ველის კაკაჩა გავრცელებულია ს.-აღმ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, ჩრდ. და აღმ. აფრიკაში.
საქართველოში შესაძლებელია ველის კაკაჩას არსებობა აღმ. საქართველოს ველებზე მობუდარი ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ - მდე.
ეს ფრინველი ბინადრობს ღია ადგილებში. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში, ხრამების კედლებში, ზოგჯერ ხეზე. აპრილში დებს 2 – 5 კვერცხს.
კრუხობა გრძელდება 30 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ მღრნელები, ფრინველები, ქვეწარმავლები, ამფიბიები.
საქართველოს ფარგლებში გვხდება თითქმის ყველგან როგორც მობინადრე ფორმა. ი. ჩხიკვიშვილი (1950) ამ ფრინველს საქართველოსათვის თვლის მოზამთრე და „შესაძლებელ მობუდარ” სახედ. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.
კაკაჩის სხეულის სიგრძე 46-57 სმ აღწევს, ფრთების შლილი 110-130 სმ. დედალი ტანად მამალზე დიდია. ბინადრობს ტყეებში. სარჩოს მოსაპოვებლად გადის ღია ადგილებშიც. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე. აპრილში დებს 2 – 5 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 28 დღემდე. იკვებება მღრნელებით, მცირე ზომის ფრინველებით, გველებით, ხვლიკებით, ბაყაყებით, გომბეშოებით, მწერებით.
ცნობილია კაკაჩას რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება კავკასიური კაკაჩა – Buteo buteo menetriesi. ი. ჩხიკვიშვილის (1950) გადმოცემით საქართველოში გვხდება მეორე გვესახეც – ჩვეულებრივი კაკაჩა – Buteo buteo buteo რასაც დ. დემენტიევი და სხვანი არ ადასტურებენ.