ამხანაგებო!
მოგესალმებით ! ძვირფასო ამხანაგებო. პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი ორგანო გაზეთი "კომუნისტი" გვატყობინებს, რომ ამა თვის 25 რიცხვში დაგეგმილი იყო პარტიის რეგიონული კომიტეტების და დელეგატებისა და ბიუროს ერთობლივი გამსვლელი სხდომა.დღის წესრიგში იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ მითითებული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ახალი სამეურნეო წლის რიგი საკითხების განხილვა რათა ხუთწლედის გეგმა გადაჭარბებით შესრულდეს რათა ჩვენმა მშრომელებმა კიდევ უფრო სწრაფად იგრძნონ თუ რა სწრაფად მივეშურებით განვითარებული სოციალიზმიდან ,ჩვენ საბოლოო მიზნისაკენ, დიადი კომუნიზმისაკენ. ვაშა ამხანაგებო.!!!! ვაშა პარტიას. ვაშა მის ცენტრალური კომიტეტის წევრებს!ვაშა მის ბიუროსა და და რ(ლ)ეგიონური კომიტეტების რიგით მუშაკებს!!!! თქვენი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად სულ უფრო და უფრო მაღლდება ჩვენი სამშობლოს მშრომელების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა და მათი პოლიტიკური თვითშეგნება. ისინი რწმენითა და უდიდესი ენთუზიაზმით მიუყვებიან ცეკას მიერ დასახულ კურსს -ნათელი და დიადი მომავლისაკენ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩაგრული მოსახლეობა , დაამსხვრევს მსოფლიო იმპერიალიზმის ბორკილებს . კისრიდან გადაიგდებს უღელს, აღარასოდეს აღარ დაიჩოქებენ, წამოიმართებიან და მხარდამხარ გაჰყვებიან ჩვენი დიადი სამშობლოს მშრომელებს ნათელი მომავლისაკენ სავალ გზაზე.
მაშ წინ ამხანაგებო!!! უფრო შევამჭიდროვოთ ჩვენი რიგები ცენტრალური კომიტეტის გარშემო და ჩვენ პარტიულ ამხანაგებთან ერთად წინ ნათელი მომავლისაკენ. სიკვდილი მსოფლიო იმპერიალიზმს , გაომარჯოს ჩვენი პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და მის ბიუროს!
ეხლა კი გაგაცნობთ გამსვლელი სესიის რ(ლ)ეგიონალური დელეგატების შემადგენლობას!
ძვირფასო ამხანაგებო გამსვლელი სესიის დასრულების შემდეგ შესრულებული იყო , მსოფლიო მშრომელთა საყვარელი ჰიმნი "ინტერნაციონალი", ხოლო საღამოს შედგა პარტიული ვახშამი , პარტიის გარდაბნის ქალაქკომის სამონადირეო ქოხში. რისთვისაც დიდი მადლობა საორგანიზაციო კომიტეტსა და სესიის დელეგატებს!
პარტიის საინფორმაციო ბიუროს ცნობა.
ამხანაგი კახა.ამა წლის .26. იანვარი.
ქ. გარდაბანი
ქვემოთ წარმოდგენილი იქნება ფოტომასალაც