
  • av-936.jpg
  • პროფესიონალი მონადირე
  • bullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.png
 
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 1,571
  • შემოგვიერთდა: 01-April 13

Posted 15 August 2013 - 04:38 AM

s44gk.jpg
0
pfzmk.jpg

7henb.jpg

1ejeg.jpg
hbkec.jpg

a06rn.jpg
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ულამაზესი მხარე რაც კი მინახავს!!

შაორი ხომ საერთოდ ფანტასტიკური ადგილია მეთევზეებისთვის და უბრალოდ დამსვენებლებისთვისაც :good:  :good:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გადოურევიხართ რაჭას და აგია, ;)

 

მართლაც საქართველოს ერთერთი ულამაზესი მხარე რომელსაც თავისი ხიბლი აქვს ..როგორც დანარჩენ კუთხეებსაც.

შაორი ო შაორი ბუნდოვნად მახსოვს....აღარაა მირზაია მაი შაორი ადრე რომ იყო ის მეთევზეებისათვის...



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ჩემი მოგზაურობა რაჭაში







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?