მეჰელის ცხვირნალა – Rhinolophus Mehelyi
მეჰელის ცხვირნალა დიდი ცხვირნალებთან ერთად, ჩვეულებრივ გრძელფრთიანებთან და ყურწვეტიან მეღამიებთან ერთადაა ნაპოვნი. პოპულაციაში ჭარბობენ მამლები. ადრე გაზაფხულზე დედალ–მამალი ერთადაა. დედალი ერთ შვილს შობს. დიდ ცხვირნალებთან შედარებით ისინი ერთი თვით გვიან გამოჩნდებიან ხოლმე, აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება აპრილში შეგვხვდეს. მეჰელის ცხვირნალა ამიერკავკასიაში მოიპოვება.
საქართველოში ნაპოვნია მცხეთაში (1937).