
ფსოვი, რომელიც ცნობილია თეთრკუდა არწივის სახელითაც, ვრცელდება ევროპაში, გარდა პირინეის ნახევარკუნძულისა, აზიაში, ჩრდ. აფრიკასა და ს. - დ. გრენლანდიაზე.
საქართველოს ფარგლებში ფსოვი გვხდება თითქმის ყველგან მობინადრე ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ - მდე.
ბუდეს იკეთებს ხეზე, ზოგჯერ კლდის ნაპრალში, ზღვებისა და ტბების სანაპიროებზე, მდინარეთა ხეობებში. მარტში დებს 1 – 3 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 32 დღემდე. საკვებს შეადგენენ თევზები. იგი ჭამს აგრეთვე ძაღლებს, კატებს, მღრნელებსა და ფრინველებს, ზოგჯერ ქვეწარმავლებსაც.
ცნობილია ფსოვის რამდენიმე ქვესახე. რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ფსოვი - Haliaeetus albicilla albicilla


